"პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშს რონალდუც დაესწრო" - ვინ არის ფელიში?



ევროპა ლიგის 1/4 ფინალის მთავარი აღმოჩენა: 19-წლის ჟოაო ფელიში. მოზარდმა ლუკა იოვიჩის ფრანკფურტის "აინტრახტი" მიწასთან გაასწორა: ჰეტ-ტრიკი და ასისტი 53 წუთში. პორტუგალიელმა ევროსარბიელზე უკვე რეკორდის დამყარებაც მოასწრო.

ფელიში ევროპა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამი ბურთის გატანა შეძლო. "აინტრახტის" დარბევის მომენტში ჟოაო 19 წლის და 152 დღის იყო. პორტუგალიელმა აღნიშნული მიღწევით სერხიო აგუერო ჩამოიტოვა.

ბენფიკა-აინტრახტი 4:2 (ფელიშის ჰეტ-ტრიკი)



ამის გარდა, ფრანკფურტელთა კარში ჰეტ-ტრიკის შესასრულებლად ფელიშს მხოლოდ სამი დარტყმა დასჭირდა, 100%-იანი ეფექტურობა. ჟოაოს მიმდინარე სეზონში 35 მატჩში უკვე 15 გოლი დაუგროვდა. "პორტოს" ბანაკში უკვე თავს იმტვრევენ ნიჭიერი მოზარდის გაშვების გამო.

დიახ, ფელიში ექვსი წელი სწორედ "დრაკონების" აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა იქ ჟოაოს ფიზიკური კონდიციები დაიწუნეს, რის შემდეგადაც საქმეში ლისაბონის "ბენფიკა" ჩაერთო. დედაქალაქელთა რიგებში თინეიჯერის ნიჭი სრულფასოვნად დაინახეს: 16 წლის ასაკში პორტუგალიელი უკვე მეორე გუნდისთვის იტანდა.

"პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშს რონალდუც დაესწრო" - ვინ არის ფელიში?

დღეს, მის შესახებ მთელი ევროპა საუბრობს. პოზიციურად ფელიში უკანდახეული თავდამსხმელია. ის 4-4-2-ს იდეალურად ერგება. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჟოაო დიდ მატჩებში არ იკარგება, მოზარდმა უკვე მოასწრო "სპორტინგისა" და იგივე "პორტოს" დამწუხრება.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ძალიან მალე პორტუგალიელი ეროვნულ გუნდშიც აღმოჩნდება. ცნობისთვის, უკრაინასა და სერბეთთან ფელიში განაცხადში იმყოფებოდა. "ბენფიკა" თავის ტალანტს 120 მილიონ ევროდ აფასებს. "ლივერპულმა" 70 მილიონიანი ოფერი ლისაბონში უკვე გააგზავნა, მაგრამ "არწივებს" ეს თანხა ეცოტავათ.

"პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშს რონალდუც დაესწრო" - ვინ არის ფელიში?

თავად ჟოაოს განცხადებით, ლა ლიგა მას პრემიერ ლიგაზე მეტად იზიდავს - "რეალი" და "ბარსელონა" მობილიზებულები არიან. პორტუგალიელის მსურველთა სიაში ტურინის "იუვენტუსიც" ფიგურირებს. "ბებერი ქალბატონი" ფელიშს პერსპექტივაში კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად განიხილავს.

თავად რონი ჟოაოს თამაშს ერთხელ უკვე დაესწრო. "ბენფიკას" ვიცე-პრეზიდენტმა რუი გომეშ და სილვამ გაიხუმრა - "მოედანზე პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელსაც თვალს კრიშტიანუ ადევნებდა."

"პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშს რონალდუც დაესწრო" - ვინ არის ფელიში?

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფელიშის კუმირი რონალდუ არ არის. მოზარდმა რუი კოშტა და კაკა დაასახელა, რაც 00-იანი წლების "მილანს" გვახსენებს. ჟოაოთი აღფრთოვანებულები ტიერი ანრი და ნუნუ გომეში არიან, რომლებსაც თამაშის ელეგანტურობით მოზარდი ზინედინ ზიდანს აგონებთ.

ფელიშის სხვა კლუბში გადასვლა - დროის საკითხია. საინტერესოა, რომელი გრანდი გახდის ჟოაოს ყველაზე ძვირადღირებულ პორტუგალიელ ფეხბურთელად. იქამდე თინეიჯერი "ბენფიკასთვის" ნანატრი ევროთასის მოგებას ეცდება.

"პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის თამაშს რონალდუც დაესწრო" - ვინ არის ფელიში?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვერნერმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლაიპციგის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა:

დღეს, 10:45

კარვახალი: "მსაჯებმა არ იციან, თუ როდის უნდა დაუსტვინონ"

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:30

ფიურიმ უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

ლას-ვეგასში მდებარე MGM Grand არენაზე კრივის გრანდიოზული საღამო დასრულდა.

