Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ


მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ევროპული ფეხბურთის კლასიკური დაპირისპირება ბრუნდება - "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ.

"ბლაუგრანამ" მანჩესტერულ გრანდს ბოლო შეხვედრებში გადამწყვეტი თამაშები მოუგო, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" არასოდეს მოუგია და ნავსის გატეხვას დღეს შეეცდება.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

მანჩესტერ იუნაიტედი

ზღაპრული დასაწყისის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერის შედეგები ბოლო პერიოდში გაფუჭდა - პარიზში გიჟური გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 4 შეხვედრიდან სამი წააგო, რის შედეგადაც გამოვარდა ასოციაციის თასიდან და ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ მე-6 პოზიციას დაუბრუნდა. გასულ უქმეებზე მანკუნიანელები სტუმრად "ვულვერჰემპტონთან" 1:2 დამარცხდნენ და ოთხეულს ამ მომენტისთვის 3 ქულით ჩამოცილდნენ. თუმცა ჩემპიონთა ლიგზე მანჩესტერულ გრანდს მაინც ამაღლებული განწყობა ექნება.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

მერვედფინალში ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სასწაულებრივი ქამბექი შეასრულა და "პსჟ", რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა, სახლში 0:2 წაგების შემდეგ გამოაგდო. საფრანგეთში "წითელმა ეშმაკებმა" მარკუს რეშფორდის ბოლო წუთებზე გატანილი პენალტით 3:1 იმარჯვეს და სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით 1/4 ფინალში გააღწიეს, თანაც სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე და გადახალისებული შემადგენლობით.

ბარსელონა

კატალონიური გრანდისთვის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით იდეალურად მიმდინარეობს - "ბარსელონამ" ახლახანს მოიგო ზედიზედ ორი "ელ კლასიკო", გავიდა ესპანეთის თასის ფინალში და გასულ უქმეებზე შინ მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხებით (2:0) ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის ტიტული პრაქტიკულად გაინაღდა. ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე "ბლაუგრანა" სატურნირო ცხრილს 73 ქულით ლიდერობს და მთავარ მდევარ "ატლეტიკოს" უკვე 11 ქულით უსწრებს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლიონის "ოლიმპიკს" გადაურბინა. საფრანგეთში უგოლო ფრის შემდეგ კატალონიელებმა სახლში ლეო მესის ფენომენალური თამაშის წყალობით 5:1 იმარჯვეს. არგენტინელმა ორი ბურთი გაიტანა და ორი ასისტიც გააკეთა. ლეო მესი ფორმაშია და მისი კარგი თამაში "ბარსას" ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად აქცევს.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

მანჩესტერულ გრანდს საკადრო პრობლემები კვლავ აქვს. გუნდს ბაილი, დარმიანი, ვალენსია და სანჩესი ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან. აგრეთვე საეჭვოა მატიჩის, ერერასა და რეშფორდის თამაშიც.

"ბარსელონას" კი ყველაფერი რიგზე აქვს - გუნდს მხოლოდ რაფინია ალკანტარა აკლია. უსმან დემბელეს ბარძაყის პრობლემები აქვს, მაგრამ მისი არყოფნა დიდი პრობლემა არ იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ; მატიჩი, ერერა, პოგბა; ლინგარდი, რეშფორდი, მარსიალი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; ვიდალი, არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, სუარესი.

ფაქტები და სტატისტიკა:

პირველად 8 წლიანი პაუზის შემდეგ - ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედისა" და კატალონიის "ბარსელონას" კლასიკური დაპირისპირება დაბრუნდა. 8 წლის წინ, 2011 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

სულ "ბარსასა" და"მანჩესტერის" დაპირისპირება 11 შეხვედრას ითვლის, საიდანაც ინგლისელებმა სამი მოიგეს, ოთხი - ესპანელებმა და 4 მატჩი ფრედ დასრულდა.

2011 წლამდე "ბარსამ" მანკუნიანელები 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაამარცხა - პეპ გვარდიოლას გუნდმა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი" 2:0 დაამარცხა.

