ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა


ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი გადამწყვეტ სტადიაშია შესული და პირველი 1/2 ფინალური მატჩების კვირა დაიწყო.

ბევრისთვის მოულოდნელად ევროპის 4 საუკეთესო გუნდს შორის ლონდონის "ტოტენჰემი" და ამსტერდამის "აიაქსიც" აღმოჩდნენ - ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "ნისლიან ალბიონზე" გაიმართება.

ტოტენჰემი - აიაქსი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ტოტენჰემ სთედიუმი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

ტოტენჰემი

ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა და მაურისიო პოჩეტინომ კლუბის ისტორიას ახალი ფურცლები უკვე შემატა. მეოთხედფინალში "დეზებმა" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" გამოაგდეს, თანაც საპასუხო მატჩი ნამდვილი საფეხბურთო დღესასწაული და ნერვების თამაში გამოდგა - ლონდონელები 3:4 დამარცხდნენ და მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით გავიდნენ. ბოლო წუთზე "სიტის" VAR-ს გადაწყვეტილებით გაუუქმდა გოლი, რამაც ამ ისედაც გიჟურ მატჩს დამატებითი შერეული ემოციები შემატა.

ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა

თუმცა "დეზებს" პრობლემები აქვთ ეროვნულ ჩემპიონატში - "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის ბოლო სამი თამაშიდან ორი წააგო და წინა ტურში ახალ სტადიონზე პირველი მარცხი იგემა - "ვესტ ჰემთან" 0:1. "ტოტენჰემი" პრემეირ ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 70 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და მთავარ კონკურენტ "ჩელსის" ორი ქულით უსწრებს.

აიაქსი

ამსტერდამული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა და თანამედროვე ფეხბურთის ბრილიანტია. "აიაქსი" ულამაზეს, ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, რასაც ემატება ტურნირიდან ფავორიტები გამოგდება - 1/8 ფინალში მადრიდის "რეალი" და მეოთხედფინალში ტურინის "იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად. საშინაო ფრის (1:1) შემდეგ "აიაქსმა" "იუვეს" ტურინში შეუსრულა ქამბექი და მატიის დე ლიგტის გოლით მოიპოვა გამარჯვება (2:1), რომლითაც 1/2 ფინალში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გავიდა.

ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა

ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში სერიოზული საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება. "აიაქსმა" ფენომენალური ფორმა აკრიფა და ერედივიზიონში ზედიზედ 6 თამაში მოიგო. წინა ტურში ამსტერდამელებმა შინ "ვიტესი" სანახაობრივ თამაშში 4:2 დაამარცხეს და ლიდერობას აგრძელებენ. "აიაქსი" და "პსვ" 80-80 ქულით თანაბრად მიდიან, მაგრამ ორი ტურით ადრე "აიაქსი" ბურთების უკეთესი სხვაობის გამო წინ არის.

ტოტენჰემს სონიც გამოაკლდა

ლონდონური კლუბი პირველ შეხვედრას საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდება - "სიტისთან" საპასუხო თამაშში მთავარმა გმირმა ეუნ-მინ სონმა მიიღო გაფრთხილება, რომლითაც ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა

ამასთან ერთად ლაზარეთში არიან სერჟ ორიე, ჰარი ვინკსი, ერიკ ლამელა და ჰარი კეინი. საეჭვოა იან ვერტონგენისა და მუსა სისოკოს თამაში.

ამსტერდამის "აიაქსს" კი არანაირი საკადრო პრობლემა არ აქვს. ერიკ ტენ ჰაგს მხოლოდ ბანდე დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი; დაიერი, ვანიამა, ერიკსენი; ალი, ლიორენტე, მოურა.

აიაქსი: ონანა; ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიგტი, მაზრუი; დე იონგი, ვან დე ბეეკი, შიონე; ნერესი, ტადიჩი, ზიეხი.

ამსტერდამული სკოლა ლონდონში

ტოტენჰემი - აიაქსი: მოულოდნელი 1/2 ფინალისტების პირველი ბრძოლა

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას ერთი უნიკალური ფაქტიც ახლავს თანს - ლონდონური კლუბის ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი ხვდება ყოფილ კლუბს, საიდანაც სამისთვის "აიაქსი" მშობლიური კლუბიცაა. იან ვერტონგენისა და ტობი ალდერვეირელდის ცნობილი ბელგიური თანდემი ჯერ კიდევ "აიაქსში" შეიკრა. ორივე ამსტერდამული კლუბის აღზრდილია და 2008-12 წლებში "აიაქსის" დაცვის ცენტრს ამაგრებდნენ. 2012 წელს ვერტონგენი "ტოტენჰემში" წავიდა, ხოლო ტობიმ ერთი წლის შემდეგ "ატლეტიკოს" მიაშურა და იანს ლონდონში 2015 წელს შეუერთდა.

22 წლის კოლუმბიელი მცველი დავიდსონ სანჩესი "ტოტენჰემს" ამსტერდამულ კლუბში ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის შემდეგ შეუერთდა. დავიდსონმა "აიაქსის" მაისურით 2016/17 წლების სეზონში იასპარეზა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პრემიერ ლიგაში გადასაბარგებლად.

