Goal.Ge

პრემიერ ლიგის კარის თამაშები - ვინ გადარჩებოდა ვესტეროსში ?


პრემიერ ლიგის კარის თამაშები - ვინ გადარჩებოდა ვესტეროსში ?

სამეფო კარის თამაშების საფინალო სეზონმა სამყარო აალაპარაკა. ვესტეროსის სამეფო კარის ინტრიგები ამჟამად მსოფლიოში ყველაზე განხილვადი თემაა. საინტერესო იქნება ვიმსჯელოთ, პრემიერ ლიგის რომელი მწვრთნელები მოახერხებდნენ გადარჩენას ჯორჯ მარტინის ამ ბრუტალურ სამყაროში.

10. მაურისიო ფოჩეტინო (ტოტენჰემი)



სეზონს შესანიშნავად იწყებს ხოლმე, პრემიერ ლიგაში დორნელი პრინცივით შემოაბიჯა, კარგი შესახედაობით, ეგზოტიკური აქცენტითა და ბრწყინვალე ახალი გუნდით. მასზე გაცილებით დიდ მეტოქეებს კი უცნაური იარაღით ებრძოლება. მყისიერად ახერხებს ფანების გულის მოგებას.

ყველა ფიქრობს, რომ ფოჩეტინო აუცილებლად მოუტანს ტოტენჰემს წარმატებას, თუმცა სეზონის ბოლოს მაინც თავს უჭყლეტენ ხოლმე...

9. ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერ იუნაიტედი)



სულშერი სამეფო კარის თამაშების 'ბავშვის სახიანი' ასასინია. მოიყვანეს იმისთვის, რომ ღირსეულ გვარს ძველი დიდება დაუბრუნოს. ლორდი სულშერი გამუდმებით საუბრობს "ლანისტერ იუნაიტედის გზაზე" და 20 წლის წინანდელ კატალონიის ალყაზე.

იმედიანი სტარტის მიუხედავად, ვესტეროსელები ხვდებიან, რომ იგი კიდევ ერთი თვითმარქვიაა...

8. კრის ჰიუტონი (ბრაიტონი)



მიუხედავად იმისა, რომ ეს სამეფო კარის თამაშებია, ვიღაცა მაინც უნდა გადარჩეს, ხომ ასეა? თუ ვინმე უნდა გადარჩეს, ერთ-ერთი ალბათ კრის ჰიუტონი იქნება. მას წინამორბედი სახლებიც მოწიწებით მოიხსენიებენ, ახლა კი ეირში თოლიებთან ერთად ნავარდობს, - დარია თუ ავდარია, ჰიუტონი მაგარია!

მოიცა, მთვარის კარიბჭიდან გადმოგდებული ეს მფრინავი ობიექტი ჰიუტონს ასე ძაან რატომ ჰგავს?

7. იურგენ კლოპი (ლივერპული)



როცა სამეფო კარის თამაშების პროდუსერები მიხვდებიან, რომ მათ უკვე ძალიან ბევრი მთავარი პერსონაჟი მოკლეს და ახალი გმირი დასჭირდებათ, აუცილებლად იურგენ კლოპს მოუხმობენ. მაღალი, ფიცხი, დოთრაკიელი, ორივე ხელში მოღუნული ხმლით.

შეტევაზე ისე გადადის, დაცვაზე საერთოდ არ ფიქრობს. "ზურგს ჩემი ვეზირი, ვირჯილი მიმაგრებს" - ამბობს და მანიაკალურად იცინის, კრავს მუშტს და წინ გარბის. ფრთხილად, იურგ, სადმე თავი არ დაკარგო.

6. ნუნო ესპირიტო სანტო (ვულვზი)



იგი ჩრდილოელი მგელია, ფიცხი ხასიათითა და აგრესიული გამოხედვით. სახლის გრძელვადიან გეგმებში სანტო ნამდვილად შედის, თუმცა თუ რკინის ბანკმა დაფინანსება არ გააორმაგა, ის თავს სტემფორდ ბრიჯზე ამოყოფს.

5. მანუელ პელეგრინი (ვესტ ჰემი)



რეალურად, ის ჯერ არ არის ბოლომდე შემდგარი თეთრი მოხეტიალე.მაგრამ სახეზე თუ შეხედავთ, გეგონებათ, რომ სერ ენდი კეროლის ღამის ფართიზე შემთხვევით მოხვდა და გულაობას აძალებენო.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ ბებერ ზომბს გადარჩენის 50% შანსი აქვს. ბოლო-ბოლო მას ყინულის დრაკონი ჰყავს და მთელ ცოცხალ სამყაროს ემუქრება.

