Goal.Ge

მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია


მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია

ზოგადად, ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ამიტომ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ... მანჩესტერში ჩამოსვლამდე, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი რაჰიმ სტერლინგთან. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ პრესაში მის აროგანტულობაზე ბევრი მქონდა წაკითხული, ამიტომ, მეგონა, ძალიან რთული და ცივი ადამიანი იყო.

მეგონა... ხო...

არა, ცუდი წარმოდგენა ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ... როგორ ეძახით ინგლისელები? ჰო, *ლეთავა.

მე და რაჰიმს ბევრი რამ გვაკავშირებს. სიტიში ერთ დროს გადმოვედით, პრესაში ორივე ჩვენგანზე საშინელი რამეები იწერებოდა, მე "ჩელსიდან გამოგდებულს" მეძახდნენ, რაჰიმს კი ფულზე დახამებულს. ამბობდნენ, რომ ჩვენ რთული ადამიანები ვართ.

რა თქმა უნდა, როცა შენს თავზე ასეთ რამეებს კითხულობ, გიკვირს, - "მე ვარ რთული? რა სისულელეა. ეს ხალხი არც კი მიცნობს" - როცა ასეთ ამბებს სხვა ფეხბურთელებზე კითხულობ, შენც ზეგავლენის ქვეშ ქცევი.

როცა რაჰიმს ვარჯიშზე პირველად შევხვდი და ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ კაი ტიპია.(იცინის). რეალურად, ბევრი მეგობარი არ მყავს, არც მოედანზე და არც მის გარეთ, ადამიანებთან გახსნა საკმაოდ მიჭირს. მაგრამ დროთა განმავლობაში რაჰიმს კიდევ უფრო დავუახლოვდი, შვილები დაახლოებით ერთ დროს გვეყოლა და ისინი ხშირად თამაშობდნენ ხოლმე ერთად. თამამად ვიტყვი, რომ რაჰიმი ყველაზე კეთილი და თავმდაბალი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.

მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია


ერთხელ, საუბრისას, რაჰიმმა მითხრა: "ძმაო, სანამ გაგიცნობდი სხვანაირი ადამიანი მეგონე, მორცხვი და ჩაკეტილი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მხიარული ხარ"

შემდეგ კი მკითხა მე რა წარმოდგენები მქონდა მასზე. პირდაპირ ვუთხარი ძალიან თავხედი მეგონე მეთქი, ეწყინა...

კარგი გაკვეთილი იყო, ფეხბურთელები ძალიან განსხვავებულები არიან იმისგან, როგორადაც მათ პრესაში ახასიათებენ.

ვიცი, რატომ ვეგონე რაჰიმს რთული პიროვნება. 16 წლის შემდეგ დიდი ღრუბელი დამყვება...

ისტორიას მოგიყვებით, თუმცა გაითვალისწინეთ, ჩემს თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ფეხბურთი? ფეხბურთზე შემიძლია საათობით გესაუბროთ, თუმცა როცა საქმე პიროვნულ ისტორიას ეხება, ჩემთვის ყველაფერი რთულდება.

ბავშვობიდან ძალიან მორცხვი და უკარება ვიყავი, არც ფლეისთეიშენი მქონდა და არც ბევრი მეგობარი მყავდა. საკუთარ თავს ფეხბურთის თამაშის დროს გამოვხატავდი, მოედნის გარეთ კი ინტროვერტი ვიყავი. მინდორზე ძალიან ფიცხი ვიყავი, ალბათ, ყველას გახსოვთ ვიდეო, სადაც დევიდ სილვას ვუყვირი ლაპარაკი მაცადე-მეთქი, თუმცა მერწმუნეთ, ეს ბავშვობასთან შედარებით არაფერია.



როცა ბავშვი ხარ, არ იცი, რომ შეიძლება ზოგმა ეს ცუდად მიიღოს. ამის მისახვედრად ძალიან დიდი დრო დამჭირდა...

14 წლის ვიყავი, როცა ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. გენკის აკადემიიდან შემოთავაზება მქონდა და გადავწყვიტე წავსულიყავი. ბელგიის ერთი კუთხიდან მეორეში გადავედი.

პრობლემა ის იყო, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქშიც კი ძალიან მორცხვი ვიყავი, გენკში უბრალოდ ერთი უცხო ბიჭი ვიყავი სასაცილო დიალექტით. რა თქმა უნდა, მარტო ვიყავი, არავისთან ვმეგობრობდი, ფაქტობრივად, სოციალური ცხოვრება არ გამაჩნდა. კვირაობით სახლში, ოჯახთან მივდიოდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ აკადემიაში გატარებული პირველი 2 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მარტოსულობის პერიოდი იყო.

