Goal.Ge

ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი: ლონდონელები ახალ სტადიონზე ახალი ისტორიის დასაწერად!


ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი: ლონდონელები ახალ სტადიონზე ახალი ისტორიის დასაწერად!

ბოლო წლებში "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება ინგლისური ფეხბურთის კლასიკად იქცა, ახლა კი ამ ორთაბრძოლამ ევროარენაზე გადამოინაცვლა.

ახლადგახსნილ სტადიონზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მიიღებს "სიტის", რომელმაც "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში უკვე აჯობა, ახლა კი ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზე ეცდებიან რევანშის აღებას.

ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ტოტენჰემ სთედიუმი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ტოტენჰემი

ლონდოენლებს ინგლსის პრემიერ ლიგაში წარუმატებელი პერიოდი ჰქონდათ - მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ზედიზედ 5 ტური ვერ იგებდა და 4 შეხვედრა საერთოდ წააგო, მაგრამ "დეზებმა" ნავსი გასულ ტურში გატეხეს და "ტოტენჰემ სთედიუმზე" პირველი შეხვედრა მოიგეს - "ტოტენჰემმა" ახალ სტადიონზე "კრისტალ პალასი" ეუნ-მინ სონისა და კრისტიან ერიკსენის გოლებით 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი პაექრობის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი: ლონდონელები ახალ სტადიონზე ახალი ისტორიის დასაწერად!

1/8 ფინალურ ეტაპზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა დორტმუნდის "ბორუსიას" ბარიერი საკმაოდ მარტივად გადალახა - შინ გერმანული კლუბი 3:0 გაანადგურა, გასვლაზე კი 1:0 იმარჯვა. "ტოტენჰემი" საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის ფავორიტია და ეცდება, რომ ისტორიულ წარმატებას მიაღწიოს.

მანჩესტერ სიტი

პეპ გვარდიოლას გუნდი ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და ყველა ტურნირის მოგებას უმიზნებს. "სიტიმ" ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო, ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, პრემიერ ლიგაში კი "ლივერპულთან" რბოლას აგრძელებს. "ქალაქელები" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებიან და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 14 თამაშის მოგება მოახერხეს, რაც ფენომენალური შედეგია! გასულ უქმეებზე თასის ნახევარფინალში "ცისფრებმა" შინ "ბრაიტონი" გაბრიელ ჟეზუსის გოლით 1:0 დაამარცხეს.

ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი: ლონდონელები ახალ სტადიონზე ახალი ისტორიის დასაწერად!

1/8 ფინალში მანჩესტერული კლუბი "შალკეს" უმარტივესად გაუსწორდა - გერმანიაში 3:2 გამარჯვების შემდეგ "ეტიჰადზე" ნამდვილი შოუ დაიდგა - მანჩესტერელებმა 7:0 მოიგეს. გვარდიოლას გუნდი მართლაც საოცრად გამოიყურება და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. თუმცა "სიტის" დღეს ლონდონში რთული გასვლა ელოდება.

აგუერო საეჭვოა

"ტოტენჰემს" ტრავმირებული ერიკ დაიერი და ერიკ ლამელა ვერ დაეხმარებიან. აგრეთვე საეჭვოა სერჟ ორიესა და ფერნანდო ლიორენტეს თამაშიც.

ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი: ლონდონელები ახალ სტადიონზე ახალი ისტორიის დასაწერად!

"სიტის" მთავარი პრობლემა სერხიო აგუეროს დაზიანებაა. სავარაუდოდ, გვარდიოლა არ გარისკავს და არგენტინელის მაგივრად გაბი ჟეზუსს დააყენებს. აგუეროსთან ერთად ეჭვქვეშაა დელფისა და უოლკერის თამაში, ხოლო ბრავო და ზინჩენკო ტრავმირებულები არიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვინკსი; ალი, ერიკსენი; კეინი, სონი.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; დანილო, ლაპორტი, ოტამენდი, მენდი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი; ბერნარდუ სილვა, ჟეზუსი, სტერლინგი.

