Goal.Ge

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო


დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისთვის მზად იყო, მეტიც, პორტუგალიელმა ამსტერდამის "აიაქსის" კარში გოლის გატანაც შეძლო. მასიმილიანო ალეგრი რონის გამოჩენას ეჭვქვეშ აყენებდა, ყველაზე კარგ შემთხვევაში კრიშს მატჩი სათადარიგოთა სკამიდან უნდა დაეწყო, მაგრამ პირენეელმა ყველა გააოგნა.

როგორც ვიცით, რონალდუმ ტრავმა სერბეთის ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო. პორტუგალიელმა კუნთი გაიწყვიტა - ყველაზე გავრცელებული დაზიანება თანამედროვე ფეხბურთში. 83% შემთხვევაში მოთამაშეები სწორედ აღნიშნული პრობლემის წინაშე დგებიან.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

კრიშტიანუმ მომენტალურად მოითხოვა შეცვლა და ახალი მიზანიც დაისახა - "აიაქსთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელება. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი იყო, რონის 16 დღე ჰქონდა, კუნთის მოშუშებას კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება, დაახლოებით ერთი თვე.

კრიშის გამოჯანმრთელების პროცესი საკუთარ თავზე ბარსელონელმა რამონ კუგატიმ აიღო. ის ცნობილი ექიმია და ხოსეპ გვარდიოლას ფავორიტი. "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები გამოკვლევებზე სწორედ მასთან ჩადიან.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

ტურინში რონალდუს დაბრუნებას 18-20 დღეში ვარაუდობდნენ და ტრავმის რეციდივსაც არ გამორიცხავდნენ. სწორედ ამიტომ მიმართა პორტუგალიელმა სხვა მედიკოსს. "იუვენტუსისთვის" პრიორიტეტულ ვარიანტად "აიაქსთან" განმეორებითი მატჩი რჩებოდა, მაგრამ კრიშტიანუს მიზანი პირველივე თამაშში შედეგის დადება იყო.

კუგატი თავის პაციენტებს პლაზმის საშუალებით კურნავს და უნდა ითქვას, რომ რონის შემთხვევაში კატალონიელის მეთოდებმა გაამართლა. 1/4 ფინალამდე სამი დღით ადრე, კრიში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ Marca-ს მტკიცებით, რონალდუ მწყობრში უკვე 4 აპრილს იყო.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

პორტუგალიელისთვის რეკორდულ დროში გამოჯანმრთელება სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებული მუხლის მყესების ტრავმამ კრიშტიანუ მოედანს მხოლოდ ერთი თვით ჩამოაშორა. ზოგადად კი აღნიშნული დაზიანება მინიმუმ 3 თვეში იკურნება.

რაში მდგომარეობს რონის საიდუმლო? პასუხი მის გენეტიკაში იმალება. სწორედ ბუნებრივი მონაცემების წყალობით ახერხებს კრიში გადაღლის გარეშე სეზონში 50-60 მატჩის ჩატარებას. სწორად გადანაწილებული ფიზიკური დატვირთვების დახმარებით, მისი კუნთები ყოველთვის ტონუსში რჩება.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როგორც იგივე სერბეთთან შეხვედრა ან ევროს ფინალი. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის რონალდუ ვარჯიშობდა NASA-ს მიერ შექმნილ ტრენაჟორზე სახელად "Anti-Gravity Treadmill".

მისი ღირებულება 65 ათას ევროს შეადგენს და პორტუგალიელმა ის ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" ასპარეზობის დროს შეიძინა. ეს არის ანტი-გრავიტაციული სარბენი ბილიკი, რომელიც სხეულის წონას 80%-ით აგდებს.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

აღნიშნული ტრენაჟორი კუნთებიდან დატვირთვას ხსნის და გულს ასვენებს. უხეშად რომ ვთქვათ, "Anti-Gravity Treadmill"-ი ჰაერში სირბილის იმიტაციას ქმნის. მსგავს მეთოდებს NBA-ში უკვე დიდი ხანია, რაც იყენებენ.

კრიშტიანუს სხვა პროცედურები, დიადინამოთერაპია - დაბალი სიხშირის იმპულსური დენით კუნთების სტიმულირება. აღნიშნული მეთოდიკა ხელს უწყობს ორგანიზმის დაზიანებული ნაწილების დამუხტვას. სპორტში დიადინამოთერაპიას 90-იანების დასაწყისიდან იყენებენ.

ბოლოს კი ყველაზე გავრცელებული ხერხი - აუზში ვარჯიში. რონალდუს ინსტაგრამ-ვიდეობიდან გამომდინარე, ის წყალში საკმაოდ დიდ დროს ატარებს. პორტუგალიელი დაცურავს, მაგრამ ფეხებს არ ამოძრავებს, ამით, ფეხის კუნთები უმოქმედოთ რჩება, მაგრამ დატვირთვას მაინც იღებს.

დენი და NASA-ს ტრენაჟორი 65 ათას ევროდ - რონალდუს რეკორდულ დროში დაბრუნების საიდუმლო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სეზონი დასრულებულია: გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას იკეთებს

ჩვენი ინფორმაციით, ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას უახლოეს კვირებში გაიკეთებს.