ზოგმა შეიძლება თქვათ, რომ გიჟი ვარ და მკითხოთ რატომ გავირთულე ცხოვრება 14 წლის ასაკში.

ერთადერთი პასუხი არის ის, რომ როცა ფეხბურთს ვთამაშობდი ყველაფერი მავიწყდებოდა, ყველაფერი კარგად იყო, ყველა პრობლემა და სადარდებელი მოხსნილი მქონდა. თუ გნებავთ, ამას აკვიატება უწოდეთ, თუ გნებავთ, ცხოვრების სიყვარული.

პირველ წელს საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სადაც ციცქნა ოთახი და ერთი მაგიდა მქონდა. შემდეგ წელს საცხოვრებლად ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახში გადავედი, რომელთაც ფულს კლუბი უხდიდა. აქედან დაიწყო ჩემთვის ნორმალური ცხოვრება. ამ დროის განმავლობაში ისევ ჩაკეტილი ვიყავი, მაგრამ გავიდა კიდე ერთი წელი და უკვე ყველაფერი კარგად მქონდა ფეხბურთშიც და სკოლაშიც, არც ჩხუბები მქონდა და არც პრობლემები.

სეზონი დასრულდა, ბარგი ჩავალაგე და მასპინძელ ოჯახს დავემშვიდობე, "არდადეგების მერე გელოდებით, კარგ გართობას გისურვებ ზაფხულში" - მითხრეს მათ და წამოვედი.

როგორც კი სახლში მივედი და კარები შევაღე, ატირებული დედაჩემი დამხვდა. ვიფიქრე, რომ ვიღაც გარდაიცვალა ან რაიმე ტრაგედია დატრიალდა. ვიკითხე რა ხდებოდა...

- "მათ არ უნდათ, რომ უკან დაბრუნდე" - მითხრა დედამ.

- "რა? რაზე ლაპარაკობ"

- "მასპინძელ ოჯახზე, არ უნდათ ისევ მათთან რომ იცხოვრო, იმის გამო როგორიც ხარ, ამბობენ, ძალიან ჩუმია, მასთან ინტერაქცია შეუძლებელიაო"

გულთან ძალიან ახლოს მივიტანე. ჩემთვის პირდაპირ არაფერი არასდროს უთქვამთ. პრობლემა არასდროს შეგვქმნია, მე ჩემს ოთახში ჩუმად ვიყავი ხოლმე და არავის ვაწუხებდი. ისე დამემშვიდობნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კლუბს უთხრეს რომ აღარ დავბრუნებულიყავი.

კლუბმა ჩემს ოჯახს უთხრა, რომ ახალი ოჯახისთვის არ დამაფინანსებდნენ, ასე რომ, კვლავ საერთო საცხოვრებელში უნდა მეცხოვრა. ეს უფრო ჭირვეულ ბავშვთა საცხოვრებელს ჰგავდა.

მახსოვს, დედაჩემი ტიროდა, ბურთს ხელი მოვკიდე და იმ ღობესთან გავედი, რომელსაც ბავშვობაში ვეთამაშებოდი ხოლმე...

თავში სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა: "იმის გამო როგორიც ხარ"

ღობეს რამდენიმე საათი ვეთამაშებოდი და რაღაც მომენტში ხმამაღლაც კი ვთქვი: "2 თვეში ყველაფერი დალაგდება, მე პირველ გუნდში გადავალ, გამორიცხულია, შინ წარუმატებელი არ დავბრუნდები"

შემოდგომაზე გენკში დავბრუნდი, მაშინვე მეორე გუნდში გადამიყვანეს. არაფერს წარმოვადგენდი, მართლა, მაგრამ ისე ვვარჯიშობდი... თითქოს ცეცხლი მეკიდებოდა, ნამდვილი სიგიჟე იყო.

ზუსტად მახსოვს ის გარდამტეხი მომენტი: პარასკევ საღამოს თამაში გვქონდა. მეორე ტაიმში სათადარიგო სკამიდან გამოვედი.

ერთი გოლი - "აღარ უნდათ რომ დაბრუნდე"

მეორე გოლი - "ძალიან ჩუმია, მასთან ინტერაქცია შეუძლებელია"

მესამე გოლი - "რთული ბავშვია"

მეოთხე გოლი - "აღარ უნდათ რომ დაბრუნდე"

მეხუთე გოლი - "იმის გამო როგორიც ხარ"

1 ტაიმში 5 გოლი გავიტანე...
მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია


დასახული მიზანი შევასრულე, 2 თვეში პირველ გუნდში გადავინაცვლე და, რა თქმა უნდა, კლუბმა ჩემს ოჯახს შეატყობინა რომ მზად იყვნენ ოჯახის ხარჯები დაეფარათ.

