Goal.Ge

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება


მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

ლონდონში კარგად იციან, რომ ახალი სტადიონი სირთულეების დასაწყისია. "ტოტენჰემს", ისევე როგორც თავის დროზე "არსენალს", რამდენიმე წლის განმავლობაში კრედიტის გადახდა მოუწევს. ამას მოჰყვება გუნდის ლიდერების შენარჩუნებაზე გაორმაგებული ზრუნვა და ტოპ-ტრანსფერებისგან თავის შეკავება.

"ჰოტსპურმა" გეგმის შესრულება უკვე დაიწყო. მართლაც, "დეზების" უკანასკნელი ახალწვეულის მოსვლა 2018 წლის 31 იანვრით თარიღდება. რა თქმა უნდა, ეს დიდი მინუსია, მაგრამ სამაგიეროდ, კეინი, ალი და დანარჩენები მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში დარჩნენ.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

"სპურსისთვის" საბედნიეროდ, წამყვანი ფეხბურთელები ლოიალურობას ინარჩუნებენ და კლუბის დატოვებას ჯერჯერობით არ განიხილავენ. ბევრის აზრით, ეს დროებითი მოვლენაა, რადგან "მამლების" ჰორიზონტზე მადრიდის "რეალი" ისევ გამოჩნდა.

"სამეფო კლუბის" სამიზნე ამჯერად კრისტიან ერიქსენია და უნდა ითქვას, რომ "ტოტენჰემისთვის" ეს სერიოზული პრობლემაა. "ბლანკოსმა" "ჰოტსპურს" უკვე წაართვა მოდრიჩი და ბეილი, აქედან გამომდინარე, წესით და რიგით, სირთულეს არც დანიელის გაფორმება უნდა წარმოადგენდეს.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

ერთი შეხედვით, მართლაც ასეა. "ელ გალაქტიკოში" ტრანსფერი დაწინაურებას ნიშნავს, "დეზებისთვის" კი ბიუჯეტის შევსებას. ფული, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ სკანდინავიელის როლი ლონდონში ფასდაუდებელია.

"სპურსი" ასოცირდება ლამაზ, შემტევ ფეხბურთთან. გოლები, კომბინაციები და ზოგჯერ წარმოუდგენელი შედეგები. "მამლებმა" ბოლო წლებში არნახული პროგრესი განიცადეს. პოჩეტინოს გუნდი ევროპა ლიგის საგზურის მაძიებლისგან, ეპლ-ის ერთ-ერთ წამყვან კოლექტივად იქცა.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

"ტოტენჰემი" თავისი არსებობის საუკეთესო პერიოდს განიცდის - პრემიერ ლიგის ექვსეულში, მოგვიანებით კი სამეულშიც დამკვიდრება, ტოლ-სწორი ბრძოლა გიგანტებთან და ბოლოს მთავარი: ჩემპიონთა ლიგის სანატრელი 1/2 ფინალი და მთავარ მატჩამდე მიღწევის პერსპექტივაც.

"ჰოტსპურის" ხსენებაზე პირველ რიგში კეინი გვახსენდება. სწორედ ინგლისელი თავდამსხმელია "დეზების" მთავარი ბომბარდირი, სახე და პრინციპში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი. ბევრი არ უკვირდება იმ ფაქტს, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, ლონდონელთა ლიდერი ერიქსენია და არა ჰარი.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

დანიელი ნახევარმცველი ერთგვარი ძრავის როლშია, რომელიც "სპურსის" თამაშის ალგორითმს განაგებს. კრისტიანის ფუნქცია-მოვალეობები მნიშვნელოვნად აღემატება იგივე კეინის, ბეილისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მოდრიჩის საქმიანობასაც კი.

ხორვატს "მამლების" შემადგენლობაში ჩაბარებული ჰქონდა ცენტრალური ხაზი, ინგლისელს - თავდამსხმა, უელსელს კი თავდაპირველად დაცვის, მოგვიანებით, შეტევის მარცხენა ფლანგი. ერიქსენი არის ფეხბურთელი, რომელიც ამ ყველაფერს აკავშირებს.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

დანიელი შუახაზელის ქმედების არეალი საყრდენი ზონიდანაც კი იწყება და სრულდება ფრთაზე ან "ყალბი ცხრიანის" პოზიციაზე. ერთი სიტყვით, საჭიროების შემთხვევაში კრისტიანი ყველგან აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ არის სკანდინავიელი ძვირფასი და სწორედ ამიტომ ცდილობს მის მოთაფლვას "რეალი".

