Goal.Ge

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა


თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

თბილისის "დინამო": ქართული ფეხბურთის ფლანგმანი და საბჭოთა კავშირის გუნდი-ლეგენდა. კლუბი 1925 წელს დაარსდა, რომლის შემადგენლობაში მალევე გაჩნდა პირველი დიდი ვარსკვლავი: ბორის პაიჭაძე. მისი ისტორია ერთდროულად დიდებულია და ტრაგიკულიც.

235 შეხვედრა, 140 გოლი - ქართველი 36 წლამდე იტანდა, რაც იმ დროს პრაქტიკულად წარმოუდგენელი მიღწევა იყო. არსებობდა მეორე მხარეც - რამდენიმე ვერსიის თანახმად, პაიჭაძე "ლურჯ-თეთრებში" ლავრენტი ბერიას მითითებით მოხვდა, მაშინ, როდესაც ბორისის მამა დაპატიმრებული იყო.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

ფეხბურთელი კომისართან აუდიენციას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, მაგრამ მათი შეხვედრა მხოლოდ 1942 წელს შედგა. პაიჭაძის მამა იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. ბორისი მშობლიური გუნდის ჩემპიონობას მოთამაშის რანგში ვერ მოესწრო, რადგან "დედაქალაქელთა" პირველი ტრიუმფი 1964 წელს შედგა.

ეს უკვე სულ სხვა "დინამო" იყო - ევროპის ჩემპიონები და ოქროს ბურთის ნომინანტები: მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. მათ გარდა - მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი, ილია დათუნაშვილი, ვლადიმერ ბარქაია და ა.შ. თბილისელთა შემდეგი გაელვება 70-იანების დასაწყისში მოხდა, რომელმაც 10 წელზე მეტხანს გასტანა.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

ყველამ კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენდა "ლურჯ-თეთრთა" იმდროინდელი კოლექტივი. გენიალური შემსრულებლებით დაკომპლექტებული შემადგენლობა - დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმირ გუცაევი, ვიტალი დარასელია და ბევრი სხვა.

70-იანების დაწყებასთან ერთად, ქართველებმა ევრო-ტურნირებზე შეაბიჯეს. სხვადასხვა დროს დამარცხებული იქნა "ლივერპული", "ინტერი", "ნაპოლი", "ვესტ ჰემი", "ფეიენორდი", "კარდიფი" და კიდევ ბევრი სხვა.

დინამო-ლივერპული 3:0



"დედაქალაქელებმა" თავის ოქროს პერიოდში ოთხი ტიტული მოიპოვეს - საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, ორი სსრკ-ს თასი და რა თქმა უნდა, თასების მფლობელთა თასი. "დინამო", რომელიც ევროპაში ფურორს ახდენდა, ამ ყველაფერს ლეგენდარული ნოდარ ახალკაცის თავკაცობით აკეთებდა.

თბილისელებს "ლივერპულის" წინააღმდეგ ევროპის სუპერთასის შეხვედრაც უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ აღნიშნული მატჩი არაორგანიზებულობის გამო ჩაიშალა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო, მხარეები თამაშის გამართვის თარიღზე ვერ შეთანხმდნენ.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

"ლურჯ-თეთრები" ევროპული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველების წარმატებები წარსულში დარჩა. დაღმასვლა 80-იანების შუა პერიოდიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

თავდაპირველად, "დედაქალაქელებში" ვერ მოხერხდა ვარსკვლავური თაობის წარმომადგენლების ღირსეულად ჩანაცვლება. "დინამომ" პოზიციები დათმო, როგორც საბჭოეთში, ისე ევროპაშიც. სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი საქართველოში ქაოსმა დაისადგურა.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

სამოქალაქო ომი, კრიმინალი, კორუფცია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისურ გუნდში ნიჭიერი იუნიორების ახალმა ტალღამ იფეთქა, ფეხბურთისთვის არავის ეცალა. ძმები არველაძეები, ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი და დანარჩენები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ, მაგრამ მათ ელემენტარული პირობებიც არ ჰქონდათ.

90-იანებში გამოსარჩევია ჩაწყობილ მატჩად გამოცხადებული "ლინფილდის" დამარცხება და დასანანი გამოვარდნა ბილბაოს "ატლეტიკთან". ბასკებმა მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გვაჯობეს, რის შედეგადაც, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდნენ ისინი და არა ჩვენ.

დინამო-ბილბაო 2:1



21-ე საუკუნის დაწყებასთან ერთად, "ლურჯ-თეთრებში" უფრო ღრმა კრიზისმა დაისადგურა. 2000 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში, გამარჯვებული გახდა არა "დინამო", არამედ სხვა გუნდი: ქუთაისის "ტორპედო".

თბილისელები საქართველოს მასშტაბებითაც კი შესუსტდნენ. მდგომარეობა რამდენიმე წელიწადში გამოსწორდა, როდესაც "ლურჯ-თეთრები" ივო შუშაკმა ჩაიაბარა. ხორვატმა "დედაქალაქელები" უეფას თასზე გაიყვანა, თუმცა უშუალოდ ტურნირზე "დინამოს" მწვრთნელი უკვე გია გეგუჩაძე იყო.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

ჩვენი მოწინააღმდეგეები იყვნენ - "ნიუკასლი", "სპორტინგი", "სოშო" და "პანიონისი". მიუხედავად იმისა, რომ თბილისური გუნდი 4-დან 4 შეხვედრაში დამარცხდა, "ლურჯ-თეთრები" დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ერთადერთები არიან ევროსარბიელის საგზურით.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს უნიკალური მიღწევაა. რაც დრო გადიოდა, "დედაქალაქელთა" მდგომარეობა მით უფრო მძიმდებოდა. დღეს, "დინამო" ქართული ფეხბურთის ლიდერი მხოლოდ სახელისა და ძველი მიღწევების გამო არის.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

სინამდვილეში კი თბილისური გუნდი ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივია, "ტორპედოს", "საბურთალოსა" და კიდევ რამდენიმე კლუბთან ერთად. თავად განსაჯეთ: საბჭოეთში "ლურჯები-თეთრები" ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყვნენ.

90-იანებში კი დამოუკიდებელი საქართველო "დინამოს" გარდა, სხვა ჩემპიონს არ იცნობდა (1990-1999). 21-ე საუკუნეში თბილისელებმა ტიტული ხელიდან 14-ჯერ გაუშვეს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი გუნდები გაძლიერდნენ.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

არა, პროგრესი ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, უფრო "ლურჯ-თეთრები" დაქვეითდნენ დანარჩენების დონემდე, ვიდრე პირიქით. ფაქტია, რომ "დინამო" ჯერ კიდევ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროპაში ითამაშა.

თბილისის დინამო: დაცემის ისტორია - ქრონოლოგია და ბურუსით მოცული პერსპექტივა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10