Goal.Ge

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს


პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

ტოტალური დომინირება პრემიერ ლიგის 18 გუნდზე, ორი ჯილდო 10 აპრილისთვის, გარანტირებული ინგლისის ასოციაციის თასი ("უოტფორდთან" ბოდიში) და კარგად ნაცნობი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.

"მანჩესტერ სიტი" იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ფიქრები სეზონში ოთხ ტიტულზე, ფანტასტიკის სფეროს სულაც არ ჰგავდა. ევროსარბიელზე მორიგი მატჩის გასამართად "ქალაქელებს" არც კი დასჭირდათ ნისლიანი ალბიონის დატოვება.

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

შეიცვალა უბრალოდ წიგნის შეფუთვა. შინაარსით, "ლურჯებისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება იგივე პრემიერ ლიგის ბატალია იყო, მაგრამ მაქსიმალურად ნაცნობი გარემოს მიუხედავად, ხოსეპ გვარდიოლამ პირველი რაუნდი ისევ ჩააგდო.

"ბარსელონასთან" განშორება რვა წლის წინ მოხდა, თუმცა პეპი დღემდე სწავლობს, თუ როგორ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მოგება მესისა და "ხავიესტას" გარეშე. პლეი-ოფები კატალონიელის სუსტი წერტილია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: 26 გასვლითი მატჩიდან, გვარდიოლამ მხოლოდ 6-ის მოგება შეძლო.

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

"ჰოტსპურთან" მარცხი - მთლიანად პეპის კისერზეა. საეჭვოა, რომ "მან სიტის" ფეხბურთელებს "დეზების" ახალი სტადიონის შეშინებოდათ. პრემიერ ლიგაში ლონდონელები მანჩესტერელებისთვის ისეთივე მარტივი ლუკმა არიან, როგორც პირობითი "ევერტონი" ან "ვესტ ჰემი".

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ქალაქელების" ბურთის ფლობა შეხვედრის ბოლოსკენ მხოლოდ 59%-ს შეადგენდა. ამის გარდა, "მამლებმა" გადაცემების მაჩვენებლებითაც კი აჯობეს "ლურჯებს". კატალონიელი ხვდებოდა, რომ მის გუნდს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ხოსეპი უმოქმედოს როლში აღმოჩნდა.

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

გვარდიოლას ცვლილებები ანტი-ხელოვნების ცალკე სახეობაა. ინერტული სერხიო აგუერო მხოლოდ 71-ე წუთზე გავიდა. საათსა და 10 წუთში არგენტინელმა "სიტის" 3 გამოუყენებელი მომენტი (მათ შორის ერთი პენალტიც) აჩუქა.

კუნის დემორალიზებულობა ჯერ კიდევ პირველ ნახევარში იკითხებოდა. სამხრეთ ამერიკელი გადაღლილია, "ტოტენჰემი" კი მის ინგლისურ კარიერაში კვლავ ყველაზე უხერხული მეტოქეა. აგუერო უკვე 4 წელია, რაც ვერ ახერხებს "ჰოტსპურის" კარის აღებას.

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

პეპის სხვა ფეილები - კევინ დე ბრუინისა და ლეროი სანეს სათადარიგოთა სკამზე დატოვება და 89-ე წუთამდე მათი არ გამოყვანა. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, წაგების მომენტში. მითუმეტეს, ბელგიელმა დარჩენილ 5 წუთში სხვებზე მეტი საფიხათო მომენტი შექმნა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კატალონიელი დროს წელავდა ერთ-ბურთიანი სხვაობის შესანარჩუნებლად, თუმცა ეს ხოსეპის სტილში არ არის, მითუმეტეს "დეზებთან". დიახ, ჯობია 1:0 წააგო, ვიდრე 2:0, მაგრამ რატომ არ უნდა სცადო ანგარიშის გათანაბრება და სტუმრად გოლის გატანა?

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

ჩემპიონთა ლიგაზე აღნიშნული ფაქტორი დიდ როლს ყოველთვის თამაშობდა. ევროსარბიელზე მიღებული უცნაური გადაწყვეტილებები გვარდიოლას ერთგვარი ჰობია. გავიხსენოთ "მონაკოსთან" დუელი, როდესაც პირველ მატჩში 3 გოლის გაშვების შემდეგ, "სიტის" დაცვის ცენტრში კოლაროვი აღმოჩნდა და არა ჯანმრთელი ოტამენდი.

რაც შეეხებათ ლონდონელებს, მაურისიო პოჩეტინომ თავის სამწვრთნელო კარიერაში უდიდესი პლიუსი ჩაიწერა. ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა ახალ სტადიონზე და დამარცხებული მანჩესტერელები, ბრავო არგენტინელს.

პეპის კოშმარი: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები - სტატისტიკა, რომლითაც სიტი განწირული ჩანს

"მამლებისთვის" გადამწყვეტ მომენტად აგუეროს გამოუყენებელი პენალტი იქცა. "ტოტენჰემის" ფეხბურთელებმა ნერვები დაიმშვიდეს და დაინახეს, რომ "ქალაქელები" ღვთაებრივი არსებები სულაც არ არიან, შეცდომები მათაც ახასიათებთ.

ცალკე აღნიშნვის ღირსია უგო ლორისი. ფრანგმა არა მხოლოდ 11-მეტრიანი მოიგერია, არამედ სხვადასხვა დროს "მან სიტის" ფაქტიურად ყველა შეტევა წაიკითხა. მოკლედ, ლონდონში ზეიმია, მანჩესტერის ლურჯ ნაწილში კი მორიგი თათბირი სამომავლო პერსპექტივების თაობაზე.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ტოტენჰემი-სიტი 1:0


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რედნაპი: "ლამპარდის სამწვრთნელო ტალანტში ეჭვი არ მეპარება"

ცნობილმა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

იუვენტუსი ბარძალის დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოს "ატალანტას" ხვდებოდა.

დღეს, 10:41

რობერტო: "წარმატებული სეზონი ჩავატარეთ"

"ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხი რობერტომ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:34

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10