Goal.Ge

იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!


იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი გადამწყვეტ სტადიაში შედის და დღეს პირველი ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

90-იან წლების ევროპული საფეხბურთო კლასიკა 2010-იანებში დაბრუნდა - 1/2 ფინალის კიდევ ერთ საგზურს ამსტერდამის "აიაქსი" და ტურინის "იუვენტუსი" იტალიაში გაითამაშებენ.

იუვენტუსი - აიაქსი

პირველი მატჩის შედეგი: აიაქსი 1:1 იუვენტუსი
დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "იუვენტუს სთედიუმი", ტურინი
მთავარი მსაჯი: კლემენ ტარპენი(საფრანგეთი)

იუვენტუსი

ტურინულ გრანდს შეეძლო, რომ გასულ უქმეებზე იტალიის ჩემპიონობა გაეფორმებინა, მაგრამ სტუმრად "სპალთან" 1:2 დამარცხდა და სკუდეტოს ზეიმი საშინაო არენისთვის გადადო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს სეზონის დარჩენილ ნაწილში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამიტომ ეს მატჩი "იუვესთვის" ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!

ამსტერდამში "იუვეს" გეგმა მკაფიო იყო - მინიმუმ ფრის მოპოვება და გოლის გატანა. ტურინელებმა მიზანს მიაღწიეს - მეორე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმოში შეფრინდა და თავისი ბურთი გაიტანა, ხოლო მატჩი 1:1 დასრულდა. "ბებერი ქალბატონი" სახლში უფრო სოლიდური და დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას ეცდება, მაგრამ უკვე დაინახა, რომ "აიაქსი" სერიოზული მეტოქეა.

აიაქსი

"იუვენტუსისგან" განსხვავებით, ამსტერდამულ კლუბს ორივე ფრონტზე დაძაბული მდგომარეობა აქვს - ჰოლანდიის ერედივიზიონში უკიდერუსად დაძაბული სიტუაციაა და "აიაქსი" "პსვ-ს" მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს. შაბათს "აიაქსმა" საკუთარ მოედანზე "ექსელსიორი" მიიღო და მშვენივრად გაერთო - კლას იან ჰუნტელაარის ჰეთ-თრიკით მასპინძლებმა მეტოქე 6:2 გაანადგურეს და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს.

იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!

პირველ თამაშში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ხასიათიც გამოავლინა - პირველი ტაიმის წაგების შემდეგ "აიაქსმა" მეორე ნახევარში მოუმატა, ზეწოლა გააძლიერა და დავიდ ნერესის ულამაზესი გოლით მალევე გაათანაბრა ანგარიში. ჰოლანდიურ კლუბს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ფრეს დასჯერდა და ახლა "აიაქსი" შეეცდება ტურინში გააკეთოს ის, რაც მადრიდში - ლაღი, გახსნილი ფეხბურთი, გატანილი გოლებით.

დე იონგი საეჭვოა

ამსტერდამის "აიაქსს" პირველ თამაშში მიღებული გაფრთხილების გამო ნიკოლა ტალიაფიკო გამოაკლდა. არგენტინელი დისკვალიფიკაცირებულია, სამაგიეროდ სასჯელი მოიხადა მაზრუიმ და სწორედ ის დაიკავებს ნიკოლას ადგილს.

იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!

მთავარი პრობლემა კი ფრენკი დე იონგის ტრავმაა. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა წინა მატჩში მიიღო ბარძაყის დაზიანება და მისი თამაში საეჭვოა.

ტურინულ გრანდს კი კვლავ ვერ ეხმარებიან კიელინი, პერინი, კასერესი და მანჯუკიჩი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: შესნი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, სანდრო; ჩანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, კინი, რონალდუ.

აიაქსი: ონანა; ველტმანი, ბლინდი, დე ლიგტი, მაზრუი; დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე; ნერესი, ტადიჩი, ზიეხი.

ფაქტები და სტატისტიკა:

ამსტერდამის "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდა.

საერთო ჯამში ჰოლანდიურ კლუბს ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში კარგი მაჩვენებელი აქვს: 8 მოგება, 4 წაგება.

