Goal.Ge

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?


2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

დღეს პრემიერ ლიგის 2013-2014 წლის სეზონის საჩემპიონო რბოლის რიმეიქი შედგება. პირველობისთვის კვლავ "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" იბრძვიან, მათი მეტოქეები კი ისევ "ჩელსი" და "კრისტალ პალასი" არიან. ემთხვევა ლოკაციებიც, "წითლები" სახლში ითამაშებენ, "ქალაქელები" - ლონდონში.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ორ სეზონს შორის ბევრი მსგავსებაა, მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს. პირველი - მაშინ სატურნირო ცხრილს "მერსისაიდელები" ლიდერობდნენ, ისე რომ "არისტოკრატებთან" მათ ფრეც აწყობდათ.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

დღეს, პირველზე "ეტიჰადელები" არიან და შეცდომის დაშვება პრაქტიკულად ჩემპიონობის დაკარგვის ტოლფასი იქნება, ეს ორივე მხარეს ეხება. კიდევ ერთი განსხვავება: მატჩების დაწყების დრო. 5 წლის წინ პირველები ბრძოლაში "სკაუზერები" ჩაებნენ და უკვე შემდეგ "სიტი", ახლა ყველაფერი პირიქითაა.

ჩემპიონობის ბედი სწორედ აღნიშნულმა ტურმა გადაწყვიტა. "ენფილდელები" დამარცხდნენ, მანჩესტერელებმა მოიგეს. ჟოზე მოურინიო, რომელიც იმ დროს "ჩელსის" წვრთნიდა, "ლივერპულის" ღამის კოშმარად იქცა.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს "წითლები" მთელი სეზონის განმავლობაში აღიზიანებდნენ. მოუს გულზე არ ეხატებოდა ლუის სუარესი, რომელიც "განსაკუთრებულის" თქმით, დაივინგისა და პენალტების მეფე იყო.

ამის გარდა, ჟოზეს არ ასვენებდა ის ფაქტი, რომ საჩემპიონო რბოლაში ნეიტრალურად განწყობილი საფეხბურთო სამყარო "მერსისაიდელთა" მხარეს იხრებოდა. უკმაყოფილების სხვა მიზეზები: ერთი ტურით ადრე ლონდონელებმა პირველობის თეორიული შანსიც დაკარგეს.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

მოურინიო კალენდარის გამოც წუწუნებდა. "სკაუზერების" წინააღმდეგ შეხვედრა კვირას იყო დაგეგმილი და სულ რაღაც სამ დღეში, "არისტოკრატებს" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში თამაში უწევდათ.

მსაჯების შეცდომები, მარტივი გრაფიკი - პორტუგალიელის აზრით, აღნიშნული გარემოებები აგრეთვე "ენფილდელებს" უწყობდა ხელს. ერთი სიტყვით, "ლივერპულის" დამარცხება მოუსთვის დიდი სიამოვნება იქნებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ როგორ?

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

"განსაკუთრებულმა" თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დაცვითი მატჩი ითამაშა. "ჩელსის" შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა - შვარცერი, ივანოვიჩი, კალასი, ასპილიკუეტა, კოული, მატიჩი, მიკელი, ლამპარდი, სალაჰი, შურლე, ბა.

ერთი შეხედვით, ლონდონელთა ტაქტიკური სქემა 4-2-1-2-1-ს ჰგავდა, მაგრამ რეალურად, მოურინიომ 6-3-1 დააყენა. მცველების კვარტეტი ცენტრში იყო განლაგებული, ე.წ. ვინგბეკების როლში კი სალაჰი და შურლე აღმოჩნდნენ. რაც შეეხება ლამპარდს, ფრენკი მე-3 ჩამშლელად მოგვევლინა მატიჩსა და მიკელთან ერთად.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

ჟოზეს განლაგება იმდენად ჰგავდა ავტობუსს, რომ "არისტოკრატები" კონტრ-შეტევებსაც კი არ იყენებდნენ. დიახ, პორტუგალიელმა ცენტრი დათმო, მაგრამ სამაგიეროდ, 6 მცველისა და 3 საყრდენის გარემოცვაში სუარესი თამაშს აბსოლიტურად მოწყვეტილი იყო.

