Goal.Ge

ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი

ლონდონის ჩელსი 9იანების ნაკლებობას, შეიძლება ითქვას, არასდროს განიცდიდა, თუმცა მათი შემტევები ყოველთვის ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ ხოლმე… წარმოგიდგენთ, ჩვენი ვერსიით ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდ 8 თავდამსხმელს:

8. ალვარო მორატა


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


ჩელსის მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში ალვარო მორატამ 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად ნორმალური მაჩვენებელია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალვაროს მიერ სადებიუტო შეხვედრაში გაცუდებული პენალტი ჩელსის ქომუნითი შილდის ფასად დაუჯდა, გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფაქტობრივად, მან უფრო ბევრი ყვითელი ბარათი მიიღო, ვიდრე გოლი გაიტანა და იმასაც, რომ საბოლოოდ ოლივიე ჟირუმ ჩაანაცვლა, ჩელსის ამ 58 მილიონიანი შენაძენის გამართლება, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია… ფორვარდი, რომელიც პოტენციურად არისტოკრატთა შეტევის ლიდერი უნდა გამხდარიყო, ახლა ატლეტიკოშია განათხოვრებული.

7. გონსალო იგუაინი


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


მაურისიო სარის გუნდში (ნაპოლიში) გონსალო საუკეთესო ბომბარდირი იყო, ნეაპოლში გატარებულ უკანასკნელ სეზონში პიპიტამ 36 გოლიც კი გაიტანა და იტალიის სერია ა–ს გამორჩეულ ფეხბურთელად სამართლიანადაც ითვლებოდა, თუმცა ჯერ–ჯერობით ჩელსიში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ფაქტობრივად, 0–ის ტოლია. ლურჯი მაისურით მან 4 გოლის გატანა მოახერხა, რომელთაგან 3–იც ფულჰემისა და ჰადერსფილდის წინააღმდეგ შეაგდო (ეს გუნდები მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში აღარ იასპარეზებენ), იმ ერთხელ კი ბარნლის კარის აღება მოახერხა.

6. ფერნანდო ტორესი


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი



ფერნანდო ტორესი ჩელსიში ბრიტანული ფეხბურთისთვის სარეკორდო, 50 მილიონი ფუნტ–სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა და უფასოდ დატოვა გუნდი. ლონდონში სადებიუტო მატჩში ტორესი თავის ყოფილ კლუბთან, ლივერპულთან დამარცხდა, მან სასტარტო 13 შეხვედრაშ გოლის გატანა ვერ მოახერხა და ლეგენდარული დიდიერ დროგბას ღირსეულ ჩანაცვლებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიდან დაწყებული ჟოზე მოურინიოთი დამთავრებული, ფერნანდო ტორესი ვერც ერთ მწვრთნელთან ვერ გაიხსნა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ელ ნინიომ 2013 წლის ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა, შემდეგ კი კამპ–ნოუზე ბარსელონას წინააღმდეგ – სწორედ ამ გოლით გაინაღდეს არისტოკრატებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური.

5. მატია კეჟმანი


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


წარმოიდგინეთ, რომ ცარიელი ბლანკი გაქვთ და ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეგიძლიათ, ვის იყიდდით ? მოურინიომ მატია კეჟმანი აირჩია. 2004–ში მის მიერ შეძენილი დიდიე დროგბა გუნდის ისტორიაში (ერთ–ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე შენაძენი კი ასეთ შედეგთან ახლოსაც არ ყოფილა.
კეჟმანს პსვ ეინდჰოვენთან ერთად უკანასკნელ 2 სეზონში ჯამში 78 გოლი ჰქონდა გატანილი. მოურინიომ, ალბათ, ჩათვალა, რომ მატია იგივე შედეგის პრემიერ ლიგაში გამეორებასაც შეძლებდა, თუმცა მან ლურჯი მაისურით მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, აქედან ერთ–ერთი სქაუნთორპის წინააღმდეგ.

4. ადრიან მუტუ


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


ადრიან მუტუ იმ ფაქტის ჭეშმარიტი მტკიცებაა, რომ სხვა თანაბარ პირობებში, სერია ა–ში წარმატებული თავდამსხმელები იგივეს მიღწევას პრემიერ ლიგაში ვერ ახერხებენ. რუმინელმა ფორვარდმა 27 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რის გამოც მუტუ ამ სიაში მოხვდა. მას შემდეგ, რაც მას სისხლში კოკაინის შემცველობა დაუდასტურდა, ჩელსიმ იგი გუნდიდან მოკვეთა და სასამართლოშიც კი უჩივლა. მოსამართლემ ადრიან მუტუს მისი ტრანსფერის ღირებულების, 15.8 მილიონის გადახდა დააკისრა. რუმინელი ფეხბურთელი ამ ვერდიქტის გასაჩივრებას დღესაც განაგრძობს.