ამ გუნდების ბოლო საფლეი-ოფო დაპირისპირება კი 2007/08 წლების სეზონში, 1/2 ფინალურ ეტაპზე გაიმართა. "კამპ ნოუზე" უგოლო ფრის შემდეგ "მანჩესტერმა" სახლში პოლ სქოულზის გოლით 1:0 იმარჯვა, ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

1994/95 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსამ" მანჩესტერულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი აგემა - კატალონიელებმა ინგლისში ფრედ 2:2 ითამაშეს, სახლში კი მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

1991 წელს "იუნაიტედმა" "ბარსა" უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში 2:1 დაამარცხა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კი 1983/84 წლების თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალში შედგა - "მანჩესტერმა" შინ 3:0 იმარჯვა, გასვლაზე 0:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდა და ამ სტადიაზე დადებითი ბალანსი აქვს: 12 მოგება, 6 წაგება.

"ბარსელონასთვის" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური სტადია ბოლო წლებში პრობლემატური გახდა - კატალონიელებმა ბოლო 5 წელიწადში 4 მეოთხედფინალური პაექრობა დათმეს. საერთო სტატისტიკა კი დადებითია: 14 მოგება, 6 წაგება.

მანჩესტერულ გრანდს ესპანური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული (6 ფრე, 7 წაგება).

ლა ლიგის გუნდებთან ორმატჩიანი დუელებში "მანჩესტერ იუანიტედს" უარყოფითი ბალანსი აქვს: 6 მოგება, 8 წაგება.

"ბარსელონამ" ინგლისურ კლუბებთან ბოლო 13 მატჩიდან 9 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

პრემიერ ლიგის კლუბებთან 24 საფლეი-ოფო დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 14 მოიგეს.

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ბოლო 6 გასვლითი თამაში არ მოუგია: 2 ფრე, 4 წაგება.

ხერარდ პიკე 2004-08 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა და ახლა თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბარსელონა: შეხვედრა ორი დიდი ფინალის შემდეგ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სტერლინგი: "რატომ მივეცი ხმა კეინს და არა ვან დეიკს?"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა, საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა.

დღეს, 16:00

რა შემთხვევაში გაიფორმებს ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონობას დღესვე?

დღეს, 24 აპრილს, "ბარსელონა" შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონი 26-ედ გახდეს.

დღეს, 15:32

ნიშნავს თუ არა აზარის მოსვლა ბეილის წასვლას? - ზიდანის საინტერესო პასუხი

მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ედენ აზარის შესაძლო მოსვლაზე ჰკითხეს.

დღეს, 15:03

მომდევნო სეზონში, იუვენტუსი სრულიად განსხვავებული ფორმით წარსდგება [PHOTO]

ინტერნეტში გავრცელდა "იუვენტუსის" ფორმის სურათები, რომლითაც, შესაძლოა, გუნდმა მომდევნო სეზონში ითამაშოს.

დღეს, 14:40

ზიდანსა და პერესს შორის სერიოზული კონფლიქტი მწიფდება, მიზეზი: ორი ტრანსფერი - AS

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ფლორენტინო პერესთან კონფლიქტს უახლოვდება.

დღეს, 14:27

ჯენარო გატუზოს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა საქმიანობა შესაძლოა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.

დღეს, 14:11

პოჩეტინო: "ერიქსენის კონტრაქტის საკითხი - განსხვავებულია"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბი ერიქსენთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების წარმოებას აგრძელებს.

დღეს, 14:05

სოლსკიაერი: "არამგონია, მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ვიბრძოლოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ქომაგებისთვის ზედმეტი იმედის მინიჭება არ სურს.

დღეს, 13:57

"კურტუა რეალის ძირითადი მეკარე იქნება", - Marca გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მადრიდულმა გამოცემამ უარყო.

დღეს, 12:55

ვიტესის მწვრთნელი: "აიაქსს ორი გოლი გავუტანეთ, ეს იუვენტუსმაც კი ვერ გააკეთა"

ჰოლანდიური "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, "აიაქსთან" მარცხი (2:4) შეაფასა.

დღეს, 12:42

რეალი ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა

"ბარსელონას" "ალავესთან" მოგებამ, მადრიდის "რეალს" უტიტულო სეზონი ოფიციალურად გაუფორმა.

დღეს, 12:32

პოგბა თანაგუნდელებს გამოუტყდა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, თანაგუნდელებს გუნდიდან წასვლის სურვილი გამოუთქვა.