დაბოლოს, "ტოტენჰემის" შეტევების შემქმნელი და ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი მსოფლიოში - კრისტიან ერიკსენი, რომელიც ასევე "აიაქსის" აღზრდილია და ჰოლანდიაში სამი წელი (2010-13) წელი ბწრყინავდა. შემდეგ კი "ტოტენჰემში" გადავიდა და გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.

ასე, რომ "აიაქსის" ტალანტებისა და სკოლის გავლენა არამხოლოდ ჰოლანდიურ კლუბზე, არამედ მათ მეტოქეზეც ვლინდება.

ფაქტები და სტატისტიკა:

ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში (1992 წლიდან მოყოლებული) 1/2 ფინალში პირველად ითამაშებს, ხოლო ზოგადად, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ, 57 წლის წინ, აქვს ნათამაშები.

ამსტერდამის "აიაქსი" კი ნახევარფინალურ ეტაპზე 22 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა - 1997 წელს "აიაქსი" 1/2 ფინალში ტურინის "იუვენტუსთან" 2:6 განადგურდა.

"ტოტენჰემი" და "აიაქსი" აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ - 1981/82 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის პირველ წრეში. მაშინ ინგლისელებმა, ორი მატჩის ჯამში, 6:1 იმარჯვეს.

"ტოტენჰემმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში 1961/62 წლების სეზონში ითამაშა და ლისაბონის "ბენფიკასთან" დამარცხდა: 1:3 სტუმრად, 2:1 სახლში.

"ტოტენჰემი" მეშვიდე ინგლისური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალში გავიდა და ამით პრემიერ ლიგა დააწინაურა (ესპანეთს 6 ასეთი კლუბი ჰყავს).

ლონდონური კლუბი ერთადერთია მეოთხეფინალისტებს შორის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია და არც ფინალშია გასული.

"ტოტენჰემს" ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ 6 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 4 მოგება, 2 ფრე.

ფლეი-ოფის ეტაპზე ლონდონურ კლუბს ერედივიზიონის გუნდებთან თნაბარი მაჩვენებელი აქვს: 3 მოგება, 3 წაგება.

"ტოტენჰემს" შინ ჰოლანდიურ კლუბებთან ერთადერთი მარცხი აქვს - 4 მოგება, 3 ფრე.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 8 მოიგო.

"აიაქსი" ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში მეცხრედ გავიდა და წინა 8 შემთხვევიდან ექვსჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.

ამსტერდამულ კლუბს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალში სტუმრად მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს - 2 ფრე, 4 წაგება.

"აიაქსს" ინგლისში 11 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული - 5 ფრე, 4 წაგება.

ორმატჩიან დუელებშიც ამსტერდამულ კლუბს პრემიერ ლიგის გუნდებთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მოგება, 4 წაგება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მესიზე თამაშობს მთელი ბარსა, მარადონა კი მატჩებს მარტო იგებდა", - ბრაზილიელი ლეგენდა

"ნაპოლის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, რიკარდო როჟერიო დე ბრიტომ, იგივე ალემაომ ერთმანეთს ლიონელ მესი და დიეგო მარადონა შეადარა:

დღეს, 17:05

გვარდიოლას უდიდეს პატივს ვცემ", - რამოსი

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:53

ბუსკეტსი და გნაბრი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების მესამე დღის შემდეგ, უეფამ შეხვედრების საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.

დღეს, 16:43

ბუნდესლიგის გუნდების ისტორიული მიღწევა - პირველად 1989 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში გასვლაზე გაანადგურა ლონდონის "ჩელსი", ანგარიშით 3:0.

დღეს, 16:31

"ბაიერნის დონის მეტოქე ჩელსის ჯერ არ ჰყოლია", - ლამპარდი

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხი კიდევ ერთხელ შეაფასა:

დღეს, 16:19

"ვიდალი გაძევებას არ იმსახურებდა", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, არტურო ვიდალის გაძევების საკმაოდ საკამათო მომენტი შეაფასა:

დღეს, 15:59

დიბალას ულტიმატუმი იუვენტუსს, არგენტინელი მიდის?

Corriere dello Sport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" და პაულო დიბალა თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 15:49

იმობილე მაღალი სიცხის გამო ლაციოს ვარჯიშზე ვერ მოვიდა

Corriere dello Sport-ის თანახმად, რომის "ლაციო" თავისი შემდეგი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს თავისი ლიდერის, ჩირო იმობილეს გარეშე.

დღეს, 15:41

ბელარუსთან მატჩამდე 1 თვით ადრე - ყველაფერი კარგადაა, თუმცა არის ერთი პრობლემა...

