Goal.Ge

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში


რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

"ბარსელონამ" "ლევანტე" დაამარცხა და ლა ლიგის ტრიუმფატორის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა. ეს ყველაფერი მოხდა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე. კატალონიელებს უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, "ბლაუგრანამ" პირველ ტაიმში 13-ჯერ დაარტყა, მაშინ, როდესაც მეტოქის მაჩვენებელი 0-ს უდრიდა.

"კამპ ნოუსთვის" ზეიმის მომტან ფეხბურთელად აღმოჩნდა ვინ, თუ არა ლიონელ მესი. არგენტინელი ფელიპე კოუტინიოს ნაცვლად შემოვიდა და საჩემპიონო ბურთის ავტორიც გახდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდის ტრიუმფი არავის გაკვირვებია, "ბარსა" მიმდინარე სეზონში მე-2 ადგილზე მხოლოდ 4 ტურის მანძილზე იმყოფებოდა.

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

სხვა დანარჩენ შემთხვევაში კატალონიური გრანდი პრიმერას ლიდერობდა. შთამბეჭდავი სტატისტიკა - 83 ქულა, მხოლოდ ორი მარცხი, 86 გოლი, 25 მოგება, ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი: 61%, პასების საშუალო სიზუსტე: 88.3%.

"ბლაუგრანა" უკანასკნელ 11 წელიწადში ჩემპიონი მერვედ გახდა. "კამპ ნოუზე" უკვე 26 თასია, მარადიული მოწინააღმდეგის, მადრიდის "რეალის" კოლექციაში კი 33. როგორც ვხედავთ, სხვაობა მხოლოდ 7 ტიტულს შეადგენს.

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

იყო დრო, როდესაც "სამეფო კლუბი" პირველ ადგილზე დამაჯერებლად იმყოფებოდა. მაგალითად, 2004-2005 წლების სეზონის დაწყების წინ, "ბლანკოსი" "ბარსელონას" 13 ჩემპიონობით აღემატებოდა: 29 თასი 16-ის წინააღმდეგ.

ზინედინ ზიდანის ირონიული კომენტარი საფუძველს მოკლებული ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ კატალონიელები ლა ლიგის იერარქიაში სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებენ. რა თქმა უნდა, "ბლაუგრანას" ხსენებისას მესის დავიწყება არ შეიძლება.

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

ლეო საუცხოო სეზონს ატარებს - 32 ტურში 34 ბურთი, 15 საგოლე გადაცემა, 16-ჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. არგენტინელი არა მხოლოდ "კამპ ნოუს", არამედ მთელი პრიმერას მეფეა: 15 სეზონი, 10 ჩემპიონობა.

ლიონელთან ერთად, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 567 მატჩიდან 406 მოიგო, ანუ თამაშების 72%. როგორც ავღნიშნეთ, სამხრეთ ამერიკელი ლა ლიგის 10-გზის ტრიუმფატორია, ისევე როგორც "ატლეტიკო" თავისი 116-წლიანი არსებობის მანძილზე.

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

მესი კატალონიური გრანდის ისტორიაში მსგავსი მიღწევით ერთადერთია. ამის გარდა, ლეომ შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, ლა ლიგაში 24 ბურთი გაიტანა, ეს არის 21-ე საუკუნის რეკორდი. ბოლოს კი კიდევ ერთი გამოსარჩევი ფაქტი: პირველი ჩემპიონობა კაპიტნის რანგში.

ცალკე აღნიშნვის ღირსია არტურო ვიდალი. ჩილელი ქვეყნის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მერვედ გახდა. 2012-2015 წლებში ვიდალი "იუვენტუსში" ზეიმობდა, 2016-2018 წლებში კი "ბაიერნში". ასეთია "ბლაუგრანას" გზა ტრიპლეტამდე, 1/3 უკვე გავლილია.

რეალთან ახლოს - ბარსელონას ჩემპიონობა ციფრებში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნაპოლის მომავალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება

როგორც მოგეხსენებათ, მარეკ ჰამშიკის წასვლის შემდეგ, "ნაპოლის" კაპიტანი ლორენცო ინსინიე გახდა.

დღეს, 11:29

ტოტალიზატორებმა ჩელსის მომავალი მწვრთნელის ვინაობა ივარაუდეს

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის "ჩელსიმ" სეზონი ოთხეულში დაასრულა და ამის გარდა,

დღეს, 11:20

მილანი აბატეს დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურში "მილანი" "ფროზინონეს" დაუპირისპირდა. "როსონერის" გულშემატკივრებმა უკანასკნელად იხილეს იგნაციო აბატე "სან სიროზე".

დღეს, 11:09

რედნაპი: "ლამპარდის სამწვრთნელო ტალანტში ეჭვი არ მეპარება"

ცნობილმა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

იუვენტუსი ბარძალის დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოს "ატალანტას" ხვდებოდა.

დღეს, 10:41

რობერტო: "წარმატებული სეზონი ჩავატარეთ"

"ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხი რობერტომ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:34

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩვენი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10