ტურინის "იუვენტუსი" კი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე აქამდე 18-ჯერ გავიდა: 12 მოგება, 6 წაგება.

ამ გუნდებს შორის გამართული 12 შეხვედრიდან ევროთასებზე ამსტერდამელებმა მხოლოდ ორი მოიგეს და "იუვენტუსი" 1974 წლიდან მოყოლებული დაუმარცხებელია - 9 მატჩიდან, საიდანაც ბოლო ექვსიდან 5 მოიგო.

"აიაქსი" და "იუვენტუსი" ფინალში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. 1973 წელს "აიაქსმა" ბელგრადში ტურინული გრანდი 1:0 დაამარცხა. "იუვენტუსმა" რევანში 23 წლის შემდეგ აიღო - 1996 წლის ფინალში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტებში კი იტალიელებმა 4:2 იმარჯვეს და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვეს.

იუვენტუსი - აიაქსი: ტურინში მორიგი სასწაულისთვის!

ფლეი-ოფის სტადიაზე კი "იუვენტუსმა" ამსტერდამულ კლუბს ოთხიდან ოთხი დაპირისპირება მოუგო. ბოლოს ამ გუნდების გზა 2009/10 წლების ევროპა ლიგის 1/32 ფინალში გადაიკვეთა და ტურინელებმა ტურინში უგოლო ფრის შემდეგ გასვლაზე 2:1 იმარჯვეს.

"იუვენტუსი" ჰოლანდიურ კლუბებს ფლეი-ოფში ხუთი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ ვერ გაცდა.

"იუვენტუს სთედიუმზე" "ბებერ ქალბატონს" ევროთასებზე 37 მატჩიდან მხოლოდ სამი წააგო - 22 მოგება, 12 ფრე.

"იუვენტუსმა" გასვლაზე პირველი მატჩი ფრედ 1:1 14-ჯერ დაასრულა და 12 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა. 1977/78 წლების ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში "იუვემ" და "აიაქსმა" საშინაო ფრეები (1:1) გაცვალეს და ტურინელებმა პენალტების სერიაში 3:2 იმარჯვეს.

"აიაქსს" სტუმრად იტალიური კლუბების წინააღმდეგ 4 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (2 მოგება, 2 ფრე) აქვს და ოთხივე თამაშში ამსტერდამელებმა კარი მშრალად შეინახეს.

სერია ა-ს გუნდებთან ამსტერდამულ კლუბს ფლეი-ოფში უარყოფითი ბალანსი აქვს: 5 მოგება, 7 წაგება.

"აიაქსმა" 12 ფლეი-ოფის დუელიდან, რომლის პირველი მატჩი შინ ფრედ დაასრულა, 9 წააგო და მხოლოდ სამჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანდრე სილვას ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"მილანის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ანდრე სილვას ყიდის.

დღეს, 18:33

დე იონგმა დაასახელა თანაგუნდელი, რომელიც ძალიან ეხმარება

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:29

ემერი ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ტრანსფერებზე ალაპარაკდა.

დღეს, 18:23

5 გოლი, კეინის შედევრი - ტოტენჰემმა იუვენტუსს მოუგო [VIDEO]

"იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 18:12

კეინმა იუვენტუსს მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ახლახანს დასრულდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის.

დღეს, 18:05

ფეხბურთელი, რომელიც ზაას ტრანსფერის შემთხვევაში არსენალიდან წავა

მოგეხსენებათ, "არსენალი" "კრისტალ პალასის" ლიდერის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 17:32

99%-ით გადაწყდა: მილანი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

უახლოეს პერიოდში "მილანი" საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

დღეს, 17:27

მორიგი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სარის იუვენტუსში სურს

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.

დღეს, 17:20

დრაქსლერი: "ნეიმარზე არსებული ჭორები არ მაწუხებს"

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ნეიმარის შესაძლო წასვლას ეხმაურება.

დღეს, 17:16

საკი: "იკარდის დამატება იუვენტუსს ბევრ სირთულეს შეუქმნის"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, არიგო საკი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 17:11

მომავალ კვირაში პსჟ მორიგ ტრანსფერს დაადასტურებს

"პარი სენ ჟერმენი" მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს.

