» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე


ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე

ინტერვიუ ჩაწერილია 2018 წლის ნოემბერში, ატლეტიკო 1:1 ბარსელონას მატჩის მომდევნო დღეს.


ჟურნალ FourFourTwo-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ატლეტიკოს სლოვენიელმა კიპერმა იან ობლაკმა თავის კარიერაზე ისაუბრა.

ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე



"ეს შედეგი ნამდვილად სიგიჟეა" - სიცილით აღნიშნავს ობლაკი თავის სტატისტიკაზე საუბრისას.

იან ობლაკმა ატლეტიკოს მაისურით ჩატარებული 178 მატჩიდან 100-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა - "ნამდვილად არ ვითვლიდი, თუმცა, როცა ეს ინფორმაცია შემატყობინეს, ძალიან გამიხარდა, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ასეთი რამეები ხშირად არ ხდება"

დილის ვარჯიშის დასრულების შემდეგ ობლაკი პრესის ოთახში შემოვიდა, საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს, რომელმაც წინა თვეებში 90 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. "შეიძლება აქ დავჯდე?" - იკითხა ისეთივე მორიდებითა და პატივისცემით, როგორითაც ზუსტად 24 საათის წინ მესის ესაუბრებოდა. - აღნიშნავს FFT-ს ჟურნალისტი.

მამის კვალდაკვალ

"სლოვენიის პატარა ქალაქ სკოფია ლოკაში გავიზარდე, რომელიც სიძველით რიგით მე-2 ადგილია ქვეყანაში. ჩვენს ქალაქში პატარა საფეხბურთო კლუბია, სადაც მამაჩემი თამაშობდა. მართალია, იგი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა, თუმცა ის ჩემი პირველი კუმირი იყო"

"მის ვარჯიშებს არასდროს ვაცდენდი. კარის უკან ვიდექი და მამაჩემის მოძრაობებს ვიმეორებდი. შორიდან საკმაოდ სახალისო სანახავი იყო, - კარის უკან დგას 3 ან 4 წლის ბავშვი, რომელიც მეკარის მოძრაობებს უბურთოდ იმეორებს - მე კი უბრალოდ მინდოდა მას დავმსგავსებოდი"

"მამას გუნდი ლუბლიანას ერთ-ერთ დარბაზში თამაშობდა. ამ დროს, 8-9 წლის ვიქნებოდი, ტაიმებს შორის შესვენებაზე დარბაზში სათამაშოდ ჩემს დასთან ერთად შევედი. ის კარში ურტყამდა, მე კი სეივებს ვაკეთებდი. როგორც ჩანს, ვიღაცამ შემამჩნია, მოვიდა და ლუბლიანა ოლიმპიაში თამაში შემომთავაზა. ეს სლოვენიის უდიდესი კლუბია და, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი"

"ჩემი ოცნება ფეხბურთელობა იყო. მინდოდა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გავმდარიყავი. ბავშვობიდან ეს ოცნება მქონდა"


"ეს ბავშვი ჩემზე მაგარია"


ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე


ობლაკი მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის იყო, როცა ოლიმპიას ძირითადმა კიპერმა, რობერტ ვოლკმა მას ადგილი დაუთმო. "ეს ბავშვი ჩემზე მაგარია" უთქვამს 43 წლის ვოლკს და იანისთვის გზა გაუხსნია.

"პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში 15 წლის ასაკში დავიწყე. ოლიმპია ამ დროს მე-2 დივიზიონში იყო გავარდნილი ფინანსური პრობლემების გამო, თუმცა უმაღლეს ლიგაში მალევე დავბრუნდით და მე უკვე რეგულარულად ძირითადში ვთამაშობდი"

2009 წელს ობლაკი ლონდონში გადავიდა, სადაც "ფულჰემთან" ერთად ვარჯიშობდა. "იქ მხოლოდ 1 კვირით ჩავედი. ფულჰემში თამაში ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, უბრალოდ, მინდოდა მენახა როგორ თამაშობდნენ, ვარჯიშობდნენ სხვა ქვეყნებში"

პორტუგალიაში გადაბარგება


ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე

2010 წელს იან ობლაკი ბენფიკაში გადავიდა, საიდანაც ბეირა მარში გაანათხოვრეს. ობლაკს სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონდა, მეტიც, ხშირად სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ ხვდებოდა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. ამ დროს 17 წლის ვიყავი. სლოვენიაში შესანიშნავი სეზონი ჩავატარე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, თუ სერიოზული წარმატების მიღწევა მინდოდა, ეს შანსი უნდა გამომეყენებინა"

"პორტუგალიაში ყოფნა ძალიან რთული იყო. ახალი ცხოვრება, ახალი ხალხი, უცხო ენა... თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, ეს სწორი ნაბიჯი იყო, მე იქ ფეხბურთისთვის ვიყავი და არა კარგი ცხოვრებისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემთან მამა ჩამოვიდა, რაც ძალიან დამეხმარა"

"უკან დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. ახალ ქვეყანასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა, თუმცა ვიცოდი, რომ წარმატებული კარიერის ასაწყობად ამ გზის გავლა აუცილებელი იყო"


პორტუგალიაში გატარებულ მე-4 სეზონში ობლაკმა უკვე ბენფიკაში თამაშისთვის დაიწყო ბრძოლა. ლიგაში დებიუტიდან მხოლოდ 7 თვის თავზე იანმა ადგილობრივი ტრიპლეტი მოიგო და ევროპის ლიგის ფინალშიც ითამაშა. სეზონის ბოლოს ატლეტიკომ ობლაკი 16 მილიონ ევროდ შეიძინა.

მადრიდული სირთულეები

თუ ბენფიკაში გატარებული პირველი თვეები ძალიან რთული იყო, მადრიდთან შედარებით ეს ზღაპარი იყო. მანამ, სანამ ობლაკის ატლეტიკოში დებიუტი შედგებოდა, ბენფიკას პრეზიდენტმა ლუის ფელიპე ვიეირამ განაცხადა, რომ მადრიდულმა კლუბმა მას ობლაკის უკან წაყვანა სთხოვა.

"ამ სიტყვების არც მაშინ და არც ახლა მჯერა" - ამბობს ობლაკი. მისი დებიუტი 2014 წლის სექტემბერში შედგა და სასტარტო მატჩში იანმა ოლიმპიაკოსთან 3 გოლი გაუშვა. 2015 წლის მარტამდე იგი ატლეტიკოს შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

"ყველა მეკითხებოდა, როგორ ხარ? წნეხს ხომ არ გრძნობ?" - ამბობს ობლაკი კურტუასთან შედარებებზე. "ყოველთვის ვამბობდი, რომ მე არავის სათადარიგო არ ვარ. მიღებული ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე ბოლომდე მზად არ ვიყავი, ამიტომ ძირითადში ადგილი ჩემმა მეგობარმა, მიგელ ანჰელ მოიამ დაიკავა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა"

"მე ჩემს შანსს ველოდი. სკამზე ჯდომა ძალიან რთულია, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი 5 წუთი მაინც მომეცემოდა და ყველაფერს დავამტკიცებდი. ისინი არ მიცნობდნენ, არ მქონდა შანსი მეჩვენებინა მათთვის თუ რა შემეძლო რეალურად"


ეს შანსი ობლაკს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიეცა. ლევერკუზენთან განმეორებითი მატჩის 23-ე წუთზე, როცა ატლეტიკო 1:0 მარცხებოდა, მოიამ ტრავმა მიიღო და მოედანზე იან ობლაკი გამოვიდა. შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ობლაკმა ჰაკან ჩალხანოღლუს დარტყმული მოიგერია და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე


"ამ მატჩის დავიწყება შეუძლებელია. ვწუხვარ, რომ ჩემმა მეგობარმა ტრავმა მიიღო, თუმცა როგორც წესი, მეკარეები თავიანთ შანსებს ასეთ დროს იღებენ ხოლმე. ამ მოგერიებულმა პენალტმა ჩემი კარიერა შეცვალა"

მან თავისი ტალანტი ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ გამოავლინა, როცა ამჯერად ტომას მიულერის თერთეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია.