4. უნაი ემერი (არსენალი)



დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ არსენალი აქაც მე-4 ადგილზე მოხვდა. რაც შეეხება ლორდ ემერის, იგი 4000 წლის ვამპირს ჰგავს, თუმცა დრაკონების, ჯადოქრებისა და მოხეტიალე მკვდრების სამყაროში ვამპირს რა ესაქმება? მიუხედავად ამისა, მან წარმატებით ჩაანაცვლა თავისი წინამორბედი გრენდ მეისტერ არსენი.

ალბათ, იგი არსენალის სახლში დიდი ხანი დარჩება. ლორდ ემერის ღამით ტუალეტში გასვლა ძალიან უყვარს, მაგრამ კარის ჩაკეტვაც უნდა ისწავლოს, რა იცი, იქნებ არბალეტით ხელში კაპიტანი იოზილი დაადგეს თავზე?

3. ხავი გრასია (უოტფორდი)



გრასიამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ბრწყინვალე მწვრთნელია, თუმცა იგი საიდუმლოებებითაა მოცული. ის ისეთი პერსონაჟია, არავინ რომ არ იცის, ცოცხალია თუ მკვდარი.

მე მგონი, კედლის ჩრდილოეთით მოკვდა - იტყვის ერთი ეჭვით. არა, არა, გემზე ხალ დინისთან ერთად ავიდა და მეფის სავანეში მიემგზავრება, - შეედავება მეორე. აქ მხოლოდ ერთი გამოსავალია: გრასია უსახო ადამიანია და ისევ დააბიჯებს პრემიერ ლიგის მიწებზე !

2. პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი)



იგი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟია პრემიერ ლიგის კარის თამაშებში. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდძალი ქონება აქვს, იგი ლორდად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ თავმდაბალ მჭედელად, რომელიც დღე-ღამეს ასწორებს იდეალური იარაღის შესაქმნელად.

თუ პრემიერ ლიგის კარის ინტელექტუალურ ინტრიგებს გავითვალისწინებთ, პეპი აუცილებლად დიდი ხანი დარჩება ცოცხალი. ნუ, როგორც მინიმუმ, მანამ, სანამ სერ ჟოზე დაბრუნდება თავისი ვალირიული ფოლადისგან დამზადებული ხმლით.

1. როი ჰოჯსონი (კრისტალ პალასი)



უკანასკნელი სულიერი არსება დედამიწაზე ! შეეგებეთ მეფე ჰოჯს ! როი იმ ტიპის პერსონაჟია, "ბართლომეს ღამის", ან ციხის აფეთქების შემდეგ მტვრიან წიგნებთან მიგდებულს, მაგრამ ცოცხალს რომ პოულობენ ხოლმე. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე სწორედ ისაა და გამეფდება კიდეც.

მიდი, როი, შენ ხალხს სჭირდები, სამყარო მკვდრების არმიისგან უნდა დაიცვა !

ფანჯრისკენ რატომ მიდიხარ, როი? როი? როი? როი, არ გადახტეეე !

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხოჭოლავა საქართველოს დროშით - შახტარის საჩემპიონო ზეიმი [VIDEO]

დონეცკის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

დღეს, 03:28

ალეგრის სტატისტიკა, რითიც ბოლო 5 სეზონში საუკეთესოა

რამდენიმე დღის წინ, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.

დღეს, 03:28

ხარაბაძის ციურიხი კაკაბაძის ლიუცერნთან განადგურდა

შვეიცარიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "ლიუცერნსა" და "ციურიხს" შორის.

დღეს, 03:26

ზარანდია: "იმედია, შემდეგ სეზონში ქომაგის გახარებას შევძლებთ"

პოლონეთის ჩემპიონატი დასრულდა. "არკამ" 42 ქულა დააგროვა და მთავარ დივიზიონში დარჩა.

დღეს, 03:22

ჟორჟინიო სარის მომავალზე: "თუ ეს მოხდება, ძალიან გამიკვირდება"

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მაურისიო სარი მომავალი სეზონიდან "იუვენტუსს" ჩაიბარებს.