ფაქტები და სტატისტიკა:

ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მეორედ გავიდა. "დეზებმა" პირველად ეს 2010/11 წლების სეზონში გააკეთეს და მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ (0:4 გასვლა, 0:1 სახლი).

"მანჩესტერ სიტი" კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბოლო ოთხ სეზონში მესამედ გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ (2015/16 წლების სეზონში) გავიდა 1/2 ფინალში.

"ტოტენჰემისა" და "სიტის" დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრაა ევროთასებზე. შიდა ასპარეზზე აქამდე "სიტიმ" და "ტოტენჰემმა" ერთმანეთში 155 მატჩი გამართეს და მანჩესტერელები ერთი მატჩით წინ არიან - 61 მოგება "სიტის", 60 - "ტოტენჰემს" და 35 ფრე.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "სიტიმ" ლონდონურ კლუბს "უემბლიზე" 1:0 მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრა ამ გუნდებს შორის "ეტიჰადზე" 20 აპრილს გაიმართება.

შიდა ასპარეზზე "ტოტენჰემს" "სიტის" წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში უპირატესობა აქვს - 14 დაპირისპირებიდან 9 მოგება, აქედან 5 ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში.

"ტოტენჰემისთვის" ეს მე-4 საფლეი-ოფო დაპირისპირება ინგლისურ კლუბთან ევროთასებზე, მაგრამ პირველი 46 წლის განმავლობაში. წინა სამი შემთხვევიდან "დეზები" ორჯერ დამარცხდნენ და ერთხელ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

"სიტის" აქამდე ევროთასებზე ინგლისურ კლუბებთან 4 შეხვედრა აქვს გამართული და ყველა წაგებული - გასულ სეზონში გვარდიოლას გუნდი "ლივერპულმა" 1/4 ფინალში გამოაგდო (0:3 გასვლა, 1:2 სახლი). მანამდე კი "სიტის" 1970/71 წლების თასების მფლობელთა თასის 1/2 ფინალში "ჩელსიმ" მოუგო - მანჩესტერელებმა ორივე მატჩი 0:1 წააგეს.

"სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ ოთხივე შეხვედრაში მინიმუმ ორი ბურთი გაიტანა - 3 მოგება, 1 ფრე.

პეპ გვარდიოლას მაურისიო პოჩეტინოს წინააღმდეგ სამწვრთნელო კარიერაში 14 დაპირისპირებიდან მხოლოდ ორი აქვს წაგებული - 8 მოგება, 4 ფრე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როგორ და სად ისვენებს ლეო მესი? [ფოტოები]

„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლეო მესის მეუღლემ, სოციალურ ქსელში საინტერესო სურათები განათავსა.

დღეს, 18:01

კაფუს უდიდესი ვალები აქვს! ექს-ფეხბურთელი პირად ნივთებს ყიდის

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს, 17:42

ოფიციალურად: ტოტენჰემმა მაურიციო პოჩეტინო დაიმატა

ინფორმაცია „ტოტენჰემმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.

დღეს, 17:06

ძმის დაკრძალვის შემდეგ, ზიდანი მონრეალში დაბრუნდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს გუნდის ბანაკის დატოვება პარასკევს მოუწია.

დღეს, 17:00

10 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი რეალის ისტორიაში

ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერის შემდეგ, გავეცანით მის საუკეთესო თანამემამულეებს კატალონიაში.

დღეს, 16:52

პსჟ-მ ნეიმარს უთხრა, თუ რა ფასად დათანხმდება მის გაყიდვას

ლეონარდოსა და ნეიმარის შეხვედრაზე...

დღეს, 16:50

ბეილის აგენტი: "ტოტენჰემის შემოთავაზება? სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ"

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა, ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:45

ბარსელონას სუპერ წინადადება პსჟ-ს

AS-ის ცნობით, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის თაობაზე არ ეშვება.

