Goal.Ge

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?


მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის მოგებასთან ახლოს არის. "მეთოფეებს" ევრო-ტიტული 1994 წლის შემდეგ არ აღუმართავთ. აღნიშნულ ტურნირში გამარჯვება "კანონირებისთვის" არის ერთდროულად სასიამოვნო და სასარგებლოც.

პირველ რიგში იმიტომ, რომ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრისთვის გიჟური კონკურენციაა. ალბათობა იმისა, რომ "განერები" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩებიან, საკმაოდ მაღალია. ევროპა ლიგაზე ტრიუმფი კი პირდაპირი გზაა ძველი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

ამის გარდა, "არსენალის" ტიტულების კოლექცია როგორც იქნა განახლდება. ლონდონელებმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად გადალახეს, მოგვიანებით კი დაამარცხეს "ბატე", "რენი" და "ნაპოლი", შემდეგი მეტოქე "ვალენსიაა".

"მეთოფეების" თამაშის ხარისხი იდეალურისგან შორს არის, მაგრამ რამდენიმე საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარმა საყვარელი კლუბის საფირმო სტილი მაინც იხილა. მიუხედავად იმისა, რომ "კანონირთა" ლაზარეთი ტრადიციულად ცარიელი არ არის, "განერები" საკადრო პრობლემებს არ განიცდიან.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

უნაი ემერის გუნდს ფართო სათადარიგოთა სკამი გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით კონკურენტებზე. ეს არის დიდი პლიუსი იგივე "ღამურებთან" შეხვედრისთვის. ახალგაზრდა ეინსლი მეიტლენდ-ნაილსმა ტრავმირებული ექტორ ბელერინი წარმატებით ჩაანაცვლა.

რობ ჰოლდინგის არ ყოფნა კი საერთოდ შეუმჩნეველია, რადგან მის პოზიციაზე ირჯებიან კოშელნი, მუსტაფი და პაპასტატოპულოსი. აგრეთვე არსებობს ნაჩო მონრეალის ცენტრალურ მცველად დაყენების ვარიანტიც. "არსენალის" კიდევ ერთი უნივერსალი გრანიტ ჯაკაა, რომელმაც მარცხენა მცველობაც აითვისა.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

ექსპერიმენტებისა და როტაციის საშუალებას ლონდონელთა ნახევარდაცვაც იძლევა. "მეთოფეების" შემადგენლობაში მომავალი "იუვენტინო" აარონ რემსი დაბრუნდა. თამაშის გამწვავება და შეტევის გამოცოცხლება უელსელს განსაკუთრებით კარგად ეხერხება.

"კანონირების" სხვა ფანტაზისტები - მესუტ ოზილი და ჰენრიხ მხითარიანი. სეზონის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანი უდიდესი ალბათობით "განერებს" დატოვებს, მაგრამ იქამდე გერმანელიც და სომეხიც ევრო-ტიტულის მოგებაზე უარს არ იტყვის.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

რაც შეეხება შეტევას, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ალექსანდრ ლაკაზეტის შესაძლებლობების შესახებ ყველამ კარგად იცის. არსენ ვენგერის პერიოდში ისინი კონკურენტები იყვნენ, მაგრამ ემერიმ მოედანზე ადგილი ორივეს მოუნახა.

გაბონელი და ფრანგი ერთმანეთს ავსებენ. მიუხედავად იმისა, რომ პოზიციიდან გამომდინარე გოლის გატანაზე ორიენტირებული უფრო ლაკაზეტი არის, აფრიკელი მას არაფერში ჩამორჩება. უნაი "ვალენსიასთან" მატჩში დილემის წინაშე დგას: სასტარტოში ორივეს ერთად დაყენება ან ერთ-ერთის მეორე ტაიმისთვის შემონახვა.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

რაც არ უნდა იყოს, "ღამურებს" უმძიმესი 180 წუთის (ან მეტის) გადატანა მოუწევთ. ძლიერი შემადგენლობა კარგია, მაგრამ "არსენალის" მთავარ კოზირად ევროპა ლიგაზე ემერი რჩება. მწვრთნელი, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

ბასკმა ეს ყველაფერი ფინანსურად არც ისე ძლიერ "სევილიასთან" ერთად მოახერხა. უნაიმ ერთ-ერთ ფინალში იურგენ კლოპის "ლივერპულიც" კი დაამარცხა. მან ევროპა ლიგა თავისი ხუთი თითივით იცის.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ლონდონურ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა უფრო მარტივია, ვიდრე იგივე "სევილისთან". მიზეზების შესახებ უკვე ვისაუბრეთ, აქედან გამომდინარე, "მეთოფეები" ფავორიტებად სრულიად დამსახურებულად ითვლებიან.

მისტერ ევროპა ლიგა - რატომ არის არსენალის ჩემპიონობა გარდაუვალი?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

ფეხბურთელების მრავალი კატეგორია არსებობს, „მოგზაური“ ფეხბურთელები კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიაა.

