Goal.Ge

ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი


ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი

პრაღის "სლავიასთან" მატჩის წინ, ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებმა მოჰამედ სალაჰი გაიხსენეს და მას პროვოკაციული სიმღერა მიუძღვნეს. "არისტოკრატების" ქომაგებმა ეგვიპტელს "არაბი ტერორისტი" უწოდეს.

აღნიშნული გამოხტომა "ლურჯების" ფანებს ძვირად დაუჯდათ. ექვსი "მომღერლიდან" სამი, ევროპა ლიგის შეხვედრაზე არ დაუშვეს - ეს თავად "ჩელსის" ინიციატივა იყო. ამის გარდა, ლონდონური კლუბი მათთვის სეზონური აბონემენტების განულირებას აპირებს.

ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი

სალაჰი მომენტალურად დაიცვა როგორც "ლივერპულმა", ისე პირადად იურგენ კლოპმაც, მაგრამ ყველაზე ღირსეული პასუხი რასისტ ჰეიტერებს თავად ეგვიპტელმა გასცა. "არისტოკრატების" წინააღმდეგ მატჩში მოჰამედი მთავარი ვარსკვლავის როლში მოგვევლინა.

მისმა გუნდმა მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, დაანგრია ხუთი წლის წინ დამკვიდრებული სტერეოტიპი და გააგრძელა საჩემპიონო რბოლა. "ფარაონმა" "ლურჯების" კარი ულამაზესი გასროლით აიღო და თამაშში წერტილიც დასვა.

სალაჰის ულამაზესი გოლი ჩელსის კარში



მოს პერფომანსში გამორჩეული იყო როგორც თვითონ გოლი, ისე აღნიშნვაც. სალაჰმა ე.წ. მშვიდობის პოზის იმიტაცია გააკეთა. აღნიშნული ჟესტი ღმერთისადმი მადლიერებისა და სულიერი ფასეულობების სიმბოლოა. ეგვიპტელმა არაკეთილმოსურნეებს დაანახა, რომ უფალი ყველა ადამიანში ცოცხლობს.

მოჰამედმა "ჩელსის" გლორები კიდევ უფრო დიდ იდიოტებად გამოიყვანა, მაგრამ აღსანიშნავია, ის, რომ ლონდონელ გულშემატკივრებს კომპრომატები რეალურად გააჩნდათ. "არისტოკრატების" ქომაგებმა გაიხსენეს 2013 წელი, როდესაც "ფარაონმა" თელ-ავივის "მაკაბის" მოთამაშეებთან ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

სალაჰი მაკაბის ფეხბურთელებს ხელს არ ართმევს



მოს მოტივები ეფუძნებოდა ისრაელის დაძაბულ ურთიერთობას ისლამურ სამყაროსთან. არსებობს მოსაზრება, რომ 2018 წლის დეკემბერში სალაჰმა ისრაელელების დისკრედიტირება განაგრძო. ეს ფაქტი ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ "ლურჯების" ფანობა უკან მაინც არ იხევს.

კერძოდ - კლოპს ძალიან უნდოდა "ლივერპულში" ისრაელელი მუნას დაბურის ხილვა. ის "რედ ბულ ზალცბურგის" თავდამსხმელია, რომელმაც ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო. გერმანელი მას "ვიცე-ფირმინოდ" განიხილავდა.

ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი

26 წლის ფორვარდის ტრანსფერი ჩაიშალა. "ჩელსის" გულშემატკივრები (და არა მხოლოდ ისინი) ამტკიცებენ, რომ ყველაფრის მიზეზი ეგვიპტელის პოზიციაა. მოჰამედმა დაბურის "წითლებში" ხილვა კატეგორიულად არ ისურვა, "ფარაონი" წასვლითაც კი იმუქრებოდა.

მოს წარმომადგენლებმა მსგავსი ინფორმაცია გამორიცხეს, მაგრამ ფაქტია, რომ მუნასის სახელი მერსისაიდში აღარ გაჟღერებულა. იურგენისთვის უფრო ძვირფასი გუნდის საუკეთესო მოთამაშე აღმოჩნდა, ვიდრე პოტენციური რეზერვისტი.

ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი

ლონდონელი ქომაგები ამ ყველაფრით ამტკიცებენ, რომ სალაჰი მსხვერპლი სულაც არ არის, ეგვიპტელი სხვებზე უარესი რასისტია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ივიწყებს ტოლერანტობასა და იხსენებს დისკრიმინაციას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა.

ბინძური გარჩევები გვერდზე რომ გადავდოთ და უბრალოდ სპორტი დავტოვოთ - მოჰამედი "სკაუზერებისთვის" ნანატრი ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობს. იმ შემთხვევაში, თუ "ფარაონი" მართლაც შეძლებს "ლივერპულისთვის" ტიტულის დაბრუნებას, მოს ბნელი მხარე აღარავის ემახსოვრება.

სალაჰი იბრძვის იმისთვის, რაც ვერ მოახერხეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან ჯერარდი, ოუენი, ფაულერი, ტორესი, სუარესი და ა.შ. იქ, სადაც არსებობს ბედნიერება და წარმატება, რასიზმისთვის ადგილი არ არის.

ჩელსის ქომაგების აზრით, რასისტული ომი პირველმა სალაჰმა დაიწყო - ლონდონელთა კომპრომატი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შესაძლოა, დღეს ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდეს

არის იმის ალბათობა, რომ კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონი ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გახდეს.

