Goal.Ge

ჩელენჯ ქაფი: ფინალში ფრანგულ დუელს და ქართველებს ვიხილავთ


ჩელენჯ ქაფი: ფინალში ფრანგულ დუელს და ქართველებს ვიხილავთ

ჩელენჯ ქაფის 2018/2019 წლების სეზონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

რანგით მეორე საკლუბო ევროტურნირის გადამწყვეტ მატჩში, 10 მაისს ერთმანეთს ფრანგული კლუბები "კლერმონი" და "ლა როშელი" ქალაქ ნიუკასლში, "სენტ ჯეიმს პარკზე" დაუპირისპირდებიან, სადაც წლევანდელი ევროტურნირების ფინალები გაიმართება.

ნახევარფინალში ორივე ფრანგული კლუბი შინ ინგლისურ გუნდებს დაუპირისპირდა.

პირველ მატჩში "ლა როშელმა" "სეილ შარქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 24:20 აჯობა. ფრანგებმა საჯარიმო ლელო, ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ინგლისელებმა საჯარიმო ლელო, გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა მიითვალეს. პირველი ნახევარი ფრედ 17:17 დასრულდა, 50-ე წუთზე კი მასპინძელთაგან თავის გამოჩენა საფრანგეთის ნაკრების მესამეხაზელმა გრეგორი ალდრიტმა მოახერხა, გარდასახვა კი იჰაია ვესტმა ზუსტად შეასრულა და ფრანგები შვიდი ქულით გავიდნენ წინ. 68-ე წუთზე ეიჯეი მაკგინთიმ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება სტუმრებმა ვეღარ შეძლეს.

მეორე შეხვედრაში "კლერმონი" "სტად მარსელ-მიშელზე" "ჰარლექუინსს" დაუხვდა და ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, დამაჯერებლად დაამარცხა. "ვულკანებმა" პირველი ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ორ გარდასახულ ლელოში და ოთხ გატანილ ჯარიმაში ასახეს, საპასუხოდ კი ერთი გარდაუსახავი ლელო და ჯარიმა გაუშვეს, შესაბამისად ტაიმი 26:8 მოიგეს.

მეორე ნახევრის დებიუტში მორგან პარამ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 24 ქულა გახდა. ამის შემდგომ "კლერმონი" მოდუნდა, რითაც ინგლისელებმა ისარგებლეს და დასკვნით 25 წუთში სამი ლელო დადეს, რომელთაგან ორი გარდასახეს. ინგლისელებმა ბოლო ლელო 79-ე წუთზე დადეს და ამის შემდეგ ღირებულის გასაკეთებლად დროც აღარ ჰქონდათ - 32:27.

"კლერმონის" რიგებში თადარიგში იყო ახალგაზრდა მარცხენა ბურჯი ბექა კაკაბაძე, რომელმაც მე-60 წუთიდან ითამაშა. კაკაბაძის გარდა, "ვულკანებში" დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი თამაშობენ, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. უდიდესი ალბათობით, ზირაქაშვილი ფინალში ითამაშებს, ხოლო კოლელიშვილი ტვინის შერყევის გამო თითქმის მთელი სეზონია უქმობს. მართალია, "ლა როშელში" ლექსო ყაულაშვილის წასვლის შემდგომ ქართველი აღარ თამაშობს, თუმცა კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს ვეტერანი ბორჯღალოსანი აქვსენტი გიორგაძე. ამრიგად, ჩელენჯ ქაფის ოქროს მედალი ქართველს ყველა ვარიანტში ერგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიდერებმა ქულები დაკარგეს, ბათუმი კვლავ პირველ ადგილზეა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში საკმაოდ საინტერესო და სენსაციური მატჩები გაიმართა.

დღეს, 03:31

მატჩების წინ: იდეალური დრო, რომ საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ვიხილოთ

5 და 8 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დღეს, 02:42

"მეფე და პრინცი", - გრიზმანმა გოლი მესის სტილში აღნიშნა?

ანტუან გრიზმანმა „ბეტისის“ კარში გატანილი გოლი ლეო მესის სტილში აღნიშნა.

დღეს, 01:14

ბარსელონას 16 წლის დებიუტანტი

„ბარსელონამ“ „ბეტისი“ 5-2 დაამარცხა და ამ მატჩში კიდევ ერთი რამ მოხდა აღსანიშნავი.

დღეს, 01:11

უხვგოლიანი მატჩი სერია ა-ს პირველ ტურში - რომამ და ჯენოამ ქულები გაიყვეს [VIDEO]

სერია ა-ს პირველ ტურში პაულო ფონსეკას „რომამ“ „ჯენოას“ უმასპინძლა.

