Goal.Ge

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი


პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

ექვსი დღის წინ "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა. "ბლაუგრანა" მოქმედებდა ცივსისხლიანად და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულად. დიახ, ეს აღარ არის გუნდი, რომელიც ლამაზი თამაშით ნებისმიერ მეტოქეს არბევდა.

კატალონიელთა არსენალში ახალი იარაღია - პრაგმატიზმი. როგორ შედგა ერნესტო ვალვერდეს კოლექტივის სტილის ევოლუცია? ყველაფერი "რომასთან" სენსაციური გამოვარდნის შემდეგ დაიწყო. არსებობს მოსაზრება, რომ უფრო ადრეც, მაშინ, როდესაც "ბარსა" "იუვემ" და "ატლეტიკომ" გამოთიშეს.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

"ბლაუგრანამ" სამივე შემთხვევაში კრახი განიცადა, რადგან კატალონიელები გასვლით შეხვედრებში ერთი ბანალური სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ - გოლის გატანა, რაც შეიძლება სწრაფად და სასურველია არაერთხელ.

ამ შემთხვევაში თვალშისაცემი ლუის სუარესის უარყოფითი სტატისტიკა ხდება - ურუგვაელი ჩემპიონთა ლიგაზე 3.5 წლის განმავლობაში ვერ ახერხებს სტუმრად მეტოქის კარის აღებას. ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკელის ბოლო გოლის მომენტში, მადრიდის "რეალს" ჯერ კიდევ 10 ლიგის თასი ჰქონდა.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

ერთი სიტყვით, რომანტიზმის პრაგმატიზმში ტრანსფორმირება სავალალო შედეგებით არის განპირობებული. "კამპ ნოუზე" მიხვდნენ, რომ ყოველ ჯერზე ხოსეპ გვარდიოლას კლონირება გუნდს კარგს არაფერს მოუტანდა და ამიტომ საჭირო გახდა გარემოსთან შეგუება.

პეპი, ხავი, ინიესტა - ადამიანები, რომლებმაც "ბარსელონას" ისტორია დაწერეს. ისინი "ბლაუგრანაში" აღარ არიან და რამდენიმე წელიწადში მათ რიცხვს ლიონელ მესიც შეუერთდება. "ბლაუგრანა" დიდი ეპოქის დასასრულისთვის აქედანვე ემზადება.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

წინააღმდეგ შემთხვევაში კატალონიელები ახლოს იქნებიან "მილანის" ბედის გაზიარებასთან. "როსონერი" კიდევ ერთი საკულტო გუნდია, რომელმაც სამწუხაროდ, თანამედროვეობასთან ადაპტირება ვერ შეძლო. ლომბარდიაში ახლაც მისტირიან საკისა და ანჩელოტის კოლექტივებს.

"ბარსელონას" გარდაქმნა ჯერ კიდევ ლუის ენრიკემ დაიწყო. ესპანელმა უარი თქვა რომანტიზმზე, ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობასა და სენზე სახელად "მესიზე დამოკიდებულება". "ფურია როხას" ამჟამინდელ თავკაცს ბევრი აკრიტიკებდა, ის ხომ აიგნორებდა ყველაფერ იმას, რასაც "ბლაუგრანას" ფანები მიჩვეულნი იყვნენ.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

მიუხედავად იმისა, რომ ენრიკემ კატალონიას ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა, "კამპ ნოუზე" მაინც უკმაყოფილება სუფევდა. საბოლოოდ, ლუისს ისე დაატოვებინეს "ბარსა", რომ მისი იდეების ნახევარზე მეტი განუხორციელებელი დარჩა.

რეალურად, გვარდიოლას ჩანაფიქრებს მხოლოდ მისი თანაშემწეები იმეორებდნენ - ტიტო ვილანოვა, ხორდი როურა და ა.შ. როგორც ვნახეთ, მენტორის დაკოპირებას შედეგი არ მოჰყოლია. ენრიკე მათგან განსხვავებით იყო მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი ხედვა ჰქონდა, სწორედ ამიტომ აითვალწუნეს ის.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

2017 წლის ზაფხულში "ბლაუგრანაში" ვალვერდე მოვიდა, რომელიც პეპის მიდგომისგან კიდევ უფრო შორს აღმოჩნდა. ესპანელს მისი წინამორბედის გზის გაზიარებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერნესტო კვლავ კატალონიაშია. მას ენდობიან, "რომასთან" სირცხვილის შემდეგაც კი.

"კამპ ნოუზე" ვეღარ იხილავთ ბურთის ტოტალურ კონტროლს, ქარიშხალს მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოსთან და დაუსრულებელ კომბინაციებს. ერთი სიტყვით, "ბარსა" შედეგზე ფიქრობს და არა უბრალოდ სანახაობაზე. "ბლაუგრანამ" ისწავლა მეტოქის შეცდომების ამოცნობა.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

ბევრის აზრით, კატალონიელები მოსაწყენები გახდნენ. ერთადერთი დეტალი, რომლის წყალობითაც "კამპ ნოუზე" შენარჩუნებულია ძველი და კარგად ნაცნობი ჯადოქრობა არის მესის ფაქტორი. ლეო კვლავ საუკეთესოა, მაგრამ რაც უფრო ბევრს აკეთებს არგენტინელი, "ბარსა" მასზე დამოკიდებული მით უფრო ხდება.

