Goal.Ge

აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება


აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი დიდი და კლასიკური დაპირისპირება აღდგება კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - 90-იან წლებში ამსტერდამის "აიაქსი" და ტურინის "იუევნტუსი" ევროპის წამყვანი კლუბები იყვნენ, ახლა კი მათი გზები კვლავ გადაიკვეთა.

კრიშტიანუ რონალდუ ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩავიდა და ეცდება, რომ თავისი ყოფილი კლუბის გამო იძიოს შური.

აიაქსი - იუვენტუსი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "იოჰან კრუიფ არენა", ამსტერდამი
მთავარი მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

აიაქსი

ამსტერდამული კლუბი ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ტურინის "იუვენტუსთან" პაექრობას იდეალური განწყობით ხვდება. მარტის ბოლოს ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკუთარ მოედანზე მთავარი კონკურენტი "პსვ" უმცირესობაში 3:1 დაამარცხა, რასაც გასვლაზე "ემენისა" (5:2) და "ვილემ II-ს" (4:1) განადგურება მოჰყვა. 29 ტურის შემდეგ ერედივიზიონში "აიაქსსა" და "პსვ-ს" თანაბარი 71-71 ქულა აქვთ, მაგრამ პირველ პოზიციას ამსტერდამელები იკავებენ.

აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება

მერვედფინალში ამსტერდამის "აიაქსმა" თავისი უნიკალური შესაძლებლობები გამოავლინა და ტურნირიდან ბოლო სამგზის ჩემპიონი მადრიდის "რეალი" გამოაგდო. ჰოლანდიაში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 1:2 დამარცხდა, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "აიაქსმა" ნამდვილი სპექტაკლი დადგა, ულამაზესი ფეხბურთი აჩვენა და "სამეფო კლუბი" 4:1 გაანადგურა. დუშან ტადიჩისა და მთელი ამსტერდამული კლუბის თამაში მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, მაგრამ ახლა ჰოლანდიელებს ახალი გამოწვევა აქვთ.

იუვენტუსი

ტურინული გრანდი იტალიის თასიდან სენსაციურად გამოვარდა, იტალიის სერია ა-ში კი მასიმილიანო ალეგრი უკვე ახალგაზრდებს აძლევს შანსს და ექსპერიმენტებს ატარებს. "ბებერი ქალბატონი" "ატლეტიკოსთან" სასწაულებრივი ქამბექის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში გასვლაზე "ჯენოასთან" პირველად დამარცხდა (0:2), მაგრამ ამის შემდეგ მეორე შემადგენლობით ზედიზედ სამი მატჩის მოგება მოახერხა. სუპერ-ტალანტმა მოიზე კინმა სამიევ თამაშში თითო ბურთი გაიტანა და გასულ უქმეებზე "იუვეს" შინ "მილანთან" 2:1 მოაგებინა. ტურინელები "ნაპოლის" 20 ქულით უსწრებენ და ჩემპიონობის გაფორმება უკვე მომდევნო ტურში შეუძლიათ.

აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება

1/8 ფინალში გიჟური ქამბექის შესრულება მოუწია "იუვენტუსსაც" - ტურინელებმა მადრიდში "ატლეტიკოსთან" პირველი მატჩი 0:2 დათმეს, მაგრამ იტალიაში გაცილებით სოლიდურად იასპარეზეს და კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიკით 3:0 იმარჯვეს. "იუვემ" ნამდვილი ჩემპიონის მენტალიტეტი გამოავლინა და ახლა სწორედ ტურინელები ითვლებიან ლიგის მთავარ ფავორიტად.

რონალდუ მწყობრშია, კიელინი დაიმტვრა!

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო პაუზის დროს მიიღო დაზიანება და "იუვეს" ტრავმით დაუბრუნდა, რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ პორტუგალიელმა ვარჯიშები აღადგინ და ამსტერდამში სათამაშოდ მზად არის.

აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება

თუმცა გუნდს ჰოლანდიაში არ გაჰყვა ჯორჯო კიელინი, რომელსაც სავარაუდოდ ახალგაზრდა დანიელე რუგანი შეცვლის. მატჩს ემრე ჩანი და მარტინ კასერესიც გამოტოვებენ.

