Goal.Ge

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?


ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

მადრიდის "ატლეტიკომ" ლა ლიგის ტიტული 2014 წელს მოიპოვა და იმის შემდეგ, "როხიბლანკო" ჩემპიონობის პრეტენდენტად ყოველ სეზონში ითვლება. ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურია, "ინდიელები" არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპის ტოპ-კლუბად ჩამოყალიბდნენ.

სინამდვილეში კი "თეთრ-წითლები" "რეალისა" და "ბარსელონას" დომინირების მორიგი მსხვერპლნი არიან. დიახ, დიეგო სიმეონეს გუნდი სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, მაგრამ "სამეფო კლუბმა" მეზობლებს ზეიმი ჩაუშხამა.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ჩემპიონობას, ის გათამაშება "ბლანკოსმა" და "ბლაუგრანამ" უფრო დათმეს, ვიდრე "ატლეტიკომ" მოიგო. "გალაქტიკოსები" ჩემპიონთა ლიგაზე იყვნენ გადართულნი, სადაც მათ 2002 წლის შემდეგ, ტრიუმფი არ უგემიათ.

კატალონიელებმა კი უბრალოდ აუტკივებელი თავი აიტკივეს, მადლობა ტატა მარტინოს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, "როხიბლანკო" ესპანეთის მესამე გუნდია, "თეთრების" წლევანდელი კრიზისის გათვალისწინებით, მეორე.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

"ბარსელონასა" და "რეალის" ბატონობას არა მხოლოდ "ინდიელები" შეეწირნენ, არამედ ყველა. პრიმერა დივიზიონი "ბლაუგრანას" სამფლობელოა, ევროსარბიელი - "სამეფო კლუბის". ისინი ერთმანეთს მტრობენ და კონკურენციას უწევენ, მაგრამ საერთო ჯამში, ტერიტორიები ისეა გადანაწილებული, რომ ორივე მხარე კმაყოფილია.

2009 წლის შემდეგ, კატალონიელებმა ლა ლიგის შვიდი ტიტული მოიპოვეს და მერვეც ფაქტიურად უკვე ჩაიჯიბეს. "ბლანკოსმა" კი თავის მხრივ ხუთ სეზონში ოთხი ჩემპიონთა ლიგის თასით ევროპაში დიქტატურა გამოაცხადა.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

"კამპ ნოუს" მკვიდრებისა და "გალაქტიკოსების" დომინირება რაღაცით ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" მდგომარეობას წააგავს 00-იანების შუა პერიოდში. როდესაც "ბებერი ქალბატონი" სერია ა-ში უკონკურენტო იყო, "როსონერიმ" კი 5 სეზონში ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში ითამაშა.

მათი უმცროსი ძმა "ინტერი" მხოლოდ კალჩოპოლისა და მეზობლების კრიზისის შემდეგ გაიმართა წელში. ამ მხრივ დღევანდელ "ატლეტიკოსა" და იმ დროინდელ "ნერიაძურის" შორის მსგავსება არსებობს, უბრალოდ ერთი განსხვავებით: "ბარსა" თამაშებს არ აწყობს, "თეთრები" კი ფინანსურად არასდროს შესუსტდებიან.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

"როხიბლანკო" გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. მართალია წელს, "რეალის" ჰეგემონია დასრულდა, თუმცა "ინდიელებმა" აღნიშნული შესაძლებლობით ვერ ისარგებლეს, მადლობა კრიშტიანუ რონალდუს.

"სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, რომლისთვისაც ტრანსფერებზე 500 მილიონი ევროა გამოყოფილი. ეს ნიშნავს, იმას, რომ მადრიდში შერიფი კვლავ "ბლანკოსი" იქნება. პოზიციების დათმობას არც "ბლაუგრანა" აპირებს, მეტიც, კატალონიელები "თეთრ-წითლებზე" სასიკვდილო დარტყმის განხორციელებას აპირებენ.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

საუბარია ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე. იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი "ატლეტიკოს" "ბარსელონაზე" მართლაც გაცვლის, ეს იქნება ოფიციალური საბუთი იმისა, რომ "როხიბლანკო" პრიმერაში რანგით "სევილიასთან" ან "ვალენსიასთან" უფრო ახლოს არის, ვიდრე "ბლაუგრანასა" და "გალაქტიკოსთან".

სიმეონემ თავის ესპანურ კარიერაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გაუძლო. დიახ, არგენტინელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელია და შეთავსებით ერთი-ერთი საუკეთესოც. სწორედ დიეგომ მოახდინა "ინდიელთა" რეანიმირება, რომლებიც სატურნირო ცხრილის შუა პოზიციებზე ბინადრობდნენ.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

10-იანების დასაწყისში "ელ ჩოლო" "თეთრ-წითლებისთვის" ნამდვილი მესია იყო, რამდენიმე წელიწადში - კლუბის სიმბოლო, დღეს, სამხრეთ ამერიკელი არსენ ვენგერის "ლა ლიგურ" ანალოგს ემგვანება. სანამ ეს ყველაფერი რეციდივში არ გადაიზარდა, ხომ არ ჯობია თავგადასავლების უკვე ახალ გარემოში ძებნა?

"ინტერნაციონალეში" მსგავსი ტიპის სპეციალისტი ჰაერივით სჭირდებათ. მილანელები ახორციელებენ ტრანსფერებს, ჰყავთ არც თუ ისე ცუდი შემადგენლობა. საჭირო თავკაცის ხელში, "ნერიაძური" ფულსაც არ დაინანებს, ასე რომ სიმეონესთვის კიდევ ერთი ყოფილი კლუბის ჭაობიდან ამოყვანა, კარიერის გაგრძელების კარგი ვარიანტია.

ატლეტიკოს გარეშე - როგორ გაინაწილეს ბარსამ და რეალმა ესპანეთი და ევროპა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10