ვალვერდე თვლის, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, მეტიც, მისი თქმით, ასეც უნდა იყოს. ლიონელი ფეხბურთის მეფეა, შესაბამისად, "ბლაუგრანას" არსებობაში მთავარი როლის შემსრულებელიც. სამხრეთ ამერიკელი მართლაც უდიდეს შრომას დებს კატალონიელთა წარმატებაში.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

დროთა განმავლობაში მესი შემტევი-უნივერსალი გახდა, რომლის არეალი ნახევარდაცვის ცენტრალურ მონაკვეთამდეც კი გავრცელდა. რაც შეეხება ლეოს არყოფნას, ერნესტოს ჯერ კიდევ არ აქვს მოფიქრებული ტაქტიკური ალტერნატივა.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "კამპ ნოუზე" წარმატება სუფევს. "ბარსელონამ" ლა ლიგის ტიტული პრაქტიკულად უკვე გაინაღდა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზური. "მანჩესტერთან" ბოდიში, მაგრამ "ბლაუგრანა" "პსჟ" მართლაც არ არის. ასეთია კატალონიელთა პრაგმატული გზა ტრიპლეტამდე.

პრაგმატიზმი: გზა ტრებლამდე - ბარსელონას მოსაწყენი ახალი იარაღი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

დღეს, 05:05

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

დღეს, 04:54

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

დღეს, 04:40

ეროვნული ლიგა - X ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო და მეათე ტურნირზე საინტერესო მატჩები გაიმართა, საიდანაც საუკეთესო 11 ფეხბურთელი ავარჩიეთ.

დღეს, 04:34

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

დღეს, 04:30

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

დღეს, 04:18

ხარაიშვილმა თავისი გუნდი წაგებას საგოლე გადაცემით გადაარჩინა [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი "კალმარსა" და "გიოტებორგს" შორის.

დღეს, 04:14

ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში "სლასკ ვროსლავი" "გორნიკს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:12

ზიდანი რეალის თამაშით უკმაყოფილოა

"ხეტაფესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:50

კლოპი: "ბარსელონასთან ფავორიტი არავინაა"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:38

ზიდანი: "მასში ის მომწონს, რომ არაფრის ეშინია და მონდომებულია"

ლა ლიგის გასულ ტურში "ხეტაფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ეთამაშა.

დღეს, 03:32

კლოპი: "ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტიტულის მოგების შანსებზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაურისიო სარი დააჯარიმა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ბარნლის" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:21

ფერნანდინიო: "სიტი ტიტულისთვის ცხოველივით იბრძვის"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ტიტულის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 02:47

ლივერპულმა სიტი დაამარცხა და ტიტული მოიგო - რა მოხდება დიდებში?

გუშინ გაიმართა ასოციაციის თასის ფინალური მატჩი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

დღეს, 02:42

რეალმა მორიგი მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის 34-ე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი "ხეტაფესა" და"რეალს" შორის.

დღეს, 01:37

ბერნატმა ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს შეადარა

"პარი სენ ჟერმენის" მარცხენა მცველმა, ხუან ბერნატმა, საკუთარი გუნდის ორი ლიდერი დაახასიათა.

დღეს, 00:40

ტიაგო: "გვარდიოლა ფეხბურთისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

დღეს, 00:38

დორტმუნდის ბორუსიამ სანჩოს გიჟური ფასი დაადო

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც გუნდის უნიჭიერეს ტალანტს, ჯეიდონ სანჩოს, შეელევა.

დღეს, 00:30

ვან დეიკი თანაგუნდელებს აფრთხილებს: "ეს შესაძლოა ხაფანგი იყოს!"

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის თამაშის წინ "ლივერპულის" დაცვის ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, საკუთარი გუნდი გააფრთხილა.

დღეს, 00:15

DFB-მ აღიარა, რომ ვერდერი - ბაიერნის მატჩში პენალტი არასწორად დაინიშნა

გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 00:15

მელო: "მჯერა, რომ ინტერი იუვენტუსს დაამარცხებს!"

მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, "დერბი იტალიაზე" ისაუბრა.

დღეს, 00:11

კანსელუ: "ალეგრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მახე დამიგეს!"

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, ჟოაო კანსელუმ, მასიმილიანო ალეგრისთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:10

კურტუა დარწმუნებულია, რომ რეალში დარჩება

მადრიდის "რეალის" ბელგიელი გოლკიპერი, ტიბო კურტუა, "სამეფო კლუბში" თავის მომავალს ეჭვის ქვეშ არ აყენებს.

დღეს, 00:01

არსენალმა 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი გაიფორმა

ბრაზილიური "იტუანოს" 17 წლის თავდამსხმელი, გაბრიელ მარტინელი, ახალი სეზონიდან ლონდონის "არსენალს" შეუერთდება.

გუშინ, 23:00

ჰიონესი კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანიის თასის 1/2 ფინალში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 22:54

მიულერი: "ბაიერნს დუბლის მოგება ძალიან უნდა"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, სეზონის ბოლოს გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:53

"რასიზმთან ბრძოლა დაგვიანებულია!", - ადებაიორმა სკანდალური გოლის აღნიშვნა გაიხსენა

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა, ფეხბურთში რასიზმის თემაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:50

კლოპი: "ბარსელონას წინააღმდეგ არასოდეს ხარ ფავორიტი"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, კატალონიის "ბარსელონასთან" პირველი შეხვედრით მოხარულია.

გუშინ, 22:42

ჩელსიმ იგუაინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გონსალო იგუაინთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთა.

გუშინ, 22:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10