დღეს, 04:29

წმენდა გრძელდება - დინამო თბილისი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

"დინამო თბილისის" ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, გასაკვირი არა, რომ გუნდს ფეხბურთელები ტოვებენ.

დღეს, 04:07

ბენ იედერის საოცარი სტატისტიკა, რითიც მხოლოდ მესის ჩამორჩება

ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა და მისი გამარჯვებული კატალონიის "ბარსელონა" გახდა.

დღეს, 04:04

სერია ა-ს ბოლო ტურში იუვენტუსს ფეხბურთელი დააკლდება

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტურინის "იუვენტუსი" "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

დღეს, 03:58

იტალიური პრესა: გვარდიოლა იტალიაშია და იუვნტუსის ხელმძღვანელებს შეხვდა

როგორც იტალიური პრესა იუწყება, პეპ გვარდიოლას იტალიაში ვიზიტი ტურინის "იუვენტუსს" უკავშირდება.

დღეს, 03:55

ოფიციალურად: ალესანდრო ნესტა გაათავისუფლეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 03:52

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

კლერმონმა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში მოთამაშე ქართველი შეინარჩუნა

დღეს, 03:49

შესნი: "ეს იუვენტუსისთვის დიდებული შენაძენია"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

დღეს, 03:45

უცნაური ფაქტი: ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე გამოვიდა, გაიტანა და ისევ გავიდა

ჩინეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "შენჟენსა" და "იიგფანგის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

დღეს, 03:42

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

ლენსტერი ფინალს დანაკლისით ხვდება

დღეს, 03:35

კოშიელნიმ უეფა გააკრიტიკა: "ეს პრობლემა მხითარიანს არ უნდა ჰქონოდა"

"არსენალის" მცველმა ლორან კოშიელნიმ უეფა თავისი თანაგუნდელის, ჰენრიხ მხითარიანის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 03:34

პულიშიჩი: "აზარის შეცვლა? ამაზე არც მიფიქრია"

"დორტმუნდის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან პულიშიჩი ლონდონში ჩაფრინდა და ოფიციალურად წარადგინეს.

დღეს, 03:31

პრო 14-ის ფინალს ნაიჯელ ოუენსი იმსაჯებს

პრო 14-ის ფინალს ნაიჯელ ოუენსი იმსაჯებს

დღეს, 03:30

დიეგო კოშტამ ტრავმა მიიღო

ამხანაგურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკო" ბეითარს" დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 2:1 დამარცხდა.

დღეს, 03:28

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

დღეს, 02:05

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

დღეს, 01:37

ეროვნული ლიგა - მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:02

ლაკაზეტი: "კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ"

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, თავისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმა შეაფასა.

დღეს, 00:47

რიბერი: "ჰიონესი ატირდა? მაშინ შეეძლო კიდევ ერთი წელი მოეცა"

მიუნხენური კლუბის ლეგენდარული ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, ბუნდესლიგაში თავის ბოლო გატანილ გოლზე ული ჰიონესის ემოციურ რეაქციას გამოეხმაურა.

დღეს, 00:44

მალდინიმ იდეალური მოთამაშის პროტოტიპი შექმნა

ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებისგან "იდეალური ფეხბურთელის" პროტოტიპი შექმნა.

დღეს, 00:43

კასილასის მეუღლემ განაცხადა, რომ სიმსივნე აქვს

იკერ კასილასის, მეუღლემ, ესპანელმა ჟურნალისტმა, სარა კარბონერომ, სოციალურ ქსელში განცადება გააკეთა.

დღეს, 00:31

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სიტი და პსჟ ევროპულ ფეხბურთს ანადგურებენ"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, ევროპულ ფეხბურთზე "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ-ს" გავლენა შეაფასა.

დღეს, 00:22

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მოთამაშეები გამოიძახა.

დღეს, 00:15

Bild: ბაიერნის პრეზიდენტი გერმანულ დუეტზე ოცნებობს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ზაფხულისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე დაისახა.

დღეს, 00:06

"ათამაშეთ ლენო!" - არსენალის ფანები ჩეხს ვერ ენდობიან

ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრები ევროპა ლიგის ფინალში ბერნდ ლენოს ძირითადში დაყენებას ითხოვენ.

დღეს, 00:04

ჩელსიმ პულიშიჩი წარადგინა

ლონდონის "ჩელსიმ" ახალი სეზონისთვის ერთადერთი ახალწვეული დღეს ოფიციალურად წარადგინა.

გუშინ, 23:51

სკალონიმ იკარდის განაცხადს მიღმა დატოვება განმარტა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მაურო იკარდის გუნდს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

კომპანი გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდა ვენსენ კომპანი "ქალაქელების" მაისურით გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს.

გუშინ, 23:45

იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშე გაიფორმა

აარონ რემზის შემდეგ ტურინის "იუვენტუსმა" ზაფხულის კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 23:40

პეტერ ჩეხი ჩელსიში დაბრუნდება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული გოლკიპერი, პეტერ ჩეხი, ყოფილ კლუბს ახალი სეზონიდან დაუბრუნდება.

გუშინ, 23:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10