დღეს, 04:19

ბითაძე კლუბს დაემშვიდობა: "ყოველთვის ჩემს გულში იქნებით"

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტი" ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 04:08

ალენა: "ძალიან მინდა, დღეს ატლეტიკომ მოიგოს და ტიტული კამპ ნოუზე მოვიგოთ"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი ალენა დღეს მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივრობს.

დღეს, 04:01

შესაძლოა, დღეს ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს

არის იმის ალბათობა, რომ კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გახდეს.

დღეს, 03:55

ტოტენჰემის სერია გრძელდება - ზედიზდ 67 მატჩია მსგავსი რამ არ მომხდარა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონი" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

დღეს, 03:50

გუშინ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "უოტფორდსა" და "საუთჰემპტონს" შორის.

დღეს, 03:45

ლა ლიგაში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში "უესკა" "ეიბარს" დაუპირისპირდა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:41

სოლსკიაერი: "მანჩესტერი კვლავ არ არის მზად, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ გუნდში სამუშაო კიდევ ბევრია.

დღეს, 03:37

გვარდიოლა: "ოლდ ტრაფორდის არ გვეშინია"

დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

დღეს, 03:31

კაკაბაძის პირველი სასტარტო - ლიუცერნი ნახევარფინალიდან გავარდა

შვეიცარიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ლიუცერნი" და "თუნი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:28

აგენტი: "კაპიტნის სამკლაური? იკარდისთვის ეს პრობლემა არაა"

მაურო იკარდის, მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, არგენტინელი ფორვარდის სიტუაცია კიდევ ერთხელ შეაფასა.

დღეს, 01:26

მორიგი გამარჯვება: ბარსელონა ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" გასვლაზე "დეპორტივო ალავესი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:22

გაიოზ დარსაძე ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი ხდება?

ინდური პრესა იუწყება, რომ შესაძლოა, მალე ინდოეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი გახდეს.

დღეს, 01:21

ატალანტას ნახევარმცველი: "მესიზე 5 გოლით მეტი მაქვს გატანილი"

ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში თავისი უცნაური პოსტით ყურადღება მიიქცია.

დღეს, 01:16

პაპუნაშვილი ესპანეთს ამ ზაფხულს დატოვებს?

ესპანური პრესა ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი პაპუნაშვილზე და მის მომავალზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 01:14

ბუდაპეშტში ბასილაშვილის პირველი მეტოქე გაირკვა

მონტე კარლოზე ნაჩვენები ცუდი შედეგის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირზე გადაერთო.

დღეს, 01:12

ვენგერმა არსენალის მომავალი მთავარი მწვრთნელი დაახასიათა

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, თავისი ყოფილი შეგირდის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 01:07

ლაიფციგმა ჰამბურგი დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალში გავიდა

გერმანიის თასზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა.

დღეს, 00:56

სოლსკიაერი დერბიზე: "სიტის აგრესიისთვის მზად უნდა ვიყოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ხვალინდელ მანჩესტერულ დერბიზე ისაუბრა.

დღეს, 00:52

6 გოლი და მორიგი კარგი სანახაობა - აიაქსი ლიდერობას ინარჩუნებს

ამსტერდამის "აიაქსი" ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში დომინაციას აგრძელებს.

დღეს, 00:39

ერიკსენმა ტოტენჰემს ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ლონდონის "ტოტენჰემმა" შინ "ბრაიტონი" ძნელად გატეხა.

დღეს, 00:37

აინტრახტმა იოვიჩის პოტენციური მომავალი კლუბი დაასახელა

ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტულმა დირექტორმა ლუკა იოვიჩის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:27

ემერი: "არსენალი ოთხეულში მოხვდება"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, საკუთარი გუნდის მიზანზე პოზიტიური განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:23

რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც რონალდინიოს უთამაშია? რამდენად რთული იყო ბარსელონას დატოვება, მართლა გაიტანა თუ არა ბავშვობაში 23 გოლი - რონალდინიო Facebook-ის მომხმარებლების კითხვებს პასუხობს...

გუშინ, 23:05

ზიდანი კურტუას გაყიდვას ითხოვს - Mundo Deportivo

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ტიბო კურტუაზე იმედებს არ ამყარებს.

გუშინ, 21:45

ჰიონესმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გააკვირვა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდისთვის დიდ სიურპრიზად იქცა.

გუშინ, 21:43

"ღმერთის ხელი, უმიზეზო გაძევება, არ ჩათვლილი გოლი" - უნდა შემოვიდეს ვიდეო რეფერი საქართველოში?

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა და თავიდანვე ჩანს, რომ წლევანდელი ჩემპიონატი დაძაბული იქნება.

გუშინ, 21:10

სამი ფეხბურთელი, რომელიც ზიდანის ხელში განწირულია

მადრიდის "რეალის" მწვრთნელი მომდევნო სეზონის სელექციაზე ფიქრს განაგრძობს.

გუშინ, 21:07

რატომ ამბობს ბაიერნი უარს ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე?

მიუნხენური გრანდი შესაძლოა ინგლისელ ფეხბურთელზე ფიქრს შეეშვას.

გუშინ, 20:57

პოჩეტინო: "ამ სეზონში ორი მიზანი გვაქვს დარჩენილი"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10