Goal.Ge

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს


12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ზაფხულში არაერთი ტოპ-ფეხბურთელი შესაძლოა სხვა გუნდში სრულიად უფასოდ გადავიდეს.

ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის მიხედვით არის მითითებული.

გარი კეჰილი ("ჩელსი", 33 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

"ჩელსიში" მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, კეჰილმა ძირითადში ადგილი საბოლოოდ დაკარგა. მისი დარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება.

სტატისტიკა ამ სეზონში: 7 მატჩი

წასვლის ალბათობა: 99%

შესაძლო ვარიანტები: პრემიერ ლიგის და სერია ა-ს საშუალო დონის გუნდები, "მონაკო", ჩემპიონშიპის ლიდერები

სატრანსფერო ღირებულება: 10 მილიონი ევრო

ვენსან კომპანი ("მანჩესტერ სიტი", 33 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ხშირი ტრავმების გამო, მისი წასვლის შესაძლებლობა პეპ გვარდიოლამაც არ გამორიცხა. თუმცა, თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ "სიტიში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 21 მატჩი, 1 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 5%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ სიტი"

სატრანსფერო ღირებულება: 10 მილიონი ევრო

ჯეიმს მილნერი ("ლივერპული", 33 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ინგლისელი მეორე ახალგაზრდობას განიცდის და "ლივერპულის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უცნაურია, თუ რატომ წელავენ მერსისაიდელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. დიდი ალბათობით, ის გუნდში მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩება.

სტატისტიკა ამ სეზონში: 39 მატჩი, 6 გოლი, 7 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 5%

შესაძლო ვარიანტები: "ლივერპული"

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

ოლივიე ჟირუ ("ჩელსი", 32 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

"ჩელსის" გმირი ევროთასებზე (ერთადერთი ფეხბურთელი ლეო მესის გარდა, ვინც ამ სეზონში ევროტურნირებზე 10 გოლი გაიტანა), რომელსაც სათამაშო დრო არ ჰყოფნის. მიუხედავად კარგი შედეგიანობისა, მაურიციო სარი მას მუდმივ სასტარტო შემადგენლობის წევრად მაინც არ მოიაზრებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 39 მატჩი, 12 გოლი, 8 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 60%

შესაძლო ვარიანტები: "ჩელსი", ლიგა 1-ს გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

დიეგო გოდინი ("ატლეტიკო", 33 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ბევრი ევროპული გამოცემის ცნობით, მისი ტრანსფერი "ინტერში" უკვე თითქმის 100%-ით შეთანხმებულია. ურუგვაელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 34 მატჩი, 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 90%

შესაძლო ვარიანტები: "ინტერი"

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ექტორ ერერა ("პორტუ", 29 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

მექსიკელის "პორტუდან" შესაძლო წასვლაზე ყოველ ზაფხულს იწერება. თუმცა, ის "დრაკონების" ღირსებას უკვე ექვსი წელია, საკმაოდ წარმატებით იცავს. სიტუაცია შესაძლოა წელს შეიცვალოს, როდესაც მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.

სტატისტიკა ამ სეზონში: 49 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 80%

შესაძლო ვარიანტები: "რომა", "ინტერი", "მილანი", "ატლეტიკო"

სატრანსფერო ღირებულება: 22 მილიონი ევრო

დანიელ სტარიჯი ("ლივერპული" 29 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა ტრავმებმა ჩააშხამა. ბოლო პერიოდში ის იურგენ კლოპის გეგმებში არ შედის და გერმანელი მის ნაცვლად უფრო ხშირად დივოკ ორიგის ენდობა.

სტატისტიკა ამ სეზონში: 24 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 90%

შესაძლო ვარიანტები: საშუალოზე ძლიერი გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 15 მილიონი ევრო

მარიო ბალოტელი ("მარსელი", 28 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

იტალიელი ფრანგულ ჩემპიონატში წარმატებულად ასპარეზობას აგრძელებს, მაგრამ, რთული სათქმელია, რა მოუნდება მარიოს ამჯერად. თავიდან, მან "ბორდოს" მცველს ცხვირი გაუტეხა და 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, შემდეგ კი, თვის საუკეთესოდ დასახელდა.