შეხვედრის მთავარი ჰაილაითი - სტივენ ჯერარდის მოცურება. ეს არის სრული შემთხვევითობა, რომლის წყალობითაც მოუს არ დასჭირდა ტაქტიკის შეცვლა. ინგლისელი რომ არა, პირველი ტაიმი 0:0 მორჩებოდა, შესაბამისად, "ჩელსი" მეორე ნახევარში გაიშლებოდა, თუმცა ჯიმ ყველაფერი "საკუთარ თავზე აიღო".

ჯერარდის მოცურება



მეორე 45 წუთში ბრიტანელი არაერთხელ ცდილობდა გმირობის ჩადენას, მაგრამ ამაოდ. ჯერარდი შვარცერის კარს ცხრაჯერ დაემუქრა, რვა შემთხვევაში სტივენმა საჯარიმოს გარედან დაარტყა.

კაპიტანს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ლონდონელები ახლოს არავის უშვებდნენ, ამის გარდა, "ლივერპულის" ფეხბურთელებს სივრცე არ ჰქონდათ გასასხნელად. "წითლები" სასოწარკვეთილად უტევდნენ, მათ შორის ცენტრალური მცველებიც. "არისტოკრატებმა" ამით კარგად ისარგებლეს.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

როდესაც "მერსისაიდელთა" უკანა ხაზში ვაკუუმი გაჩნდა, "ჩელსი" კონტრ-შეტევაზე წავიდა და მეორე ბურთიც გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრენდან როჯერსი აცხადებდა, რომ მოურინიომ არა ერთი, არამედ ორი ავტობუსი დააყენა.

დიახ, ჟოზემ ანტი-ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიელი რეალურად შერცხვა. მისმა კოლექტივმა დათმო მატჩი, რომელშიც ფრე მისაღები შედეგი იყო, თანაც გუნდთან, რომელიც ჯერარდის მოცურებამდე არც კი ცდილობდა გოლის გატანას.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

2013-2014 წლის სეზონში "ლივერპულმა" ექვსჯერ წააგო, მაგრამ "წითლების" სრულფასოვნად შეჩერება მხოლოდ პორტუგალიელმა მოახერხა. ლონდონელებმა ყველას დაავიწყეს სუარესის საგოლე ალღო, კოუტინიოს კრეატიულობა და სტერლინგის სისწრაფე.

მთავარი იყო ერთი რამ - "მერსისაიდელები" მორიგ საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდნენ. ვნახოთ, რა იქნება 2019-ში. ცხადია, ეს უკვე სულ სხვა "ლივერპულია", ისევე როგორც "ჩელსი". "ენფილდზე" კლოპია, "სტემფორდზე" - სარი, მოურინიომ და როჯერსმა რეგრესი განიცადეს, სალაჰმა კი ბანაკი შეიცვალა და ფრთები გაშალა.

2 ავტობუსი და მოცურება - როგორ დაკარგა ლივერპულმა ჩელსისთან ჩემპიონობა 5 წლის წინ?

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია - აღნიშნული გუნდების სეზონის ბოლოს დაპირისპირება პირველ რიგში "წითელ ცრემლებთან" ასოცირდება. დღეს, "მერსისაიდელებს" პარადიგმის შეცვლის შანსი აქვთ.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ლივერპული-ჩელსი 0:2


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსელონამ რაშფორდისთვის კოლოსალური თანხა გაამზადა

კატალონიელებს ინგლისელი შემტევის შეძენა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

დღეს, 11:56

გვარდიოლა: "საუკეთესო გუნდი ვართ, რომელსაც კი ოდესმე პრემიერ ლიგაში უთამაშია"

მანჩესტერული დერბის მოგების შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ ემოციური განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:52

აგენტი: "გასულ სეზონში, რეალმა 150 და 180-მილიონიანი წინადადებები არც კი განიხილა"

"რეალის" ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს აგენტი, ორასიო გაჯიოლი, ფეხბურთელის "რეალიდან" შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 11:46

სამპაოლი: "არის თუ არა მესი ისტორიაში საუკეთესო? არ ვიცი, ის ნაკრებში საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს"

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 11:39

ბაილი შესაძლოა საფრანგეთში გადაბარგდეს

L'Équipe-ისა და GFFN-ის ცნობით, ერიკ ბაილი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებასთან ახლოს არის.