ისტორიულ მატჩამდე ზუსტად ერთ თვეა დარჩენილი - 26 მარტს, "დინამო არენა" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს უმასპინძლებს,  სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:36

ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ მესი ტრავმით თამაშობს [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" - "ბარსელონას" შეხვედრა 1:1 დასრულდა. ჩვეული აქტიურობით არ გამოირჩეოდა ლიონელ მესი,

დღეს, 15:32

რეალს ადრეც ჰყავდა ბრიტანელი, რომელიც ჯიუტად არ მიდიოდა - ბეილამდე იყო მაკმანამანი

2000 წლის მაისში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ინტრიგასმოკლებული ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში -

დღეს, 15:01

"ლონდონი ისევ წითელია", - გნაბრი არსენალის გულშემატკივართა გულების მოგებას აგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ კარში დუბლის გაფორმების შემდეგ, სერჟ გნაბრიმ „ტვიტერზე“ ახალი პოსტი განათავსა.

დღეს, 13:53

ვენგერი: "ბაიერნმა გნაბრი მოგვპარა"

„არსენალის“ ექს-მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, სერჟ გნაბრის „ბაიერნში“ გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 13:50

ვილა: "არსენალში გადასვლაში 90 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული"

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, დავიდ ვილამ, „ატლეტიკოში“ გადასვლამდე „არსენალში“ არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 13:42

მერტენსი მსურველებს არ უჩივის

„ნაპოლის“ ფორვარდის, დრის მერტენსისთვის ბრძოლაში ფრანგული „მონაკოც“ ჩაერთო.

დღეს, 13:27

ვილა: "მესი თავად არიც მესიც, ხავიც, ინიესტაც და თუ გნებავთ, ბუსკეტსიც"

ყოფილმა ესპანელმა ფორვარდმა, დავიდ ვილამ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 13:22

რეალი - სიტი: სავარაუდო შემადგენლობები

დღეს, 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს.

დღეს, 13:14

მატჩის შემდეგ, პიკემ ჟურნალისტებს უთხრა, ითამაშებს თუ არა კლასიკოში

„ბარსელონას“ მცველმა, ჟერარ პიკემ, ტერფის ტრავმის სიმძიმე შეაფასა.

დღეს, 13:06

"ოპტიმისტური განწყობა გვაქვს", - გვარდიოლას სჯერა, რომ სიტი მომავალ წელს ლიგაზე ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, გამოთქვა დარწმუნება, რომ უეფას სასჯელი გაუქმდება.

დღეს, 12:55

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა: უეფა ქართულ კლუბებს დამატებით თანხას გამოუყოფს

25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

დღეს, 12:54

30 მილიონი ევრო და კეპა! ჩელსი ახალ მეკარეზე ფიქრობს და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარის, იან ობლაკის თაობაზე მიმართა.

დღეს, 12:52

ევრობასკეტის ტურის საუკეთესო 5-ეულში საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი მოხვდა

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად სერბეთი 90:94 დაამარცხა.

დღეს, 12:52

ვენგერი: "გასვლითი გოლის წესი აღარ უნდა არსებობდეს"

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც ამჟამად ფიფაში ფეხბურთის გლობალურ განვითარებაზე მუშაობს, გასვლითი გოლის გაუქმების იდეა შემოიტანა.

დღეს, 12:49

პსჟ-ს მეკარე: "დი მარიას მანჩესტერ იუნაიტედი ეზიზღება"

„პსჟ-ს“ მეკარემ, მარცინ ბულკამ, რომელიც ადრე „ჩელსიში“ ასპარეზობდა, ანხელ დი მარიას „მანჩესტერ იუნაიტედისადმი“ ზიზღზე ისაუბრა.

დღეს, 11:01

მერვედფინალების პირველი მატჩების უკანასკნელი დღე და ყველაზე ტკბილი ლუკმა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღისთვის უეფამ ყველაზე ტკბილი და თანაბარი დაპირისპირება დაგვიტოვა.

დღეს, 10:57

ბუსკეტსი: "ნაპოლიმ სივრცეები მაქსიმალურად შევგიზღუდა"

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, „ნაპოლისთან“ ფრედ დასრულებული შეხევდრა შეაფასა.

დღეს, 10:27

21-ე საუკუნის ბარსელონას პირველი მწვრთნელი, რომელმაც ლიგაზე სადებიუტო მატჩში ვერ იმარჯვა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ტურნირზე სადებიუტო გამარჯვება ვერ მოიპოვა.

დღეს, 10:23

ბაიერნის დიდებული მიღწევა, რომელსაც უსიამოვნო მომენტიც ახლავს

აქამდე, მსგავსი რამ არცერთ გერმანულ გუნდს არ გაუკეთებია.

დღეს, 10:20

ბარსელონას ნაპოლისთან საპასუხო შეხვედრაში 3 უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გამოაკლდება?

„ბარსელონას“ „ნაპოლისთან“ საპასუხო შეხვედრაში ორი საკვანძო ნახევარმცველი გამოაკლდება.

დღეს, 10:17

გრიზმანი: "ზოგჯერ, პარტნიორები ჩემს გადაადგილებას ვერ ხედავენ"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, „ნაპოლისთან“ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

დღეს, 10:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10