სტატისტიკა ამ სეზონში: 21 მატჩი, 7 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 50%

შესაძლო ვარიანტები: რთული სათქმელია, რა მოუვა თავში ბალოტელის

სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო

დავიდ ლუისი ("ჩელსი", 31 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი წევრია, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერა და ვერ თანხმდებიან.

სტატისტიკა ამ სეზონში: 43 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 40%

შესაძლო ვარიანტები: "ჩელსი"

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ხუან მატა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 30 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას იანვარშივე აპირებდა, მაგრამ გუნდი მას 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, ხუანს კი უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე სურდა ხელის მოწერა. საბოლოოდ, მან სხვა გუნდებისგანაც გადაწყვიტა შემოთავაზებების განხილვა და ჯერჯერობით გაუგებარია, თუ რას გადაწყვეტს ესპანელი.

სტატისტიკა ამ სეზონში: 30 მატჩი, 5 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 30%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" ან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სხვა გუნდები

სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო

ანდერ ერერა ("მანჩესტერ იუნაიტედი", 29 წლის)

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

მატას შესაძლო წასვლა - "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის ერთადერთი პრობლემა არ არის. კონტრაქტი უმთავრდება ანდერ ერერასაც, რომელიც ითხოვს ისეთ თანხას, რომლის დაკმაყოფილებაც "ეშმაკებს" არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, "პსჟ" ფეხბურთელს კვირაში 230 მილიონ გირვანქას სთავაზობს.

სტატისტიკა ამ სეზონში: 26 მატჩი, 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 60%

შესაძლო ვარიანტები: "მანჩესტერ იუნაიტედი", "პსჟ"

სატრანსფერო ღირებულება: 28 მილიონი ევრო.

ადრიენ რაბიო ("პსჟ", 24 წლის")

12 ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს

ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და ნამდვილ ტყვედ იქცა - ის ჯერ გუნდიდან მოკვეთეს, შემდეგ კი დუბლებთან ვარჯიში აიძულეს. თითქოს, ფრანგი "ბარსელონაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაიშალა. მისი "პსჟ-დან" წასვლა გადაწყვეტილია.

სტატისტიკა ამ სეზონში: 20 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

წასვლის ალბათობა: 99.9%

შესაძლო ვარიანტები: "ბარსელონა", "რეალი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და კიდევ ბევრი გრანდი

სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დე ბრუინი: "რა უნდა ექნა ლაპორტს? ხელი მოეჭრა და მის გარეშე ეთამაშა?"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, „ტოტენჰემთან“ გაბრიელ ჟესუსის მიერ ბოლო წუთებზე გატანილ გაუქმებულ გოლზე ისაუბრა.

დღეს, 13:54

მანჩესტერ იუნაიტედი მცველს გუნდის დატოვების სანაცვლოდ ფულს სთავაზობს

„წითელ ეშმაკებს“ გუნდიდან მარკოს როხოს გაშვება ძალიან სურთ.

დღეს, 12:49

ტუხელმა დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც პსჟ ნეიმარს შეელევა

„რენთან“ სენსაციურად განცდილი მარცხის შემდეგ, „პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ნეიმარის სიტუაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღეს, 12:39

ოფიციალურად: ბაიერნმა კოუტინიოს იჯარა და სატრანსფერო დეტალები დაადასტურა

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ ბრაზილიელი ნახევარმცველის იჯარით აყვანა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 12:30

გრიზმანი გათავისუფლებულ შვიდნომრიან მაისურს ვერ მოირგებს, მიზეზი ცნობილია

მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს გუნდიდან წასვლისა, ანტუან გრიზმანი ამ სეზონში შვიდნომრიან მაისურს ვერ მოირგებს.

დღეს, 12:24

ატლეტიკოს ქომაგებმა ვანდა მეტროპოლიტანოზე გრიზმანის აბრა გაანადგურეს [ფოტო]

მადრიდის „ატლეტიკოს“ ქომაგები გუნდის ექს-ლიდერს „ბარსელონაში“ გადასვლას ვერ პატიობენ.

