Goal.Ge

რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი


რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც რონალდინიოს უთამაშია? რამდენად რთული იყო ბარსელონას დატოვება, მართლა გაიტანა თუ არა ბავშვობაში 23 გოლი - რონალდინიო Facebook-ის მომხმარებლების კითხვებს პასუხობს...

მართლა გაიტანეთ ბავშვობაში 23 გოლი? მეტოქე რამდენად ძლიერი იყო?

კი, 23 გოლი მართლაც გავიტანე, თუმცა ის ბავშვები საშინლად თამაშობდნენ. ისინი ფეხბურთს მხოლოდ გასართობად, ფიზკულტურის გაკვეთილებზე თამაშობდნენ ხოლმე, მე კი უკვე ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი, ამიტომ მგონია, რომ ეს შედეგი არაფერზე მეტყველებს.

ბავშვობაში რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ?

რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი


უჰ, ეგეთი ძალიან ბევრი იყო. ჩემი ძმა ასისი, რიველინო, რომარიო, რონალდო, რივალდო. მარადონაც ძალიან მაგარი იყო. მისი ყურება ძალიან მომწონდა, მატჩამდე რას აკეთებდა იმასაც კი ვუყურებდი. მას ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებული ტექნიკა ჰქონდა. ვცდილობდი, მისი მოძრაობები ფორთოხლით გამემეორებია, თუმცა დედაჩემი მიბრაზდებოდა, საკვებს ნუ აფუჭებო (იცინის).

რატომ აირჩიეთ სახელი "რონალდინიო?" [რაც ნიშნავს, "პატარა რონალდო"] ეს მას შემდეგ გააკეთეთ, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდით თუ მანამდე?

ჩემამდე სხვა რონალდო იყო ! ჩემი ახლობლები რონალდინიოს არ მეძახიან. როცა ბრაზილიაში ჩემი პირველი კარგი გოლი გავიტანე (1999 წ.) ცნობილმა ბრაზილიელმა კომენტატორმა რონალდინიო გაუჩო მიწოდა, რადგან წარმოშობით რიო გრანდე დო სულიდან ვიყავი, მოედანზე ერთი რონალდო კი უკვე იყო. მოკლედ, ჩახლართული ამბავია.

რომელია საფრანგეთიდან თქვენი საუკეთესო მოგონებები ? გიხარიათ თუ არა პსჟ-ს ახლანდელი წარმატებები და რას ფიქრობთ, შეძლებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას უახლოეს წლებში?

მარსელის წინააღმდეგ ჩატარებული დერბები ყველაზე დასამახსოვრებელია, ველოდრომზე გამართულიც კი. ეს პსჟ-ს მიერ დიდი ხნის შემდეგ პირველად მოგებული დერბი იყო. პსჟ ახლაც მიყვარს, რადგან ევროპაში ჩემი პირველი კლუბი იყო და აქ ორ-ნახევარი შესანიშნავი სეზონი გავატარე. მათ ყველა მატჩს თვალს ვადევნებ. გულწრფელად რომ გითხრათ, 90 წუთის ყურება მეზარება ხოლმე და მხოლოდ გოლებს ვუყურებ.

გაიხსენეთ 2002 წელს ინგლისის წინააღმდეგ გატანილი ჯარიმა. დაინახეთ, რომ დევიდ სიმანი გარეთ იყო გამოსული ?

დავინახე კარის ხაზიდან 5 მეტრით წინ იყო და კარს დავუმიზნე. უნდა ვაღიარო, ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა, თანაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ზოგადად, ინგლისთან ძალიან სახალისო მატჩი იყო, გოლი გავიტანე, ასისტიც გავაკეთე და წითელი ბარათიც მივიღე. ინგლისის დამარცხებამ თავდაჯერება შეგვმატა.



რა გითხრათ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ როცა ინგლისთან მატჩში მოედნიდან გაგაძევეს? არ შეგეშინდათ, რომ ფინალში არ გათამაშებდნენ? ან იმის, რომ ბრაზილია თქვენს გარეშე ფინალამდე ვერ მიაღწევდა...

მან გამამხნევა და მითხრა, რომ კარგი გაკვეთილი მივიღე. ლუისი დიდი ხანია მიცნობს, ჯერ კიდევ გრემიოში ყოფნის პერიოდიდან და ჩემთვის მამასავით არის. გუნდში ადგილის დაკარგვაზე არასდროს მინერვიულია, უბრალოდ მინდოდა რომ ჩემს შემცვლელს [ედილსონი] თურქეთის წინააღმდეგ 1/2 ფინალში ჰეთ-თრიქი არ შეესრულებინა ! როგორც ვთქვი, ინგლისთან მოგების შემდეგ ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით და ვიცოდით, რომ ფინალში გავიდოდით.

გავიხსენოთ Nike-ს რეკლამა, სადაც თქვენ ბურთს ამუშავებთ, შემდეგ კი ზედიზედ რამდენჯერმე ურტყამთ ხარიხას, ეს ვიდეო ნამდვილია თუ დამონტაჟებული?

რა თქმა უნდა, ნამდვილია. ამას ყოველ კვირაში ვაკეთებ სახლში.



როგორ აღნიშნეთ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ? რობერტო კარლოსი და რონალდო ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილი საგიჟეთი იყო...

