Goal.Ge

დიდი 10: არმაზმა მოქმედი ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და წინასწარ ფინალშია


დიდი 10: არმაზმა მოქმედი ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და წინასწარ ფინალშია

საქართვეველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. დიდი 10-ის 2018/2019 წლების სეზონის შესარჩევ ფინალში მოქმედმა ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" ავჭალის სტადიონზე მარნეულის "არმაზს" უმასპინძლა და ძალიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

"არმაზს" სხვადასხვა მიზეზების გამო ათი მოთამაშე აკლდა: გოგა ხუროშვილი და სანდრო სვანიძე ტრავმირებული ჰყავდათ, ხუთი მორაგბე 20-წლამდელთა ნაკრებში, სამი კი 18-წლამდელებში არიან გამოძახებულნი.

"ლოკომოტივს" გიორგი ხვისტანი, გიორგი აფციაური და გიორგი ტალახაძე აკლდა. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ კაპიტანი ვახტანგ კავთიძე და ფრთა გიორგი შკინინი.

პირველ ტაიმში გუნდებს ორ-ორი შედეგიანი შეტევა გამოუვიდათ. "ლოკომოტივმა" ორი ლელო დადო: მე-20 წუთზე მოლით შეიტანეს ბურთი და დამიწება გაგა არაბულმა მოახერხა. 35-ე წუთზე კი რამდენიმე მიძალების შემდეგ ფრთაზე გაიტანეს ბურთი და ლელოს ავტორი იოანე ხელაია გახდა. ბექა წიკლაურის გარდასახვები ზუსტი არ იყო. საპასუხოდ, რეზი ჯინჭველაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი მასპინძელთა სასარგებლოდ 10:6 დასრულდა.

"არმაზს" პირველივე ტაიმში ორი მოთამაშე დაემტვრა: მარცხენა ბურჯი თორნიკე ჯიბლაძე და მესამეხაზელი საბა ბერაძე.

მეორე ნახევრის დასაწყისში ბექა წიკლაურმა და რეზი ჯინჭველაშვილმა თითო ჯარიმა გაიტანეს, ამ უკანასკნელს შემდგომ ერთი ჯარიმა მარტივი პოზიციიდან გაუცუდდა. 67-ე წუთზე კი ირაკლი მაჩხანელის შეგირდებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს, ხელდახელ შესანიშნავად გაათამაშეს ბურთი და გიორგი კვესელაძემ მეტოქე პირველად დაალელოვა, ჯინჭველაშვილის გარდასახვა უზუსტო იყო და სტუმრები ერთი ქულით გავიდნენ.

73-ე წუთზე უკვე "რკინიგზელებმა" დადეს ლამაზი ლელო, მათ ხელდახელ მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს ბურთი, რომელიც გიორგი შკინინმა ჩინებული ოფლოუდით ბექა წიკლაურს ამოუგდო და მანაც ლელო დადო, რომელიც თავად გარდასახა და ანგარიში 20:14 გახდა.

აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთიდან "არმაზი" კაცნაკლული დარჩა, რადგან შეცვლაზე შემოსულმა ბურჯმა დათო ფკახაძემ ტრავმა მიიღო და თადარიგში ჯანმრთელი ბურჯი აღარ დარჩა. შესაბამისად, შერკინებაში მიწოლა აღარ იქნებოდა და ამის გამო სტუმრებს კაცი უნდა მოეკლოთ. მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, "არმაზმა" ბოლომდე იბრძოლა: 78-ე წუთზე ფრთაზე სწრაფი შეტევა ჩაათამაშეს, გიორგი კვესელაძემ ნიკა გიგაურისკენ გრძელი პასი გაუშვა, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიცილა და ლელო დადო. ყველაფერი რეზი ჯინჭველაშვილზე იყო დამოკიდებული: თუ გარდასახვას გაიტანდა მისი გუნდი წინ გავიდოდა. რეზიმაც გადამწყვეტი დარტყმა გაიტანა და "არმაზი" წინასწარ ფინალში გაიყვანა, სადაც რუსთავში "ხარებს" დაუპირისპირდება - 20:21.

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ორი გრანდი, რომლებსაც ბაიერნმა ალაბა შესთავაზა

"ბაიერნი" სხვა კლუბთან მცველ დავიდ ალაბას ტრანსფერის შეთანხმებას ცდილობს.

დღეს, 20:35

პრაქტიკულად გადაწყდა: კოშელნის ახალი კლუბი ცნობილია

"არსენალის" კაპიტანი, ლორან კოშელნი "მეთოფეთა" რიგებს ტოვებს.

დღეს, 20:30

ლამპარდმა ბარსელონასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, 23 ივლისს, ტოკიოში "ჩელსი" და "ბარსელონა" ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

დღეს, 20:25

ბეილი ტოტენჰემში? - პოჩეტინო განცხადებას აკეთებს

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი გარეტ ბეილის შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება.

