Goal.Ge

ეროვნული ლიგა - V ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - V ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი მატჩები გაიმართა.

გთავაზობთ ამ ტურში მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს ჩვენი ვერსიით.

ჩიხურა - სიონი 5:0
დილა - ლოკომოტივი 3:1
ვიტ ჯორჯია - დინამო ბათუმი 0:1
ტორპედო - რუსთავი 2:0
დინამო თბილისი - საბურთალო 4:2

დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) - "სიონთან" მატჩში ჰამზიჩმა თავისი მოვალეობა 100%-ით შეასრულა - გოლი არ გაუშვა და ყველა ეპიზოდში დამაჯერებელი იყო.

კიჭი მელიავა (დინამო ბათუმი) - მელიავა მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად გაისარჯა და თავისი წვლილი გოლშიც შეიტანა. რამოსს საგოლე გადაცემა მან გაუკეთა.

ოლექსანდრ აზაცკი (ტორპედო) - ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და "ტორპედოს" მოაგებინა.

მამუკა კობახიძე (ტორპედო) - თამამად შეიძლება ითქვას, რომ კობახიძე "რუსთავთან" მატჩში საუკეთესო იყო. დაცვაში სტაბილურად თამაშის გარდა, მას აზაცკის გოლში ლომის წვლილი მიუძღვის.

ლუკა რაზმაძე (დილა) - ვეტერანმა ნახევარმცველმა "ლოკომოტივთან" საოცარი მატჩი ჩაატარა, ცენტრში კარგად იდგა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

დმიტრო ივანისენია (დინამო) - სანამ ივანისენია ტრავმის გამო მოედანს დატოვებდა, თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა. მეტიც, კუტალიამ მის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა.

მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა) - "სიონთან" მოგებულ 5:0 მატჩში საუკეთესო სარდალიშვილი იყო. საჩხერელთა ლიდერის ანგარიშზე დუბლი და საგოლე გადაცემაა.

ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) - წინა მატჩები სპანდერაშვილმა ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა და ცოტა გაუჭირდა, "ლოკომოტივთან" კი ის ვინგერზე იდგა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

გაბრიელ რამოსი (დინამო ბათუმი) - "დინამო ბათუმმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ამის მთავარი გმირი კი რამოსია, რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" ერთადერთი გოლი გაუტანა.

ბიძინა მახარობლიძე (ჩიხურა) - სარდალიშვილთან ერთად, "სიონთან" გამორჩეული მახარობლიძეც იყო. მან ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი ლექვთაძეს გაატანინა.

ლევან კუტალია (დინამო თბილისი) - "საბურთალოსთან" მატჩის და მთლიანად ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ცალსახად ლევან კუტალიაა. "დინამოს" ახალწვეულმა მოქმედი ჩემპიონების კარში 3 გოლი გაიტანა.

ეროვნული ლიგა - V ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - V ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დინამო ბათუმმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

სეზონის განახლების წინ, "დინამო ბათუმმა" ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 02:59

ევროპა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, მათე ცინცაძემ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" "ორდაბასთან" დამარცხდა.

დღეს, 02:56

რივალდო: "გრიზმანის ტრანსფერის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი გამოიკვეთა"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 02:54

ლორენტე იტალიაში ბრუნდება?

მარკოს ლორენტეს მომავალზე კომენტარი ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

დღეს, 02:50

კუადრადომ თავის მომავალზე ისაუბრა

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა ხუან კუადრადომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:44

კლოპმა მილნერს მადლობა გადაუხადა: "კარგია, რომ ყველაფერი საჯაროდ არ თქვა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამავე გუნდის ფეხბურთელს, ჯეიმს მილნერს მადლობა გადაუხადა.

დღეს, 02:42

იუვენტუსის ფეხბურთელმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

გასულ კვირას დადასტურდა, რომ "იუვენტუსის" მეკარე მატია პერინი "ბენფიკაში" გადავიდოდა.

