Goal.Ge

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ


მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

ინგლისის პრემიერ ლიგაში დაძაბული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება და დღეს უმნიშვნელოვანესი მანჩესტერული დერბი გაიმართება.

ოთხეულისთვის მებრძოლი "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე მიიღებს "სიტის", რომელიც ჩემპიონატის პოტენციური ლიდერია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ პეპ გვარდიოლას გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" სამ ქულას აიღებს.

მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი

მანჩესტერ იუნაიტედი

ისტორიული და მძლავრი სტარტის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის ახლა ის პერიოდი დადგა, როდესაც მის გუნდს ჩავარდნა აქვს და საჭიროა რეაქცია. ნორვეგიელი სპეციალისტისთვის სეზონის ბოლო თამაშები რეალური გამოცდა იქნება. ბოლო 8 თამაშიდან "იუნაიტედმა" 6 წააგო, აქედან 3 პრემიერ ლიგაში და ოთხეულს 3 ქულით ჩამორჩება. დღეს გამარჯვების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" ლონდონის "ჩელსის" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდებიან, მაგრამ იქვეა "არსენალი", რომელიც ორი ქულით წინაა.

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

მანჩესტერელები წინა ტურში შერცხვნენ და გასვლაზე "ევერტონთან" 0:4 ძალიან სუსტი თამაშის ფონზე განადგურდნენ. ამ მომენტისთვის "იუნაიეტდი" მე-6 პოზიციას იკავებს და არის რისკი, რომ დღეს მარცხის შემთხვევაში მე-4 ადგილზე გადასულ "არენალს" 5 ქულით ჩამორჩეს, რაც უკვე საბედისწერო განაჩენი იქნება. ასე, რომ მანკუნიანელებს სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვთ - დერბის მოგება და ოთხეულისთვის უშეღავათო ბრძოლის გაგრძელება.

მანჩესტერ სიტი

პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და მეოთხედფინალურ ეტაპზე "სიტის" კვლავ ინგლისურმა კლუბმა შეუშალა ხელი, მაგრამ "ქალაქელები" ეროვნულ ჩემპიონატში ფენომენალურად გამოიყურებიან. "სიტის" პრემიერ ლიგაში 10 მატჩიანი გამარჯვებათა სერია აქვს, მაგრამ "ლივერპულს" ჯერ კიდევ ორი ქულით ჩამორჩება. თუმცა "სიტის" დღევანდელი დერბი აქვს რეზერვში და გამარჯვების შემთხვევაში მერსესაიდულ გრანდს თამაშების რაოდენობით გაუთანაბრდება, ხოლო ქულებით - გადაასწრებს.

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

გასულ უქმეებზე "სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემი" მიიღო და მინი-რევანში აიღო. მანჩესტერელებმა საკუთარ მოედანზე ფილ ფოდენის გოლით იმარჯვეს და პირველი რთული მატჩი მოიგეს. ახლა კი გვარდიოლას გუნდს დარჩენილი 4 შეხვედრიდან ყველაზე რთული ელოდება - გასვლა მოსისხლე მტერთან, რომელსაც ქულები სჭირდება.

დე ბრუინის გარეშე

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

"სიტი" "ოლდ ტრაფორდზე" გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის, გარეშე ჩადის. ბელგიელმა "ტოტენჰემთან" პრემიერ ლიგის შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო და გვარდიოლამ დაადასტურა, რომ კევინი დერბის გამოტოვებს.

"იუნაიტედს" კი უბრუნდება ლუკ შოუ, რომელმაც ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. "ევერტონის" წინააღმდეგ დაშავდა ფილ ჯონსი, სამაგიეროდ ერიკ ბაილი, ანტონიო ვალენსია და ანდერ ერერა ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი; სანჩესი, რეშფორდი.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი; ბერნარდუ სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე.

ორ ცეცხლს შუა მყოფი მანჩესტერ იუნაიტედი

დღევანდელი მანჩესტერული დერბი ინტრიგებითა და საინტერესო ფაქტებითაა აღსავსე. "წითელი ეშმაკები" ახლა ყველაზე უცნაურ და ცუდ სიტუაციაში არიან - ამ მატჩის შედეგმა საჩემპიონო ბრძოლაზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს. ერთ მხარეს არის ისტორიული მოწინააღმდეგე, რომელიც მანჩესტერულ გრანდს ინგლისის საუკეთესო კლუბის წოდებაში ეჯიბრება - "ლივერპული", რომელსაც პრემიერ ლიგა არასოდეს მოუგია და ეს "იუნაიტედის" ქომაგებისთვის საკმაოდ სერიოზული არგუმენტია.

