Goal.Ge

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა


ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

ყველა კლუბს ჰყავს შეუმჩნეველი თანამშრომელი, რომელზეც ყველა გიჟდება.

"მადრიდში" ასეთი აგუსტინ ერერინი იყო, ფორმალურად - "სანტიაგო ბერნაბეუს" დელეგატი, სინამდვილეში კი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული სტადიონის ტრადიციების შემნახველი ადამიანი. ყოველი მატჩის დაწყების წინ, ის გასახდელის ამოსასვლელში იდგა და "რეალის" ყველა ფეხბურთელს და მწვრთნელს ხელს ართმევდა, ზოგჯერ კი გასახდელშიც შედიოდა, რათა გუნდის განწყობა გაეგო. ფეხბურთელებმაც იცოდნენ, რომ თუ ზედმეტად ნერვიულობდნენ, ყველაზე კარგი გამოსავალი აგუსტინთან გასაუბრება იყო.

"რეალის" ბევრმა გულშემატკივარმა, რომელიც არ ცხოვრობს მადრიდში და არც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოფილა, აგუსტინის შესახებ 2014 წლის იანვარში შეიტყო. მაშინ, კრიშტიანუ რონალდუს ახლადმოგებული მესამე ოქროს ბურთი სტადიონზე, ესპანეთის ჩემპიონატის რიგითი მატჩის წინ უნდა წარედგინა - ყველაფერი სტანდარტულად: აიღოს პრიზი ხელში, მოისმინოს გულშემატკივართა აპლოდისმენტები, შემდეგ კი მატჩზე გადაერთოს. მაგრამ, პორტუგალიელმა სხვაგვარად იმოქმედა.

როდესაც ერერინმა ყველაფერი წესრიგში მოიყვანა და ორ სამწვრთნელო სკამს შორის დადგა (მატჩების დროს, მისი ხილვა სწორედ აქ იყო შესაძლებელი), კრიშტიანუმ და რამოსმა მას თავისთან უხმეს. დელეგატმა იფიქრა, რომ რაღაც ორგანიზაციული პრობლემები შეიქმნა და ფეხბურთელებთან მიირბინა, შემდეგ კი, მოისმინა: "ბაბუა აგუს, მოდით, სურათი ერთად გადავიღოთ." კრიშტიანუმ ოქროს ბურთი ერერინს მისცა, მას ცენტრში დადგომა სთხოვა და მარჯვენა ხელით გადაეხვია. "რეალის" სხვა ფეხბურთელები მეორე მხრიდან დადგნენ და ძალიან ემოციური მომენტი შეიქმნა.

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

იქამდე, ერერინს "ბერნაბეუზე" არაერთი თასი ჰქონდა გამოტანილი - დაწყებული ჩემპიონთა ლიგით და დამთავრებული იმავე ოქროს ბურთით. მაგრამ, მსგავსი რამ პირველად მოხდა. "ასეთ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი. ეს წარმოუდგენელია, გასაოცარი. მითხრეს, რომ თასი მომემზადებინა და გადამეცა, აქ კი, ასეთი რამ შემემთხვა." - იხსენებდა აგუსტინი. - "როდესაც ოქროს ბურთი მეკავა, ხელები მიკანკალებდა. ამას ვერასოდეს დავივიწყებ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია."

აგუსტინმა "რეალის" სტრუქტურაში 50 წლის მანძილზე იმუშავა, სტადიონის მთავარი დელეგატის პოსტი კი 18 წლის მანძილზე ეკავა. თუმცა, ესპანეთში მას "რეალის" ფარგლებს გარეთაც იცნობენ - 2011 წლის დეკემბერში გამართული კლასიკოს შემდეგ, ერერინთან "ბარსელონას" კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მიირბინა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე საუბრობდნენ, შემდეგ კი გაირკვა, რომ მატჩამდე რამდენიმე ხნით ადრე, აგუსტინს მეუღლე გარდაეცვალა - პუიოლი კი მას მწუხარებას გამოუთქვამდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ურთიერთობა ორ მთავარ კონკურენტს შორის, როდესაც საქმე მწუხარებას ეხება

