Goal.Ge

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე


სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი "მანჩესტერ სიტი" მეზობელ "იუნაიტედს" მარტივად გაუმკლავდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა "წითელი ეშმაკების" განწყობას, "ქალაქელები" თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებდნენ.

პრესაში იწერება თითქოს "მანიუ" "ლივერპულის" შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს. "მანკუნიანელები" "ლურჯებს" ჩემპიონობისთვის მორიგ სამ ქულასაც მისცემდნენ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, დღევანდელი "ემიუ" პირველი ადგილისთვის ბრძოლაში გარდატეხას ვერ შეიტანდა.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

"წითლები", ისევე როგორც ხოსეპ გვარდიოლას გუნდი სხვა განზომილებაში იმყოფებიან, ულე-გუნარ სოლსკიაერის კოლექტივი კი სადღაც ქვევით. მანჩესტერული დერბის წინ, კლოპმა და ვან დეიკმა "იუნაიტედს" ურჩიეს, რომ "ეშმაკებს" პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მიეხედათ.

"მერსისაიდელები" და "ქალაქელები" თვითონ გაარკვევენ პრემიერ ლიგის გამარჯვებულის ვინაობას, "მანიუმ" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე უნდა იზრუნოს. "ჩელსისა" და "არსენალის" უნიათობა რომ არა, "მანკუნიანელებისთვის" ზღაპარი უკვე დასრულებული იქნებოდა.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ზოგადად, "მან სიტისთან" წაგებაში საგანგაშო არაფერია, ცალკე საკითხია ის, რომ "ემიუ" 10 მარტის შემდეგ, მეშვიდედ დამარცხდა. სოლსკიაერის ეფექტი აღარ მოქმედებს, ნორვეგიელს თავიდან ფერგიუსონს ადარებდნენ, მაგრამ ბოლო მატჩების გათვალისწინებით, ულე მოიესი უფროა, ვიდრე ლეგენდარული სერი.

სკანდინავიელის მოსვლით, "ოლდ ტრაფორდზე" თითქოს მზემ გამოანათა. ჟოზე მოურინიოს რეჟიმი დამხობილი იყო, "ოცნებების თეატრში" კი დაბრუნდა მანჩესტერული პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი პიროვნება.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ასე იყო ზამთარში და უნდა ითქვას, რომ "იუნაიტედში" ზეიმის მიზეზი რეალურად არსებობდა. პორტუგალიელი ბოროტმოქმედის ხელში "წითელი ეშმაკები" მე-8 ადგილამდე დაქვეითდნენ, სოლსკიაერმა კი "ემიუს" ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი დაუბრუნა.

თავად განსაჯეთ: 12-მატჩიანი წაუგებელი სერია პრემიერ ლიგაში, ოთხეულში შესვლა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქამბექი, 1/4 ფინალი და ა.შ. ხალხი თვლიდა, რომ "მანკუნიანელებმა" თავისი ზიდანი იპოვეს, რომლის ხელში "მანიუს" ფეხბურთელები საუკეთესო თამაშს აჩვენებდნენ.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ეს ყველაფერი ტკბილი სიზმარივით მორჩა. "მანჩესტერი" არა მხოლოდ კარგავს ქულებს, არამედ ამას სასირცხვილოდ აკეთებს. "ევერტონთან" განადგურება "იუნაიტედის" ისტორიაში შავ ლაქად დიდხანს დარჩება.

"წითელ ეშმაკებს" თუნდაც "ბარსელონასთან" მარცხის გამო არავინ ამტყუნებს, თუმცა როდესაც კატალონიელები შენში პირობით "ლევანტეს" ხედავენ, ეს ცოტა არ იყოს დამამცირებელია. გასაკვირია, მაგრამ "ემიუ" 4-ეულთან ახლოს მაინც არის.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

დიახ, როგორც ჩანს "არსენალი" და "ჩელსი" ბედკრულ "მანკუნიანელებს" სოლიდარობას უცხადებენ. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე დაშორება სულ რაღაც სამ ქულას შეადგენს, იღბალს "მანიუ" ნამდვილად არ მიუტოვებია.

მადლობა სოლსკიაერს "კარდიფის", "ბორნმუთისა" და "ჰადერსფილდის" დამარცხებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ნორვეგიელი ვეღარ იქნება ფერგიუსონი ან "ოლდ ტრაფორდის" ზიდანი, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე სეზონში.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

მოიესთან ასოციაციის წასაშლელად, ულეს სასიცოცხლოდ სჭირდება "მანჩესტერის" ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში "იუნაიტედის" ისტორიაში კიდევ ერთი ფეილი გაჩნდება: ნაადრევად მიღებული გადაწყვეტილება ანუ კონტრაქტის გაფორმება მწვრთნელთან, რომელიც მზად არ აღმოჩნდა.

საინტერესოა, რა მალე შეიცვალა სკანდინავიელი თავკაცისა და ზოგადად "წითელი ეშმაკების" მდგომარეობა. სეზონის საწყის სტადიაზე "მანიუ" ევროპის მთავარ ლუზერად ითვლებოდა, შემდეგ "მანკუნიანელებმა" ყველა გააოგნეს, ახლა კი "ემიუ" კვლავ დაცინვის ობიექტად იქცა.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ერთი სიტყვით, ყველაფერი ციკლურია, თუმცა "მანჩესტერის" მიმართებაში მოვლენები მეტისმეტად სწრაფად შეიცვალა და თავის საწყის მდგომარეობასაც დაუბრუნდა. მოკლედ, "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე ქაოტური გუნდის წოდება მოიპოვა.

სოლსკიაერის 5-თვიანი მოგზაურობა: უმოკლესი მარშრუტი ფერგიუსონიდან მოიესამდე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10