თუმცა მეორე მხარეს არის "სიტი", რომელიც ბოლო წლებში "იუნაიტედს" ქალაქის საუკეთესო გუნდის სტატუსს ართმევს. ცხადია "ლივერპულთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება გაცილებით ცხელი და დიდი ისტორისაა, მაგრამ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი ნამდვილად ორ ცეცხლს შუა იმყოფება - მათ საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ორი მოსისხლე მტერიდან ერთ-ერთს უნდა წაუკრან ხელი.

რა მოხდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" დასჭირდა დახმარება მტრის ბანაკიდან?

მანჩესტერული დერბი: წითელი ეშმაკები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ

სტივენ ჯერარდის შეცდომა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ "ენფილდზე" ყველასათვის 2014 წლის საბედისწერო ფეხის დაცდენასთან და დემბა ბას გოლთან ასოცირდება, მაგრამ "წითლების" ლეგენდარულმა კაპიტანმა "ლურჯებს" გოლი უფრო ადრეც აჩუქა - 2010 წელს...სწორედ ეს შეცდომა და ისტორია იმალება დღევანდელი დერბის უკანაც. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ 9 წლის წინ, 2010 წლის გაზაფხულზე, საჩემპიონო რბოლაში მანჩესტერულ გრანდს დასჭირდა "ლივერპულის" დახმარება.

37-ე ტურის წინ პრემიერ ლიგას ლონდონის "ჩელსი" ლიდერობდა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდა. "ლივერპულმა" შინ კარლო ანჩელოტის გუნდი მიიღო და 0:2 დამარცხდა. პირველი გოლის დროს კი სტივენ ჯერარდმა კურიოზული შეცდომა დაუშვა და დიდიე დროგბას პირდაპირი გაგებით საგოლე პასი გაუკეთა. ასე, რომ ახლა "იუნაიტედს" შეუძლია შური იძიოს და "ლივერპული" საჩემპიონო ბრძოლაში მიატოვოს.

ლივერპული 0:2 ჩელსი - 2010 წლის 2 მაისი



თუმცა არის ერთი განსხვავებაც - მაშინ "ლივერპული" სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებდა და არანაირი მოტივაცია არ ჰქონია, ხოლო "იუნაიტედს" თავის თავზე აქვს საზრუნავი და ოთხეულში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის.

ფაქტები და სტატისტიკა

ეს ინგლისის ეროვნულ ჩემპიონატში საიუბილეო 160-ე მანჩესტერული დერბი იქნება: "იუნაიტედს" 62 მოგება აქვს, "სიტის" - 46, ხოლო 51 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ სიტის" პრემიერ ლიგის ეგიდით ბოლო 7 ვიზიტიდან "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი მარცხი აქვს (5 მოგება, 1 ფრე) - პეპ გვარდიოლამ "იუნაიტედი" სტუმრად ორჯერ (ორივეჯერ 2:1) დაამარცხა.

პრემიერ ლიგის ისტორიაში მანჩესტერული დერბი უქმეების გარდა სხვა დღეს აქამდე მხოლოდ ექვსჯერ გაიმართა. "იუნაიტედმა" 1994 წელს პირველი დერბი მოიგო (5:0), მაგრამ შემდეგ ხუთ მატჩში "სიტი" დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე).

პრემიერ ლიგის ისტორიაში "ოლდ ტრაფორდზე" ყველაზე მეტი თამაში "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" (6-6) აქვთ მოგებული.

ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს პრემიერ ლიგაში შინ 14 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 9 მოგება, 5 ფრე.

"მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 155 გოლი გაიტანა - ინგლისური კლუბისთვის რეკორდი 156 ბურთია, რომელიც "სიტიმ" 2013/14 წლების სეზონში დაამყარა.

პრემიერ ლიგის ისტორიაში "ოლდ ტრაფორდზე" პირველი სამი მატჩი "სიტის" არცერთ მწვრთნელს არ მოუგია. პეპ გვარდიოლამ პირველი ორი მოიგო, რაც სემ ელერდაისსა და რონალდ კუმანსაც აქვთ გაკეთებული.

პრემიერ ლიგის ეგიდით მანჩესტერულ დერბიში სერხიო აგუეროზე მეტი გოლი (8, უეინ რუნისთან ერთად) არცერთ მოთამაშეს არ აქვს გატანილი. პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" კარი უფრო მეტჯერ მხოლოდ ლეგენდარულ ალან შირერს (10) აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუმ საზოგადოებას ამაზონის ტყეზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა საზოგადოებას ამაზონის ტყის ხანძარზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

დღეს, 13:39

ფიორენტინამ რიბერი ბრწყინვალედ წარადგინა - ფრანგის ნომერიც ცნობილია [VIDEO]

როგორც იცით, ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

დღეს, 13:32

ოფიციალურად: ნაპოლიმ თავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი დაადასტურა

„პსვ-ს“ მექსიკელი თავდამსხმელი, ირვინ ლოსანო, ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა.

