Goal.Ge

ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა


ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

დღეს საღამოს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართება და საუკეთესო ოთხეული ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გამოვლინდება.

ნაპოლი - არსენალი

პირველი მატჩის შედეგი: არსენალი 2:0 ნაპოლი
სტადიონი: "სან პაოლო", ნეაპოლი
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლონდონელებმა სახლში დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ "არსენალს" გასვლაზე ძალიან უჭირს, ხოლო "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ყველაფერს გააკეთებს ბრძოლაში დასაბრუნებლად. ასე, რომ "სან პაოლოზე" ყველაფერია შესაძლებელი და ამ წყვილში ყველა კითხვაზე ჯერ არ არის პასუხი გაცემული.

ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

გასულ უქმეებზე კარლო ანჩელოტის გუნდმა სტუმრად "კიევო" 3:1 დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. "ნაპოლის" იტალიის სერია ა-ში მოტივაცია უკვე დაკარგული აქვს, ამიტომ ეს მატჩი ნეაპოლელებისთვის სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანია - თუ "ნაპოლი" ქამბექს შეასრულებს, ევროპა ლიგისთვის ბრძოლას გააგრძელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ანჩელოტისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულდება.

ლონდონის "არსენალს" კარგი ფორმა აქვს აკრეფილი - "მეთფეებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 8 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს და 6 გამარჯვება მოიპოვეს. "არსენალი" ოთხეულში მოსახვედრად აქტიურად იბრძვის და წინა ტურში სტუმრად "უოტფორდი" 1:0 დაამარცხა. უნაი ემერის გუნდი მე-4 ადგილს იკავებს, ევროპა ლიგაზე კი დღეს ნეაპოლში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები

"ნაპოლის" რაულ ალბიოლი და ამადუ დიავარა დააკლდებიან, ხოლო "არსენალს" - რობ ჰოლდინგი, ექტორ ბელერინი და დენი უელბეკი.

ნაპოლი: მერეტი; მალკუი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, რუი; კალეხონი, ალანი, ფაბიან რუისი, ზელინსკი; ინსინიე, მილიკი.

არსენალი: ჩეხი; ნილსი, სოკრატისი, კოსელნი, მონრეალი, კოლასინაჩი; ჯაკა, გენდუზი; რემზი, ლაკაზეტი, მხითარიანი.

მთავარი ფაქტები:

"არსენალიც" და "ნაპოლიც" ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე მეორედ ასპარეზობენ. პირველ ჯერზე ეს ბარიერი ორივე გუნდმა გადალახა.

"ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ 7 შეხვედრიდან 5 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი).

კარლო ანჩელოტის გუნდი მიმდინარე სეზონში ევროთასებზე საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია - 4 მოგება, 1 ფრე, ბურთების შეფარდება - 10:2.

"არსენალს" ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გასვლაზე არცერთი თამაში არ აქვს მოგებული - 1 ფრე, 3 მარცხი.

ჩელსი- სლავია

პირველი მატჩის შედეგი: სლავია 0:1 ჩელსი
სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ჩეხეთში ლონდონურ კლუბს დაძაბული ბრძოლა ჰქონდა და "ჩელსიმ" გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვა - მარკოს ალონსომ "არისტოკრატებს" 1:0 მოაგებინა და ახლა მაურიციო სარის გუნდი საკუთარ მოედანზე საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება.

ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

"ჩელსი" ბოლო პერიოდში მშვენიერ ფორმაში შევიდა და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. ეს წარმატებული სერია "ლურჯებმა" პრემიერ ლიგის წინა ტურში შეწყვიტეს და "ლივერპულთან" სტუმრად 0:2 დამარცხდნენ. "ჩელსი" ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ თუ არაფერი გამოუვა, მაშინ ევროპა ლიგა იდეალური შესაძლებლობაა.

პრაღის "სლავია" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ჩეხებმა მერვედფინალში "სევილია" გამოაგდეს და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ. ზდენეკ ჩასნის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და 7 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. "სტემფორდზე" "სლავიას" დასაკარგი არაფერი აქვს და ეცდება, რომ მორიგი სასწაული შემოგვთავაზოს.