ერიქსენის კონტრაქტი 2020 წელს იწურება. მისი ხელფასი შეადგენს პრემიერ ლიგის სტანდარტების გათვალისწინებით, კვირაში სასაცილო 75 ათას ფუნტს. "ტოტენჰემი" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

"ჰოტსპურის" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ დანიელი მადრიდელთა მაცდურ წინადადებას არ თანხმდება და ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე არც პრეტენზიას გამოთქვამს. კრისტიანს მსგავსი გამოხტომები არ ახასიათებს, მითუმეტეს ახლა, როდესაც "დეზები" ახალ ისტორიას წერენ.

"სამეფო კლუბის" მხარეს უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობებია, თუმცა სკანდინავიელის ახლანდელი ანაზღაურების გათვალისწინებით, ფული მისთვის პრიორიტეტი არ არის. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ლონდონური კლუბის პრეზიდენტზე, დანიელ ლევიზე.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

ინგლისელმა ბიზნესმენმა მოდრიჩისა და ბეილის გასხვისებით თავის დროზე ჰარი რედნაპის სიმპატიური გუნდი დაანგრია. "სპურსი" ჩემპიონთა ლიგაზე გადიოდა, სადაც ჯერ კიდევ მრისხანე მილანურ გუნდებს სისხლს უშრობდა.

"მამლები" ინგლისის ყველაზე პროგრესირებად კოლექტივად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ფინანსურმა მხარემ "ტოტენჰემს" ზრდაში ხელი შეუშალა. მდგომარეობის გამოსწორება პოჩეტინომ შეძლო. რედნაპიდან არგენტინელამდე კი "ჰოტსპურში" ორ-წლიანი ქაოსი სუფევდა.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

ერიქსენის გაყიდვის შემთხვევაში "დეზები" ბანქოს სახლივით კიდევ ერთხელ დაინგრევიან, იგივე კეინის გასხვისებაც კი არ იქნება ისეთი მტკივნეული. სამწუხარო პერსპექტივაა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ლონდონელები არა მხოლოდ ეპლ-ში, არამედ ევროპაშიც დამკვიდრნენ.

ერთი სიტყვით, დანიელის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად არის საჭირო. "სპურსმა" უნდა გადაფაროს "რეალის" ნებისმიერი წინადადება და კრისტიანისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მამლები" მხოლოდ დროებით მოვლენად იქცევიან, როგორც შარშანდელი "რომა".

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

არსებობს ერთი არგუმენტი - პოჩეტინოს გუნდი სკანდინავიელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებს და შემადგენლობას აპგრეიდს გაუკეთებს, მაგრამ როდის მუშაობდა ეს? "ტოტენჰემი" მსგავს ვითარებაში ერთხელ უკვე იყო და დაინგრა, საუბარია ბეილის გაყიდვაზე.

"ჰოტსპურმა" იშოვა 105 მილიონი ევრო, უელსელის ფულზე გაფორმებული იქნა შვიდი ფეხბურთელი, მაგრამ უშედეგოდ. ცნობისთვის, აღნიშნული 7-ეულიდან (ერიქსენი, სოლდადო, პაულინიო, ლამელა, შადლი, კაპუ, კირიკეში) მხოლოდ დანიელის ტრანსფერმა გაამართლა. სად არიან დანარჩენები ახლა?

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

საკმარისია გავიხსენოთ "ლივერპულიც", როდესაც "წითლებმა" ლუის სუარესი გაასხვისეს. იურგენ კლოპამდე არსებულ სიტუაციას "მერსისაიდელები" კოშმარულ სიზმრებში დღემდე ხედავენ. მოკლედ, "დეზებსა" და "რეალს" შორის სატრანსფერო თანამშრომლობა უნდა შეწყდეს. მადრიდელებისთვის ახალი ინკუბატორის გამონახვის დრო დადგა, ეს ლონდონელთა ინტერესებშია.

მოდრიჩი, ბეილი...ერიქსენი?! - ტოტენჰემის გეგმა: რეალის მოშორება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილანი აბატეს დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურში "მილანი" "ფროზინონეს" დაუპირისპირდა. "როსონერის" გულშემატკივრებმა უკანასკნელად იხილეს იგნაციო აბატე "სან სიროზე".

დღეს, 11:09

რედნაპი: "ლამპარდის სამწვრთნელო ტალანტში ეჭვი არ მეპარება"

ცნობილმა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

იუვენტუსი ბარძალის დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოს "ატალანტას" ხვდებოდა.

დღეს, 10:41

რობერტო: "წარმატებული სეზონი ჩავატარეთ"

"ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხი რობერტომ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:34

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10