"უჰ, ნამდვილად გიჟური ღამე იყო. უცნაური ჯარიმა გაგვიტანეს, ბურთი ჯერ ხიმენესს მოხვდა და შემდეგ კარში შევარდა. შეტევები განაგრძეს, ისე მოგვაწვნენ, მეტოქის ნახევარზეც კი ვერ გადავდიოდით. შემდეგ პენალტი დაინიშნა და ჩემს თავს ვუთხარი, "თუ ამ დარტყმას ვერ აიღებ, გადაგვივლიან." შემდეგ გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა და ფინალში გავედით"


"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე"


ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე

"ფინალი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. ისევ პენალტები დაინიშნა. თითქოს, თერთმეტმეტრიანი სერიების დროს ფავორიტები ვიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა და რეალმა მოიგო"

"ძალიან განვიცდიდი, რომ ვერცერთი დარტყმა მოვიგერიე. ფეხბურთელები შესწავლილი მყავდა, თუმცა ხდება ისეც, რომ სხვა კუთხეში ურტყამენ. თუმცა ეს ჩემი კარიერის დასასრული არ ყოფილა, ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო, მართალია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, თუმცა მაინც..."

"შეგიძლიათ მკითხოთ, რატომ არ გადავხტი რონალდუს დარტყმისას მარჯვნივ, თუმცა ჩემს თავს ამ კითხვას არასდროს ვუსვამ. თამაშის შემდეგ საუბარი ძალიან ადვილია"

"ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩებისა და ტიტულების მოგება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გუნდური მიღწევები დგას, ინდივიდუალური მონაგარი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია"


მესი

ობლაკის ექსკლუზივი: ბავშვობაზე, კარიერაზე, მესიზე და ჩემპიონთა ლიგაზე

იან ობლაკი და ლიონელ მესი ერთმანეთს სულ 12 მატჩში შეებნენ, აქედან 6-ში იან ობლაკმა იმარჯვა, ანუ გოლი არ გაუშვა, 6-ში კი მესიმ მოახერხა სლოვენიელი კიპერის კარის აღება.

"წინასწარ, მესის წინააღმდეგ რაიმე ტაქტიკის შემუშავებას აზრი არ აქვს. მისი გაჩერება ურთულესია, არ იცი როგორ შეიძლება მოიქცეს სხვადასხვა სიტუაციაში, ის ძალიან არაპროგნოზირებადია.

"ზოგადად, ხალხს გოლები უფრო მოსწონს, ვიდრე სეივები, რაც სავსებით ნორმალურია. გოლები მატჩს უფრო სანახაობრივს ხდიან, ასე რომ, ჩვენ, მეკარეებს ისეთი მოვალეობა გვაკისრია, რაც არავის მოსწონს. ნუ, რა თქმა უნდა, გუნდის გულშემატკივრების გარდა."


პრემიერ ლიგა


გასულ ზაფხულში, უფრო ზუსტად კი ივნისის თვეში, იან ობლაკი სატრანსფერო სპეკულაციების მსხვერპლი გახდა. ენფილდზე ალისონის გადაბარგებამდე, მედია აქტიურად წერდა ობლაკის ლივერპულში ტრანსფერზე.

შემდეგ იყო ჩელსი, ბრიტანული პრესა ამბობდა, რომ ობლაკი კურტუას ამჯერად ჩელსიში შეცვლიდა, რომ არისტოკრატებს სლოვენიელისთვის 90 მილიონი ჰქონდათ გამზადებული, თუმცა საბოლოოდ, ჩელსიმ ბილბაოს კიპერი, კეპა არიზაბალაგა შეიძინა.