სავარაუდო შემადგენლობები

"სლავიას" საკადრო პრობლემები არ აქვს, "ჩელსის" კი ტრავმირებული ანტონიო რუდიგერი ვერ დაეხმარება.

ჩელსი: კეპა; ასპილიკუეტა, კეჰილი, კრისტენსენი, ალონსო; კანტე, კოვაჩიჩი, ბარკლი; პედრო, ჟირუ, ვილიანი.

სლავია: კოლარი; კუფალი, ნგადე-ნგაჯი, დელი, ბორილი; ტრაორე, სოუჩეკი, კრალი; სტოხი; მასოპუსტი, ოლაინკა.

მთავარი ფაქტები:

ლონდონის "ჩელსი" ევროპა ლიგაზე მეორედ ასპარეზობს. პირველად ეს 2012/13 წლების სეზონში მოხდა და რაფა ბენიტესმა "ლურჯებს" ტიტული მოაგებინა.

"ჩელსის" ევროპა ლიგაზე 14 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, აქედან სამი შეხვედრა 2013 წლის ტრიუმფალური წლიდან მოდის.

ევროპა ლიგაზე "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე ყველა (8) შეხვედრა მოიგო.

"სლავია" ევროპა ლიგაზე მესამედ გამოდის და 1/4 ფინალამდე პირველად გააღწია.

აინტრახტი- ბენფიკა

პირველი მატჩის შედეგი: ბენფიკა 4:2 აინტრახტი
სტადიონი: "ფრანკფურტ არენა", ფრანკფურტი
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ეს არის ყველაზე სანახაობრივი და არაპროგნოზირებადი წყვილი, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 10 კაციანმა "აინტრახტმა" ლისაბონში ღირსეულად იბრძოლა და ორი ბურთის გატანა მოახერხა, მაგრამ თავად 4 მიიღო. ახლა კი ყველაფერი გერმანიაში გადაწყდება.

ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

"აინტრახტი" ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი გერმანული კლუბია, რომელიც მიმდინარე სეზონს შთამბეჭდავად ატარებს. "არწივებმა" წინა ეტაპზე მილანის "ინტერი" გამოთიშეს ტურნირს და ბუნდესლიგაში 29 ტურის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებენ. "აინტრახტი" ძალიან სიმპათიური გუნდია სუპერ-ტალანტი ლუკა იოვიჩით.

ლისაბონური კლუბი მშვენიერ ფორმაშია და "პორტუსთან" დაძაბულ ბრძოლას აგრძელებს. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს თანაბარი ქულა აქვს, მაგრამ "ბენფიკა" ბურთების სხვაობის გამო ლიდერობს. "არწივებმა" პირველი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, მაგრამ გერმანიაში ძალიან რთული გასვლა ელით.

სავარაუდო შემადგენლობები

"აინტრახტს" დისკვალიფიკაცირებული ნდიცკას გარდა ტავატა, ჩენდლერი, რუსი და შტენდერა დააკლდებიან. "ბენფიკას" კი ებუჰი, კონტი და პირესი ვერ ეხმარებიან.

აინტრახტი: ტრაპი; და კოსტა, აბრაჰამი, ჰინტერეგერი, ჰასებე, კოსტიჩი; დე გუზმანი, როდე, ფერნანდესი; იოვიჩი, ჰალერი.

ბენფიკა: ვლახოდიმოსი; ალმეიდა, დიასი, ჟარდელი, გრიმალდო; პიცი, ფეისა, ფლორენტინო ლუისი, რაფა; ფელიში, სეფეროვიჩი.

მთავარი ფაქტები:

"აინტრახტი" ევროპა ლიგაზე მხოლოდ მეორედ ასპარეზობს და ტურნირზე, საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით, საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს: 15 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

ფრანკფურტელებს უვყართ სახლში ქამბექების შესრულება - პირველი მატჩის სტუმრად 11-ჯერ წაგების შემდეგ "აინტრახტი" მომდევნო ეტაპზე 7-ჯერ გავიდა.

