Goal.Ge

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში


#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

გერმანიაში საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და დღეს საღამოს მიუნხენში უმნიშვნელოვანესი, თითქმის ფინალის ტოლფასი, დაპირისპირება გაიმართება.

ბუნდესლიგის ლიდერი დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" ეწვევა და ეცდება, რომ პრაქტიკულად ყველაფერი დაასრულოს, მაგრამ მასპინძლებს თავისი მიზნები აქვთ და რევანში სწყურიათ.

მანამ, სანამ 14 აპრილს "სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონი დაიწყება, გერმანიაში "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" გაითამაშებენ ბუნდესლიგის ტახტს.

ბაიერნი - დორტმუნდის ბორუსია

დასაწყისი: 20:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

ბაიერნი

მიუნხენური გრანდი სანაკრებო შესვენებაზე მშვენიერი სტატისტიკით გავიდა. "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ზედიზედ ექვსი თამაში ჰქონდა მოგებული და ბოლო სამ თამაშში 17 გოლი ჰქონდა გატანილი. თუმცა გასულ უქმეებზე მიუნხენელებმა სტუმრად "ფრაიბურგი" ვერ დაამარცხეს (1:1), დაკარგეს ორი ქულა და პირველობა - "რეკორდმაისტერი" კონკურეტს ორი ქულით ჩამორჩა, ამიტომ დღეს "ბაიერნს" უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

შუაკვირას მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის თასის 1/4 ფინალში, მოულოდნელად, ურთულესი ბრძოლა გადაიტანა. 10 კაციანმა "ბაიერნმა" მეორე ბუნდესლიგის კლუბი "ჰაიდენჰაიმი" არანორმალურ შეხვედრაში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ახლა კი ნიკო კოვაჩის გუნდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

დორტმუნდის ბორუსია

დორტმუნდელებმა სეზონის მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყეს და თებერვლიდან მოყოლებული წარუმატებელი სერია ჰქონდათ - ლუსიენ ფავრის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ორი ტურნირიდან გამოვარდა: გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან. თუმცა "ყვითლებმა" ეს მცირე კრიზისი გადალახეს და ბოლო სამი თამაში მოიგეს.

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

სანაკრებო პაუზამდე "ბორუსიამ" შინ "შტუტგარტი" (3:1) და გასვლაზე ბერლინის "ჰერტა" (3:2) დაამარცხა, ხოლო წინა ტურში სახლში პაკო ალკასერის დუბლით "ვოლფსბურგი" 2:0 დაამარცხა და "ბაიერნის" ფეხის დაცდენით ისარგებლა - დორტმუნდელები ორი ქულით წინ გავიდნენ და მიუნხენში გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

ნოიერი საეჭვოა, ბორუსიას პაკო არ ეყოლება

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

მანუელ ნოიერმა საკუთარი გუნდის ბოლო ორი თამაში გამოტოვა, მაგრამ კაპიტანი უკვე ორი დღეა ვარჯიშებს დაუბრუნდა და ბოლო ინფორმაციით, დღეს საღამოს ძირითადში უნდა იყოს.

"ბაიერნს" კვლავ ვერ ეხმარებიან კორენტენ ტოლისო და არიენ რობენი, ალფონსო დეივისს კი მუხლის პრობლემები აქვს.

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

დორტმუნდის "ბორუსიას" გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვს და მთავარი პრობლემა პაკო ალკასერის არყოფნაა - ესპანელს ხელის მოტეხილობა აქვს, ამიტომ ის რაფაელ გერეიროსთან, ჰაკიმისთან, ფილიპთან და პულიშიჩთან ერთად დორტმუნდში დარჩა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი; კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა; მარტინესი, ტიაგო; გნაბრი, ხამესი, კომანი; ლევანდოვსკი.

დორტმუნდის ბორუსია: ბიურკი; ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, შმელცერი; ვიტსელი, დელაინი; სანჩო, როისი, ლარსენი; გიოტცე.

გადამწყვეტი მატჩი ნიკო კოვაჩისთვის

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

ნიკო კოვაჩისგან სადებიუტო სეზონშივე ტრებლის მოგებას ნამდვილად არავინ ელოდა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ "ბაიერნის" შემადგენლობა გადასახალისებელია, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ შესაძლოა ხორვატი სპეციალისტის ბედი განსაზღვროს. "ბაიერნი" ახალი სეზონიდან დიდ რევოლუციას იწყებს, კლუბის ხელმძღვანელობა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული სატრანსფერო კამპანიის წარმოებას გეგმავს, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ მწვრთნელიც შესაბამისი იქნება.