3. რადამელ ფალკაო


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


ალბათ, დამეთანხმები, რომ ფალკაო მანჩესტერისთვის საშინელი შენაძენი იყო, თუმცა გეტყვით, რომ მან იუნაიტედში 4–ჯერ მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ჩელსიში (მანჩესტერში 4, ჩელსიში – 1). მისი ერთადერთი გოლიც კი ნულოვანი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ლურჯებისთვის, იმ მატჩში ჩელსი კრისტალ პალასთან დამარცხდა.

კოლუმბიელი ფორვარდი "მოურინიოს სეზონის" აღმნიშვნელი სიმბოლო გახდა, მას შემდეგ, რაც ჟოზეს მიერ განხორციელებულ საშინელ ტრანსფერებსა და უტიტულო სეზონს გულშემატკივრებმა სახელი შეურჩიეს. ჩელსიმ 12–დან 6 მატჩი წააგო, რომელშიც ფალკაო გამოჩნდა, შემდეგ კი მან ტრავმა მიიღო და მეორე წრის ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.

2. კრის სატონი


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


იყო დრო, როცა 10 მილიონი ფუნტი დიდი ფული იყო. ეს მოხდა შორეულ 1999 წელს, როცა ჯანლუკა ვიალიმ კრის სატონი უკვე ხანში შესული, იკონიკური თავდამსხმელის, თავისი თავის შემცვლელად მოიყვანა. სატონმა ვიალის 9 ნომრიანი მაისური გადაიბარა. შემცვლელმა არა თუ არ გაამართლა, არამედ ჩელსის შეტევითი პოტენციალის განახევრებაც კი გამოიწვია. პრემიერ ლიგის იმ სეზონში ლონდონურმა კლუბმა მხოლოდ 53 გოლი გაიტანა, მანჩსტერზე 44–ით ნაკლები. სატონმა სეზონში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა (ჰალისა და სკონტო რიგას წინააღმდეგ) და გუნდი 4 მილიონად დატოვა.

1. ანდრეი შევჩენკო


ჩელსის ისტორიაში ყველაზე ცუდი 8 შეძენილი თავდამსხმელი


ჩელსის ზედიზედ 2–ჯერ ჰქონდა პრემიერ ლიგა მოგებული, როცა რომან აბრამოვიჩმა გუნდში 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ თავისი საყვარელი ანდრეი შევჩენკო მოიყვანა. მაშინ ჩელსი 4–3–3 ფორმაციით თამაშობდა, დროგბა გამოკვეთილი 9–იანი იყო. შევას მოსვლის შემდეგ მოურინიომ ტაქტიკიდან ვინგერები საერთოდ ამოაგდო და 2 თავდამსხმელიან სქემაზე გადავიდა და მოუს შესანიშნავი ფორმულაც განადგურდა.


შევჩენკოს მილანში შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა, – მან ბოლო 3 სეზონში 28,26 და 28 გოლის გატანა მოახერხა, – თუმცა ზემოთაც აღვნიშნე, რომ სერია ა–ში წარმატებულ შემტევებს პრემიერ ლიგა არ სწყალობს ხოლმე. ჩელსიში შევამ 77 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 23 გოლის გატანა მოახერხა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი გულშემატკივარი დაესწრო საბურთალო - დინამო ზაგრების მატჩს?

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ზაგრებს" შორის.

დღეს, 01:47

სტატისტიკა: მომენტი, როცა 6 მილიონიანმა ქართულმა გუნდმა 77 მილიონიანს აჯობა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" შინ "დინამო ზაგრებთან" 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:41

რას წერენ დინამო ზაგრების გულშემატკივრები საბურთალოსთან მატჩის შემდეგ?

მიუხედავად გამარჯვებისა, "დინამო ზაგრების" გულშემატკივრები თავიანთი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ არიან.

დღეს, 00:18

საბურთალოს ზაგრებში ლიდერი არ ეყოლება

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დამარცხდა.

გუშინ, 23:58

ჭიაბრიშვილი: "ამ ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით, ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ"

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა "დინამო ზაგრებთან" წაგებული 0:2 მატჩი შეაფასა.