"ბენფიკა" ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მეხუთედ იმყოფება, რაც ტურნირის რეკორდია. პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება "არწივებმა" წააგეს, მაგრამ მომდევნო სამი მოიგეს.

ვალენსია- ვილიარეალი

პირველი მატჩის შედეგი: ვილიარეალი 1:3 ვალენსია
სტადიონი: "მესტალია", ვალენსია
მთავარი მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

ესპანურ დაპირისპირებაში ინტრიგა პრაქტიკულად მოკვდა - "ვალენსიამ" პირველი მატჩის ბოლო წუთებზე ორი ბურთი გაიტანა და 3:1 იმარჯვა. "ვილიარეალს" ახლა "მესტალიაზე" მინიმუმ სამი ბურთი აქვს გასატანი.

ევროპა ლიგის პრევიუ: დღეს 1/2 ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

"ვალენსია" კარგ ფორმაშია შესული და ეროვნულ ჩემპიონატში ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს. მარსელინიო ტორალის გუნდმა 20 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო. გასულ უქმეებზე "ღამურებმა" ვალენსიური დერბი "ლევანტესთან" შინ 3:1 მოიგეს და ოთხეულს სამი ქულით ჩამორჩებიან. "ვალენსიასთვის" ევროპა ლიგა მშვენიერი ალტერნატივაა.

"ვილიარეალი" არასტაბილურ სეზონს ატარებს და ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს. წინა ტურში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "ჟირონა" გასვლაზე 1:0 დაამარცხა. ევროპა ლიგაზე კი "ვილიარეალს" ახლა მხოლოდ სასწაული თუ უშველის.

სავარაუდო შემადგენლობები

"ვალენსიას" მხოლოდ პიჩინი დააკლდება, "ვილიარეალს" კი საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს - გუნდს ბონერა, მიგელონი, სორიანო და დისკვალიფიკაცირებული ალვარო გონსალესი ვერ ეხმარებიან.

ვალენსია: ნეტო; ვასი, გარაი, გაბრიელი, გაია; სოლერი, პარეხო, კოკლენი, გედეში; როდრიგო, მინა.

ვილიარეალი: ანდრეს ფერნანდესი; მარიო, ვიქტორ რუისი, მორი, კინტილა; კასერესი, კასორლა; ჩეკვეზე, იბორა, ფორნალსი; მორენო.

მთავარი ფაქტები:

"ვალენსია" ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მეოთხედ გავიდა და წინა სამი შემთხვევიდან ორჯერ მოახერხა 1/2 ფინალში გასვლა.

"ვალენსიას" ევროპა ლიგაზე სახლში არასოდეს წაუგია - "ღამურებს" "მესტალიაზე" ბოლო 7 შეხვედრა მოგებული აქვთ ბურთები სხვაობით 20:3-თან.

"ვილიარეალი" ევროპა ლიგის 1/4 ფინალში მესამედ არის და წინა ორი დაპირისპირება მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

ფეხბურთელების მრავალი კატეგორია არსებობს, „მოგზაური“ ფეხბურთელები კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა.

დღეს, 04:29

წმენდა გრძელდება - დინამო თბილისი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

"დინამო თბილისის" ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, გასაკვირი არა, რომ გუნდს ფეხბურთელები ტოვებენ.

დღეს, 04:07

ბენ იედერის საოცარი სტატისტიკა, რითიც მხოლოდ მესის ჩამორჩება

ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა და მისი გამარჯვებული კატალონიის "ბარსელონა" გახდა.

დღეს, 04:04

სერია ა-ს ბოლო ტურში იუვენტუსს ფეხბურთელი დააკლდება

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტურინის "იუვენტუსი" "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:58

იტალიური პრესა: გვარდიოლა იტალიაშია და იუვნტუსის ხელმძღვანელებს შეხვდა

როგორც იტალიური პრესა იუწყება, პეპ გვარდიოლას იტალიაში ვიზიტი ტურინის "იუვენტუსს" უკავშირდება.

