Goal.Ge

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე


ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

ლუი ვან გაალმა ამსტერდამის "აიაქსი" 1991 წლის სექტემბერში ჩაიბარა. ჰოლანდიელი დამწყები მწვრთნელი იყო, რომელსაც პრესა თავდაპირველად მიწასთან ასწორებდა. ჟურნალისტები მას დასცინოდნენ და სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

ნიდერლანდელი სპეციალისტი კრიტიკოსებს არ უსმენდა, მის გონებაში სულ სხვა აზრები ტრიალებდა, კერძოდ - ტოტალური ფეხბურთის ევოლუცია. ვან გაალი თვლიდა, რომ თითოეულ მოთამაშეს ნებისმიერ პოზიციაზე ასპარეზობა შეეძლო.

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

ჰოლანდიელმა ტაქტიკოსმა ზედმიწევნით შეისწავლა იოჰან კრუიფის მემკვიდრეობა, რომელსაც მოგვიანებით მან თავისი მეთოდებიც დაურთო. ლუის შეგირდები უნდა ყოფილიყვნენ უფრო ძლიერები, ჭკვიანები და სწრაფები.

ნიდერლანდელ დამრიგებელს გეგმების ასრულებაში სამი ადამიანი დაეხმარა - ჰოკეის ფიზიოლოგი ჯოს გეიზელი, სირბილის მწვრთნელი კალათბურთიდან ლასლო ჯამბრა, კონცენტრირებისა და ფიზიკური სიძლიერის სპეციალისტი ამერიკული ფეხბურთიდან რენე ვორმჰაუდტი.

თითოეულმა მათგანმა "აიაქსის" ვარჯიშები ინოვაციურ მოვლენად აქცია. მაგალითად - გეიზელმა უარი თქვა კროსზე და აქცენტი სპრინტზე გააკეთა, ჯამბრამ სირბილის ახალი მეთოდი შეიმუშავა, ვორმჰაუდტმა კი კროს-ფიტისა და სტეპის სინთეზი შექმნა.

ასე ვარჯიშობდნენ აიაქსიდები 90-იანებში



ამის გარდა, ამსტერდამელები სრული სერიოზულობით თამაშობდნენ კალათბურთს, ჰოკეისა და ფრენბურთს. ყველაფერს ემატებოდა ვან გაალის რთული ტაქტიკა - მეკარე ვალდებული იყო ეთამაშა როგორც ხელით, ისე ფეხითაც. შეტევა უახლოესი მცველისკენ პასით იწყებოდა.

ცენტრალური მცველები და საყრდენი ნახევარმცველები პოზიციებს პერიოდულად იცვლიდნენ, ვინგერები კი მუდმივად თავისუფალი ზონის ძიებაში იყვნენ. არსებობდა ერთი აუცილებელი წესი: სქემა 4-3-3 ნებისმიერ გარემოებაში უცვლელი რჩებოდა.

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

ჰოლანდიელებმა პირველივე სეზონში უეფას თასი მოიპოვეს, რის შემდეგაც, ჰეიტერები გაჩუმდნენ. ლუი ამჯერად გენიოსად აკურთხეს, მაგრამ წარმოიქმნა ერთი პრობლემა: გრანდებმა "აიაქსის" ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს.

ამსტერდამი დატოვა ბერგკამპმა, იონკმა, ვინკმა, ვინტერმა და ბევრმა სხვამ. ვან გაალს გუნდის აშენება თავიდან მოუწია. დედაქალაქში აქცენტი ისევ კლუბის აღზრდილებზე გააკეთეს და უნდა ითქვას, რომ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

მთავარ გუნდში გადმოვიდნენ ზეედორფი, დავიდსი, კლუივერტი, ოვერმარსი, ძმები დე ბურები და ა.შ. მათ გარდა, "ღმერთის შვილებს" ჰყავდათ გამოცდილი რაიკაარდი, ბლინდი, ვან დერ სარი და ლიტმანენი.

ნიდერლანდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. "ებრაელებმა" ორჯერ აჯობეს მოქმედ ტრიუმფატორ "მილანს", ერთხელ ჯგუფურ ეტაპზე, მეორედ კი ფინალში. პარალელურად, განადგურებული იქნა მიუნხენის "ბაიერნი".

მილანი-აიაქსი 0:1 (ჩემპიონთა ლიგის ფინალი)



ფაბიო კაპელოს ლეგენდარული "როსონერის" ჰეგემონია ახალგაზრდა "აიაქსმა" დაამხო. ერთი წლის შემდეგ, ამსტერდამელები ფინალამდე კვლავ გააღწევენ, მაგრამ ამჯერად მეორე იტალიურ გიგანტთან, ტურინის "იუვენტუსთან" დამარცხდებიან.

ჰოლანდიური გუნდი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე იმყოფებოდა, თუმცა მცირე ბიუჯეტის გამო, "ღმერთის შვილებს" კვლავ მოუწიათ ლიდერების გასხვისება. ვან გაალი შემცვლელთა ძიებას შეუდგა, ერთ-ერთი ასეთი ნიდერლანდელმა "ტრაბზონსპორში" აღმოაჩინა: შოთა არველაძე (1997-2001; 124 მატჩი, 72 გოლი).

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

ქართველის გარდა, "ებრაელთა" რიგებში მოვიდნენ ვეტერანი ლაუდრუპი, მაკარტი, ბაბანგიდა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. 90-იანების მიწურულს "აიაქსში" ხანმოკლე პერიოდი გიორგი ქინქლაძემაც გაატარა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენმა თანამემამულემ ამსტერდამში დამკვიდრება ვერ შეძლო.

ქინქის დროს ჰოლანდიური გრანდი უკვე შეცვლილი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ღმერთის შვილებს" ვან გაალი აღარ ჰყავდათ, ნიდერლანდელი "ბარსელონაში" მუშაობდა. დღევანდელი "აიაქსი" ბევრს ლუის ფორმაციის გუნდს აგონებს.

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

მსგავსება ნამდვილად არსებობს - ვარსკვლავური თაობა, სენსაციები ჩემპიონთა ლიგაზე და ფინალში გასვლის რეალური პერსპექტივა. იმედი დავიტოვოთ, რომ დამთხვევების სერია გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ამსტერდამში ქართველ ფეხბურთელებს კვლავ ვიხილავთ.

ლეგენდარული აიაქსი: უკანასკნელი ჩემპიონები ჰოლანდიიდან და მათი შემცვლელი - შოთა არველაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რედნაპი: "ლამპარდის სამწვრთნელო ტალანტში ეჭვი არ მეპარება"

ცნობილმა ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა:

დღეს, 10:50

იუვენტუსი ბარძალის დაემშვიდობა

სერია ა-ს 37-ე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოს "ატალანტას" ხვდებოდა.

დღეს, 10:41

რობერტო: "წარმატებული სეზონი ჩავატარეთ"

"ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხი რობერტომ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 10:34

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10