"ამ საკითხზე ბევრის თქმა არ შემიძლია. მე ზაფხულშიც განვაცხადე, რომ მადრიდში დარჩენა მსურს. ატლეტიკო შესანიშნავი პროექტია და მჯერა, რომ თუ აქ დავრჩები, უამრავ ტიტულს მოვიგებ"

"მომავალში რა მოხდება არავინ იცის. ფეხბურთში რაღაცები ყოველ დღე იცვლება, ასე რომ, არავინ იცის სად აღმოვჩნდები მომდევნო წლებში."

"პრემიერ ლიგა ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ოდესმე, ალბათ, ვითამაშებ კიდეც ინგლისში, თუმცა ეს როდის მოხდება არ ვიცი, შეიძლება მომდევნო წელს, შეიძლება 5 წლის შემდეგ, ან სულაც 10-ის"


თვლით, თუ არა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხართ? - "ამაზე პასუხი სხვებმა უნდა გასცეს, მე თავს შევიკავებ, თუმცა ამაზე ყოველთვის ვმუშაობ, რომ საუკეთესო ვიყო"

ინტერვიუ ჟურნალ FourFourTwo-ს თებერვლის ნომერში დაიბეჭდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მეორე ტალღა იწყება - ბარსელონა ლაუტაროს არ ეშვება

რამდენიმე თვის განმავლობაში, კატალონიის "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესის ყიდვას ცდილობდა.

დღეს, 03:10

რატომ არ დადის ბალოტელი ვარჯიშებზე, უკვე კვირაზე მეტია?

კორონავირუსის შემდეგ, იტალიურმა კლუბებმა ვარჯიშები განაახლეს, თუმცა მარიო ბალოტელი კვლავ არ ჩანს.

დღეს, 03:08

შენგელია ცსკა-ში გადასვლას უახლოვდება

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, ევროპაში საკალათბურთო სეზონები ჩაიშალა.

დღეს, 02:48

კვერკველიას მომავალი საბოლოოდ გაირკვა?

ბოლო პერიოდში, ქართველი მცველის, საბა კვერკველიას მომავალზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 02:45

დორტმუნდის დირექტორი აღშფოთებულია: "საიდან მოიტანეთ? - სანჩო სულ ჩვენთან იყო"

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "დორტმუნდი" სანჩოს ადგილსამყოფელს მალავდა.

დღეს, 02:30

"დე ხეა სპაიდერ-მენივით იყო" - პოლონელი მეკარე ემოციებშია

პოლონელი მეკარე ტომაშ კუშჩაკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ კიპერზე, დავიდ დე ხეაზე საუბრობს.

დღეს, 02:26

სუარესი: "ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ვეცდები, რეკორდი დავამყარო"

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს ლუის სუარესს ამ გუნდის მაისურით 194 გოლი აქვს გატანილი.

დღეს, 02:21

ვარჯიშები დაიწყო: ფეხბურთი ამერიკაშიც ბრუნდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, 12 მარტიდან ამერიკაში ფეხბურთი და ყველა სპორტი გაჩერებულია.

დღეს, 02:18

ჰავერცი უკვე 2 გრანდს სურს - კლუბში კომენტარს აკეთებენ

"ლევერკუზენის" ახალგაზრდა შემტევი ჰავერცი ბუნდესლიგის ამ სეზონის აღმოჩენაა.

დღეს, 02:14

რამდენს გადაიხდის ჩელსი ვერნერის სანაცვლოდ?

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ტიბო ვერნერი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 02:10

"ლივერპულისგან განსხვავებით, ჩელსის ვერნერის ტრანსფერზე ფული არ ენანება", - ნორვეგიელი ექს-მოთამაშე

ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, იან-ოგე ფიორტოფტმა ტიმო ვერნერის მომავლის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:41

რეალი კამავინგას გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის

RMC Sport-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" "რენის" საყრდენი ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგასთვის ბრძოლაში ფავორიტია.