სასაცილოა, ამჩნევ, რომ ადამიანები სხვანაირად გეპყრობიან, როცა ფეხბურთს კარგად თამაშობ.

ერთ დღეს, ბაზაზე ძველი მასპინძლები მოვიდნენ, ლაპარაკი ქალმა ისე დაიწყო, თითქოს ყველაფერი ერთი დიდი გაუგებრობა იყო... მან დაახლოებით ასეთი რამ მითხრა, ჩვენ გვინდოდა რომ უკან დაბრუნებულიყავი, ადგილი აღარ გვქონდა, შეგიძლია უიქენდებზე ჩვენთან დარჩე ხოლმეო.

საერთოდაც არ იყო ჩემთვის ეს სასაცილო, მათ ძალიან მატკინეს გული, პირდაპირ ვუთხარი, ნაგავში მომისროლეთ და ახლა, როცა საქმე კარგად მიმდის ჩემი დაბრუნება გინდათ-მეთქი.

ბოლოს, ალბათ, მადლობაც კი უნდა გადამეხადა, რადგან მათმა საქციელმა უდიდესი სტიმული მომცა და სხვაგვარი მიზნები დამისახა, მაგრამ ეს ისტორია თან დიდხანს დამყვებოდა. მაშინაც კი, როცა ჩელსიში გადავედი, პრესა აქტიურად წერდა თუ როგორი რთული პიროვნება ვიყავი და არგუმენტად მასპინძელი ოჯახის ისტორიას იყენებდა.

მართალია, რომ ზოგჯერ ვფეთქდები ხოლმე, ბრაზი მიგროვდება და რაღაც მომენტში - ბანგ - თავს ვკარგავ, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ ისევ ვმშვიდდები. ყველაფერი, რაც კი ოდესმე ფეხბურთისთვის გამიკეთებია შეიძლება ერთ რამეზე დავიდეს - მე მიყვარს თამაში.

ჩელსიში ყოფნის დროს პრესა ბევრს წერდა ჩემსა და მოურინიოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, მაგრამ სინამდვილეში ჟოზესთან კონტაქტი სულ რამდენიმეჯერ მქონდა. 2012-ში იჯარით ვერდერში გამიშვეს, იქ შესანიშნავი სეზონი მქონდა და როცა ლონდონში დავბრუნდი, ჩემი შეძენა რამდენიმე გერმანულ კლუბს სურდა, მათ შორის იურგენ კლოპის დორტმუნდს. ბორუსიას თამაში ძალიან მხიბლავდა, ამიტომ იქ გადაბარგებაზე ბევრს ვფიქრობდი.

ერთ დღესაც მოურინიოს მესიჯი მივიღე, "რჩები, შენ ჩელსის ნაწილი ხარ" - მეც გამიხარდა, ვიფიქრე, რომ ჟოზეს გეგმებში მოვხვდი.

სეზონი მშვენივრად დაიწყო, სასტარტო 4 მატჩიდან 2 ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. იდეალურად არ მითამაშია, თუმცა ნამდვილად კარგი შეხვედრები ჩავატარე. ამის შემდეგ შანსი არასდროს მოუციათ, არანაირი ახსნა, არანაირი განმარტება.

ეს რთული ასახსნელია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ როცა გუნდში ადგილს კარგავ, ვარჯიშზე ყურადღებას არავინ გაქცევს, თითქოს აღარც არსებობ.

ამის შემდეგ ერთადერთი შანსი FA თასზე, სუინდონ თაუნის წინააღმდეგ მივიღე. ფორმიდან ამოვარდნილი ვიყავი და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ იდეალური მატჩი არ ჩამეტარებინა.

დეკემბერში ჟოზემ თავის კაბინეტში დამიბარა, ფურცლით ხელში დამხვდა და კითხვა დაიწყო, 1 ასისტი, 0 გოლი. ვხვდებოდი საუბარი საითაც მიჰყავდა, მერე სხვა თავდამსხმელების შედეგების კითხვა დაიწყო - შურლე, ვილიანი, ოსკარი, მატა - მათ დაახლოებით 10 ასისტი, 5 გოლი და რაღაც მსგავსი სტატისტიკები ჰქონდათ.