ერერინის სამუშაო კარიერის მთავარი ისტორია კი 1998 წლის 1 აპრილს მოხდა, როდესაც "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, დორტმუნდის "ბორუსიას" უნდა შეხვედროდა. იმდროისთვის, მადრიდულ გრანდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 32 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული, ამიტომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. გუნდები უკვე მოედანზე იყვნენ გასულები, როდესაც ნამდვილი საშინელება მოხდა: კარი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუს" სამხრეთის ტრიბუნასტან იდგა, უსიცოცხლოდ ჩამოინგრა. ჩემპიონტა ლიგის ჰიმნი გაისმა, გუნდები ერთმანეთს მიესალმნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო ყველამ, რომ მატჩის ჩატარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ სიტუაციის სრული სიმძაფრე: "რეალი" უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას სტადიონზე ჩამონგრეული კარის გამო ვერ იწყებდა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა, მარიო ვან დერ ენდემ, გუნდები გასახდელში დააბრუნა და "რეალს" სიტუაციის გამოსასწორებლად 30 წუთი მისცა. მაგრამ, ეს ძალიან მცირე დრო იყო. "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმ დროს არ იყო არც სარეზერვო კარი და არც რემონტისთვის აუცილებელი ხელსაწყოები. თანამშრომლები ჩამოშლილი კარის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ ყველაფერი მაინც ირყეოდა და ვარდებოდა.

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

სიტუაცია მძაფრდებოდა, "რეალი" ტექნიკურ მარცხს (0:3) უახლოვდებოდა და გუნდში ამის გამო პანიკამ დაისადგურა, მაგრამ სტადიონზე გმირი გამოჩნდა, რომელსაც აგუსტინ ერერინი ერქვა. მან მსაჯს დამატებითი პაუზის აღების უფლება სთხოვა, რათა გუნდის სამწვრთნელო ბაზაზე გამგზავრებულიყო და ახალი კარი იქიდან წამოეღო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მსაჯი დათანხმდა.

მაშინ, ერერინი და "რეალის" ყოფილი მეკარე, მიგელ ანხელი, მიკროავტობუსში ჩასხდნენ და მთელი სისწრაფითა და პოლიციის ორი მანქანის თანხლებით, სამწვრთნელო ბაზისკენ გაეშურნენ.

უკვე ადგილზე, ერერინმა შეიტყო, რომ გამშვებ პუნქტზე მორიგე არავინ იყო. კარი ჩაკეტილი იყო, გასაღები კი, სისწრაფეში, რა თქმა უნდა, არავის წამოუღია. მაშინ, 63 წლის ასაკში, ის ღობეზე გადაძვრა და კარი შიგნიდან შეაღო - თანაც, გზად შარვალიც გაიხია.

რა თქმა უნდა, მიკროავტობუსში, რომლითაც აგუსტინი ბაზაზე ჩავიდა, საფეხბურთო კარი ნამდვილად არ ჩაეტევოდა. თუმცა, ერერინმა კლუბის სატვირთო მანქანა შენიშნა და მძღოლის ძიებას შეუდგა. "ბაზაზე ჩემს დისშვილთან ერთად ვიყავი, ვახშამი რამდენიმე წუთის დასრულებული გვქონდა. აქ აგუსტინი, მიგელ ანხელი და რვა პოლიციელი შემომივარდა..." - იხსენებს მძღოლი, კანდიდო გომესი. ერერინმა უმალვე დაიყვირა: "თუ კარს სატვირთოში ჩაგვადებინებთ და სტადიონზე წაგვაღებინებთ, ყველაფერს მიიღებთ, რაც გსურთ."

მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულებულა. ადგილი, სადაც სავარჯიშო ნივთები იყო მოთავსებული, ჩაკეტილი აღმოჩნდა, გასაღები კი არავის ჰქონდა. უშედეგო ძიების ნაცვლად, მამაკაცები სატვირთოში ჩასხდნენ და საწყობის კარი გაანგრიეს.