დღეს, 13:25

უნაი ემერიმ ორ ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლის აუცილებლობაზე ღიად ისაუბრა.

დღეს, 13:22

ბარსელონას ლიდერები პრეზიდენტზე გაბრაზდნენ

„ბარსელონას“ წამყვანი ფეხბურთელები ხელმძღვანელობით ქმედებებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 13:18

რივალდო: "დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რონალდუსა და ნეიმარს ერთად"

"ბარსელონას" ლეგენდამ რივალდომ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:33

პიანიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

Corriere-ს ცნობით, მირალემ პიანიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 10:22

იუვენტუსმა ტრანსფერზე 5 ფეხბურთელი დააყენა

Gazzetta-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობა უახლოეს მომავალში შემცირდება.

დღეს, 10:10

რეალის რადარზე 4 მეკარეა

როგორც მოგეხსენებათ, კეილორ ნავასმა მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა.

დღეს, 09:58

კოვაჩი: "კოუტინიოს დებიუტზე საუბარი ჯერ ადრეა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფელიპე კოუტინიოზე ისაუბრა:

დღეს, 09:49

ლუკაკუ: "ჩელსიში ვბრუნდებოდი, შემდეგ კი მოურინიომ დამირეკა"

მილანის "ინტერის" ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი გაიხსენა.

დღეს, 09:37

რონალდუ: "რა შემთხვევაში წავალ ნაკრებიდან?"

პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის ეროვნულ გუნდზე ისაუბრა:

დღეს, 09:25

კომპანიმ ანდერლეხტის მოთამაშე-მწვრთნელობაზე უარი თქვა

BT Sport-ის ცნობით, ვენსან კომპანიმ "ანდერლეხტის" მოთამაშე მწვრთნელობაზე უარი თქვა.

დღეს, 09:17

სანჩოს მომავალი გაირკვა

The Sun-ის ცნობით, ჯეიდონ სანჩოს მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 09:07

ვის შეხვდება ბასილაშვილი დიდი სლემის პირველ რაუნდში?

რამდენიმე დღეში სტარტს ამერიკის ღია პირველობა აიღებს, სადაც ქართველი ჩოგბურთელიც იასპარეზებს.

დღეს, 05:54

გვილიას ფრე ჯერარდის გუნდთან

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "ლეგია' და "რეინჯერსი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 05:51

აბურჯანია ჰოლანდიის ჩემპიონატის გამორჩეულ ლეგიონერებს შორის

ჰოლანდიური პრესა გვთავაზობს იმ გამორჩეულ ლეგიონერებს, რომლებიც გუნდებმა ამ ზაფხულს დაიმატეს.

დღეს, 05:47

ნაინგოლანი: "რომაში დარჩენა შემეძლო..."

"რომას" ყოფილი ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 05:44

კეილორ ნავასის ახალი კლუბი უკვე ცნობილია?

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კეილორ ნავასი მადრიდის "რეალს" მიმდინარე ზაფხულს დატოვებს.

დღეს, 05:37

ჩემბერლენი: "ჩემპიონთა ლიგა? - ეს საკმარისი არ არის"

"ლივერპულის" ინგლისელმა ფეხბურთელმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 05:25

რიბერი: "იტალიაში იმიტომ არ მოვედი, რომ რონალდუს შევეჯიბრო"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ფრენკ რიბერი "ფიორენტინაში" ითამაშებს.

დღეს, 05:21

სილვამ ერთმანეთს კინი და ლუკაკუ შეადარა

"ევერტონის" მწვრთნელმა მარკოს კინმა ერთმანეთს რომელუ ლუკაკუ და მოისე კინი შეადარა.

დღეს, 05:18

ოფიციალურად: ლივერპულის ფეხბურთელმა გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დღეს "ლივერპულის" ფეხბურთელმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

დღეს, 05:15

ტოტენჰემმა ფეხბურთელი თურქეთში გაუშვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ტოტენჰემმა" ფეხბურთელი თურქეთში გაუშვა.

დღეს, 03:00

ეროვნული ლიგა - 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:30

რეალს 70-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელება შესთავაზეს - AS

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS საკმაოდ საინტერესო და ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 23:45

რეალის წარმომადგენლები პარიზში არიან - რა ბედი ელის ნეიმარს?

"რეალის" წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია პარიზში არიან, თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად.

გუშინ, 23:35

მანჩესტერის ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან, მიზეზი ცნობილია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან, იუწყება ბრიტანული გამოცემაThe Sun.

გუშინ, 23:20

რაკიტიჩის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა - MARCA

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 23:15

ნეიმარმა ბარსელონას მოთხოვნა წაუყენა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.es საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 23:07

ყველა სიახლე