Goal.Ge

ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი

მსოფლიოს ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გამოცემა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საუკეთესო 10 მომენტს გამოყოფს.გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად.

ესპანიოლი 0-1 ბარსელონა

ლა ლიგა, 2004 წლის 16 ოქტომბერი.


ამ დღეს ჩემი დებიუტი შედგა. მოედანზე დეკოს ნაცვლად შევედი. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ამ მომენტს ძალიან დიდი ხანი ველოდი.

ვიცოდი, რომ მწვრთნელი (ფრანკ რაიკაარდი) მენდობოდა, ამ დროს უკვე რეგულარულად ვვარჯიშობდი პირველ გუნდთან, ასე რომ, ადაპტაცია დიდად არ გამჭირვებია. ეს ნამდვილად გამორჩეული დღე იყო, ახლა, როცა ამ დღიდან თითქმის 15 წელია გასული, მაინც იგივე გრძნობა მეუფლება.

ბარსელონა 7-1 ლევერკუზენი

ჩემპიონთა ლიგა, პლეი-ოფები, 2012 წლის 7 მარტი


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


საოცარი ღამე იყო ! ამ მატჩში გატანილ გოლებს ნამდვილად ვერ დავახარისხებ, ყველა მათგანი შესანიშნავი იყო.

იმ დროს ვერც კი ვიაზრებდი, რომ პირველი ფეხბურთელი ვიყავი, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1 მატჩში 5 გოლი გაიტანა... სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტი დიდად არც მაღელვებდა, რადგან ჩემთვის მთავარი იყო, რომ გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მე ამაში დიდი წვლილი შევიტანე.

ბარსელონა 5-1 სევილია

ლა ლიგა, 2014 წლის 22 ნოემბერი.


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


ენით აღუწერელი გრძნობაა, როცა ლა ლიგის დონის ლიგაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხდები... ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა.

ასეთი აღნიშვნა დაგეგმილი არ მქონია, ზოგადად, გოლის აღნიშვნის ფორმაზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ. საუკეთესო შეგრძნებები იმრპოვიზაციის დროს იბადება.

ბარსელონა 3-0 ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგა, 2015 წლის 6 მაისი




როცა საჯარიმოს მივუახლოვდი, განსაკუთრებული არაფერი მქონია ჩანაფიქრი, მინდოდა მცველს [ბოატენგს] გავმცდარიყავი და კართან უფრო ახლოს შევსულიყავი.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გავიტანე და გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარე. გულწრფელად რომ გითხრათ, მხოლოდ მაშინ გავიაზრე თუ რა კარგად ვითამაშეთ, როცა სოციალურ ქსელებში კომენტარები წავიკითხე და ვიდეოები ვნახე.

ამ დროს ბარსელონას შესანიშნავი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, ჰყავდა, რომელმაც ამ მატჩის მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

ბარსელონა 2-0 ალბასეტე

ლა ლიგა, 2005 წლის 1 მაისი




ამ დღეს ბარსელონას მაისურით პირველი გოლი გავიტანე. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა კამპ ნოუზე უბრალოდ გამოსვლითა და თანაგუნდელებთან ყოფნით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და გოლების გატანაზე საერთოდაც არ ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი, თუ საგოლე მომენტი შემექმნებოდა, არ ვინერვიულებდი.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რონალდინიომ ბურთი მცველებს გადაუგდო და მეკარესთან პირისპირ დამტოვა, მე კი ბურთი კიპერის თავს ზემოთ გადავატარე და პირველი გოლიც გავიტანე. როგორც ფეხბურთელისთვის, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო.

ბარსელონა 3-3 მადრიდის რეალი

ლა ლიგა, 2007 წლის 10 მარტი




წარმოუდგენელი გრძნობაა, როცა 3 გოლს მადრიდის რეალისნაირ გუნდს უტან - კლასიკო ისეთი შეხვედრაა, რომელსაც თვალს მთელი მსოფლიო ადევნებს, ასე რომ, ეს უდიდესი მიღწევა იყო.

ბარსელონა 5-2 ხეტაფე

კოპა დელ რეი, 2007 წლის 18 აპრილი




როცა მოედანზე გამოვდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მატჩი. ჩემი აზრით, ფეხბურთში ყველა პროცესი ბუნებრივი უნდა იყოს.

ბურთი ცენტრის ხაზთან ახლოს მივიღე და წინ მოძრაობა დავიწყე, ამ დროს გოლზე საერთოდ არ ვფიქრობდი, მაგრამ მცველებს შორის უამრავი ცარიელი ადგილი ვიპოვე და წინსვლას ვაგრძელებდი. სანამ კარში არ დავარტყი, იქამდე გოლის გატანა განზრახვაშიც კი არ მქონია.