დღეს, 03:55

ოფიციალურად: ალესანდრო ნესტა გაათავისუფლეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 03:52

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

დღეს, 03:49

შესნი: "ეს იუვენტუსისთვის დიდებული შენაძენია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

დღეს, 03:45

უცნაური ფაქტი: ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე გამოვიდა, გაიტანა და ისევ გავიდა

ჩინეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "შენჟენსა" და "იიგფანგის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

დღეს, 03:42

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

დღეს, 03:35

კოშიელნიმ უეფა გააკრიტიკა: "ეს პრობლემა მხითარიანს არ უნდა ჰქონოდა"

"არსენალის" მცველმა ლორან კოშიელნიმ უეფა თავისი თანაგუნდელის, ჰენრიხ მხითარიანის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 03:34

პულიშიჩი: "აზარის შეცვლა? ამაზე არც მიფიქრია"

"დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან პულიშიჩი ლონდონში ჩაფრინდა და ოფიციალურად წარადგინეს.

დღეს, 03:31

პრო 14-ის ფინალს ნაიჯელ ოუენსი იმსაჯებს

პრო 14-ის ფინალს ნაიჯელ ოუენსი იმსაჯებს

დღეს, 03:30

დიეგო კოშტამ ტრავმა მიიღო

ამხანაგურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკო" ბეითარს" დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 2:1 დამარცხდა.

დღეს, 03:28

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

დღეს, 02:05

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

დღეს, 01:37

ეროვნული ლიგა - მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:02

ლაკაზეტი: "კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ"

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, თავისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმა შეაფასა.

დღეს, 00:47

რიბერი: "ჰიონესი ატირდა? მაშინ შეეძლო კიდევ ერთი წელი მოეცა"

მიუნხენური კლუბის ლეგენდარული ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, ბუნდესლიგაში თავის ბოლო გატანილ გოლზე ული ჰიონესის ემოციურ რეაქციას გამოეხმაურა.

დღეს, 00:44

მალდინიმ იდეალური მოთამაშის პროტოტიპი შექმნა

ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებისგან "იდეალური ფეხბურთელის" პროტოტიპი შექმნა.

დღეს, 00:43

კასილასის მეუღლემ განაცხადა, რომ სიმსივნე აქვს

იკერ კასილასის, მეუღლემ, ესპანელმა ჟურნალისტმა, სარა კარბონერომ, სოციალურ ქსელში განცადება გააკეთა.

დღეს, 00:31

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სიტი და პსჟ ევროპულ ფეხბურთს ანადგურებენ"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, ევროპულ ფეხბურთზე "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ-ს" გავლენა შეაფასა.

დღეს, 00:22

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მოთამაშეები გამოიძახა.

დღეს, 00:15

Bild: ბაიერნის პრეზიდენტი გერმანულ დუეტზე ოცნებობს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ზაფხულისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე დაისახა.

დღეს, 00:06

"ათამაშეთ ლენო!" - არსენალის ფანები ჩეხს ვერ ენდობიან

ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრები ევროპა ლიგის ფინალში ბერნდ ლენოს ძირითადში დაყენებას ითხოვენ.

დღეს, 00:04

ჩელსიმ პულიშიჩი წარადგინა

ლონდონის "ჩელსიმ" ახალი სეზონისთვის ერთადერთი ახალწვეული დღეს ოფიციალურად წარადგინა.

გუშინ, 23:51

სკალონიმ იკარდის განაცხადს მიღმა დატოვება განმარტა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მაურო იკარდის გუნდს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

კომპანი გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდა ვენსენ კომპანი "ქალაქელების" მაისურით გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს.

გუშინ, 23:45

იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშე გაიფორმა

აარონ რემზის შემდეგ ტურინის "იუვენტუსმა" ზაფხულის კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 23:40

პეტერ ჩეხი ჩელსიში დაბრუნდება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული გოლკიპერი, პეტერ ჩეხი, ყოფილ კლუბს ახალი სეზონიდან დაუბრუნდება.

გუშინ, 23:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10