Goal.Ge

ბრწყინვალე 2014 წელი და ნაადრევი ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე!



ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრებისთვის 2014 წელი ნამდვილი დღესასწაულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან გამორჩეული და დაძაბული მეტოქეობა მიმდინარეობს ინგლისის პრემიერ ლიგაში, სადაც ერთდროულად 3 გუნდს აქვს ჩემპიონობის რეალური შანსი: ლივერპული, ჩელსი და სიტი, ისევე, როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონში (ატლეტიკო,რეალი,ბარსელონა). გერმანიაში, ისევე ,როგორც ევროპაში, ბაიერნის ჰეგემონიამ 7 ტურით ადრე გამოავლინა ჩემპიონის ვინაობა და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ბუნდესლიგის სანახაობრიობაზე საუბარი, სიმართლე გითხრათ, მეზედმეტება. არც საფრანგეთის ჩემპიონატში გამოდგა მონაკო, პსჟ-ს ღირსეული კონკურენტი და აშკარად დაიმსახურა მასზე დაბალი საფეხური სატურნირო ცხრილში. იტალიის სერია A კი ,ბოლო წლების მსგავსად, იუვენტუსის დამაჯერებელი თამაშით გამოირჩა და ნაპოლის და რომას გულშემატკივრებს ნაადრევად ჩააქნევინა ხელი ნანატრ იტალიის ჩემპიონობაზე! მოკლედ, სანახაობა ყველა ჩემპიონატში საკმაოდ იყო, თუმცა ამის გამო როდია 2014 წელი განსაკუთრებულად გამორჩეული საფეხბურთო ღირშესანიშნავობებით. წელს მუნდიალია, პლანეტის 32 საუკეთესო ქვეყანა ბრაზილიაში გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას, რასაც ყველანი მოუთმენლად ველოდებით. 1950 წლის „დაუვიწყარი“ ფინალის შემდეგ, 64 წელი გავიდა და ბრაზილია ბრაზილიელ ხალხს იმ იმედგაცრუების და ტკივილის საფასურად, მეექვსე ვარსკვლავს ჰპირდება, ურუგვაისთან განცდილი მარცხისგან, რომ მიაყენეს მილიონობით ბრაზილიელს და სტადიონზე შეკრებილ 100 000 გულშემატკივარს, რომლებიც ცრემლად დაიღვარნენ ლეგენდარული მარაკანას ტრიბუნებზე. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე და მანდ მიმდინარე მოვლენებზე საუბარს ამ სტატიაში არ ვაპირებ, ზოგადად 2014 წლის განსაკუთრებულობაზე გავამახვილე მცირეოდენი ყურადღება და მსურს გესაუბროთ კიდევ ერთ მიზეზზე, რამაც საოცრად განსაკუთრებული გახადა 2014 წლის საფეხბურთო სეზონი და ეს უთუოდ ჩემპიონთა ლიგა გახლავთ! ევროპის ყველაზე პრესტჟული საკლუბო გათამაშება! 2013/2014 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ნამდვილად გამორჩეულია. ჩემპიონობისთვის იბრძვის 4 უძლიერესი კლუბი ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან: ესპანეთიდან ატლეტიკო და რეალი, ინგლისიდან ჩელსი და გერმანიიდან ბაიერნი. სწორედ ეს კლუბები გვთავაზობენ მთელი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს, ატლეტიკომ ,თავისი ბრძოლისუნარიანობითა და წმინდა საფეხბურთო თავდადებით, ნამდვილად დაიმსახურეს ღირსეული ადგილის დამკვიდრება უძლიერეს 4 საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის, მიუნხენის ბაიერნის და მადრიდის რეალის წყვილი ცალკე უნდა გამოვყოთ. დასანანია, რომ სწორედ ამ ორ გუნდს შორის გადაიკვეთა გზები ფინალამდე, მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი და ფეხბურთის გულშემატკივრებმა იმით შეგვიძლია გამოვთქვათ კმაყოფილება, რომ ერთის ნაცვლად ორ დიდებულ მატჩს ვიხილავთ უძლიერესი კლუბების მონაწილეობით! ევროპის ფინალი! ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მატჩს. მატჩს, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები შეეცდებიან თავიანთი თამაშის დემონსტრირების ხარჯზე ფეხბურთის გულშემატკივრებს საოცარი საჩუქარი გაუკეთონ და სანახაობის პიკი შესთავაზონ, ყველაზე მეტად კი ამ ყველაფრისკენ მადრიდელთა შესანიშნავი ტრიო, BBC-ის სახელით ცნობილი, ბენზემა -ბეილი - კრიშტიანუ და ბავარიელთა უძლიერესი ტანდემი, რობერის სახელით ცნობილნი შეეცდებიან, საუბარი რასაკვირველია რიბერიზე და რობენზე მაქვს, ბრწყინვალე გარემარბებზე, რომლებსაც მხარს გიოტცზე, შვაინშტაიგერი, მანჯუკიჩიც აუბამენ და ნაადრევი ფინალის სახელსაც დარწმუნებული ვარ გაამართლებს ეს ბრწყინვალე დაპირისპირება. ფავორიტზე საუბარი არც მსურს, ლიგის 1/2 ფინალს შეუძლებელია ჰყავდეს იმდენად გამოკვეთილი ფავორიტი, რომ მის ფინალში გასვლაზე თავი დავდოთ, თუმცა ,ბაიერნს რომ ნამდვილად გააჩნია იმის რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტოქე მადრიდის რეალია, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც ზედიზედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა რეალსაც თავისი მეათე თასი და დესიმა იმდენად აქვს სისხლში გამჯდარი, რომ მადრიდელების სულიკვეთებას და საოცარ შედეგს უდაოდ დაუპირისპირებს მიუნხენელ ლომებს და არაფრით დამორჩილდება მათთან დამარცხებას, თუმცა ყველაფრის დამტკიცებას 23-29 აპრილს სტადიონზე უნდა ველოდოთ და არა სტატიებსა და ინტერვიუებში. ფაქტია, საოცარი 180 წუთი გველოდება წინ და ვინ იცის, იქნებ 180 წუთზე მეტიც, რამეთუ დამატებითი დრო და თერთმეტმეტრიანების სერიის განმეორება, ისევე როგორც ეს მათ შარშანდელ დაპირისპირებაში დაფიქსირდა, სავსებით შესაძლებელია. ისღა დამრჩენია, ხაზი გავუსვა მათ საოცარ შემადგენლობას, განვლილ სეზონს, გამორჩეულად ძლიერ მწვრთნელებს გვარდიოლასა და ანჩელოტის სახით, რომლებმაც თავიანთი პირველი სეზონი ნამდვილად ტრიუმფალურად განვლეს ამ ეტაპამდე, განსაკუთრებით ესპანელს ეხება ეს, რომელმაც გერმანიის პირველობა 7 ტურით ადრე მოიპოვა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა და გერმანიის თასის ფინალშიც უპრობლემოდ გააღწია. თავის მხრივ, კარლიტომაც უკვე მოასწრო პირველი ტიტულის მოხვეჭა რეალში, ესპანეთის თასის სახით, სადაც უმთავრეს კონკურენტს სძლია ანგარიშით 2:1 და თასის მფლობელი ღირსეულად გახადა მადრიდის უმთავრესი გუნდი. ლა ლიგას რაც შეეხება, წინ 5 ტური და ატლეტიკოს წაფორთხილების იმედით ჩემპიონობის მიზერული შანსები, ტრიპლეტის გაკეთებისკენ უბიძგებს სრულიად მადრიდს! მოკლედ ტაქტიკაზე მატჩის მიმდინარეობის პროგნოზირებისაგან, გმირის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ამ, მეტად დრამატული მატჩს დაველოდოთ და ერთად ვაღიაროით, რომ, ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში, იქ ყველაზე ღირსეული კლუბი ითამაშებს და მათ წინააღმდეგ ატლეტიკო იქნება თუ ჩელსი, ნამდვილად მათზე აღმატებული გახდება, თუმცა მოურინიოს ტაქტიკოსობა, ლამპარდის და ზოგადად ჩელსის გამოცდილება გადამწყვეტ მატჩებში, აზარის ბრწყინვალე საფეხბურთო მონაცემები და დაცვის შესაშური კონდიციები ჩელსის თავის შანსს აძლევდეს იქნება, რომელიც საკმაოდ მაღალი გახლავთ, თუმცა არც ატლეტიკოს გადავუსვამ ხაზს, რამეთუ მათმა სიძლიერემ ნამდვილად იქუხა ესპანეთიდან დაწყებული ევროპის მასშტაბით და დღემდე ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს წარმოადგენს ლიგის გათამაშებაში. თან საგულისხმოა, რომ მათ მილანის და ბარსელონას დამარცხება შეძლეს. იმ ბარსელონასი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ევროპას თავისი ტიკი-ტაკა სტილით და ბრწყინვალე ტრიოს ხავიესტა-მესის გენიალურობით. ატლეტიკო ძალიან ღირსეული და დასაფასებელი კლუბია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩელსის უფრო შესწევს ძალა ლისაბონისაკენ მიმავალი გზა გაარეალუროს, ვიდრე სიმეონეს ბიჭებს! დაველოდოთ მატჩებს და შედეგის მიუხედავად, ვისიამოვნოთ თამაშებით, დრამატიზმით აღსავსე 4 საოცარი შეხვედრა გველოდება, უამრავი ემოცია და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, რამეთუ პროგნოზის გაკეთება ამ გუნდების დაპირისპირებისას საოცრებებთან ასოცირდება. გიორგი სხულუხია, GOAL.GE-ს ბლოგერი. ფოტო: Getty Images

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

რეალსა და ბარსელონას ვან დეიკის შეძენა სურთ - Diario AS

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 15:34

მესი ბექჰემის კლუბში? - GOAL.COM-ის უახლესი ინფორმაცია

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერ მაიამის" "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის დამატება სურს.

გუშინ, 15:28

მესი ფატის გამოსასყიდი თანხის გაზრდას ითხოვს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

გუშინ, 15:21

ჯეკო: "იმედია, მხითარიანი რომაში მრავალი წლით დარჩება"

„რომას“ ბოსნიელი ფორვარდი გუნდის ახალწვეულზე, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

გუშინ, 13:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10