Goal.Ge

ნაადრევი ფინალის მოლოდინში - "რეალი" მიუნხენური მანქანის წინააღმდეგ



ჩემპიონთა ლიგის "ნაადრევი ფინალი" – სწორედ ასე შეიძლება მოინათლოს "რეკორდმაისტერისა" და "სამეფო კლუბის" დაპირისპირება. ბევრის აზრით, ამ ორ გუნდს ერთმანეთში უნდა გაერკვია ოქროს მედლების მფლობელთა ვინაობა, მაგრამ, ლუიშ ფიგუს ხელმა სხვაგვარად განსაჯა და მაყურებელს ორი საოცარი თამაშის ხილვის შესაძლებლობა მისცა. გადავხედოთ ამ ორი კლუბის უარყოფითსა და დადებით მხარეებს, გავიხსენოთ ურთიერთშეხვედრები და ვიმსჯელოთ, თუ რა შანსი აქვს თითოეულ მათგანს წარმატების მიღწევისა. გუნდების მდგომარეობა მატჩის წინ ესპანეთის დედაქალაქი "სამეფო კლუბისაგან" ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტულს 12 წელია მოუთმენლად ელის. ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მადრიდელებს ერთი ნაბიჯი აკლდათ ფინალში გასასვლელად. ეს მათი მეოთხე მცდელობა იქნება. როგორც წესი, კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის მწვრთნელად მიიჩნევენ, ვინაიდან ის აქცენტს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე აკეთებს. ეს ფაქტი, "რეალის" გულშემატკივარს დამატებით იმედს უსახავს. ანჩელოტის გუნდს კარგი განწყობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მათ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ტრადიციული მეტოქე – "ბარსელონა" დაამარცხეს. "რეალი" ბრძოლას განაგრძობს პრიმერა დივიზიონისთვისაც, ამრიგად ფეხბურთელებს ტრიპლეტის შესრულება შეუძლიათ. მაგრამ საკითხავია რამდენად არიან მზად მადრიდელები მრისხანე მეტოქის დასამარცხებლად? პირველ რიგში, შევეხოთ საკადრო პრობლემებს. ტრავმირებულნი არიან ალვარო არბელოა და მარსელო, რაც იტალიელ სპეციალისტს დაცვის ფლანგებზე როტაციის საშუალებას არ აძლევს. "თეთრების" მთავარი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ბოლომდე ჯერაც არ გამომჯობინებულა მცირე დაზიანების შემდეგ. პორტუგალიელს დაახლოებით 2 კვირა გაუცდა. საკითხავია რამდენად შეძლებს იგი კონდიციების აღდგენას. სხვა მხრივ, შემადგენლობა ოპტიმალური იქნება. ხოსეპ გუარდიოლა, თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მუდმივად გადიოდა ნახევარფინალში. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა. მისი საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილი ყველა ტურნირზე მაქსიმალურ დახარჯვას გულისხმობს. ახალგაზრდა მწვრთნელს უკვე ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი და ეცდება ეს წარმატება კიდევ ერთხელ გაიმეოროს. მიუნხენელებს ეძლევათ შანსი ზედიზედ მეორედ მოიგონ ლიგა. ნაადრევად გაფორმებული გერმანიის ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, "რეკორდმაისტერი" მოდუნდა, მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში (გერმანიის თასის ნახევარფინალი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი) მათ რეალური ძალა აჩვენეს, ამიტომ ბუნდესლიგის სამმატჩიანი მოუგებელი სერია მოტივაციის ნაკლებობას უნდა დავაბრალოთ და სერიოზულად არც უნდა შევხედოთ. "ბაიერნის" შემადგენლობა მთლად ოპტიმალური არ არის. მას ტიაგო ალკანტარა და მეორე მეკარე - შტარკე არ ეყოლება. ბუნებრივია შტარკეს არყოფნა, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელოა, მაგრამ ნოიერს ტრავმა აქვს და სავარაუდოდ სწორედ "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში დაბრუნდება. ამის გათვალისწინებით, სათადარიგოთა სკამზე მეორე გამოცდილი მეკარის არყოფნა პრობლემატურიც კია. რაც შეეხება ალკანტარას, ესპანელი ნახევარმცველის შეცვლის პრობლემა გუარდიოლას არ უდგას, თუმცა ბურთის დაჭერის მხრივ, ტიაგო-კროოსის წყვილი იდეალური იყო და რამდენად შეძლებენ მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას ბავარიელთა სხვა ვარსკვლავები, საკითხავია. Ancelotti-Guardiola იდეალური სცენარი მადრიდელთათვის