Goal.Ge

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?


8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონობის გასაფორმებლად ფლორენციის "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ "ბებერმა ქალბატონმა" საკმარისზე მეტი გააკეთა და მეტოქეს მოუგო. "ბიანკონერი" კვლავ მიუწვდომელია. ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი მსგავსი სცენარის განვითარებაში.

ზედიზედ მერვე სკუდეტო - როგორი სიმბოლურია. მათემატიკაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში განლაგებული 8-იანი ხომ უსასრულობის ნიშანია. ამის გარდა, სხვადასხვა კულტურებში აღნიშნული ციფრი სრულყოფილებისა და ჰარმონიის სიმბოლოა.

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

"შავ-თეთრების" თამაში იდეალურისგან შორს არის. "იუვენტუსმა" ჯერ კიდევ ვერ ისწავლა შემტევი გუნდების წინააღმდეგ გარდატეხის შეტანა, მაგრამ ფაქტია, რომ სერია ა-ში ტურინელებს კონკურენტი არ ჰყავთ. ეს არის პლიუსი "ბებერი ქალბატონისთვის", მაგრამ უფრო დიდი მინუსი დანარჩენებისთვის.

დღეს, "ბიანკონერის" ჩემპიონობა აღარავის უკვირს. ეს არის რიგითი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც კალჩოს სეზონის მსვლელობისას ყოველთვის დროის საკითხად რჩება. "შავ-თეთრების" ქომაგებს სკუდეტოთი ვეღარ გააოგნებ, მათ ევროსარბიელზე ტრიუმფიც სწყურიათ.

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

კრიშტიანუ რონალდუ სწორედ აღნიშნული მიზნისთვის იქნა ნაყიდი, მაგრამ ერთმა ჰოლანდიელმა ანდერდოგმა მასიმიმილიანო ალეგრის გუნდს ზეიმი ჩაუშხამა. "იუვეს" ფანებს მორიგი პირველი ადგილი აღარ უხარიათ, პირიქით, ზეიმის მომენტში ისინი პრობლემების გარჩევით არიან დაკავებულნი.

კრიტიკა ამსტერდამის "აიაქსთან" შეხვედრაში უსახური პერფომანსის გამო, მოსაწყენი ტაქტიკა, დიბალას კრიზისი და რონალდუს ტრანსფერის ეფექტურობის ეჭვქვეშ დაყენება. ტურინში აქტუალური თემა სწორედ ეს არის. ჟურნალისტმა სტეფანო დისკრეტიმ "ბებერი ქალბატონის" ქომაგებს ბრძნული რჩევა მისცა:

"დატკბით ზეიმით, პრობლემების შესახებ კი მოგვიანებით ისაუბრეთ". დისკრეტიმ აგრეთვე გაიხსენა "ბიანკონერის" 80-იანების პერიოდი, კერძოდ კი 1982-1983 წლის სეზონი, მაშინ, როდესაც "შავ-თეთრებმა" ჩემპიონთა თასის მოსაგებად მიშელ პლატინი გაიფორმეს.

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

ფრანგმა ლეგენდამ თავის სადებიუტო სეზონში ევროპაში ტრიუმფი ვერ მოახერხა, "იუვენტუსი" "ჰამბურგთან" დამარცხდა. პლატინიმ ტურინს ტიტული მხოლოდ მე-2 სეზონში აჩუქა. ამით სტეფანომ დაადუმა ყველა ის, ვინც კრიშტიანუს გადმოსვლას ნანობს.

ერთი სიტყვით, დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, პორტუგალიელს ყველაფერი წინ აქვს. იტალიაში უკვე გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც სკუდეტო სწორედ "ბებერ ქალბატონთან" ასოცირდება. კალჩოს სხვა ჩემპიონი უკანასკნელად 2011 წელს ჰყავდა, ეს იყო "მილანი".

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

"როსონერი", რომლის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ იბრაჰიმოვიჩი, სილვა, ბოატენგი, პატო, რობინიო და ლეგენდარული ძველი გვარდიის წარმომადგენლები. რვა წელი დიდი დროა, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ სერია ა-ში მარადიულობის კანონი დაიწერა.

"აიაქსთან" გამოვარდნის ფონზე "ბიანკონერის" შედეგი ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ყურადღებას მაინც იმსახურებს - დარჩენილი ტურების გათვალისწინებით, "შავ-თეთრებზე" ნაადრევად იტალიაში ჩემპიონი არავინ გამხდარა.

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

რა იქნება მომავალში? "ნაპოლი", "ინტერი", "რომა" და დანარჩენები დაელოდებიან "იუვენტუსის" დაცემას. დიახ, დაელოდებიან, რადგან ღირსეული კონკურენციის გაწევა მათთვის ფანტასტიკის სფეროა, ტურინელები სხვა განზომილებაში იმყოფებიან.

რაც შეეხება თავად "ბებერ ქალბატონს", კლუბი ორ უკიდურესობას შორის არის გამოჭიმული - ერთ მხარეს გვაქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების აუცილებლობა, მეორე მხარეს კი კიდევ ერთ "პარი სენ-ჟერმენად" გადაქცევის საშიშროება. კალჩოში ეს უკვე მოხდა, მთავარია იგივე ევროპაშიც არ განმეორდეს.

8 როგორც უსასრულობის ნიშანი - რატომ არის იუვეს ჩემპიონობა სეზონის მთავარი იმედგაცრუება?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10