ავტორიზაცია

გაუგებრობა სიტის ხელმძღვანელობასა და გვარდიოლას შორის, მიზეზი - სანე

გაუგებრობა სიტის ხელმძღვანელობასა და გვარდიოლას შორის, მიზეზი - სანე
თარიღი 25 May 2019, 19:12
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობის და მთავარი მწვრთნელის მოსაზრება გაიყო.

ESPN-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში "ქალაქელები" ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე წამოიწყებენ მოლაპარაკებებს, მოქმედი ხელშეკრულებით გერმანელი გუნდთან კიდევ ორი წლით არის დაკავშირებული.

თავის მხრივ, პეპ გვარდიოლას კი, არ სურს, რომ სანეს გუნდიდან წასვლაში შეუშალოს ხელი და მის გაყიდვას დათანხმდება, თუ ფეხბურთელი ამას თავად მოისურვებს.

სანეს შეძენით "ბაიერნი" ინტერესდება, მაგრამ "სიტისთვის' ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავს. პოტენციური ტრანსფერის საფასური 80 მილიონად ფასდება.