"აიაქსს" დისკვალიფიკაცირებული მარჯვენა მცველი მაზრუი დააკლდება. სხვა მხრივ კი ტენ ჰაგს პრობლემები არ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

აიაქსი: ონანა; ტალიაფიკო, დე ლიგტი, ბლინდი, ველტმანი; დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე; ტადიჩი, ნერესი, ზიეჩი.

იუვენტუსი: შესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, სანდრო; ბეტანკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ.

ფაქტები და სტატისტიკა:

ამსტერდამის "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

საერთო ჯამში ჰოლანდიურ კლუბს ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში კარგი მაჩვენებელი აქვს: 8 მოგება, 4 წაგება.

ტურინის "იუვენტუსი" კი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე აქამდე 18-ჯერ გავიდა: 12 მოგება, 6 წაგება.

ამ გუნდებს შორის გამართული 12 შეხვედრიდან ევროთასებზე ამსტერდამელებმა მხოლოდ ორი მოიგეს და "იუვენტუსი" 1974 წლიდან მოყოლებული დაუმარცხებელია - 9 მატჩიდან, საიდანაც ბოლო ექვსიდან 5 მოიგო.

"აიაქსი" და "იუვენტუსი" ფინალში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. 1973 წელს "აიაქსმა" ბელგრადში ტურინული გრანდი 1:0 დაამარცხა. "იუვენტუსმა" რევანში 23 წლის შემდეგ აიღო - 1996 წლის ფინალში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტებში კი იტალიელებმა 4:2 იმარჯვეს და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვეს.

აიაქსი - იუვენტუსი: ჩემპიონთა ლიგის კლასიკა ბრუნდება

ფლეი-ოფის სტადიაზე კი "იუვენტუსმა" ამსტერდამულ კლუბს ოთხიდან ოთხი დაპირისპირება მოუგო. ბოლოს ამ გუნდების გზა 2009/10 წლების ევროპა ლიგის 1/32 ფინალში გადაიკვეთა და ტურინელებმა ტურინში უგოლო ფრის შემდეგ გასვლაზე 2:1 იმარჯვეს.

"ბებერმა ქალბატონმა" ამსტერდამში ბოლო სამი თამაში მოიგო, მათ შორის 1:0 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2004/05 წლებში და 2:1 1/2 ფინალში 1996/97 წლების სეზონში, როდესაც ორი მატჩის ჯამში 6:2 იმარჯვა.

"აიაქსს" ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული, ეგეც 1969 წელს: 6 მოგება, 5 ფრე.

ამსტერდამულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში საშინაო არენაზე ბოლო 6 მატჩი არ მოუგია: 3 ფრე, 3 მარცხი.

"აიაქსს" იტალიური კლუბების წინააღმდეგ 8 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ფლეი-ოფში კი უარყოფითი ბალანსი: 5 მოგება, 7 წაგება.

"იუვენტუსი" ჰოლანდიურ კლუბებს ფლეი-ოფში ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ვერ გაცდა.

ტურინულ გრანდს ერედივიზიონის გუნდებთან 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: 4 მოგება, 2 ფრე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როგორ და სად ისვენებს ლეო მესი? [ფოტოები]

„ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლეო მესის მეუღლემ, სოციალურ ქსელში საინტერესო სურათები განათავსა.

დღეს, 18:01

კაფუს უდიდესი ვალები აქვს! ექს-ფეხბურთელი პირად ნივთებს ყიდის

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.

დღეს, 17:42

ოფიციალურად: ტოტენჰემმა მაურიციო პოჩეტინო დაიმატა

ინფორმაცია „ტოტენჰემმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა.

დღეს, 17:06

ძმის დაკრძალვის შემდეგ, ზიდანი მონრეალში დაბრუნდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს გუნდის ბანაკის დატოვება პარასკევს მოუწია.

დღეს, 17:00

10 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი რეალის ისტორიაში

ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერის შემდეგ, გავეცანით მის საუკეთესო თანამემამულეებს კატალონიაში.

დღეს, 16:52

პსჟ-მ ნეიმარს უთხრა, თუ რა ფასად დათანხმდება მის გაყიდვას

ლეონარდოსა და ნეიმარის შეხვედრაზე...

დღეს, 16:50

ბეილის აგენტი: "ტოტენჰემის შემოთავაზება? სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ"

მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა, ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:45

ბარსელონას სუპერ წინადადება პსჟ-ს

AS-ის ცნობით, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის თაობაზე არ ეშვება.