რონალდინიოს ვრცელი ინტერვიუ: 23 გოლი, Nike-ს რეკლამა და ლიონელ მესი


უჰ, ნამდვილად. რამდენიმე დღე არ მეძინა. ჯერ თვითმფრინავში ვზეიმობდით, შემდეგ ბრაზილიაში, რიოში, ბოლოს კი ჩვენ-ჩვენს მშობლიურ ქალაქებში. სახლში რონალდოს მამასთან ერთად დავბრუნდი, გზაში ბევრი "ფორთოხლის წვენი" დავლიეთ, მაგრამ ახლა რომ მსოფლიო ჩემპიონატი მომეგო, ალბათ, ორჯერ უფრო მძაფრად აღვნიშნავდი.

2003-ში მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსები მართლა არსებობდა? 2011-ში ბლექბერნში გადასვლის ჭორები?

იუნაიტედში ცალი ფეხით უკვე გადასული ვიყავი. ტრანსფერის დასრულებამდე 48 საათიღა იყო დარჩენილი, მაგრამ ტელეფონზე სანდრო როსელიმ დამირეკა და მითხრა: თუ ბარსელონას პრეზიდენტი გავხდები, წამოხვალ? ვუპასუხე კი-მეთქი. იუნაიტედთან ბოლო დეტალებს ვათანხმებდი, როცა როსელიმ დამირეკა და მითხრა არჩევნები მოვიგეო, რა მექნა, მისთვის სიტყვა მქონდა მიცემული.

ინგლისელებს ვუთხარი, რომ ბარსელონა ავირჩიე. ახლა ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, ბრაზილიელებს ძალიან გვიყვარს ბარსა. ბარსელონა ძალიან მენატრება, იქ ხუთი ფანტასტიკური სეზონი გავატარე. რაც შეეხება ბლექბერნს, მათ ვესაუბრე, თუმცა ამ დროს ბრაზილიაში დაბრუნება მსურდა.

როგორც წესი, სანტიაგო ბერნაბეუზე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს არ სწყალობენ ხოლმე, თქვენს შემთხვევაში ასე არ იყო. როგორ გაიხსენებდით 2005 წლის ამ ღამეს?


ამით ძალიან ვამაყობ. როცა ეს ყველაფერი მოხდა, იმ მომენტში ვერაფერი გავიაზრე, - გოლი გავიტანე და აღვნიშნე. როგორც მე ვიცი, მადრიდელმა გულშემატკივარმა აპლოდისმენტებით მარადონაც დააჯილდოვა. ამაზე მარადონასთანაც მისაუბრია, ეს საშვილიშვილო მოგონებაა.

ბარსელონას დატოვება არ გაგიჭირდათ? მართალია, როცა ამბობენ, რომ მაშინ ჯერ კიდევ პატარა ლეო მესიზე ცუდი ზეგავლენა გქონდათ?


არა, არ გამჭირვებია, რადგან უკვე ჩემი წასვლის დრო იყო. მინდოდა ფრანკ რაიკაარდს გავყოლოდი. სხვა შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ მილანში თამაში მინდოდა. რაც შეეხება მესის, ეს სისულელეა. რასაც წაიკითხავ, ყველაფერი არ უნდა დაიჯერო. ყოველთვის ვცდილობდი მესისთვის ბევრი მესწავლებინა, ისევე როგორც რონალდომ მასწავლა უამრავი რამ. მესი ყოველთვის მორცხვი იყო, თუმცა ფანტასტიკურად თამაშობდა. ერთი და იგივე ქუჩაზე ვცხოვრობდით და მის ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. ჯერ კიდევ მაშინაც კი ვიცოდი, რომ ჩემზე ბევრად მაგარი ფეხბურთელი იყო.

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

უდავოდ, პაოლო მალდინი. შეუძლებელია არ აღნიშნო რაოდენ საოცარი ფეხბურთელია მალდინი.

თქვენ მილანში იყავით, როცა კლუბს დიდი ჩავარდნა დაეწყო, რა იყო ამის მიზეზი? უბრალოდ ის, რომ წამყვანი მოთამაშეები დაბერდნენ?

ეს ჩვეულებრივი პროცესია, კლუბში თაობების ცვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მილანი კვლავ აღზევდება. კლუბში შესანიშნავი გარემოა.

მილანი იმ დროს დატოვეთ, როცა სერია ა-ში ყველაზე ბევრი ასისტი გქონდათ. რატომ წახვედით? მეტი სათამაშო დრო გინდოდათ?

ბრაზილიაში დაბრუნება და რიოში ცხოვრება მინდოდა. პენსიაზე გასასვლელად არ დავბრუნებულვარ - ზეგავლენის მოხდენა მინდოდა, ფლამენგოს კი შესანიშნავი გეგმები ჰქონდა, ამიტომაც არ წავედი ჩემი ბავშვობის კლუბ გრემიოში.

რონი, წარმოიდგინე რომ შენი სახლი იწვის და მხოლოდ ერთი მედლის გადარჩენა შეგიძლია, რომელ მათგანს გადაარჩენდი, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, 2006 წლის ჩემპიონთა ლიგას თუ 2013-ის კოპა ლიბერტადორესს?

ღმერთმა დამიფაროს ! ნუ, რა თქმა უნდა, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც გამორჩეულია, მაგრამ გააჩნია, რომელი მედალი იქნებოდა კართან ან ფანჯარასთან უფრო ახლოს...

როგორ ფიქრობთ, 2010 წლის მუნდიალზე თქვენი ადგილი იყო? დაგწყდათ თუ არა გული?

ვფიქრობ, 2010-ში შანსს ვიმსახურებდი, მშვენიერ ფორმაში ვიყავი და თამაში ნამდვილად შემეძლო, თუმცა დუნგა ასე არ ფიქრობდა. ცუდია, რომ ამ მუნდიალის გამოტოვება მომიწია...

ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2014 წლის FourFourTwo-ს ჟურნალში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10