სტადიონამდე უკანა გზამ 8 წუთზე ნაკლები გასტანა. სატვირთო მადრიდის ქუჩებში 90 კმ/საათში მიქროდა, არ აჩერებდა არც წითელზე და არც ხაზებს აკვირდებოდა - პოლიციელები, რომლებიც გვერდით, ჩართული სირენებით მიდიოდნენ, ყველაფერს ხვდებოდნენ და ნებასაც რთავდნენ. "თავი პრემიერ-მინისტრად ვიგრძენი. სიჩქარის გადაჭარბებაც შეგვეძლო, შუქნიშანზე გავლაც, შემდეგ კი, მომენტალურად, 80 ათასიან სტადიონზე შევვარდით..." - აღნიშნავდა მძღოლი, კანდიდო გომესი.

როდესაც კარი მოედანზე შეიტანეს და თავის ადგილზე მოათავსეს, "სანტიაგო ბერნაბეუმ" თავისი გმირი ოვაციებით დააჯილდოვა. "აგუსტინი მთლიანად გათეთრებული იყო. თუ იმ საღამოს მას გულის შეტევა არ დაემართა, ესეიგი, არც არასოდეს დაემართება." - დაამატა მძღოლმა.

მატჩი დაგეგმილზე საათი და თხუთმეტი წუთით გვიან დაიწყო - 22:00 საათზე, 20:45-ს ნაცვლად. ფერნანდო მორიენტესმა, რომელმაც იმ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა, ისიც აღიარა, რომ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი მშიერმა გაატარა, რადგან მატჩი დაგეგმილზე გვიან დაიწყო. მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, "რეალმა" მოქმედი ჩემპიონი 2:0 დაამარცხა და შემდეგ, საპასუხო მატჩში, ფინალის საგზურიც გაიფორმა, მოგვიანებით კი ჩემპიონთა ლიგა მეშვიდედ მოიგო.

ამ გადარჩენის გამო, აგუსტინი "რეალის" ნამდვილ თილისმად იქცა და სულ მალე "სანტიაგო ბერნაბეუს" უფროსი დელეგატის სტატუსსაც დაეუფლა. მძღოლი 58 ათასი პესეტით დააჯილდოვეს და ასევე აჩუქეს საათი და ბურთი, რომელზეც ყველა ფეხბურთელის ხელმოწერა იყო.

მაგრამ, უფრო მთავარი ის არის, რომ ორივე ეს ადამიანი ისტორიაში შევიდა, როგორც ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი გამარჯვებული.

დღეს, 2019 წლის 18 აპრილს, აგუსტინ ერერინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერებმა ქულები დაკარგეს, ბათუმი კვლავ პირველ ადგილზეა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და სენსაციური მატჩები გაიმართა.

დღეს, 03:31

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

5 და 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დღეს, 02:42

"მეფე და პრინცი", - გრიზმანმა გოლი მესის სტილში აღნიშნა?

ანტუან გრიზმანმა „ბეტისის“ კარში გატანილი გოლი ლეო მესის სტილში აღნიშნა.

დღეს, 01:14

ბარსელონას 16 წლის დებიუტანტი

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5-2 დაამარცხა და ამ მატჩში კიდევ ერთი რამ მოხდა აღსანიშნავი.

დღეს, 01:11

უხვგოლიანი მატჩი სერია ა-ს პირველ ტურში - რომამ და ჯენოამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

სერია ა-ს პირველ ტურში პაულო ფონსეკას „რომამ“ „ჯენოას“ უმასპინძლა.

დღეს, 01:04

გოლების წვიმა, გრიზმანის დუბლი - ბარსელონამ ბეტისი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ უმასპინძლა.

დღეს, 00:54

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ტულუზა გაანადგურა - მბაპემ და კავანიმ ტრავმები მიიღეს [VIDEO]

ლიგა 1-ს მესამე ტურში „პსჟ-მ“ საკუთარ მოედანზე „ტულუზა“ გაანადგურა.