დღეს, 11:28

2024 წელს ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება

ევროპული ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლაზე მუშაობს.

დღეს, 10:46

"ძველ მეგობართან ერთად" - ხაბიბი დათვს კვლავ ეჩხუბა [VIDEO]

UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა დათვთან მსუბუქი სპარინგი გამართა.

დღეს, 10:27

იკარდის გარდა, პსჟ კიდევ ერთი ფორვარდით ინტერესდება

Cope.es-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" მნიშვნელოვნად აპირებს შეტევის ხაზის გაძლიერებას.

დღეს, 10:18

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

დღეს, 05:05

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

დღეს, 04:54

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

დღეს, 04:40

ეროვნული ლიგა - X ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო და მეათე ტურნირზე საინტერესო მატჩები გაიმართა, საიდანაც საუკეთესო 11 ფეხბურთელი ავარჩიეთ.

დღეს, 04:34

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

დღეს, 04:30

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

დღეს, 04:18

ხარაიშვილმა თავისი გუნდი წაგებას საგოლე გადაცემით გადაარჩინა [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი "კალმარსა" და "გიოტებორგს" შორის.

დღეს, 04:14

ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში "სლასკ ვროსლავი" "გორნიკს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:12

ზიდანი რეალის თამაშით უკმაყოფილოა

"ხეტაფესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:50

კლოპი: "ბარსელონასთან ფავორიტი არავინაა"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:38

ზიდანი: "ბრაჰიმის თამაშში ის მომწონს, რომ არაფრის ეშინია და მონდომებულია"

ლა ლიგის გასულ ტურში "ხეტაფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ეთამაშა.

დღეს, 03:32

კლოპი: "ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტიტულის მოგების შანსებზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაურისიო სარი დააჯარიმა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ბარნლის" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:21

ფერნანდინიო: "სიტი ტიტულისთვის ცხოველივით იბრძვის"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ტიტულის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 02:47

ლივერპულმა სიტი დაამარცხა და ტიტული მოიგო - რა მოხდება დიდებში?

გუშინ გაიმართა ასოციაციის თასის ფინალური მატჩი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

დღეს, 02:42

რეალმა მორიგი მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის 34-ე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი "ხეტაფესა" და"რეალს" შორის.

დღეს, 01:37

ბერნატმა ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს შეადარა

"პარი სენ ჟერმენის" მარცხენა მცველმა, ხუან ბერნატმა, საკუთარი გუნდის ორი ლიდერი დაახასიათა.

დღეს, 00:40

ტიაგო: "გვარდიოლა ფეხბურთისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

დღეს, 00:38

დორტმუნდის ბორუსიამ სანჩოს გიჟური ფასი დაადო

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც გუნდის უნიჭიერეს ტალანტს, ჯეიდონ სანჩოს, შეელევა.

დღეს, 00:30

ვან დეიკი თანაგუნდელებს აფრთხილებს: "ეს შესაძლოა ხაფანგი იყოს!"

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის თამაშის წინ "ლივერპულის" დაცვის ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, საკუთარი გუნდი გააფრთხილა.

დღეს, 00:15

DFB-მ აღიარა, რომ ვერდერი - ბაიერნის მატჩში პენალტი არასწორად დაინიშნა

გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 00:15

მელო: "მჯერა, რომ ინტერი იუვენტუსს დაამარცხებს!"

მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, "დერბი იტალიაზე" ისაუბრა.

დღეს, 00:11

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10