დღეს, 12:28

ვალვერდე: "არც ისე მნიშვნელოვანია, როდის დავეუფლებით ტიტულს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა "ალავესთან" მატჩი შეაფასა.

დღეს, 12:23

რეალის მეკარე ლუნინი: "როდესაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრები მაგინებენ, მეღიმება"

"ლეგანესის" მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, რომელიც მადრიდის "რეალს" ეკუთვნის, აღიარა, რომ მრავალი გულშემატკივრის წინაშე თამაში სიამოვნებს.

დღეს, 12:18

ბაიერნი 21 წლის იტალიელ შემტევში 70 მილიონ ევროს იხდის

"ფიორენტინას" შემტევმა, ფედერიკო კიეზამ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში "ბაიერნი" გააძლიეროს.

დღეს, 12:12

გარი ნევილმა დაასახელა იუნაიტედის ექვსი ფეხბურთელი, რომელიც თავის დონეზე ვერ თამაშობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდის მინიმუმ ექვსი ფეხბურთელი თავის დონეზე ვერ ასპარეზობს.

დღეს, 12:07

გოდინის და ფილიპე ლუისის დღეები ატლეტიკოში დათვლილია

"ატლეტიკოს" მცველები, დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი, დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებენ.

დღეს, 12:03

იუვენტუსის მცველმა მოიწონა პოსტი, რომელშიც გულშემატკივარი ალეგრის გაშვებას ითხოვდა

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ მცველს შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

დღეს, 12:00

ვინ შეცვლის დიბალას?

უდიდესი ალბათობით, პაულო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" დატოვებს. Calcio24-ის ცნობით, "ბიანკონერიმ" მის შემცვლელს უკვე მიაგნო.

დღეს, 11:42

რონალდუმ 6 ფეხბურთელის შეძენა მოითხოვა

Corriere Dello Sport-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის "იუვენტუსს" 6 ფეხბურთელის შეძენა მოთხოვა.

დღეს, 11:32

მესიმ კაპიტნის სამკლაურით მე-100 მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესი "ალავესთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა. სერხიო ბუსკეტსმა არგენტინელს კაპიტნის სამკლაური გადაულოცა.

დღეს, 11:24

პეპმა სოლსკიაერს უპასუხა: "უხეშობა არასდროს ყოფილა ჩემი პრიორიტეტი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ "სიტისთან" მატჩში მეტოქე მოსაგებად ყველაფერზე წავა,

დღეს, 11:16

ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში გაიმართება?!

Marca-ს ცნობით, ესპანეთის სუპერთასის გათამაშება შესაძლოა ახალი ფორმატით ჩატარდეს.

დღეს, 11:07

სუარესი ბენზემას დაეწია - ლა ლიგაში ყველაზე საინტერესო ბრძოლა მე-2 ადგილისთვის მიდის

ლა ლიგაში, ისევე როგორც ბომბარდირთა რბოლაში ყველაფერი გადაწყვეტილია.

დღეს, 10:58

ვალვერდე: "მესი ოქროს ბუცისთვის არ გამომიყვანია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ახსნა, თუ რატომ გამოიყვანა მან "ალავესთან" მატჩში ლიონელ მესი მეორე ტაიმში:

დღეს, 10:36

UFC-ის პრეზიდენტი: "ტაისონის წასვლის შემდეგ, კრივი მოსაწყენი გახდა, მე ამას გამოვასწორებ"

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა კრივზე ისაუბრა: "კრივის ბიზნესში ზაფხულის შემდეგ ჩავერთვები. ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

დღეს, 10:28

აიაქსმა რეკორდი დაამყარა

ერედივიზიის 32-ე ტურში ამსტერდამის "აიაქსმა" არნემის "ვიტესი" დაამარცხა ანგარიშით 4:2.

დღეს, 10:15

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

ინგლისის პრემიერ ლიგაში დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება და დღეს უმნიშვნელოვანესი მანჩესტერული დერბი გაიმართება.

დღეს, 09:48

რატომ წააგებს დღეს მანჩესტერი? - კარგად გავიხსენოთ, რა გააკეთა ლივერპულმა 2010 წელს

დღეს 23:00 საათზე, პრემიერ ლიგაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

დღეს, 04:52

ყველა სიახლე