Goal.Ge

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა


თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ევროსეზონი თავის დასასრულს უახლოვდება, თუმცა ტოპ-5 ლიგაში უამრავი ინტრიგაა შემორჩენილი. გადავავლოთ თვალი იმ ყველაფერს, რაც ძველმა კონტინენტმა ბოლოსთვის შემოგვინახა.

პრემიერ ლიგა

საჩემპიონო ბრძოლა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მონაწილეობით ისტორიას სამუდამოდ დარჩება. "ქალაქელებმა" და "წითლებმა" 90-ქულიან ნიშნულს უკვე გადააბიჯეს, თუმცა პირველ ადგილზე მყარად ვერცერთი თავსდება.

არაა გამორიცხული, რომ "მერსისაიდელები" 97 ქულით მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდნენ. დიდი ალბათობით, ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურის ბოლო წამებამდე არ გაირკვევა, ისე როგორც 2012-ში, მაგრამ ამჯერად მასშტაბი გაცილებით დიდია.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ოქროს მედლების მაძიებლები ქულების დაკარგვას არც განიხილავენ, პირიქით, "ლურჯებმა" და "სკაუზერებმა" მთელი პრემიერ ლიგა მიწასთან გაასწორეს და წლევანდელი სეზონის გათამაშება ორი გუნდის ტურნირად აქციეს.

"ეტიჰადელებს" "ლესტერი" და "ბრაიტონი" ჰყავთ შემორჩენილი, "ენფილდელებს" - "ნიუკასლი" და "ვულვერჰემპტონი". მოცურების შემთხვევაში, რბოლა დასრულებული იქნება, ეს ორივეს ეხება.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

უდავოა, რომ გვარდიოლა და კლოპი 1-2 ადგილს გაიყოფენ, მაგრამ ვინ შეავსებს ჩემპიონთა ლიგის კვარტეტს? არსებობს ოთხი კანდიდატი - "ტოტენჰემი", "ჩელსი", "არსენალი" და "იუნაიტედი". მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გუნდები ყველაფერს აკეთებენ 4-ეულიდან ამოსავარდნად, შემადგენლობა მაინც უნდა შედგეს.

დღევანდელი მდგომარეობით, დაშორება მესამე ადგილოსან "ჰოტსპურსა" და მეექვსე პოზიციაზე განლაგებულ "ეშმაკებს" შორის ხუთ ქულას შეადგენს. ვნახოთ, რა სიტუაცია დაგვხვდება ორი ტურის შემდეგ.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

არ უნდა დაგვავიწყდეს ინგლისის თასი და პრემიერ ლიგის მეშვიდე გუნდის ვინაობა ევროსარბიელზე. იმ შემთვევაში, თუ "მან სიტი" ფინალში "უოტფორდს" დაამარცხებს, "ვულვზს", "ლესტერს", "ევერტონსა" და ისევ და ისევ "უოტფორდს", ევროპა ლიგისკენ გზა ეხსნებათ.

გასავარდნი ზონა - "ფულჰემი" და "ჰადერსფილდი" უკვე ჩემპიონშიფში იმყოფებიან, მათი მეწყვილე უნდა გახდეს "კარდიფი" ან "ბრაიტონი".

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ლა ლიგა

ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია, პრინციპში, სამეულიც დაკომპლექტებულია - "ბარსელონა", "ატლეტიკო", "რეალი". ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის კი ერთაბაშად 5 გუნდი იბრძვის: "ხეტაფე", "სევილია", "ვალენსია", "ბილბაო" და თეორიულად "ალავესიც".

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ასეთი მოწყენილი და პრაგმატულია ლა ლიგის მწვერვალი, ფსკერზე გაცილებით ცხელა. სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, გასავარდნ კანდიდატთა ვინაობა 20-დან მე-9 ადგილამდე იწელება.

პრიმერას დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და რა თქმა უნდა, ყოველი მატჩის შემდეგ, აუტსაიდერთა წრე უფრო შევიწროვდება. უბრალოდ ფაქტია, რომ დღეს, სეგუნდაში ჯერჯერობით არავინაა.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

სერია ა

ნაცნობი და ბანალური სიუჟეტი - ჩემპიონი "იუვენტუსი" და დანარჩენები. უფრო კონკრეტულად კი "ბებერმა ქალბატონმა" და "ნაპოლიმ" 1-2 პოზიცია დაიბევეს. გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის 4-ეულის შემადგენლობა.

კანდიდატები - "ინტერი", "რომა", "ატალანტა", "ტორინო", "მილანი", "ლაციო". "ნერიაძური" უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს, ასე რომ "შავ-ლურჯები" შედარებით კომფორტულად არიან. დანარჩენებს შორის კი სხვაობა მხოლოდ 3 პუნქტს შეადგენს.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

არაპროგნოზირებადი იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი. ისევე როგორც ლა ლიგის ფსკერზე, დრამატული ბრძოლა კალჩოს მიწისქვეშეთშიც გაიმართება. ბედს შეგუებული მხოლოდ "კიევოა", დანარჩენებს წინ უმძიმესი მატჩები ელით.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ბუნდესლიგა

შაბათს, რურულ დერბიში "დორტმუნდი" "შალკესთან" დამარცხდა და ბევრის აზრით, მათ შორის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის, საჩემპიონო რბოლა დასრულებული იყო. ყველასთვის მოულოდნელად, ფეხი "ბაიერნსაც" დაუცდა და ინტრიგა აღდგა.

გერმანიის პირველობის ფინიშამდე სამი ტურით ადრე, "რეკორდმაისტერსა" და "ფუტკრებს" შორის სხვაობა ორ ქულას შეადგენს. ბრინჯაოს "ლაიფციგი" დაისაკუთრებს, მე-4 იღბლიანის ვინაობას კი ერთმანეთში 4-9 ადგილებზე განლაგებული გუნდები გადაწყვეტენ. მაქსიმალური დაშორება მათ შორის 8 ქულაა.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

გასავარდნი ზონა - "ნიურნბერგსა" და "ჰანოვერს" უკვე დავემშვიდობეთ. მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების კანდიდატთა არეალი მე-13 პოზიციამდე ვრცელდება. ფსკერზე განისვენებენ ისეთი გამოჩენილი გუნდები, როგორებიც არიან "შალკე" და "შტუტგარტი".

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ლიგა 1

ოფიციალურად - ჩემპიონი: "პარი სენ-ჟერმენი", მეორე ადგილოსანი კი უდიდესი ალბათობით, "ლილი". საფრანგეთს ჩემპიონთა ლიგაზე სამი გუნდი ჰყავს, ბოლო საგზურისთვის იბრძოლებენ "ლიონი", "სენტ-ეტიენი" და თეორიულად "მარსელი", "მონპელიე" და "ნიცა". ქვედა დივიზიონში ჯერ არავინ დაქვეითებულა.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ბოლოს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპა ლიგის ფაქტორი. ძველი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირში გასამარჯვებლად პრემიერ ლიგის, ლა ლიგისა და ბუნდესლიგის წარმომადგენლები იბრძვიან ("ჩელსი", "არსენალი", "ვალენსია", "აინტრახტი").

არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ერთ-ერთ მათგანს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი ჰყავდეს. როგორც ვიცით, ევროპა ლიგის ტრიუმფატორი სწორედ ჩემპიონთა ლიგამდე წინაურდება.

თამაში გრძელდება - ყველაფერი ის, რაც ევროსეზონმა ბოლოსთვის შემოგვინახა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10