""შაბათს არანაირი თავის მართლება არ იქნება! წაგებაზე ფიქრიც კი არ მინდა. უნდა მოვიგოთ, ჩემთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რომც ვერ მოვიგოთ, მინდა, რომ მაინც გავხდეთ ჩემპიონები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის ღირსები უბრალოდ არ ვიქნებით, ვინაიდან "ბორუსიასთან" პირველი მატჩი წავაგეთ. ჩვენმა გუნდმა უნდა დამტკიცოს, რომ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვინდა", - განაცხადა "დერ კლასიკერის" წინ ული ჰიონესმა. შესაძლოა ეს ნიკოსთვის ერთგვარი მინიშნებაც იყო...

მიმდინარე სეზონში კოვაჩს დიდი თამაში ჯერჯერობით არ მოუგია: "ლივერპულთან" "ბაიერნი" უშანსოდ გამოვარდა, მიუნხენელებმა ვერც ამსტერდამის "აიაქსი" დაამარცხეს, ხოლო "ბორუსიასთან" დორტმუნდში პირველი მატჩი 2:3 დათმეს. ასე, რომ კოვაჩისთვის დღევანდელი "დერ კლასიკერი" უდიდესი მნიშვნელობისაა.

შანსი მარიო გიოტცესთვის

#ForTheThrone: საჩემპიონო დერ კლასიკერი მიუნხენში

მარიო გიოტცესთვის სიტუაცია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა - გერმანელი შემტევი სეზონის მეორე ნახევარში შედარებით უკეთ ათამაშდა, ხოლო "დერ კლასიკერამდე" რამდენიმე დღით ადრე პაკო ალკასერი დაიმტვრა - მარიოს განგებამ მისცა შანსი, რომ მიუნხენში გატარებული არც ისე წარმატებული სამი სეზონის გამო "ბაიერნზე" ახლა იძიოს შური.

გიოტცეს პაკოს არყოფნაში საკმაოდ საპასუხისმგებლო როლის შესრულება მოუწევს და ყველაფერს გააკეთებს, რომ "ბაიერნს" თავისი შესაძლებლობები დაუმტკიცოს. მარიოსა და როისის თანდემი "დერ კლასიკერში" ბრუნდება, რაც ასევე ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია!

ფაქტები და სტატისტიკა:

ეს ბუნდესლიგის ისტორიაში საიუბილეო, მე-100 "დერ კლასიკერი" იქნება.

27 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში "ბაიერნზე" მაღლა რომელიმე გუნდი ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იმყოფებოდა - ეს დორტმუნდის "ბორუსია" იყო და საბოლოოდ "ყვითლებმა" იმ სეზონში ვერცხლის სინი მოიგეს კიდეც.

მიუნხენურმა კლუბმა "ბორუსიას" წინააღმდეგ ბოლო ოთხი თამაში წააგო, როდესაც სატურნირო ცხრილში დორტმუნდელების ქვევით იმყოფებოდა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში თამაშის ბოლო 15 წუთში 21 გოლი გაიტანა, რაც საკლუბო რეკორდია.

რობერტ ლევანდოვსკის "დერ კლასიკერის" ისტორიაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი: 12 "ბაიერნის" მაისურით და ერთიც - დორტმუნდის "ბორუსიას". მასზე წინ მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია - 14 გოლი.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის ამ სეზონში უკვე გაუშვა იმდენი გოლი (28), რამდენიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში.

"ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგაში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო, მათ შორის ბოლო ორი ერთნაირი გამანადგურებელი ანგარიშით - 6:0.