დღეს, 00:31

გრიზმანმა კარიერის დასრულების ადგილი უკვე შეარჩია: "იქ თამაშზე ვოცნებობ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა კარიერის დასრულების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:21

ოფიციალურად: კოპა იტალიას 1/2 ფინალებისა და ფინალის გამართვის თარიღი ცნობილია

იტალიის სპორტის სამინისტრომ ქვეყნის თასის 1/2 ფინალების განმეორებითი შეხვედრების გამართვის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 00:05

ბეილის აგენტი: "ფეხბურთელებისთვის ხელფასის დაკლება არასწორია"

მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა მორიგი ხმაურიანი და საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"მესის მარცხენა ფეხი, რონალდუს ფიზიკური ფორმა", - ინიესტამ იდეალური ფეხბურთელი შეადგინა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ანდრეს ინიესტამ აიღო რამდენიმე დეტალი და იდეალური ფეხბურთელი შეადგინა:

გუშინ, 23:34

BBC-იც ადასტურებს - ვერნერი ახალ გუნდს უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ინგლისურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ

გუშინ, 23:21

ზუმას მისი ყოფილი მწვრთნელი ეპატიჟება

RMC Sport-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურ მცველს, კურტ ზუმას საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 23:10

"სად იყო ფინანსური ფეირ-პლეი, როცა ნეხვი გუნდი ვიყავით", - სიტის ფანები უეფას დაუპირისპირდნენ

„მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრები უეფას საწინააღმდეგო ბანერების გამოფენას აპირებენ.

გუშინ, 21:22

უარი ლივერპულს! გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ვერნერის ახალი გუნდი პრაქტიკულად გარკვეულია

„ლაიპციგის“ ფორვარდი, ტიმო ვერნერი, პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 21:15

ლიონის პრეზიდენტი საფრანგეთის სახელმწიფოს ომს უცხადებს

„ლიონის“ პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლასი, სეზონის გაგრძელების იმედს არ კარგავს.

გუშინ, 21:11

სასიხარულო ამბავი! ჰოლანდმა ტრავმა მოიშუშა

ნორვეგიელმა ფორვარდმა ტრავმა მოიშუშა.

გუშინ, 21:03

ვერტონგენმა ტოტენჰემი უარით გაისტუმრა და მიდის - დეზებს მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ

„ტოტენჰემის“ ბელგიელმა მცველმა, იან ვერტონგენმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 20:20

მორიგი უარი ვალენსიას! ფერან ტორესს გრანდები იწვევენ

სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს მორიგი უარით ისტუმრებს.

გუშინ, 20:16

სერხი რობერტო ბარსელონადან წასვლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

„ბარსელონადან“ წასვლას 28 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება.

გუშინ, 20:12

მილანი იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, „მილანი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

გუშინ, 20:09

ბრუნო: "როცა იუნაიტედში გადასვლის შესახებ გავიგე, ავტირდი"

„მან.იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, ინგლისურ გუნდში გადასვლა გაიხსენა.

გუშინ, 19:55

ბორუსიას სპორტული დირექტორი: "ბაიერნს ვეღარ დავეწევით"

დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, მიუნხენის „ბაიერნთან“ 7-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:46

ჩემპიონთა ლიგის ფინალი უეფას მთავარი თავსატკივარია: არც დრო, არც ადგილი

როგორც წესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღე საფეხბურთო კალენდარის ყველაზე მოსალოდნელია...

გუშინ, 19:38

დიეგო კოშტას 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმა მიუსაჯეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი, დიეგო კოშტა, ესპანეთის კანონმდებლობის წინაშე დამნაშავედ სცნეს.

გუშინ, 18:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10