Goal.Ge

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?


კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

ხუთი წლის წინ, "ლივერპული" რეაქტიული შეტევის ხარჯზე პრემიერ ლიგის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. "წითლების" შემადგენლობაში დაფრინავდნენ სუარესი, სტარიჯი, კოუტინიო და ახალგაზრდა სტერლინგი.

"მერსისაიდელებს" ბალანსი აკლდათ, რადგან სუპერ წინა ხაზის ფონზე, დაცვა სუსტად გამოიყურებოდა. "სკაუზერებმა" 50 ბურთი გაუშვეს. ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში გოლების იგივე რაოდენობა მიიღო და ეს არის "ეშმაკების" ანტი-რეკორდი.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

იმსახურებდა თუ არა "ენფილდი" ზეიმს? ყველას სტივენ ჯერარდის ტრაგიკული მოსრიალება ახსენდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბრენდან როჯერსის გუნდს ჩემპიონობა კონკრეტულად კაპიტნის ფეილის შემდეგ არ დაუკარგავს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, დღევანდელი "ლივერპული" სულ სხვა ქმნილებაა.

იურგენ კლოპის კოლექტივი არის წითელი ურჩხული, პრემიერ ლიგის საუკეთესო დაცვითა და ქულების რეკორდული რაოდენობით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "მერსისაიდელები" ეპლ-ში მსგავსი კონდიციებით ერთადერთები არ არიან.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

"სკაუზერების" კონკურენტი "მან სიტია", რომელიც "ენფილდის" ბინადრებს არაფერში ჩამორჩება. ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველ ადგილზე სწორედ მანჩესტერელები არიან. დიდ ალბათობით, ტრიუმფატორის ვინაობა ბოლო ტურამდე არ გაირკვევა.

კლოპი სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა რეალურად, გერმანელი სპეციალისტი უდიდეს ზეწოლას განიცდის. იურგენი ხვდება, რომ ვიცე-ჩემპიონობის შემთხვევაში, მისი "ლივერპული" ქომაგებს იმედგაცრუებას მოუტანს.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

აღარავის ემახსოვრება სალაჰისა და დანარჩენების შედეგიანობა, "წითლები" გახდებიან გუნდი, რომელმაც ვერ შეძლო. არაა გამორიცხული, რომ "მერსისაიდელებმა" ჩემპიონობა მომავალში იზეიმონ, მაგრამ ეს მიღწევა წლევანდელ წარუმატებლობას ვერ ჩამორეცხავს.

კლოპმა "სკაუზერები" კრიზისულ პერიოდში ჩაიბარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ვერ გადალახვა, ევროპა ლიგის ზონაში დაბრუნება, მარიო ბალოტელის ტრანსფერი და კიდევ ათასი უბედურება.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

გერმანელმა თავკაცმა ნელი ნაბიჯებით "ენფილდი" კვლავ ნისლიანი ალბიონის ფეხბურთის ცენტრად აქცია, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, იურგენის "ლივერპული" კვლავ უტიტულოდ არის. კლოპს უნდა "We Are The Champions"-ის მოსმენა, მაგრამ ამის ნაცვლად სტადიონზე ბანალური You'll Never Walk Alone-ი ჟღერს.

გერმანელი ტაქტიკოსი იმასაც აანალიზებს, რომ ფიასკოს შემთხვევაში, მისი შეგირდები მორალურად გატყდებიან. რთული იქნება მოტივაციური ცეცხლის კიდევ ერთხელ ანთება. იგივე თავად იურგენის მიმართებაშიც ითქმის.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

თებერვალში გარი ნევილმა 51 წლის მწვრთნელს ურჩია ჩემპიონთა ლიგის დავიწყება და მთელი ძალების პრემიერ ლიგაზე გადატანა. კლოპს ინგლისელის სიტყვები სასაცილოდაც არ ეყო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ცხოვრებაში ერთხელ, სიბრძნეს ნევილიც ამბობს.

თავად განსაჯეთ - როგორ გამარტივდებოდა "ლივერპულის" მდგომარეობა მხოლოდ ერთ ტურნირზე ფიქრის შემთხვევაში. ავიღოთ თუნდაც "მან სიტი", მანჩესტერელების გონებაში აღარ არსებობს "ტოტენჰემი", "ბარსა" ან "აიაქსი", მხოლოდ ეპლ-ის დარჩენილი 3 ტური.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

"წითლებმა" კი პრემიერ ლიგაში შესაძლო 9 ქულიდან 9-ვე უნდა მოიპოვონ და პარალელურად, კატალონიური მანქანის განეიტრალებაზეც იზრუნონ. აღსანიშნავია, რომ 3-ვე მატჩის მოგება, ჩემპიონობის გარანტიას არ იძლევა, რადგან "ქალაქელები" ერთი ქულით წინ არიან.

ამ შემთხვევაში კიდევ ერთი სტრესული გარემოება იჩენს თავს - "მერსისაიდელები" "ლურჯების" ფეხის დაცდენის მოლოდინშიც უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ეპლ-ის ოქროზე უფრო პრესტიჟული მიღწევაა, მაგრამ "სკაუზერების" შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

"ენფილდის" პუბლიკისთვის პრემიერ ლიგაში ჩემპიონობა უკვე ღირსების საკითხად იქცა, "ლივერპული" პირველ ადგილზე ხომ 1990 წლის შემდეგ არ გასულა. ამ დროის მანძილზე "წითლებს" მოსისხლე "იუნაიტედმაც" კი გაასწრო, თანაც ორი ტიტულით.

არსებობს მეორე, უფრო ნათელი და ოპტიმისტური მხარეც. ისტორიას მრავლად ახსოვს შემთხვევები, როდესაც გუნდი დუბლს იფორმებდა. მაგალითად ინგლისში ასეთები ისევ და ისევ "ეშმაკები" არიან. იქნებ "მერსისაიდელებს" სულაც არ სჭირდებათ ერთი ბრძოლის დათმობა მეორეს მოსაგებად.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

"სკაუზერების" შემადგენლობა იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა. არასტაბილურობა "ენფილდზე" უკვე დიდი ხანია, რაც წარსულს ჩაბარდა. ამის გარდა, "ლივერპულის" ლაზარეთი ცარიელია, ლიდერები გადაღლილნი არ არიან, გუნდი არნახულად მოტივირებულია.

ერთი სიტყვით, "წითლებს" წარმატებები ვუსურვოთ. სამწუხარო იქნება, თუ ანდაზას "ორი კურდღლის მადევარი, ერთსაც ვერ დაიჭერსო" სეზონის ბოლოს "მერსისაიდელთა" მიმართებაში გამოვიყენებთ.

კლოპის დილემა - ორივე ტიტულის მოგება, მხოლოდ ერთზე კონცენტრირება თუ ორივეს დაკარგვა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10