დღეს, 16:30

"წასვლა?", - აგენტმა მარკინიოსის მომავალს ნათელი მოჰფინა

"პსჟ"-ს მცველის, მარკინიოსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 16:25

დე ხეა რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს, დეტალები ცნობილია

"იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.

დღეს, 16:18

ფეკირისთვის ბრძოლაში ტოპ კლუბი ჩაერთო - სად გადავა ფრანგი?

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ნაბილ ფეკირი "ლიონს" დატოვებს.

დღეს, 16:14

ბონუჩი დე ლიგტის იუვენტუსში ტრანსფერს ეხმაურება

"იუვენტუსის" მცველი, ლეონარდო ბონუჩი დე ლიგტის ტრანსფერზე საუბრობს.

დღეს, 16:09

პრესკონფერენციის შემდეგ კლოპი ჟურნალისტს ჩაეხუტა [VIDEO]

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ბორუსიასთან“ ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ, ჟურნალისტს სურვილი აუსრულა.

დღეს, 15:33

პიანიჩი: "ჩემი ამოცანაა - ერთ შეხვედრაში ბურთს 150-ჯერ შევეხო"

„იუვენტუსის“ ბოსნიელი ნახევარმცველის თქმით, ის ახალ სეზონს მოუთმენლად ელის.

დღეს, 15:25

დე ლიგტი: "პრესაში ბევრი სისულელე წავიკითხე, მაგრამ ერთი უბრალოდ ბოდვა იყო"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა, კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას, თითქოს მან „პსჟ“ ფინანსური საკითხის გამო გაისტუმრა უარით.

დღეს, 15:21

რა გახდა ნეიმარსა და ლეონარდოს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი?

ნეიმარს თანამემამულესთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

დღეს, 15:17

ვალდერამას ვეღარ იცნობ - ყოფილმა ფეხბურთელმა თმა გაისწორა [ფოტო]

ახლა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი შესაძლოა ვერც იცნოთ.

დღეს, 15:13

დე ლიგტი: "კრიტიკა მაკვირვებს, ყველა ამბობს, რომ ბარსელონაში უნდა გადავსულიყავი"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა კრიტიკით გაკვირვება გამოთქვა.

დღეს, 14:35

უელსელი დრაკონის ახალი გამოქვაბული - სად გადადის ბეილი?

"რეალი" - "ბაიერნის" დასრულების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა:

დღეს, 14:15

აგენტი: "თუ ბეილი წავა, ეს მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება და არა ზიდანის"

მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა, ზინედინ ზიდანის სიტყვებზე ისაუბრა.

დღეს, 14:00

რონალდუს სახლამდე მხოლოდ კერძო გზა მიდის - როგორ ცხოვრობს კრიშტიანუ

ერთი წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადაბარგდა იმისთვის, რომ ტურინულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს.

დღეს, 13:47

ლეონარდო: "ნეიმარის თაობაზე ოფიციალურად არავინ დაგვკავშირებია"

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ნეიმარის ტრანსფერზე ახალი დეტალები გაგვაცნო.

დღეს, 12:41

მანჩესტერ იუნაიტედი 70-მილიონიან ტრანსფერს უახლოვდება [VIDEO]

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლილის“ შემტევის ტრანსფერში წინ მიიწევს.

დღეს, 12:32

ტუხელი: "ნეიმარის სიტუაცია აშკარაა, დემბელეს კი მართლაც ვესაუბრე"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 12:25

არც იბრა და არც კარლოს ველა - MLS-ში ვაკო ყაზაიშვილი დაფრინავს! [VIDEO]

ბოლო პერიოდში, აქტიური შედარება მიდის, თუ ვინ არის საუკეთესო MLS-ში - იბრაჰიმოვიჩი თუ კარლოს ველა.

დღეს, 12:20

ინიესტა: "მთელი კარიერის ბარსელონაში გატარება მინდოდა"

„ვისელ კობეს“ ესპანელმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ „ბარსელონადან“ წასვლა არ უნდოდა.

დღეს, 12:18

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10