Goal.Ge

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა


ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

სეზონი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ევროპის ტოპ-5 ლიგიდან სამში, საჩემპიონო ინტრიგა ცოცხალია. საუბარია პრემიერ ლიგასა და როგორც აღმოჩნდა, ბუნდესლიგაზეც. გერმანიაში კრიზისში მყოფი "ბაიერნი" აღმავლობის გზაზე მდგომ (სანჩოს გაყიდვამდე) "დორტმუნდს" ეჯიბრება.

რაც შეეხება ნისლიან ალბიონს, არანაირი ჩავარდნები, ეპლ-ის პირველი ადგილისთვის იბრძვის ისტორიაში საუკეთესო "მან სიტი" და ბევრის აზრით, თანამედროვე "ლივერპულის" აგრეთვე საუკეთესო ვერსია.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

მანჩესტერელებმა და მერსისაიდელებმა 90-ქულიან ნიშნულს უკვე გადააბიჯეს, თუმცა ჩემპიონის ვინაობა ჯერჯერობით გარკვეული მაინც არ არის. არაა გამორიცხული, რომ იგივე "წითლები" 97 ქულით მე-2 ადგილს დასჯერდნენ. რამდენად მწარე იქნება "სკაუზერების" რეალობა, ამას ორი ტურის შემდეგ ვიხილავთ.

ერთი სიტყვით, "ქალაქელებისა" და "ენფილდელების" ეპიკურ ბრძოლაში პატივისცემას ორივე მხარე იმსახურებს. ოლდფაგებთან ბოდიში, მაგრამ პრემიერ ლიგას მსგავსი სიძლიერის გუნდები არ ახსოვს.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

საჩემპიონო დუელი მართლაც მასშტაბურია. რაც შეეხება დანარჩენ საპრიზო ადგილებს, შესაფერისი კანდიდატები უბრალოდ არ ჩანან. დღევანდელ პრემიერ ლიგაში არსებობს ე.წ. "დიდი 6-ეული", მაგრამ რეალურად, ჩვენ ვნახეთ ორი გიგანტი, გუნდი-სენსაცია (მხოლოდ ევროპაში) "ტოტენჰემი" და 3 ხეიბარი.

ეპლ-ის მიმდინარე სეზონი არის ორი გუნდის ტურნირი, დანარჩენები კი რეკვიზიტების როლში არიან. დიახ, რეკვიზიტები, რადგან "იუნაიტედი", "ჩელსი" და "არსენალი" 4-ეულში მოსახვედრად არაფერს აკეთებენ.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

"ჰოტსპურთან" პრეტენზიები არ არის, "დეზები" თავისი არსებობის განმავლობაში საუკეთესო პერიოდს განიცდიან, უბრალოდ იგივე "მან სიტისგან" განსხვავებული მიმართულებით. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ტრიოს, მათი პერფომანსი ერთდროულად სიცილსა და ცრემლებს იწვევს.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

ისეთი შეგრძნებაა, თითქოს "ეშმაკები", "არისტოკრატები" და "მეთოფეები" სპეციალურად ცდილობენ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან თავის დაღწევას. აღნიშნულის თაობაზე "სევილიამ" მათი დატროლვა უკვე მოასწრო.

ანდალუსიელთა ტვიტერში შემდეგი პოსტი გაჩნდა - "თუ მეოთხე ადგილზე გასვლა არ გინდათ, ჩვენ დაგვითმეთ". "დალაქების" ირონიულ განცხადებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, ეპლ-ის გრანდები ქულებს სინათლის სისწრაფით ანიავებენ.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

როდესაც ერთ-ერთი მათგანი გამარჯვებას ვერ ახერხებს, მედიაში იწერება დანარჩენი ორისთვის მოულოდნელი საჩუქრის შესახებ, თუმცა საერთო ჯამში ისე ხდება, რომ სამი გოჭი ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებს.

საკმარისია გავიხსენოთ "იუნაიტედის" განადგურება "ევერტონთან". "ჩელსისა" და "არსენალისთვის" ეს იყო რეალური შანსი პოზიციების გასამყარებლად, მაგრამ რას ვხედავთ მოგვიანებით: "მეთოფეები" შინ მარცხდებიან "კრისტალ პალასთან", "არისტოკრატები" კი "ბარნლის" ვერ უგებენ.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

დაახლოებით ანალოგიური რამ უკანასკნელ ტურშიც განმეორდა - "კანონირები" შერცხვნენ "ლესტერთან", მათმა კონკურენტებმა ერთმანეთში ქულები გაიყვეს. ყველაზე გამაღიაზიანებელი ის არის, რომ ფეილები დაუსჯელი რჩება.

მაგალითად სერია ა-ში "ინტერის", "მილანისა" და "რომას" ცოდვილობით "ატალანტა" ეფექტურად სარგებლობს. ბერგამოელები ოთხეულში შესვლის რეალური პრეტენდენტები არიან, ეპლ-ის მარგალიტები კი თავიანთ უკაცრიელ კუნძულზე ერთობიან თამაშით, თუ რომელი მათგანი დაკარგავს ქულებს უფრო ეპიკურად?

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

პრემიერ ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. უეფა ინგლისს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურს ვერ გაუუქმებს, ასე რომ რომელიმე მათგანს მაინც მოუწევს არასასურველი ადგილის დაკავება.

საინტერესოა, ვინ შეაბიჯებს ძველი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე და ვინ მიაღწევს "სანატრელ" ევროპა ლიგამდე, რომელზეც ოცნებას ვერ თოკავს სარი, ემერი და როგორც ვხედავთ, სოლსკიაერიც. ვინც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ ის აღნიშნულის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

ყველა გზა ევროპა ლიგისკენ მიდის: მომენტი, როდესაც 4-ეულში შესვლა არ გინდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10