"ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა რომ მომხდარიყო", - კარვახალმა ზიდანის დაბრუნება შეაფასა

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნებას პოზიტიურად უყურებს.
"ეს იყო საჭირო დროს, საუკეთესო გადაწყვეტილება. საუკეთესო რამ მოხდა, რაც კი შეიძლებოდა ჩვენთვის მომხდარიყო.
ზიდანმა გუნდი ასეთ რთულ პერიოდში ჩაიბარა, რაც მას ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვნად აქცევს. ის ძალიან მამაცია, რადგან დათანხმდა ისეთ გუნდში მოსვლას, სადაც ფეხბურთელების თავდაჯერება ძალიან დაბალ დონეზეა და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდი აღარაფრისთვის იბრძვის." - აღნიშნა ესპანელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" მიმდინარე სეზონში ორი მწვრთნელი გაანთავისუფლა თანამდებობიდან - ხულენ ლოპეტეგი, შემდეგ კი სანტიაგო სოლარი.