დღეს, 15:35

არსენალის ყოფილი სკაუტი: "აზარისა და კურტუას ყიდვა შეგვეძლო"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა სკაუტმა დიკ ლოუმ საინტერესო ისტორია გაიხსენა:

დღეს, 15:20

რომა მილანს გაცვლას სთავაზობს

Football Italia-ს ცნობით, "რომა" დაინტერესებას სუსოს მიმართ იჩენს.

დღეს, 15:04

პორტომ კასილასის შემცვლელს პსჟ-ში მიაგნო

როგორც მოგეხსენებათ, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იკერ კასილასი მომდევნო სეზონს გამოტოვებს.

დღეს, 14:52

ვალდესის ახალი გუნდი ცნობილია

Mundo Deportivo-ს ცნობით, ვიქტორ ვალდესი უახლოეს დღეებში

დღეს, 14:28

ინტერის შემდეგ, ლუკაკუზე უარი იუვემაც თქვა

როგორც მოგეხსენებათ, რომელუ ლუკაკუს მილანის "ინტერში" ტრანსფერი ჩაიშალა.

დღეს, 14:11

ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

MLS-ის გასულ ტურში გამართული შეხვედრა ლოს ანჯელეს გალაქსისა და სან ხოსეს შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 14:07

მანჩესტერმა ფრედის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Fotomac-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრედის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 14:02

მატჩი, რომელიც პსჟ-ს მთელს ისტორიაზე მდიდარია - ნეიმარის განცხადებაში უცნაური არაფერია

ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენში" დაბრუნება მოუწია, მაგრამ "ბარსელონაში" გადასასვლელად ის კვლავინდებურად ყველაფერს აკეთებს.

დღეს, 13:31

რატომ არ არის სანჩესი მანჩესტერის პრე-სეზონზე?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო შეკრებას სინგაპურში გადის.

დღეს, 12:14

მაკელელე: "ბენზემა - აზარი გრანდიოზული დუეტი იქნება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ კარიმ ბენზემასა და ედენ აზარზე ისაუბრა:

დღეს, 12:04

მანჯუკიჩის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი

Corriere dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩი ტურინის "იუვენტუსის" დატოვებასთან ახლოს არის.

დღეს, 11:50

იგუაინი რომაში? ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინით "რომაა" დაინტერესებული.

დღეს, 11:40

ლაციოს მორიგი უარი მანჩესტერს

Sky Sport Italia-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომის "ლაციოს" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა.

დღეს, 11:22

გრიზმანის 17 ნომრის აღება კოუტინიოს დარჩენას ნიშნავს?

როგორც მოგეხსენებათ, ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" 17 ნომერი აიღო.

დღეს, 11:11

ზიდანსა და პერესს შორის განხეთქილებაა, მიზეზი - ვინისიუსი

MARCA-ს ცნობით, ზინედინ ზიდანსა და ფლორენტინო პერესს შორის განხეთქილებაა.

დღეს, 11:03

იოვიჩმა თავისი კუმირი დაასახელა

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ლუკა იოვიჩმა თავისი კუმირი დაასახელა:

დღეს, 10:51

ნეიმარის მამა: "ჩემი შვილი პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ..."

ნეიმარის მამამ, ნეიმარ უფროსმა თავის შვილზე ისაუბრა: "ჩემი შვილი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია,

დღეს, 10:40

კოშტა სამშობლოში ბრუნდება?

როგორც მოგეხსენებათ, დიეგო კოშტათი პრემიერ ლიგის სამი გუნდია დაინტერესებული.

დღეს, 10:30

დე ხეა მანჩესტერთან ზღაპრულ კონტრაქტს აფორმებს, დეტალები ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

დღეს, 09:17

ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში - რეალმა შეთავაზება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 09:14

შეხვედრა შედგა - ნეიმარმა პსჟ-ს საკუთარი სურვილის შესახებ ამცნო

"პსჟ"-ს ლიდერი, ნეიმარი სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა.

დღეს, 09:10

შეთანხმება მიღწეულია - რამდენს გადაიხდის იუვენტუსი დე ლიგტში?

"იუვენტუსი" "აიაქსს" მცველ მატეის დე ლიგტის ტრანსფერზე შეუთანხმდა.

დღეს, 09:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10