დღეს, 12:20

ნაპოლიმ იკარდის დედლაინი დაუწესა

Corriere-ს ცნობით, "ნაპოლიმ" მაურო იკარდის ულტიმატუმი წაუყენა.

დღეს, 11:59

როდის დაბრუნდება მესი?

As-მა ლიონელ მესის ტრავმის თაობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა, კერძოდ:

დღეს, 11:48

ბარსელონა დემბელეს დათმობაზე დაფიქრდა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 11:37

იუვენტუსმა დიბალას ახალი როლი მოუძებნა - არგენტინელი რჩება?!

Gazzetta-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" პაულო დიბალას არ ეშვება.

დღეს, 11:28

სანე უკვე ბაიერნშია? - საინტერესო ფაქტი გერმანელის ოპერაციიდან

როგორც მოგეხსენებათ, ლეროი სანემ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და სეზონი დაასრულა.

დღეს, 11:05

სოლსკიაერი პოგბას წასვლაზე: "ფრანგის გარშემო ყოველთვის ბევრი კითხვაა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე-გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

დღეს, 10:55

არც იუვენტუსი და არც ნაპოლი - იკარდიმ ზღაპრული წინადადება მიიღო

Football Italia-ს ცნობით, მაურო იკარდის მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 10:42

კოუტინიოს ტრანსფერით ლივერპულიც იხეირებს

როგორც მოგეხსენებათ, ფელიპე კოუტინიო "ბარსელონას" ტოვებს.

დღეს, 10:32

სანჩესი ინტერში მიდის, მაგრამ ჩილელის ხელფასის 3/4 ისევ მანჩესტერზე იქნება

ალექსის სანჩესის მილანის "ინტერში" გადასვლა ახალი ამბავი აღარ არის.

დღეს, 10:22

მანჯუკიჩით მისი კიდევ ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა

როგორც მოგეხსენებათ, მარიო მანჯუკიჩის მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერი ჩაიშალა.

დღეს, 10:14

პოჩეტინო: "სატრანსფერო ფანჯრის ნაადრევად დახურვა უდიდესი შეცდომაა"

"ტოტენჰემის" არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კრიტიკული კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:56

ლამპარდის ანტი-რეკორდი - პირველი მწვრთნელი, 2012 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ლესტერს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:51

მორატას საუკეთესო შედეგი ევროპაში

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ალვარო მორატამ თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

დღეს, 03:47

სიმეონე: "ჟოაო ფელიშმა დაგვანახა, თუ რა შეუძლია"

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:44

ტიაგო სილვა: "ნეიმარის არ ყოფნა ჩვენს წაგებასთან არაფერ შუაშია"

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "პსჟ" "რენთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 03:35

დანი ალვეში ბრაზილიაშიც დაფრინავს - სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში [VIDEO]

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "სან პაულუ" "ჩეარას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:47

ლამპარდი: "ლესტერთან ფრე უფრო მძიმეა, ვიდრე მანჩესტერთან 4:0 წაგება"

ფრანკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ლონდონის "ჩელსიმ" კვლავ ვერ მოიგო და "ლესტერთან" ფრე ითამაშა.

დღეს, 02:42

დე ბრუინი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

პრემიერ ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:38

ზე რობერტო: "კოუტინიო ბაიერნში ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ლივერპულში იყო"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი კოუტინიო იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

დღეს, 02:35

დავითაშვილი: "რუსულს ვსწავლობ და მალე კითხვებს ამ ენაზე ვუპასუხებ"

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინმა" "არსენალ ტულას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

სენსაცია: პსჟ-მ სეზონის პირველი მარცხი განიცადა [VIDEO]

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "პსჟ" მეორე ტურში "რენს" დაუპირპისპირდა.

დღეს, 02:25

ფელიშის ბრწყინვალე დებიუტი - ატლეტიკომ პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" თანაქალაქელ "ხეტაფეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 02:18

ფელიშის გასაოცარი ეპიზოდი გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

ლა ლიგის მატჩში "ატლეტიკომ" "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ვაკო გვილიამ ლეგიაში მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ლეგიასა" და "ზაგლემბეს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გუშინ, 23:25

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10