დღეს, 01:04

გოლების წვიმა, გრიზმანის დუბლი - ბარსელონამ ბეტისი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ უმასპინძლა.

დღეს, 00:54

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ტულუზა გაანადგურა - მბაპემ და კავანიმ ტრავმები მიიღეს [VIDEO]

ლიგა 1-ს მესამე ტურში „პსჟ-მ“ საკუთარ მოედანზე „ტულუზა“ გაანადგურა.

დღეს, 00:54

დე ბრუინმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

"ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში კევინ დე ბრუინმა უნიკალურ შედეგს მიაღწია.

გუშინ, 23:34

აგუეროს ფენომენალური მიღწევა ბორნმუთთან მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრაში სერხიო აგუერომ დუბლი გაიფორმა.

გუშინ, 23:24

მინიმალური ანგარიში და 9 ყვითელი ბარათი - ატლეტიკომ სტუმრად იმარჯვა [VIDEO]

მადრიდის "ატლეტიკო" ლა ლიგის მეორე ტურში გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია.

გუშინ, 22:59

Marca: ვინისიუსმა ზიდანს იმედი გაუცრუა

Marca-მ მადრიდის "რეალის" თაობაზე საინტერესო სიახლე გაავრცელა.

გუშინ, 22:27

მილანმა სეზონი მარცხით დაიწყო [VIDEO]

"მილანმა" სერია ა-ს მიმდინარე სეზონი მარცხით დაიწყო.

გუშინ, 22:07

დონარუმას მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ბობანის განცხადება

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა:

გუშინ, 21:50

პსჟ-ს ბოლო შანსი

Calciomercato-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" პაულო დიბალას არ ეშვება.

გუშინ, 21:45

ტოტენჰემი შინ სენსაციურად ნიუკასლთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მესამე ტურმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა.

გუშინ, 21:26

ტაისონი: "კონორი ძალიან პატიოსანი ადამინია"

კრივის ცოცხალმა ლეგენდამ, სკანდალურმა მაიკ ტაისონმა კონორ მაკგრეგორი დაიცვა:

გუშინ, 20:22

მაკგრეგორი: "ხაბიბი მთელი პირველი რაუნდი გამირბოდა"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა გაიხსენა:

გუშინ, 20:08

პორიე: "ხაბიბს მოვკლავ"

UFC-ის მებრძოლმა დასტინ პორიემ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა:

გუშინ, 19:58

იკარდი ნაპოლიში? - ანჩელოტის კომენტარი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა:

გუშინ, 19:45

ითამაშებს თუ არა ნეიმარი ტულუზასთან? პსჟ-ს განაცხადი

"პარი სენ-ჟერმენმა" "ტულუზასთან" შეხვედრისთვის განაცხადი წარადგინა.

გუშინ, 19:24

როდის დაიხურება სანჩესის ტრანსფერი?

Daily Express-ის ცნობით, ალექსის სანჩესის მილანის "ინტერში" ტრანსფერის დახურვამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 19:13

სიტიმ სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

პრემიერ ლიგის კვირა დღე "ბორნმუთი" - "სიტის" შეხვედრით გაიხსნა.

გუშინ, 19:04

ტოტენჰემი დიბალას არ ეშვება

Calciomercato-ს ცნობით, პაულო დიბალასა და "ტოტენჰემის" ისტორია ჯერ არ დასრულებულა.

გუშინ, 18:44

ვერნერი ბაიერნში? გადაწყვეტილება მიღებულია

"ლაიფციგის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შესახებ სიახლეებია.

გუშინ, 18:35

ტოკიო 2019: რომელი ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ 26 აგვისტოს?

ტოკიოში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართველებიც ასპარეზობენ.

გუშინ, 17:13

ბარსელონა პსჟ-ს ორნაირი შემოთავაზებით მიმართავს

„ბარსელონა“ უახლოეს პერიოდში ნეიმარის შეძენას შეეცდება.

გუშინ, 16:01

პსჟ-მ ნეიმარის შემცვლელს მიაგნო - ბრაზილიელის წასვლა ახლოვდება

ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 15:55

პირველი მედალი, პირველი ოქრო! - ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია!

დღეს, ტოკიოში სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც 2 ქართველი გამოდიოდა.

გუშინ, 15:53

ვალვერდე: "ბილბაოსთან მატჩში გრიზმანმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, „ბეტისთან“ მატჩის წინ, გუნდის ახალწვეულ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 15:49

ლივერპულმა შესაძლოა მომდევნო ზაფხულს სალაჰი გაყიდოს

„ლივერპული“ მზადაა, 2019/20-წლის სეზონის დასრულების შემდეგ, მოჰამედ სალაჰი გაყიდოს.

გუშინ, 15:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10