ბუნდესლიგაში "ალიანს არენაზე" გამართული ბოლო ოთხი "დერ კლასიკერი" მასპინძლებმა მოიგეს, აქედან ბოლო სამი დიდი ანგარიშით - 6:0, 4:1, 5:1.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გვარდიოლა: "საუკეთესო გუნდი ვართ, რომელსაც კი ოდესმე პრემიერ ლიგაში უთამაშია"

მანჩესტერული დერბის მოგების შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ ემოციური განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:52

აგენტი: "გასულ სეზონში, რეალმა 150 და 180-მილიონიანი წინადადებები არც კი განიხილა"

"რეალის" ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს აგენტი, ორასიო გაჯიოლი, ფეხბურთელის "რეალიდან" შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 11:46

სამპაოლი: "არის თუ არა მესი ისტორიაში საუკეთესო? არ ვიცი, ის ნაკრებში საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 11:39

ბაილი შესაძლოა საფრანგეთში გადაბარგდეს

L'Équipe-ისა და GFFN-ის ცნობით, ერიკ ბაილი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებასთან ახლოს არის.

დღეს, 11:28

2024 წელს ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება

ევროპული ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლაზე მუშაობს.

დღეს, 10:46

"ძველ მეგობართან ერთად" - ხაბიბი დათვს კვლავ ეჩხუბა [VIDEO]

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა დათვთან მსუბუქი სპარინგი გამართა.

დღეს, 10:27

იკარდის გარდა, პსჟ კიდევ ერთი ფორვარდით ინტერესდება

Cope.es-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მნიშვნელოვნად აპირებს შეტევის ხაზის გაძლიერებას.

დღეს, 10:18

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

დღეს, 05:05

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

დღეს, 04:54

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

დღეს, 04:40

ეროვნული ლიგა - X ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო და მეათე ტურნირზე საინტერესო მატჩები გაიმართა, საიდანაც საუკეთესო 11 ფეხბურთელი ავარჩიეთ.

დღეს, 04:34

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

დღეს, 04:30

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

დღეს, 04:18

ხარაიშვილმა თავისი გუნდი წაგებას საგოლე გადაცემით გადაარჩინა [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი "კალმარსა" და "გიოტებორგს" შორის.

დღეს, 04:14

ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში "სლასკ ვროსლავი" "გორნიკს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:12

ზიდანი რეალის თამაშით უკმაყოფილოა

"ხეტაფესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:50

კლოპი: "ბარსელონასთან ფავორიტი არავინაა"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:38

ზიდანი: "ბრაჰიმის თამაშში ის მომწონს, რომ არაფრის ეშინია და მონდომებულია"

ლა ლიგის გასულ ტურში "ხეტაფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ეთამაშა.

დღეს, 03:32

კლოპი: "ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტიტულის მოგების შანსებზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაურისიო სარი დააჯარიმა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ბარნლის" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:21

ფერნანდინიო: "სიტი ტიტულისთვის ცხოველივით იბრძვის"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ტიტულის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 02:47

ლივერპულმა სიტი დაამარცხა და ტიტული მოიგო - რა მოხდება დიდებში?

გუშინ გაიმართა ასოციაციის თასის ფინალური მატჩი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

დღეს, 02:42

რეალმა მორიგი მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის 34-ე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი "ხეტაფესა" და"რეალს" შორის.

დღეს, 01:37

ბერნატმა ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს შეადარა

"პარი სენ ჟერმენის" მარცხენა მცველმა, ხუან ბერნატმა, საკუთარი გუნდის ორი ლიდერი დაახასიათა.

დღეს, 00:40

ტიაგო: "გვარდიოლა ფეხბურთისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

დღეს, 00:38

დორტმუნდის ბორუსიამ სანჩოს გიჟური ფასი დაადო

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც გუნდის უნიჭიერეს ტალანტს, ჯეიდონ სანჩოს, შეელევა.

დღეს, 00:30

ვან დეიკი თანაგუნდელებს აფრთხილებს: "ეს შესაძლოა ხაფანგი იყოს!"

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის თამაშის წინ "ლივერპულის" დაცვის ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, საკუთარი გუნდი გააფრთხილა.

დღეს, 00:15

DFB-მ აღიარა, რომ ვერდერი - ბაიერნის მატჩში პენალტი არასწორად დაინიშნა

გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 00:15

მელო: "მჯერა, რომ ინტერი იუვენტუსს დაამარცხებს!"

მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, "დერბი იტალიაზე" ისაუბრა.

დღეს, 00:11

კანსელუ: "ალეგრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მახე დამიგეს!"

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, ჟოაო კანსელუმ, მასიმილიანო ალეგრისთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:10

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10