ავტორიზაცია

ვოლფსბურგმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ვოლფსბურგმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 26 აპრ 2019, 00:04
შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და "იანგ ბოიზის" მარჯვენა მცველი, კევინ მბაბუ, კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

"ვოლფსბურგმა" მბაბუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და კევინი გერმანულ კლუბს ახალი სეზონიდან შეუერთდება.

24 წლი შვეიცარიელის ტრანსფერი "მგლებს" დაახლოებით 9,2 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

კევინ მბაბუ 2013-17 წლებში "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა და "იანგ ბოიზს" 2017 წლიდან შეუერთდა. მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 26 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.