Goal.Ge

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან


დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" წყვილში ბევრი სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინის დუელს ელოდებოდა. საუკეთესო ბომბარდირები, რომლებიც გულშემატკივრებს საგოლე სანახაობას აჩუქებდნენ. ტაქტიკის მოყვარულები კი პირველ პლანზე ხოსეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს აყენებდნენ.

მწვრთნელების დაპირისპირებას მათი ბექგრაუნდიც ამძაფრებდა. ისინი წლების წინ ხომ ერთ ქალაქში მოღვაწეობდნენ, როგორც ფეხბურთელების, ისე დამრიგებლების რანგშიც. პეპი "ბარსელონაში", არგენტინელი კი "ესპანიოლში".

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

დიახ, სპეციალისტთა დუელი ნამდვილად შედგა, მაგრამ ორ-რაუნდიან თრილერში მთავარ როლში აღმოჩნდნენ მოთამაშეები და არა თავკაცები. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს არ ეხება აგუეროსა და კეინს.

სერხიომ პენალტი ვერ გამოიყენა და პირველი შეხვედრის ანტი-გმირად იქცა. რაც შეეხება ჰარის, ის საერთოდ დაიმტვრა და სეზონის ბოლომდე შვებულებაში გავიდა. წლის მატჩი სულ სხვა ფეხბურთელებმა გამოადნეს.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

რა თქმა უნდა, თითოეული მოთამაშის წვლილი ფასდაუდებელია, მაგრამ სხვებზე მეტად თვალშისაცემი ორი შემსრულებელი აღმოჩნდა - რაჰიმ სტერლინგი და სონ ჰინ მინი. ინგლისელი და კორეელი რომ არა, სეზონის მთავარ ბლოკბასტერს ვერ ვიხილავდით.

პირველ რიგში გამოსარჩევია მათი შედეგიანობა. ბრიტანელმა "ტოტენჰემის" დაცვას სისხლი გაუშრო და დუბლი გაიფორმა. VAR-ი რომ არ არსებობდეს, სტერლინგის ანგარიშზე ჰეტ-ტრიკიც ჩაიწერებოდა. აზიელმა კი უბრალოდ კეინის საქმე შეასრულა.

სიტი-ტოტენჰემი 4:3



პირველი შეხვედრა "ჰოტსპურმა" სწორედ მისი გოლის დამსახურებით მოიგო. განმეორებით მატჩში სონმა ისტორია დაწერა - დუბლი სამ წუთში, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება აზიელებს შორის და მთავარი: 1/2 ფინალის საგზური "დეზებისთვის", პირველად 1962 წლის შემდეგ.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ინგლისელი და სამხრეთ კორეელი თავიანთ გუნდებში ერთგვარი საიდუმლო იარაღის როლში არიან. როდესაც გვარდიოლასა და პოჩეტინოს ტაქტიკური ლიმიტი ეწურებათ, საქმეში რაჰიმი და ჰინ მინი ერთვებიან.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

ბრიტანელმა გასულ სეზონში 75-90 წუთების შუალედში შვიდი ბურთი გაიტანა. სამ შემთხვევაში სტერლინგის გოლებმა "მან სიტის" გამარჯვება მოუტანა. დიახ, მანჩესტერელებმა ეპლ-ი 19-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგეს, მაგრამ ინგლისელი დასახმარებლად მაშინ მოდიოდა, როდესაც საჩემპიონო რბოლა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

სტატისტიკურად, აზიელის შედეგები უფრო მოკრძალებულია, მაგრამ სონი რაოდენობას ხარისხს ამჯობინებს. სამხრეთ კორეელმა ბოლო წუთებზე მოწინააღმდეგეების კარები 3-ჯერ აიღო. თითოეულ შემთხვევაში, მისი აქტიურობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

ჰინ მინი რომ არა, ლონდონელები ოთხეულისგან შორს იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, რაჰიმიც და სონიც მთავარი მოქმედი პირები მწვრთნელების უშუალო მონაწილეობის შედეგად გახდნენ. მაგალითად გვარდიოლამ ბრიტანელზე დადებითად იმოქმედა.

2017 წელს მან სტერლინგის ტრანსფერი მადრიდის "რეალში" დაბლოკა. პეპმა დაარწმუნა ინგლისელი რომ "ქალაქელთა" შემადგენლობაში ის ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. შედეგად, რაჰიმმა შეიძინა ახალი მოტივაცია, მოიშორა ვარსკვლავური სენი და კატალონიელის მანქანის უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

სამხრეთ კორეელის პროგრესირების პერიოდმა ბევრად უფრო მკაცრ ვითარებაში ჩაიარა. პოჩეტინომ მას ულტიმატუმი წაუყენა - თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ან ბუნდესლიგაში დაბრუნება. ჰინ მინს თავიდან უჭირდა ეპლ-ში ადაპტირება, იყო დრო, როდესაც აზიელი "მამლებში" რეზერვისტადაც განიხილებოდა.

რაში მდგომარეობს სონის საიდუმლო? მან უბრალოდ არგენტინელი დამრიგებლის მიერ მოცემული ყველა შანსი სრულყოფილად გამოიყენა. ხოსეპმა და მაურისიომ თავიანთი შეგირდების მენტალიტეტი შეცვალეს.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

უხეშად რომ ვთქვათ, ბრიტანელი და სამხრეთ კორეელი უბრალოდ მორბენალი ვინგერები იყვნენ, რომელთა ძირითადი ამოცანა იყო ბურთის საჯარიმომდე მიწოდება და ასისტის განხორციელება. დღეს, სტერლინგიც და ჰინ მინიც მატჩების ბედს თავად წყვეტენ.

სეზონი დასკვნით ფაზას უახლოვდება და ორივე ფეხბურთელს ზურგზე პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს. ინგლისელმა "ლურჯებს" პრემიერ ლიგის ტიტული უნდა მოუტანოს. ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება დასრულებულია, ეპლ-ის ხელიდან გაშვების შემთხვევაში კი "ეტიჰადელებისთვის" წელი ჩაგდებულად გამოცხადდება.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

აღარავის ემახსოვრება რაჰიმის ბრწყინვალე ფორმა. მთავარი იქნება ის, რომ "მან სიტი" არის გუნდი, რომელიც პრეტენზიას ოთხ ტიტულზე აცხადებდა, მაგრამ საბოლოოდ ხახამშრალი დარჩა. მოკლედ, "ლივერპულის" წინ გაშვება დაუშვებელია.

რაც შეეხება აზიელს, კეინის არ ყოფნაში "ტოტენჰემის" პუბლიკა გუნდის ლიდერად სწორედ სონს აღიქვამს. სამხრეთ კორეელმა აღნიშნული სტატუსი დამსახურებულად მიიღო. 1/2 ფინალში გასვლით "სპურსმა" ისტორია უკვე დაწერა, მაგრამ არც ფინალი გაუუქმებია ვინმეს.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

იმ შემთხვევაში, თუ ჰინ მინი იგივეს ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგაც გააკეთებს, "დეზები" აზიაში პოპულარობით ნომერ პირველი გუნდი გახდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ეპლ-იც. 4-ეულისთვის ბრძოლა თავის კულმინაციას უახლოვდება, ლონდონელი ქომაგები სონისგან საგზურის მოლოდინშიც არიან.

დაივიწყეთ აგუერო და კეინი - სიტისა და ტოტენჰემის წარმატებას სხვა ფეხბურთელები ქმნიან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10