დღეს, 02:45

პედრო: "ფინალის ბაქოში ჩატარება პრობლემაა"

ლონდონის "ჩელსის" შემტევი პედრო თვლის, რომ ფინალური მატჩის ბაქოში ჩატარება პრობლემა გამოდგა.

დღეს, 02:37

ლევანდოვსკიმ ბაიერნს სანეს დამატება ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკის თავის გუნდს ლეროი სანეს დამატება ურჩია.

დღეს, 02:33

შაქირი ლივერპულს ტოვებს?

ბრიტანული პრესის ცნობით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხერდან შაქირიმ ზაფხულში "ლივერპული" დატოვოს.

დღეს, 02:29

დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს!

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აეროპორტში დააკავეს.

დღეს, 01:27

Bild: ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტი კოვაჩია

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, "Bild-მა", ახალი სეზონისთვის მიუნხენური გრანდის პოტენციური მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.

დღეს, 00:51

კლუბის ლეგენდა: "ტერიში უფრო ვხედავდი მწვრთნელს, ვიდრე ლამპარდში"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, კლუბის ორი ლეგენდარული მოთამაში მწვრთნელის ამპლუაში შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 00:50

რაკიტიჩი: "გრიზმანი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა"

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, ანტუან გრიზმანი დაახასიათა.

დღეს, 00:45

კანმა კოვაჩის სადებიუტო სეზონი შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, ნიკო კოვაჩის მუშაობა შეაფასა.

დღეს, 00:42

რეგილონი: "მომდევნო სეზონში მინიმუმ ერთ ტიტულს მოვიგებთ!"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა, ახალი სეზონისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.

დღეს, 00:39

სიტის ლეგენდა: "სტერლინგი ჯერ ბავშვია, მაგრამ მისი აღფრთოვანებული ვარ!"

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდარულმა ნახევარმცევლმა, შონ რაით-ფილიპსმა, რაჰიმ სტერლინგის პროგრესი შეაფასა.

დღეს, 00:35

სარი: "თუ აზარი წავა, მის აზრს პატივს ვცემ"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ედენ აზარის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:31

ჩელსის ლეგენდა გრიზმანს ლონდონში ეპატიჟება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკმა, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 00:28

არსენალმა რემზის წასვლის მიზეზი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" მენეჯმენტში აარონ რემზის გუნდიდან წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

დღეს, 00:24

ოფიციალურად: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი ითამაშებს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 48-მდე არ გაიზრდება.

დღეს, 00:18

ბასილაშვილმა ლიონის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ლიონის ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ ლამაზინს დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:52

დავით ხოჭოლავა მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

უკრაინის ტურის ცენტრალური მატჩი დონეცკის "შახტარსა" და "დინამო კიევს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

გუშინ, 22:46

კვერკველიამ და კვარაცხელიამ რუსეთის თასი მოიგეს!

რუსეთის თასის ფინალში ერთმანეთს მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ურალი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 21:23

AS: იუვენტუსს მოურინიო გაწვრთნის? - ჟოზეს პასუხი "რონალდუს"

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 19:15

ოფიციალურად: დორტმუნდმა ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა

აღნიშნულ ინფორმაციას ბორუსიელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გუშინ, 19:07

სარიმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 18:59

მბაპე რეალში? - მადრიდული გრანდის პოზიცია ცნობილია

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე შესაძლოა ამ ზაფხულს "რეალში" გადავიდეს, წერენ ფრანგულ პრესაში.

გუშინ, 18:55

რა ბედი ელის რაკიტიჩს? - ხორვატის პოტენციური ახალი კლუბი

არ არის გამორიცხული, ივან რაკიტიჩმა ზაფხულში "ბარსელონა" დატოვოს.

გუშინ, 18:51

პსჟ-მ მბაპეს ფასი დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

გუშინ, 18:45

ბარსელონა გრიზმანის გარდა კიდევ 3 ფეხბურთელს შეიძენს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" სატრანსფერო მიზნები დაასახელა.

გუშინ, 17:45

ვინ არის პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ტიმოტი ფოსუ-მენსა, რომელიც იჯარით "ფულჰემში" თამაშობს, პრემიერ ლიგის ყველაზე სწრად ფეხბურთელად დასახელდა.

გუშინ, 17:29

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10