დღეს, 20:22

პსჟ და რეალი სუპერ გაცვლას განიხილავენ

"პსჟ"-მ და "რეალმა" შესაძლოა ხმაურიანი ბარტერი შემოგვთავაზონ.

დღეს, 20:16

"ნეიმარი პარიზში ბედნიერი არ არის", - აგენტმა ცეცხლზე ნავთი დაასხა

"პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის აგენტი საჯაროდ ალაპარაკდა.

დღეს, 19:37

საქმეში რეალიც ჩაერთო - რა ბედი ელის ძანიოლოს?

"რეალი" "რომას" ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოთი ინტერესდება.

დღეს, 19:33

როუზისთვის ბრძოლაში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დენი როუზი "ტოტენჰემს" დატოვებს.

დღეს, 19:28

გრიზმანმა ბარსელონას ფეხბურთელების დახვედრაზე ისაუბრა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ახალ თანაგუნდელებზე ისაუბრა.

დღეს, 19:22

რას ფიქრობს ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან დაკავშირებით?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 19:17

ანდრე სილვას ახალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

"მილანის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ანდრე სილვას ყიდის.

დღეს, 18:33

დე იონგმა დაასახელა თანაგუნდელი, რომელიც ძალიან ეხმარება

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:29

ემერი ოთხი ახალი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი ტრანსფერებზე ალაპარაკდა.

დღეს, 18:23

5 გოლი, კეინის შედევრი - ტოტენჰემმა იუვენტუსს მოუგო [VIDEO]

"იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 18:12

კეინმა იუვენტუსს მოედნის ცენტრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

ახლახანს დასრულდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის.

დღეს, 18:05

ფეხბურთელი, რომელიც ზაას ტრანსფერის შემთხვევაში არსენალიდან წავა

მოგეხსენებათ, "არსენალი" "კრისტალ პალასის" ლიდერის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 17:32

99%-ით გადაწყდა: მილანი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

უახლოეს პერიოდში "მილანი" საკმაოდ საინტერესო ტრანსფერს დაადასტურებს.

დღეს, 17:27

მორიგი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სარის იუვენტუსში სურს

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.

დღეს, 17:20

დრაქსლერი: "ნეიმარზე არსებული ჭორები არ მაწუხებს"

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი ნეიმარის შესაძლო წასვლას ეხმაურება.

დღეს, 17:16

საკი: "იკარდის დამატება იუვენტუსს ბევრ სირთულეს შეუქმნის"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, არიგო საკი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 17:11

მომავალ კვირაში პსჟ მორიგ ტრანსფერს დაადასტურებს

"პარი სენ ჟერმენი" მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს.

დღეს, 16:30

"წასვლა?", - აგენტმა მარკინიოსის მომავალს ნათელი მოჰფინა

"პსჟ"-ს მცველის, მარკინიოსის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 16:25

დე ხეა რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს, დეტალები ცნობილია

"იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.

დღეს, 16:18

ფეკირისთვის ბრძოლაში ტოპ კლუბი ჩაერთო - სად გადავა ფრანგი?

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ნაბილ ფეკირი "ლიონს" დატოვებს.

დღეს, 16:14

ბონუჩი დე ლიგტის იუვენტუსში ტრანსფერს ეხმაურება

"იუვენტუსის" მცველი, ლეონარდო ბონუჩი დე ლიგტის ტრანსფერზე საუბრობს.

დღეს, 16:09

პრესკონფერენციის შემდეგ კლოპი ჟურნალისტს ჩაეხუტა [VIDEO]

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ბორუსიასთან“ ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ, ჟურნალისტს სურვილი აუსრულა.

დღეს, 15:33

პიანიჩი: "ჩემი ამოცანაა - ერთ შეხვედრაში ბურთს 150-ჯერ შევეხო"

„იუვენტუსის“ ბოსნიელი ნახევარმცველის თქმით, ის ახალ სეზონს მოუთმენლად ელის.

დღეს, 15:25

დე ლიგტი: "პრესაში ბევრი სისულელე წავიკითხე, მაგრამ ერთი უბრალოდ ბოდვა იყო"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა, მატეის დე ლიგტმა, კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას, თითქოს მან „პსჟ“ ფინანსური საკითხის გამო გაისტუმრა უარით.

დღეს, 15:21

რა გახდა ნეიმარსა და ლეონარდოს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი?

ნეიმარს თანამემამულესთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

დღეს, 15:17

ვალდერამას ვეღარ იცნობ - ყოფილმა ფეხბურთელმა თმა გაისწორა [ფოტო]

ახლა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი შესაძლოა ვერც იცნოთ.

დღეს, 15:13

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10