დღეს, 00:54

დე ბრუინმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

"ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა უნიკალურ შედეგს მიაღწია.

გუშინ, 23:34

აგუეროს ფენომენალური მიღწევა ბორნმუთთან მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა.

გუშინ, 23:24

მინიმალური ანგარიში და 9 ყვითელი ბარათი - ატლეტიკომ სტუმრად იმარჯვა [VIDEO]

მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგის მეორე ტურში გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია.

გუშინ, 22:59

Marca: ვინისიუსმა ზიდანს იმედი გაუცრუა

Marca-მ მადრიდის "რეალის" თაობაზე საინტერესო სიახლე გაავრცელა.

გუშინ, 22:27

მილანმა სეზონი მარცხით დაიწყო [VIDEO]

"მილანმა" სერია ა-ს მიმდინარე სეზონი მარცხით დაიწყო.

გუშინ, 22:07

დონარუმას მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ბობანის განცხადება

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა:

გუშინ, 21:50

პსჟ-ს ბოლო შანსი

Calciomercato-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" პაულო დიბალას არ ეშვება.

გუშინ, 21:45

ტოტენჰემი შინ სენსაციურად ნიუკასლთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მესამე ტურმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა.

გუშინ, 21:26

ტაისონი: "კონორი ძალიან პატიოსანი ადამინია"

კრივის ცოცხალმა ლეგენდამ, სკანდალურმა მაიკ ტაისონმა კონორ მაკგრეგორი დაიცვა:

გუშინ, 20:22

მაკგრეგორი: "ხაბიბი მთელი პირველი რაუნდი გამირბოდა"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა:

გუშინ, 20:08

პორიე: "ხაბიბს მოვკლავ"

UFC-ის მებრძოლმა დასტინ პორიემ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა:

გუშინ, 19:58

იკარდი ნაპოლიში? - ანჩელოტის კომენტარი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა:

გუშინ, 19:45

ითამაშებს თუ არა ნეიმარი ტულუზასთან? პსჟ-ს განაცხადი

"პარი სენ-ჟერმენმა" "ტულუზასთან" შეხვედრისთვის განაცხადი წარადგინა.

გუშინ, 19:24

როდის დაიხურება სანჩესის ტრანსფერი?

Daily Express-ის ცნობით, ალექსის სანჩესის მილანის "ინტერში" ტრანსფერის დახურვამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 19:13

სიტიმ სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

პრემიერ ლიგის კვირა დღე "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრით გაიხსნა.

გუშინ, 19:04

ტოტენჰემი დიბალას არ ეშვება

Calciomercato-ს ცნობით, პაულო დიბალასა და "ტოტენჰემის" ისტორია ჯერ არ დასრულებულა.

გუშინ, 18:44

ვერნერი ბაიერნში? გადაწყვეტილება მიღებულია

"ლაიფციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შესახებ სიახლეებია.

გუშინ, 18:35

ტოკიო 2019: რომელი ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ 26 აგვისტოს?

ტოკიოში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართველებიც ასპარეზობენ.

გუშინ, 17:13

ბარსელონა პსჟ-ს ორნაირი შემოთავაზებით მიმართავს

„ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში ნეიმარის შეძენას შეეცდება.

გუშინ, 16:01

პსჟ-მ ნეიმარის შემცვლელს მიაგნო - ბრაზილიელის წასვლა ახლოვდება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 15:55

პირველი მედალი, პირველი ოქრო! - ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია!

დღეს, ტოკიოში სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც 2 ქართველი გამოდიოდა.

გუშინ, 15:53

ვალვერდე: "ბილბაოსთან მატჩში გრიზმანმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, „ბეტისთან“ მატჩის წინ, გუნდის ახალწვეულ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 15:49

ლივერპულმა შესაძლოა მომდევნო ზაფხულს სალაჰი გაყიდოს

„ლივერპული“ მზადაა, 2019/20-წლის სეზონის დასრულების შემდეგ, მოჰამედ სალაჰი გაყიდოს.

გუშინ, 15:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10