ჟოზე თითქოს ელოდა, რომ მეთქვა, "კი მაგრამ, მე ხომ სულ 3 თამაში ვითამაშე, მათ 15-20 მატჩი ჩაატარეს", ძალიან უცნაური მომენტი იყო, ჟოზემ მითხრა, რომ ხუან მატა წასვლას აპირებდა, - "თუ მატა წავა, შენ მეექვსეს ნაცვლად, მეხუთე სათადარიგო გახდები"

გულწრფელად ვუთხარი, რომ ვგრძნობ, კლუბს აღარ ვუნდივარ, მე ფეხბურთის თამაში მინდა და ჯობია გამყიდოთ-მეთქი. ჟოზე ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩემი მოთხოვნა სწორად გაიგო. ჩელსიმ ვოლფსბურგში ორმაგ ფასად გამყიდა, ვიდრე ჩემი მოყვანა დაუჯდათ, ასე რომ, ყველა მხარე მოგებული დარჩა.

ვოლფსბურგში ყველაფერი შეიცვალა, არამარტო ფეხბურთის კუთხით, არამედ სწორედ აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ძალიან მრცხვენია ამ ისტორიის მოყოლა, თუმცა გულწრფელობას დაგპირდით და აუცილებლად მოგითხრობთ(იცინის).

ყველაფერი ერთი თვითით დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენიმე ათასი ფოლოუერი მყავდა. მატჩის შესახებ რაღაცა დავთვითე, აღარც კი მახსოვს, ერთმა ლამაზმა გოგომ კი ჩემი პოსტი მოიწონა. ეს ერთმა ჩემმა მეგობარმა შენიშნა და მითხრა "ნახე რა კარგი გოგოა, მიდი მესიჯი მიწერე".

მახსოვს, ზუსტად ასე ვუპასუხე - "არა, არა, არა, ხალხს არ მოვწონვარ. კარგად ვერ მიგებენ. არც კი მიპასუხებს"

უცბად ჩემი ტელეფონი აიღო და ტექსტი აკრიფა, შემდეგ ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა "კარგი რა, გავაგზავნი" - მეც დავთანხმდი.

საბედნიეროდ, მან მიპასუხა. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმესიჯობდით, ერთმანეთს შესანიშნავად გავუგეთ. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. არც კი ვიცი, რა მეშველებოდა მის გარეშე.

მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია


მხოლოდ 19 წლის იყო, როცა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ჩემი მიზნების ასრულებაში დახმარება დაიწყო.

2015 წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავიგეთ, რომ ბავშვს ველოდებოდით. ჩემი შეძენით მანჩესტერ სიტი, პსჟ და მიუნხენის ბაიერნი იყვნენ დაინტერესებულები. ოჯახს მხოლოდ ახლა ვაწყობდით და არც კი ვიცოდი სად წავსულიყავი.

მე სიტიში წასვლა მინდოდა, იქ ვინსენ კომპანი მეგულებოდა, რომელიც მირეკავდა და მარწმუნებდა, რომ შესანიშნავი პროექტი იყო და აუცილებლად მომეწონებოდა. თუმცა ვოლფსბურგის გულშემატკივრებს ძალიან ვუყვარდი და არ მინდოდა მათი ნდობა გამეცუდებინა. ასე რომ, მოცდა გადავწყვიტე.

ამ სტრესმა ჩემს ცოლზეც იმოქმედა. ერთ დღესაც გავიღვიძეთ და იგი ძალიან ავად იყო. მუცელი ძალიან სტკიოდა და სისხლდენები ჰქონდა, არ ვიცოდით საქმე რაში იყო, ძალიან შეგვეშინდა, გვეგონა ბავშვს რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაშინვე საავადმყოფოში გავვარდით.

რა უცნაურია, ერთ წუთს საფეხბურთო ტრანსფერზე ფიქრობ, მეორე წუთას კი მსოფლიო უკუღმა ტრიალდება.

მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა.

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან მივხვდი, რომ არსებობს ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც. ფეხბურთს 23 წელი მივუძღვენი, მაგრამ როცა ცოლი მოვიყვანე და პირველი შვილი მეყოლა, ვგრძნობდი, რომ მარტო აღარ ვიყავი. სიტიში გადავედი და ყველაფერი შესანიშნავად წავიდა.

განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდში პეპ გუარდიოლა მოვიდა.

მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია


მე და პეპს ბევრი რამ გვაერთიანებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთის მიმართ ის უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე მე. პეპი გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფება. წარმოიდგინეთ, როგორ ვნერვიულობთ ხოლმე ფეხბურთელები, ის კი ამ გაორმაგებულ გრძნობას განიცდის, რადგან პეპს მოგება არ აინტერესებს. მას იდეალურობა უნდა.

როცა პეპს პირველად შევხვდი მაგიდასთან დაჯდომა მთხოვა და მითხრა: "კევინ, მისმინე, შენ ძალიან მარტივად შეგიძლია მსოფლიოს ტოპ 5 ფეხბურთელში ყოფნა, ძალიან მარტივად"

შოკში ვიყავი. პეპი ისე დარწმუნებით მეუბნებოდა ამ ყველაფერს, რომ მეც დავიჯერე და ჩემს კარიერაში ყველაფერი შეიცვალა. მეგონა, გენიოსი ვიყავი და პეპის ამაში დარწმუნებას ვცდილობდი.

ხშირად, ფეხბურთს ბევრი ნეგატივი და ცუდი რამ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე გუარდიოლასთან გაქვს, შენს ირგვლივ მხოლოდ პოზიტიური რაღაცები ხდება. პეპი ისეთ მიზნებს სახავს, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია. იგი ტაქტიკის გენიოსია. უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია თუ რაოდენ დიდ ზეწოლას ახდენს იგი საკუთარ თავზე, რომ პერფექციას მიაღწიოს.

ეს სეზონი ჩემთვის ძალიან რთული გამოდგა. ტრავმების გამო უამრავი მატჩის გამოტოვება მომიხდა, ტრიბუნებიდან ჩემი გუნდის თამაშის ნახვა კი ჩემთვის ნამდვილი წამებაა.

ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, რომ რაღაც მჭირს. როგორც წესი, არასდროს ვტირი ხოლმე, არც დაკრძალვების დროს. სეზონის დასაწყისში, როცა ფულჰემთან მუხლის ტრავმა მივიღე, ექიმმა მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის გამოტოვება მომიწევდა და მუხლზე თაბაშირიც უნდა დამეყენებინა. საშინელებაა, როცა დახმარების გარეშე საცვალსაც რომ ვერ იცვამ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ პერიოდს დაემთხვა, ჩემმა ცოლმა მეორე შვილი გააჩინა.

Face-Time_ზე დავურეკე და ვკითხე როგორ იყო ბავშვი... "ყველაფერი კარგადაა. შენ რა, ტირიხარ?"

თვალთან პატარა ცრემლი მქონდა. "ცუდი ამბავი მაქვს, მუხლი ისევ ვიტკინე, თაბაშირი უნდა ვატარო, ანუ აწი 3 ბავშვის მოვლა მოგიწევს" - ეს ვთქვი და ცრემლებად დავიღვარე. ვერაფრით ვწყნარდებოდი, არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემში ამხელა ემოციები, ბავშვის დაბადებამ თუ ჩემმა ტრავმამ. ალბათ, ორივემ.

ჩემი ცოლი თვალებს არ უჯერებდა - "კევინ, ჩვენს ქორწილშიც კი არ გიტირია, ჩვენი შვილების დაბადებაზეც კი ცრემლები არ გქონია, რა გჭირს?"

ქორწილების და დაკრძალვების დროს ნამდვილი ქვა ვარ, თუმცა როცა საქმე ფეხბურთს ეხება, ძალიან გულჩვილი ვხდები.

საბოლოოდ, სიტის ეს პროექტი მოგებისთვის არ თამაშობს. ეს მთელი ფილოსოფია და პერფექციაა. ამიტომაც ვდგებით ყოველ დილით ადრე და ვცდილობთ, შეუძლებელი შევძლოთ.

მერწმუნეთ, მარტივი ფეხბურთის თამაში ყველაზე რთული რამაა. ზუსტად ამ დროს ვიღებ ყველაზე დიდ სიამოვნებას.

ჩემი აზრით, მივაღწევთ თუ არა ჩვენს მიზანს, გულშემატკივარმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააფასოს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაო. როცა სიტიში ვთამაშობ, არც კი ვიცი რა სიტყვით აღვწერო გრძნობა, რასაც განვიცდი...

ნირვანა...

სიტიში თამაშისას, თავი ნამდვილად ნირვანაში მგონია.

მგონი, ნამდვილად განსხვავებული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩემს სათქმელს ფეხბურთით გამოვხატავ. ეს არის ჩემი ისტორია.

მადლობა, რომ ლაპარაკი მაცადეთ...

მაცადეთ ლაპარაკი - კევინ დე ბრუინის ცხოვრების ისტორია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10