Goal.Ge

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: პეპის მორიგი კრახი თუ ქამბექი?


მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: პეპის მორიგი კრახი თუ ქამბექი?

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი სრულდება და ყველა 1/2 ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ინგლისურ დაპირისპირებაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. სახლში გამარჯვების შემდეგ "ტოტენჰემმა" უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ახლა ყველაფერი "ეტიჰადზე" გადაწყდება.

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი

პირველი მატჩის შედეგი: ტოტენჰემი 1:0 მანჩესტერ სიტი
დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ეტიჰადი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი)

მანჩესტერ სიტი

მანჩესტერული კლუბი ინგლისის პრემიერ ლიგაში "ლივერპულთან" დაძაბულ ბრძოლას აგრძელებს და დაკარგული ქულებით ლიდერობას ინარჩუნებს. "სიტიმ" ეროვნულ ჩემპიონატში ფენომენალური ფორმა აკრიფა და ზედიზედ 9 თამაში მოიგო. ამ სერიის განმავლობაში "ქალაქელებმა" 23 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს. გასულ უქმეებზე "სიტიმ" სტუმრად "კრისტალ პალასი" 3:1 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდი "ლივერპულს" ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი მატჩი რეზერვში აქვს.

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: პეპის მორიგი კრახი თუ ქამბექი?

ჩემპიონთა ლიგაზე კი "სიტის" კვლავ პრობლემები შეექმნა - მანჩესტერელებმა ლონდონში უპირატესობით ითამაშეს, მაგრამ "ტოტენჰემის" დაცვას ვერაფერი დააკლეს, ხოლო თავად ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში - 0:1. ახლა "სიტი" საშინაო არენაზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ამავდროულად იზრუნოს, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.

ტოტენჰემი

წარუმატებელი სერიის შემდეგ "ტოტენჰემი" კარგ ფორმაში შევიდა და ბოლო სამი შეხვედრა ახალ სტადიონზე მოიგო. პრემიერ ლიგაში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ახალ სტადიონზე პირველ შეხვედრაში "კრისტალ პალასი" 2:0 დაამარცხა. ამას მოჰყვა "სიტისთან" მინიმალური სხვაობით გამარჯვება და გასულ უქმეებზე უკვე გავარდნილი "ჰადერსფილდის" 4:0 განადგურება. ლუკას მოურას ჰეთ-თრიკით "დეზებმა" 67 ქულა დააგროვეს და ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ.

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: პეპის მორიგი კრახი თუ ქამბექი?

პირველ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა და მიზანს მიაღწია. ეუნ-მინ სონმა მეორე ტაიმში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და "ტოტენჰემს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ახლა ლონდონურ კლუბს ისტორიის დაწერის შანსი აქვს და ეცდება, რომ "ეტიჰადზე" გოლის გატანა მოახერხოს, რაც "დეზებს" საქმეს გაუმარტივებს.

ჰარი კეინის გარეშე

მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი: პეპის მორიგი კრახი თუ ქამბექი?

"სიტისთან" პირველ შეხვედრაში "ტოტენჰემის" კაპიტანმა, ჰარი კეინმა, ტერფის სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ინგლისელის არყოფნაში ტანმაღალი ესპანელი ფორვარდი, ფერნანდო ლიორენტე, მიიღებს შანსს.

გარდა ამისა, "დეზებს" ორიე, დაიერი და ლამელა ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა ვინკსისა და დელე ალის თამაშიც.

"სიტის" კი მხოლოდ კლაუდიო ბრავო აკლია. მატჩი შესაძლოა გამოტოვოს ფერნანდინიომაც, რომელმაც ბოლო ვარჯიშზე მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, მენდი; დავიდ სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინი; ბერნარდუ სილვა, აგუერო, სტერლინგი.

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვანიამა, ერიკსენი; მოურა, ლიორენტე, სონი.

ფაქტები და სტატისტიკა:

ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მეორედ გავიდა. "დეზებმა" პირველად ეს 2010/11 წლების სეზონში გააკეთეს და მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ (0:4 გასვლა, 0:1 სახლი).

"მანჩესტერ სიტი" კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბოლო ოთხ სეზონში მესამედ გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ (2015/16 წლების სეზონში) გავიდა 1/2 ფინალში.

"ტოტენჰემისა" და "სიტის" დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრაა ევროთასებზე. შიდა ასპარეზზე აქამდე "სიტიმ" და "ტოტენჰემმა" ერთმანეთში 155 მატჩი გამართეს და მანჩესტერელები ერთი მატჩით წინ არიან - 61 მოგება "სიტის", 60 - "ტოტენჰემს" და 35 ფრე.

შიდა ასპარეზზე "ტოტენჰემს" "სიტის" წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში უპირატესობა აქვს - 14 დაპირისპირებიდან 9 მოგება, აქედან 5 ბოლო 6 ურთიერთშეხვედრაში.

"ტოტენჰემისთვის" ეს მე-4 საფლეი-ოფო დაპირისპირება ინგლისურ კლუბთან ევროთასებზე, მაგრამ პირველი 46 წლის განმავლობაში. წინა სამი შემთხვევიდან "დეზები" ორჯერ დამარცხდნენ და ერთხელ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

"სიტის" ახლა ევროთასებზე ინგლისურ კლუბებთან უკვე 5 შეხვედრა აქვს გამართული და ყველა წაგებული - გასულ სეზონში გვარდიოლას გუნდი "ლივერპულმა" 1/4 ფინალში გამოაგდო (0:3 გასვლა, 1:2 სახლი). მანამდე კი "სიტის" 1970/71 წლების თასების მფლობელთა თასის 1/2 ფინალში "ჩელსიმ" მოუგო - მანჩესტერელებმა ორივე მატჩი 0:1 წააგეს. ამას დაემატა პირველი მარცხი ლონდონშიც.

"სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში "ეტიჰადზე" გამართულ 4 თამაშში 16 გოლის გატანა მოახერხა.

"ქალაქელებმა" პირველი შეხვედრის გასვლაზე წაგების შემდეგ 7 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოიპოვეს საბოლოო გამარჯვება.

"ტოტენჰემს" ევროთასებზე ბოლო 19 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 5 აქვს მოგებული - 7 ფრე, 7 წაგება.

ლონდონურმა კლუბმა 19 ორმატჩიანი დუელიდან, რომლის პირველი შეხვედრა შინ მოიგო, მხოლოდ ორჯერ ვერ მოიპოვა საბოლოო გამარჯვება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კონორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მის შთაგონების წყაროს წარმოადგენს:

დღეს, 11:31

ლუკაკუ სანჩესს: "მილანი მანჩესტერზე ლამაზი ქალაქია"

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან არის ახლოს.

დღეს, 11:22

ობამეიანგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება, მაგრამ ერთი პირობით

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

დღეს, 10:56

კიდევ ერთი ჩილელი ინტერს - სანჩესის შემდეგ ვიდალიც?!

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი მილანის "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 10:44

სანტოსის ექს-პრეზიდენტი: "ნეიმარი რეალზე გიჟდებოდა"

"სანტოსის" ყოფილმა პრეზიდენტმა მარსელო ტეიშეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:34

მაკგრეგორი: "მინდა ვიყო მსოფლიო ჩემპიონი ვისკის წარმოებაში"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავის ბიზნესზე ისაუბრა:

დღეს, 10:26

მუსტაფის ახალი გუნდი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, შკოდრან მუსტაფი ლონდონის "არსენალის" დატოვებასთან ახლოს იმყოფება.

დღეს, 10:17

პოგბას საშინელი სტატისტიკა გუშინდელი მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი "ვულვზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:40

მესი ბარსელონასთან ერთად კვლავ არ იმყოფება

არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონასთან" ერთად კვლავ არ ვარჯიშობს.

დღეს, 03:36

მარსელო: "რეალს მეტი ტრანსფერი არ სჭირდება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველს მარსელოს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს.

დღეს, 03:34

რონალდუ იუვენტუსს შეუერთდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ გუნდს შეურთდა.

დღეს, 03:31

ლუკა ზარანდია პოლონური გუნდის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონური "არკას" ოფიციალურმა საიტმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ხალხს ყველა დროის საუკეთესო 11–ეული უნდა აერჩია.

დღეს, 03:26

შინდაგორიძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელარუსში [VIDEO]

ბელარუსის ჩემპიონატში "შახტიორი" "სლუტსკს" დაუპირისპირდა და 0:5 გაანადგურა.

დღეს, 03:19

ნევილი: "პოგბას პენალტზე ვყვიროდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი პოლ პოგბას პენალტს ეხმაურება.

დღეს, 03:12

სოლსკიაერი პოგბაზე: "ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბა დაიცვა.

დღეს, 03:08

კლოპი: "ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება სურდა"

ფელიპე კოუტინიო "ბაიერნში" გადასვლას "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

დღეს, 03:05

რაშფორდმა პოგბა დაიცვა: "პენალტს ყველა აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:00

სარის პნევმონია დაუდგინდა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა.

დღეს, 02:57

პოგბას გაცუდებული პენალტი, მანჩესტერმა პირველი ქულები დაკარგა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მატჩში "მანჩესტერი" "ვულვერჰემპტონს" ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

დღეს, 00:58

ოფიციალურად: ბარსელონას დემბელე 5 კვირით გამოაკლდა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, უსმან დემბელემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: ლიხტშტაინერი ახალ კლუბში გადავიდა

მოგეხსენებათ, გასული სეზონი სტეფან ლიხტშტაინერმა ლონდონის "არსენალში" გაატარა.

გუშინ, 23:59

საქმეში იუვენტუსიც ჩაერთო! - ტურინელთა სუპერ შეთავაზება

"იუვენტუსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის ამ ზაფხულს შეძენითაა დაინტერესებული.

გუშინ, 23:56

რიბერი დათანხმდა - ფრანგის ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild წერს, ფრანკ რიბერის ახალი კლუბი ცნობილია.

გუშინ, 23:02

ალექსის სანჩესის ტრანსფერის პირობები გახმაურდა

ცნობილი გახდა "მანჩესტერის" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის "ინტერში" ტრანსფერის პირობები.

გუშინ, 22:58

სარის პნევმონია დაუდგინდა - სპეციალისტს მკურნალობა დაუნიშნეს

"იუვენტუსის" მწვრთნელს, მაურისიო სარის პნევმონია დაუდგინდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22:53

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი ხარაიშვილის მორიგი საგოლე გადაცემა შვედეთში.

გუშინ, 22:40

ოფიციალურად: იუვენტუსმა ამ ზაფხულს ნაყიდი ფეხბურთელი გაუშვა

ტურინის "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს შეძენილი ფეხბურთელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 22:05

ატლეტიკომ საჩივარი გამოიტანა - ყველაფერი დასრულდა?

როგორც ჩანს, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებით "ბარსელონას" აღარ უჩივის.

გუშინ, 21:57

პირველი ოფიციალური შეთავაზება მზადაა, დეტალები ცნობილია - ESPN

"ბარსელონამ" "პარი სენ ჟერმენს" თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე წინადადება გაუმზადა.

გუშინ, 21:39

გაუპატიურების საქმე: რამდენი გადაუხადა დუმილისთვის რონალდუმ ბრალმდებელს?

მოგეხსენებათ, ამერიკელმა ქალბატონმა, კეტრინ მაიორგამ კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

გუშინ, 21:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10