დღეს, 10:22

რამოსი ლევანტესთან მარცხის შემდეგ: "მსაჯის მხრიდან ქედმაღლობა შეინიშნებოდა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "ლევანტეს" წინააღმდეგ დაფიქსირებული მოულოდნელი მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:13

გვარდიოლა: "მეფეების ტურნირზეც უნდა მოვიგოთ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:24

ზიდანი: "ამ ორი მატჩის შემდეგ, ვალდებულები ვართ, რომ ელ კლასიკო მოვიგოთ"

ესპანეთის ჩემპიონატში "რეალმა" მორიგი კრახი განიცადა, "ლევანტესთან" წააგო და ლიდერობა დათმო.

დღეს, 03:15

ზიდანმა აზარის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლა ლიგის გასულ ტურში ედენ აზარმა ფეხი კვლავ იტკინა, რის გამოც ის მოედნიდან გაიყვანეს.

დღეს, 03:10

ვისთან აქვს იუვენტუსს შემდეგი მატჩი, სადაც რონალდუს ისტორიული რეკორდის დამყარება შეუძლია?

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

დღეს, 02:59

...რომ შვილი სჯობდეს მამასა - კასპერ შმეიხელმა მამამისის შედეგი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ლესტერი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტისთან" 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:55

ჰოლანდმა ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ვერდერი" შინ "დორტმუნდს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:51

სერია დასრულდა: როდის ჰქონდა ბოლოს გოლი გატანილი მოთამაშეს, რომელმაც გუშინ რეალს გაუტანა?

მადრიდის "რეალის" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ლუის მორალეშია. "ლევანტემ" 1:0 მოიგო.

დღეს, 02:48

ბარსელონას და რეალის დამმარცხებელი - ლევანტეს მწვრთნელი ისტორიაში შევიდა

ლა ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "რეალი" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:42

სიტისთან ლიდერის გარეშე? - აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ლა ლიგის გასულ ტურში "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:37

რუმინეთმა ბრჭყალები გამოაჩინა და ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუმინეთის ნაკრები ბოტოშანში ესპანეთს დაუხვდა და 24:7 სძლია.

დღეს, 02:11

რებიჩის მორიგი გოლი - მილანმა 10-კაციან ფიორენტინას ვერ მოუგო

იტალიის ჩემპიონატის ტურის ერთ–ერთი გამორჩეული შეხვედრა "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის შედგა.

დღეს, 02:02

მორალესის გასროლა - რეალმა სტუმრად წააგო, ლა ლიგაში ბარსელონა გალიდერდა

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

"სიტი ჩემპიონთა ლიგის მეფეებთან შეხვედრას ელოდება", - გვარდიოლა რეალზე

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "რეალთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

კონტე ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" მხრიდან ლაუტარო მარტინესისადმი ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

ნეიმარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 23:55

ისტორიული რეკორდი - რონალდუ ბატისტუტას გაუთანაბრდა

სერია A-ს მატჩში "იუვენტუსი" "სპალს" ესტუმრა და მეტოქე 1:2 დაამარცხა. შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.

გუშინ, 23:54

"ამ მაისურს არ გავრეცხავ, რადგან მესი ჩამეხუტა", - ბრეიტუეიტი

დღევანდელი მატჩის შემდეგ მარტინ ბრეიტუეიტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

რა სიტუაციაა ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მესის პოკერის შემდეგ?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ეიბარი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

გუშინ, 23:38

სიტიმ სტუმრად ლესტერი დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, "ლესტერმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:30

იუვენტუსმა სმოლინგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "რომას" მცველ კრის სმოლინგის დამატებით ინტერესდებოდა.

გუშინ, 23:25

6 ერი: საფრანგეთმა საოცარ ბრძოლაში იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს [VIDEO]

6 ერის მესამე ტურში უელსის ნაკრები "ფრინსიფალითი სთედიუმზე" საფრანგეთს დაუხვდა და 23:27 დამარცხდა.

გუშინ, 23:23

გვარდიოლა ზაფხულისთვის ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ 2020 წლის ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერებს არ ელოდება.

გუშინ, 23:21

რეალი 17 წლის ფეხბურთელში 70 მილიონ ევროს გადაიხდის?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 23:15

რონალდუს მორიგი გოლი - იუვენტუსმა სტუმრად სპალს სძლია [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "სპალმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:01

ვაკო გვილიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი და 4:0 გამარჯვება [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვარშავის "ლეგია" "იაგელონიას" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

გუშინ, 22:58

"ყოველდღე ვესაუბრები", - კაზემირო ნეიმარის მომავალზე

"რეალის" ნახევარმცველმა, კაზემირომ განაცხადა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმართან ერთად თამაში სურს.

გუშინ, 22:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10