გუშინ, 23:53

ზაგრების მწვრთნელი: "საბურთალოს სწრაფი ფეხბურთელების შეჩერება გვიჭირდა"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებთან" 0:2 დასრულდა.

გუშინ, 23:36

საბურთალო ზაგრების დინამოსთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში...

გუშინ, 23:24

ნაპოლი ხამესისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ლოსანოზე გადაერთო

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

გუშინ, 22:25

აბრაჰამი: "ბარსელონას კარში მინიმუმ ორი გოლი უნდა გამეტანა"

„ჩელსის“ შემტევმა ტემი აბრაჰამმა, რომელმაც „ბარსელონას“ კარში გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ პრესას ემოციები გაუზიარა.

გუშინ, 22:20

ნიუკასლმა კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა

„ჰოფენჰაიმის“ ბრაზილიელი ფორვარდი, ჟოელინტონი, „ნიუკასლში“ ითამაშებს.

გუშინ, 22:15

ჰადსონ ოდოის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ინგლისელი ვუნდერკინდის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

გუშინ, 22:11

სინიშა მიხაილოვიჩს ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა

„ბოლონიას“ მთავარ მწვთნელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლეიკემია დაუდგინდა, ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაუტარდა.

გუშინ, 21:38

მონაკო წინასასეზონო მომზადებას ფალკაოს გარეშე გადის

„მონაკომ“ დაასახელა 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გუნდთან ერთად პორტუგალიაში გაემგზავრა.

გუშინ, 21:18

ოფიციალურად: ბარსელონას მარგალიტი პსჟ-ში გადავიდა

„ბარსელონას” „ლა მასიას“ ერთ-ერთი მთავარი მარგალიტი „პსჟ-ში“ გადაბარგდა.

გუშინ, 21:14

ლამპარდმა ისაუბრა, ითამაშებს თუ არა კანტე მანჩესტერთან პრემიერ ლიგის პირველ ტურში

ფრენკ ლამპარდმა „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნგოლო კანტეს ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:03

ალაბა ბარსელონაში? ფეხბურთელმა ყველაფერს ფარდა ახადა

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 20:59

ლევანდოვსკი: "ვწუხვარ, რომ ჰუმელსმა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა არ მოისურვა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა მატს ჰუმელსის დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:55

"გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - ლამპარდი ბარსელონასთან მატჩზე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 20:46

ბაიერნი სიტის სანეს თაობაზე კვლავ დაუკავშირდა - ქალაქელთა პასუხმაც არ დააყოვნა

მიუნხენის „ბაიერნს“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს შეძენის მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუშინ, 20:40

ბუფონი იუვენტუსის მისასალმებელ ცერემონიაზე აამღერეს [VIDEO]

ტრადიციები ლეგენდებზეც ვრცელდება.

გუშინ, 20:07

ვალვერდე: "რაკიტიჩს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ივან რაკიტიჩის სამომავლო პერსპექტივებზე გულწრფელად ისაუბრა.

გუშინ, 19:32

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

არგენტინამ ახალ ზელანდიასთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

გუშინ, 19:31

გრიზმანმა დებიუტი შეაფასა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავისი სადებიუტო მატჩი შეაფასა, რომელიც „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგა.

გუშინ, 19:29

პოგბას ბედი ბეილის ხელშია?

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენამდე გარეტ ბეილი უნდა მოიშოროს.

გუშინ, 19:23

ნეიმარი პსჟ-სთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურ საიტზე დაასახელა შემადგენლობა, რომელიც გუნდთან ერთად ჩინეთში მიემგზავრება.

გუშინ, 19:20

კონტე: "იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არასდროს არ ვყოფილვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე არ უფიქრია.

გუშინ, 19:14

42 გადაცემიდან 42-ვე ზუსტი: დე იონგის დებიუტი ბარსელონაში [VIDEO]

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონური“ კარიერის საწყისი 45 წუთიც სათანადო დონეზე ჩაატარა.

გუშინ, 19:08

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

ედი ჯონსმა 38 მორაგბეს უხმო: ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასს მიღმა რჩება

გუშინ, 19:02

გრიზმანის დებიუტი ბარსელონას მაისურით [VIDEO]

პრესეზონის ფარგლებში, „ბარსელონა“ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

გუშინ, 18:24

მანოლასი: "ნაპოლიში იუვენტუსის ჰეგემონიის დასამხობად მოვედი"

„ნაპოლის“ ბერძენ ახალწვეულს დიდი ამბიციები აქვს.

გუშინ, 18:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10