Goal.Ge

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "რეალი" - "ბაიერნი"



დღეს ღამით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის ტიტანები დაუპირისპირდებიან. ოთხშაბათი, მადრიდი, "სანტიაგო ბერნაბეუ", 22:45 საათი, მსაჯი - ჰოვარდ უები (ინგლისი) ტემპერატურა - 9°, წვიმის ალბათობა - 20% წილისყრამდე ალბათ ძალიან ბევრ გულშემატკივარს ფინალში სწორედ ამ გუნდების ხილვა სურდა, თუმცა ფავორიტებს ერთმანეთთან შეჭიდება 1/2 ფინალურ სტადიაზე მოუწევთ. ბოლო მატჩი, რომელიც მადრიდელებმა ჩაატარეს, ესპანეთის თასის ფინალი იყო "ბარსელონას" წინააღმდეგ. ანჩელოტის გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რაც გუნდს საბრძოლო სულისკვეთებას კიდევ უფრო აუმაღლებს. "თეთრებს" ტრიპლეტის შესრულება შეუძლიათ. "რეალისთვის" მთავარი სიახლე რონალდუს დაბრუნება იქნება. კრიშტიანუს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა. დღეს დილით საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა ესპანურ პრესაში, გარეთ ბეილი გაციებულია და სიცხის გამო შეიძლება შეხვედრა გამოტოვოს. ასეა თუ ისე, მასპინძლებს ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად აქვთ - უთამაშებელი რონალდუ და შეუძლოდ მყოფი ბეილი. რადგანაც რონალდუ ბრუნდება, ანჩელოტის "ბარსელონასთან" მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობის დაყენება მოუწევს. პორტუგალიელი, როგორც ყოველთვის, მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მოედნის ცენტრში მოდრიჩი-ალონსო-დი მარიას ტრიოს დაყენება იქნება, თუმცა გამორიცხული არაა ისკოს გამოჩენაც, რომელიც უფრო მეტად ბურთის კონტროლზეა ორიენტირებული. იმ შემთხვევაში, თუ ბეილი ვერ ითამაშებს, მაშინ მარჯვენა ფლანგზე დი მარია დადგება, ხოლო ცენტრში არგენტინელს ზემოთხსენებული ახალგაზრდა ესპანელი შეცვლის. "ბაიერნს" უკვე დიდი ხანია ბუნდესლიგა გაფორმებული აქვს, ამიტომაც შეხვედრისთვის მშვიდად ემზადებოდა. ხოსეპ გუარდიოლა ბოლო მატჩებში როტაციას მიმართავდა, რათა "რეალის" წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანოს, ამიტომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" განადგურებამაც დიდად არ უნდა განარისხოს მიუნხენელი გულშემატკივარი. რონალდუს მსგავსად, რამდენიმე კვირა გაუცდა მანუელ ნოიერს, თუმცა მთავარი კიპერის გარეშე გამოსვლა დღეს წარმოუდგენელი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ მოედნის ფეხბურთელებს, შეიძლება რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ. დიდი ალბათობით, ფილიპ ლამი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს და კრიშტიანუს განეიტრალებას შეეცდება. მისი ამ პოზიციაზე დაყენება უფრო გამართლებული იქნება, ვიდრე რაფინიას. მითუმეტეს, ცენტრალურ ზონაში გერმანელს შემცვლელები ნამდვილად ჰყავს: ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი და კროოსი. ზუსტად ამ ტრიოს უნდა ველოდოთ. რობენი და რიბერი ფლანგებიდან შეუტევენ, ცენტრფორვარდის პოზიციას კი ან მიულერი ან მანჯუკიჩი დაიკავებს. სავარაუდო შემადგენლობები "რეალი": კასილასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, კოენტრაო - ალონსო, მოდრიჩი, დი მარია - ბეილი, რონალდუ, ბენზემა. "ბაიერნი": ნოიერი - ლამი, დანტე, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, შვაინშტაიგერი, კროოსი - რიბერი, რობენი, მიულერი. ტრავმა: არბელოა, ხედირა, ხესე - ალკანტარა, შაქირი გუნდების ჯამური სტატისტიკა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე

რეალი

კომპონენტი

ბაიერნი

32

გატანილი გოლები

24

54

ბურთის ფლობა %

65

165

სახიფათო მომენტი

195

101

კარში ზუსტი დარტყმა

128

64

კარში არაზუსტი დარტყმა

67

26

ბლოკი

15

47

კუთხური

74

27

თამაშგარე

28

17

ყვითელი ბარათი

14

1

წითელი ბარათი

2

90

თამაშის წესების დარღვევა

111

113

გუნდზე დაჯარიმდნენ

126

6794

პასები

7913

5470

ზუსტი პასები

6570

GOAL.GE

[poll id="60"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10