დღეს, 03:55

ტოტენჰემის სერია გრძელდება - ზედიზდ 67 მატჩია მსგავსი რამ არ მომხდარა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონი" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

დღეს, 03:50

გუშინ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში გაიმართა საინტერესო მატჩი "უოტფორდსა" და "საუთჰემპტონს" შორის.

დღეს, 03:45

ლა ლიგაში წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა [VIDEO]

ლა ლიგის გასულ ტურში "უესკა" "ეიბარს" დაუპირისპირდა და მარტივად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:41

სოლსკიაერი: "მანჩესტერი კვლავ არ არის მზად, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ გუნდში სამუშაო კიდევ ბევრია.

დღეს, 03:37

გვარდიოლა: "ოლდ ტრაფორდის არ გვეშინია"

დღეს გაიმართება პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

დღეს, 03:31

კაკაბაძის პირველი სასტარტო - ლიუცერნი ნახევარფინალიდან გავარდა

შვეიცარიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს "ლიუცერნი" და "თუნი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:28

აგენტი: "კაპიტნის სამკლაური? იკარდისთვის ეს პრობლემა არაა"

მაურო იკარდის, მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, არგენტინელი ფორვარდის სიტუაცია კიდევ ერთხელ შეაფასა.

დღეს, 01:26

მორიგი გამარჯვება: ბარსელონა ჩემპიონობას უახლოვდება [VIDEO]

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" გასვლაზე "დეპორტივო ალავესი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:22

გაიოზ დარსაძე ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი ხდება?

ინდური პრესა იუწყება, რომ შესაძლოა, მალე ინდოეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი გახდეს.

დღეს, 01:21

ატალანტას ნახევარმცველი: "მესიზე 5 გოლით მეტი მაქვს გატანილი"

ბერგამოს "ატალანტას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში თავისი უცნაური პოსტით ყურადღება მიიქცია.

დღეს, 01:16

პაპუნაშვილი ესპანეთს ამ ზაფხულს დატოვებს?

ესპანური პრესა ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი პაპუნაშვილზე და მის მომავალზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 01:14

ბუდაპეშტში ბასილაშვილის პირველი მეტოქე გაირკვა

მონტე კარლოზე ნაჩვენები ცუდი შედეგის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირზე გადაერთო.

დღეს, 01:12

ვენგერმა არსენალის მომავალი მთავარი მწვრთნელი დაახასიათა

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, თავისი ყოფილი შეგირდის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 01:07

ლაიფციგმა ჰამბურგი დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალში გავიდა

გერმანიის თასზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა.

დღეს, 00:56

სოლსკიაერი დერბიზე: "სიტის აგრესიისთვის მზად უნდა ვიყოთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ხვალინდელ მანჩესტერულ დერბიზე ისაუბრა.

დღეს, 00:52

6 გოლი და მორიგი კარგი სანახაობა - აიაქსი ლიდერობას ინარჩუნებს

ამსტერდამის "აიაქსი" ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში დომინაციას აგრძელებს.

დღეს, 00:39

ერიკსენმა ტოტენჰემს ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში ლონდონის "ტოტენჰემმა" შინ "ბრაიტონი" ძნელად გატეხა.

დღეს, 00:37

აინტრახტმა იოვიჩის პოტენციური მომავალი კლუბი დაასახელა

ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტულმა დირექტორმა ლუკა იოვიჩის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:27

ემერი: "არსენალი ოთხეულში მოხვდება"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, საკუთარი გუნდის მიზანზე პოზიტიური განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:23

რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც რონალდინიოს უთამაშია? რამდენად რთული იყო ბარსელონას დატოვება, მართლა გაიტანა თუ არა ბავშვობაში 23 გოლი - რონალდინიო Facebook-ის მომხმარებლების კითხვებს პასუხობს...

გუშინ, 23:05

ზიდანი კურტუას გაყიდვას ითხოვს - Mundo Deportivo

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ტიბო კურტუაზე იმედებს არ ამყარებს.

გუშინ, 21:45

ჰიონესმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად გააკვირვა

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდისთვის დიდ სიურპრიზად იქცა.

გუშინ, 21:43

"ღმერთის ხელი, უმიზეზო გაძევება, არ ჩათვლილი გოლი" - უნდა შემოვიდეს ვიდეო რეფერი საქართველოში?

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა და თავიდანვე ჩანს, რომ წლევანდელი ჩემპიონატი დაძაბული იქნება.

გუშინ, 21:10

სამი ფეხბურთელი, რომელიც ზიდანის ხელში განწირულია

მადრიდის "რეალის" მწვრთნელი მომდევნო სეზონის სელექციაზე ფიქრს განაგრძობს.

გუშინ, 21:07

რატომ ამბობს ბაიერნი უარს ჰადსონ ოდოის ტრანსფერზე?

მიუნხენური გრანდი შესაძლოა ინგლისელ ფეხბურთელზე ფიქრს შეეშვას.

გუშინ, 20:57

პოჩეტინო: "ამ სეზონში ორი მიზანი გვაქვს დარჩენილი"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:54

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ტომა მუნიეს დაადგა

"პარი სენ-ჟერმენის" მცველმა კარიერა შესაძლოა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.

გუშინ, 20:49

ბარსელონამ ანდრე გომეშს მიზერული ფასი დაადო

"ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველის გაშვება აქვს გადაწყვეტილი.

გუშინ, 20:39

პირველი გუნდი უკანასკნელი მინიმუმ 15 წლის მანძილზე, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩში არც ერთხელ არ დაჯარიმდა

"ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგის 35-ე ტურში თამაშის წესები არც ერთხელ არ დაარღვიეს.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10