იდეალური იქნება კარის მშრალად შენახვა და მატჩის ამგვარად მოგება. ამ დავალების შესრულება ურთულესია. პირველ რიგში, საჭიროა ყურადღება, მობილიზება და ორგანიზებულობა. ასევე, საგოლე ეპიზოდების მაქსიმალური რეალიზაცია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კარიმ ბენზემაზე. ფრანგს ფაქტობრივად ყველა თამაშში ექმნება მომენტები, თუმცა გატანასთან დაკავშირებით აშკარად აქვს პრობლემა. შეგვიძლია გავიხსენოთ "ბარსელონასთან" შეხვედრა პრიმერა დივიზიონში, როდესაც "სამეფო კლუბი" დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა, მან რამდენიმე ასპროცენტიანი შანსი გაანიავა. ზოგიერთი წაგების მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. "ბაიერნი" ამ შეცდომებს, რა თქმა უნდა, არ გაპატიებს. "რეალისა" და "ბაიერნის" 2 წლის წინანდელ განმეორებით დაპირისპირებაში ჟოზე მოურინიომ თამაში აქტიური პრესინგით დაიწყო. ამ ტაქტიკამ შედეგი ნამდვილად გამოიღო - 20 წუთის შემდეგ "თეთრები" ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. თუმცა, შემდეგ გუნდი მოეშვა და მთლიანად დაცვით ტაქტიკაზე გადაეწყო, რამაც მიუნხენურ გრანდს გოლის გატანისა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულების საშუალება მისცა. იმავე სცენარის განმეორება "რეალისთვის" კვლავ დამღუპველი იქნება. საჭიროა ეპიზოდური პრესინგი. ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებლად სირბილს ვერ შეძლებენ, ამიტომაც ანჩელოტიმ ზუსტი დრო უნდა შეარჩიოს პრესინგისთვის. მატჩის უმეტეს ნაწილში ბურთს სტუმრები გააკონტროლებენ, ამ დროს "რეალისთვის" მთავარი ზონების გადაკეტვა იქნება. პირველ რიგში, ცენტრალურმა ნახევარდაცვამ უნდა იზრუნოს ამაზე. ჩაბი ალონსოს და ლუკა მოდრიჩს პოზიციურად სწორი განლაგება მართებთ. მიმდინარე სეზონში, "სამეფო კლუბისთვის" სამწუხაროდ, ყოფილა ისეთი თამაშები, როდესაც ცენტრალური ნახევარდაცვის ზონას მთლიანად დაუკარგავს თამაშზე კონტროლი. აღსანიშნავია, როგორც საჯარიმოს შიგნით, ასევე საჯარიმოს მისადგომებთან ყურადღებით თამაში. მიუნხენელთაგან ტონი კროოსს ხშირად სჩვევია შორეული დისტანციიდან გოლის გატანა. მნიშვნელოვანია მატჩის ბოლო წუთამდე ბრძოლა. განსაკუთრებით დაძაბული კი სწორედ ბოლო წუთები იქნება, რადგან "ბაიერნს" უყვარს გოლის გატანა შეხვედრის მიწურულს. ამ გუნდების ორ უკანასკნელ დაპირისპირებაში სწორედ პირველი მატჩის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა ითამაშა დიდი როლი. დაცვის ფლანგები აუცილებლად უნდა დაეხმარონ შეტევას, ხოლო შეტევა დაცვას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კარვახალისა და კოენტრაოს ჩართვებზე. თავისმხრივ, მათ დაცვაში სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ. პრესინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ფლანგები უნდა იყოს. ზემოთ აწეული განაპირა მცველები სივრცეებს შეუზღუდავენ მეტოქეს. გასათვალისწინებელია, "ბაიერნის" რეაქტიული გარემარბები. რიბერისა და რობენის გასანეიტრალებლად მცველებს აუცილებლად დასჭირდებათ დამატებითი დახმარება. კრიშტიანუ რონალდუ ნაკლებად, მაგრამ გარეთ ბეილი აუცილებლად დაიწევს შიგადაშიგ უკან. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სერხიო რამოსსა და პეპეს. მარიო მანჯუკიჩი და თომას მიულერი მეორე სართულზე საკმაოდ კარგად თამაშობენ. ასევე, მათ მარტო არ უნდა დატოვონ ისეთი მოძრავი ფეხბურთელი, როგორიც მარიო გიოტცეა. მოკლედ, რეალისთვის იდეალური იქნება არ გაუშვას გოლი, თავად კი მინიმუმ ერთი მაინც უნდა გაიტანოს, თუ შემდგომ ეტაპზე გასვლა სურს. ბუნებრივია, 0-0 ზეც არსებობს გარკვეული შანსი მეორე შეხვედრაში, მაგრამ ეს შანსი მნიშვნელოვანწილად მცირე იქნება. portport მიუნხენელთა სათამაშო სტილი წელს მთლიანად ბურთის ფლობაზეა აქცენტირებული. ჩემპიონთა ლიგის თამაშებში მათი საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში ყველაზე მაღალია - 65%. სავარაუდოდ "სამხრეთელი ვარსკვლავები" "რეალთანაც გააკონტროლებენ ბურთს და შექმნიან მომენტებს. საინტერესოა როგორ განლაგებას შემოგვთავაზებს ხოსეპ გუარდიოლა. ამ სეზონში მიუნხენელთა ორვგვარ ტაქტიკას შევეჩვიეთ. პირველი, ეს არის 4-1-4-1, სადაც ერთადერთი საყრდენი კაპიტანი ფილიპ ლამია, ხოლო მეორე 4-2-3-1, სადაც ან ლამს უწყვილდება შვაინშტაიგერი, ან შვაინშტაიგერს კროოსი (ალკანტარას არყოფნის პირობებში). მერვედფინალური და მეოთხედფინალური ეტაპების პირველ თამაშებში გუარდიოლამ სწორედ მეორე ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. დიდი ალბათობით ასე იქნება მადრიდის "რეალთანაც". დაცვის ფლანგებზე ერთი მხრივ ალაბა, ხოლო მეორე მხრივ ლამი ან რაფინია იქნებიან. სისწრაფე სამეულიდან არცერთს არ აკლია, მაგრამ გარეთ ბეილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ორთაბრძოლა გაუჭირდებათ, თუნდაც მათი სიმაღლისა და ფიზიკური მონაცემის გათვალისწინებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შვაინშტაიგერის დახმარება, საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვის ცენტრში ხავი მარტინესის ხილვაც არაა გამორიცხული. გარდა ამისა, ფლანგის მცველებს უყვართ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთის გორებაში და მაღალ ჩაწოდებებში აქტიური მონაწილეობის მიღება, ამიტომ "ბაიერნი" კონტრიერიშებს უნდა უფრთხოდეს. ცენტრალურმა დაცვამ დაზღვევაზე კარგად უნდა ითამაშოს. საჯარიმოში ბოატენგი-დანტეს წყვილი ბენზემასთან ყურადღებით უნდა იყვნენ, თუმცა ამ ასპექტში ბავარიელებს უპირატესობა აშკარად აქვთ. შეტევის ხაზში რობენისა და რიბერის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იქცევს ყურადღებას. კროოსს ძალიან ძლიერად და ზუსტად შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა, მარიო გიოტცე საოცრად მოძრავია და ერთი შეხებით თამაში არ უჭირს, ხოლო მანჯუკიჩი კი უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს პირველი ბურთის მოგებაში, გნებავთ მოედნის ცენტრში, გნებავთ მეტოქის საჯარიმოში. უნდა აღინიშნოს თომას მიულერის მეორე სართულზე თამაშის გამოცდილება და პოტენციალი, შვაინშტაიგერის შეტევაში ჩართვები. მიუნხენელთათვის იდეალური იქნება გოლის გატანა, ამ შემთხვევაში 2-1 წაგებაც კი უტოვებს მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანსს. თუმცა "რეკორდმაისტერებს" მოედანზე წასაგებად, ან თუნდაც ფრის სათამაშოდ გასვლა არ სჩვევიათ და სავარაუდოა, რომ ისინი მაქსიმალურად ეცდებიან მოგებაზე თამაშს. ისტორიული მატჩების მოლოდინში მოკლედ, მიუნხენის "ბაიერნს" უპირატესობას აძლევს პირველი თამაშის სტუმრად ჩატარება, მაგრამ "რეალი" დიდი გუნდია და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. მთელი მსოფლიო ელის ამ დაპირისპირებას. წინ ორი საოცარი საღამო გველის, სადაც თითოეულ შეცდომას შეიძლება გადამწყვეტი ფასი დაედოს და სადაც ერთმანეთის პირისპირ საუკეთესონი ითამაშებენ. n_real_madrid_raul_gonzalez-4397522 სპეციალურად GOAL.GE-სთვის, გიგი ალადაშვილი და ნიკა კოშორიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

რეალსა და ბარსელონას ვან დეიკის შეძენა სურთ - Diario AS

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 15:34

მესი ბექჰემის კლუბში? - GOAL.COM-ის უახლესი ინფორმაცია

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერ მაიამის" "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის დამატება სურს.

გუშინ, 15:28

მესი ფატის გამოსასყიდი თანხის გაზრდას ითხოვს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

გუშინ, 15:21

ჯეკო: "იმედია, მხითარიანი რომაში მრავალი წლით დარჩება"

„რომას“ ბოსნიელი ფორვარდი გუნდის ახალწვეულზე, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

გუშინ, 13:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10