დღეს, 02:39

ფეკირი ტოპ გუნდში მიდის? - ლიონის მწვრთნელის კომენტარი

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ამ გუნდის უდავო ლიდერის, ფეკირის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 02:36

დავიდ ლუიზმა ლამპარდი შეაქო

"ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა ამ გუნდის ახალი თავკაცი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

დღეს, 02:32

ბარსელონა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

ესპანური პრესა ადასტურებს, რომ კატალონიური გუნდი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 02:29

ტოტენჰემის ყოფილმა შემტევმა ერიკსენის მომავალზე ისაუბრა

დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ზაფხულს "ტოტენჰემი" გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა კრისტიან ერიკსენმა დატოვოს.

დღეს, 02:26

ბაიერნის მწვრთნელმა არსენალთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

გუშინ გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "ბაიერნსა" და "არსენალს" შორის, რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

დღეს, 02:23

დინამომაც მოიგო - 4-დან 3 ქართული გუნდი შემდეგ ეტაპზეა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" სტუმრად "ენგორდანს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 02:12

დე ლიგტმა თავისი კუმირები დაასახელა

"იუვენტუსის" ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:21

კახა ჩხეტიანი: "უახლოეს დღეებში სერიოზული საუბარი გვექნება"

"ორდაბასთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" თავკაცმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

გუშინ, 23:16

რაფინია ბარსელონადან მიდის და სასურველი კლუბიც შეარჩია

"ბარსელონას" ნახევარმცველი, რაფინია ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას აპირებს.

გუშინ, 23:16

კახა ცხადაძე: ქართველებთან მოგება? - ჩემი სამუშაო შევასრულე"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" 'ორდაბასს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0:3 დაამარცხა.

გუშინ, 23:10

ტორპედო ევროტურნირებიდან ასპარეზობას გამოეთიშა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს "დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:06

იკარდიმ სარფიანი წინადადება მიიღო - რა ბედი ელის არგენტინელს?

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს მაურო იკარდი "ინტერს" დატოვებს.

გუშინ, 22:54

ინტერმა ლუკაკუს სარფიანი შეთავაზება გაუმზადა, დეტალები ცნობილია

"ინტერის" ხელმძღვანელობა რომელუ ლუკაკუს სარფიან წინადადებას უმზადებს.

გუშინ, 22:48

ვან დერ საარი დე ლიგტის იუვენტუსში ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "იუვენტუსმა" მატეის დე ლიგტის ტრანსფერი დღეს გააოფიციალურა.

გუშინ, 22:42

ბარსელონას მორიგი მეგა შეთავაზება პსჟ-ს — Sky Sports

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "პსჟ"-ს ახალი წინადადებით მიმართა.

გუშინ, 22:32

დე ლიგტმა ახსნა, თუ რატომ აირჩია იუვენტუსი და არა ბარსელონა ან პსჟ

"იუვენტუსის" ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:48

პსჟ-მ ნეიმარის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sport.es ავრცელებს.

გუშინ, 21:37

დე ლიგტის პირველი კომენტარი იუვენტუსში გადასვლის შემდეგ

მატეის დე ლიგტმა "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:31

ბარსელონამ ნეიმარის ხელში ჩაგდების ახალი გეგმა შეიმუშავა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sport.es ავრცელებს.

გუშინ, 21:25

მანჩესტერ იუნაიტედი ხმაურიან ტრანსფერზე ამუშავდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 21:19

ფალკაოს ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო კლუბიდან მიდის.

გუშინ, 21:12

პსჟ იუვენტუსს სუპერ გაცვლას სთავაზობს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ამ ზაფხულს შესაძლოა "იუვენტუსში" გადაბარგდეს.

გუშინ, 20:30

ატლეტიკოში ტრიპიერის სათამაშო ნომერი ცნობილია

მოგეხსენებათ, კირან ტრიპიერი "ატლეტიკოში" "ტოტენჰემიდან" გადავიდა.

გუშინ, 20:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10