დღეს, 15:35

არსენალის ყოფილი სკაუტი: "აზარისა და კურტუას ყიდვა შეგვეძლო"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა სკაუტმა დიკ ლოუმ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 15:20

რომა მილანს გაცვლას სთავაზობს

Football Italia-ს ცნობით, "რომა" დაინტერესებას სუსოს მიმართ იჩენს.

დღეს, 15:04

პორტომ კასილასის შემცვლელს პსჟ-ში მიაგნო

როგორც მოგეხსენებათ, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იკერ კასილასი მომდევნო სეზონს გამოტოვებს.

დღეს, 14:52

ვალდესის ახალი გუნდი ცნობილია

Mundo Deportivo-ს ცნობით, ვიქტორ ვალდესი უახლოეს დღეებში

დღეს, 14:28

ინტერის შემდეგ, ლუკაკუზე უარი იუვემაც თქვა

როგორც მოგეხსენებათ, რომელუ ლუკაკუს მილანის "ინტერში" ტრანსფერი ჩაიშალა.

დღეს, 14:11

ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

MLS-ის გასულ ტურში გამართული შეხვედრა ლოს ანჯელეს გალაქსისა და სან ხოსეს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 14:07

მანჩესტერმა ფრედის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Fotomac-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრედის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 14:02

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნება მოუწია, მაგრამ "ბარსელონაში" გადასასვლელად ის კვლავინდებურად ყველაფერს აკეთებს.

დღეს, 13:31

რატომ არ არის სანჩესი მანჩესტერის პრე-სეზონზე?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას სინგაპურში გადის.

დღეს, 12:14

მაკელელე: "ბენზემა - აზარი გრანდიოზული დუეტი იქნება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ კარიმ ბენზემასა და ედენ აზარზე ისაუბრა:

დღეს, 12:04

მანჯუკიჩის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი

Corriere dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩი ტურინის "იუვენტუსის" დატოვებასთან ახლოს არის.

დღეს, 11:50

იგუაინი რომაში? ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინით "რომაა" დაინტერესებული.

დღეს, 11:40

ლაციოს მორიგი უარი მანჩესტერს

Sky Sport Italia-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომის "ლაციოს" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა.

დღეს, 11:22

გრიზმანის 17 ნომრის აღება კოუტინიოს დარჩენას ნიშნავს?

როგორც მოგეხსენებათ, ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" 17 ნომერი აიღო.

დღეს, 11:11

ზიდანსა და პერესს შორის განხეთქილებაა, მიზეზი - ვინისიუსი

MARCA-ს ცნობით, ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის განხეთქილებაა.

დღეს, 11:03

იოვიჩმა თავისი კუმირი დაასახელა

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა თავისი კუმირი დაასახელა:

დღეს, 10:51

ნეიმარის მამა: "ჩემი შვილი პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ..."

ნეიმარის მამამ, ნეიმარ უფროსმა თავის შვილზე ისაუბრა: "ჩემი შვილი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია,

დღეს, 10:40

კოშტა სამშობლოში ბრუნდება?

როგორც მოგეხსენებათ, დიეგო კოშტათი პრემიერ ლიგის სამი გუნდია დაინტერესებული.

დღეს, 10:30

დე ხეა მანჩესტერთან ზღაპრულ კონტრაქტს აფორმებს, დეტალები ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

დღეს, 09:17

ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში - რეალმა შეთავაზება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 09:14

შეხვედრა შედგა - ნეიმარმა პსჟ-ს საკუთარი სურვილის შესახებ ამცნო

"პსჟ"-ს ლიდერი, ნეიმარი სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა.

დღეს, 09:10

შეთანხმება მიღწეულია - რამდენს გადაიხდის იუვენტუსი დე ლიგტში?

"იუვენტუსი" "აიაქსს" მცველ მატეის დე ლიგტის ტრანსფერზე შეუთანხმდა.

დღეს, 09:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10