ზოგადად, გოლებს მათი მნიშვნელობის მიხედვით ვაფასებ და არა სილამაზის. ასე რომ, ამ გოლზე გაცილებით მნიშვნელოვანი ბურთი ბევრჯერ გამიტანია.

იუვენტუსი 1-3 ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2015 წლის 6 ივნისი


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


ჩემპიონთა ლიგის მოგება საოცარი გრძნობაა. თუმცა, ასეთ მომენტებში ყოველთვის რთულია ბოლომდე გაიაზრო თუ რამდენად რთულ მიზანს მიაღწიე. მაგალითად, ბერლინში ლიგის მოგებისას ვერც კი ვხვდებოდით ტრიპლეტის მოგების სირთულეს.

ჩემპიონთა ლიგა ურთულესი ტურნირია, რაც მის მოგებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. აქ ევროპის უძლიერესი გუნდები ასპარეზობენ, შეიძლება შენ შესანიშნავად გამოიყურებოდე, თუმცა ერთი ჩაგდებული მატჩი და ტურნირს ეთიშები.

რეალი 2-6 ბარსელონა

ლა ლიგა, 2009 წლის 2 მაისი




მახსოვს, ამ ღამით პოზიცია შევიცვალე და პირველად ვითამაშე ე.წ. "ცრუ 9იანის" როლში. ეს პეპ გუარდიოლას იდეა იყო და ექსკლუზიურად ამ მატჩს ეხებოდა.

მატჩის წინ ამ გადაწყვეტილებაზე ბევრს ვსაუბრობდით, პოსტ-ფაქტუმ კი ყველანი კმაყოფილნი ვიყავით შედეგით. რეალთან თამაში ყოველთვის ურთულესია, ყოფილა შემთხვევები, როცა 4 გოლი გაგვიშვია... ამ შეხვედრაში მთელი გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო ელ-კლასიკო, მაგრამ ვიცი, რომ ეს მატჩი არცერთ კატალონიელს არასდროს დაავიწყდება.

ბარსელონა 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2009 წლის 27 მაისი


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


მატჩის წინ რომ გეთქვათ, რიო ფერდინანდის საჯარიმოში ყოფნის დროს ვან დერ საარს თავურ გოლს გაუტანო, ალბათ, გამეცინებოდა.

როცა ხავიმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, გონებაში ამ გოლის სურათმა გამიელვა და ღმერთის წყალობით, ახდა კიდეც. ეს გოლი ბევრი გაგებით იყო მნიშვნელოვანი: პირველ რიგში გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის; მეორე რიგში იმიტომ, რომ ამ გოლის შემდეგ ვექტორი ჩვენსკენ შემობრუნდა; ბოლოს კი იმ თვალსაზრისით, რომ მე ტრავმის გამო 2006-ის ფინალი გამოვტოვე და უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის ამ მატჩში არა თუ გოლის გატანა, არამედ მონაწილეობაც კი.

რეალი 2-3 ბარსელონა

ლა ლიგა, 2017 წლის 23 აპრილი


ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი


უჰ, იდეალური ღამე იყო. ბერნაბეუზე ულამაზესი დუბლი გავიფორმე, მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ბოლო წუთებზე გავიტანე, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ასევე, ეს იყო ბარსელონას მაისურით ჩემი მეხუთასე გოლი !

ალბათ, უკეთეს სცენარზე ვერც ვინატრებდი. ეს შეხვედრა რომ ვერ მოგვეგო, დიდი ალბათობით, ვერც ლა ლიგის ტიტულს მოვიგებდით, რადგან ამ მატჩში აღებულმა 3-მა ქულამ უდიდესი სტიმული მოგვცა მომდევნო გამარჯვებებისთვის.

როცა დავინახე, რომ ფლანგზე ბურთი ხორდი ალბას ჰქონდა, უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის, როცა ხორდი მეტოქის საჯარიმოს უახლოვდება, მე ოდნავ უკან ვრჩები და საჯარიმოს მისადგომებთან პასს ველოდები, ზუსტად ასე მოხდა იმ ღამითაც.

მახსოვს, მატჩის დასრულების მერე ლუის ენრიკემ ნამდვილი კომპლიმენტებით ამავსო, მეუბნებოდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ.

ინტერვიუ გამოქვეყნებულია ჟურნალ FourFourTwo-ს 2017 წლის ივლისის ნომერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10