Goal.Ge

7 ფეხბურთელი, რომლის შეძენაც რეალმა ბარსელონას დაასწრო


7 ფეხბურთელი, რომლის შეძენაც რეალმა ბარსელონას დაასწრო

ცნობილი დაპირისპირება, ელ კლასიკო, ხშირად სატრანსფერო ბაზარზეც იმართება.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "აინტრახტის" ფორვარდი, ლუკა იოვიჩი, უკანასკნელი ტრანსფერია, რომელშიც მადრიდულმა გრანდმა "ბარსელონას" აჯობა და ფეხბურთელი გადაიბირა. თუმცა, ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

გავიხსენოთ სხვა შემთხვევები, როდესაც სატრანსფერო კლასიკოში გამარჯვება "რეალს" რჩებოდა.

მარკო ასენსიო

მალიორკელი ახალგაზრდა შემტევი "ბარსელონაში" გადასვლასთან იმდენად ახლოს იყო, რომ კატალონიის დედაქალაქში ბინის ძიებასაც შეუდგა. თუმცა, "ბლაუგრანა" "მალიორკას" მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეაყოვნა - კერძოდ კი, 3.5 მილიონმა ევრომ. სამაგიეროდ, ამ თანხის გადახდას არ შეუშინდა "რეალი", რომელმაც ფეხბურთელი დაუყონებლივ გაიფორმა და არენდით ჯერ მშობლიურ კლუბში დატოვა, შემდეგ კი ერთი წლით "ესპანიოლში" გაუშვა.

დანი სებალოსი

წარმატებული 2016/17-წლების სეზონისა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, სებალოსის გადაბირებით არაერთი კლუბი დაინტერესდა. თუმცა, ფავორიტი "ბარსელონა" იყო, რომელიც მას ანდრეს ინიესტას იდეალურ შემცვლელად მოიაზრებდა. თუმცა, "რეალს" სხვა მოსაზრება ჰქონდა და საბოლოოდ, როგორც "ბეტისი", ისე თავად ფეხბურთელი, დედაქალაქში გადმოსვლაზე დაითანხმა.

ტეო ერნანდესი

2016/17 სეზონი ფრანგმა განაპირა მცველმა იჯარის წესით "ალავესში" გაატარა და გუნდთან ერთად სამეფო თასის ფინალშიც გავიდა, რაშიც მისი წვლილი საკმაოდ დიდი იყო. "ბარსელონა" ტეოს ჟერემი მატიეს შემცვლელად განიხილავდა, თუმცა, როდესაც ფეხბურთელმა შეიტყო, რომ ინტერესი "რეალის" მხრიდანაც იყო, აგენტს შემდეგი რამ უთხრა: "მხოლოდ "რეალში" სურს თამაში. ერნანდესის უფლებები "ატლეტიკოს" ეკუთვნოდა და მისი სკოლის აღზრდილიც იყო, შესაბამისად, მოსისხლე მტრის ბანაკში პერსპექტიული ფეხბურთელის გაშვება გუნდს გულზე დიდად არ ეხატებოდა, თუმცა, ტეო თავიმ თავისი ნება მაინც გაიტანა და თავი "რეალში" ამოჰყო.

ვინისიუს ჯუნიორი

ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აღიარა, რომ "ბარსელონა" მას უფრო დიდ ფულს სთავაზობდა, თუმცა, მას მხოლოდ "რეალში" თამაში აინტერესებდა. დედაქალაქურ კლუბში მარსელოს და კაზემიროს ყოფნამ მისი გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცალსახა გახადა: "მათ არაერთხელ დამირეკეს და მადრიდის შესახებ შესანიშნავი ისტორიები მომიყვეს", - აღიარა იმავე ინტერვიუში ბრაზილიელმა.

ბრაჰიმ დიასი

ესპანელ ნახევარმცველს "სიტისთან" კონტრაქტი ეწურებოდა და სამშობლოში დაბრუნების სურვილი მან არაერთხელ, ღიად გამოთქვა. მის გადაწყვეტილებაზე ვერც იმან იმოქმედა, რომ პეპ გვარდიოლა მის დატოვებას აქტიურად ცდილობდა. რა თქმა უნდა, ნიჭიერი და თანაც, ესპანელი ფეხბურთელის რადარზე უმალვე გაჩნდნენ "ბარსელონაც" და "რეალიც". თუმცა, მალაგელი ახალგაზრდას გული დედაქალაქისკენ მიუწევდა და საბოლოოდ, მას კონტრაქტის ამოწურვამდე დაცდაც არ დასჭირდა - "რეალმა" ფეხბურთელი იანვარში, 17 მილიონ ევროდ გაიფორმა.

ედერ მილიტაო

"პორტუში" პირველი სეზონის მიუხედავად, ბრაზილიელმა მცველმა არაერთი ტოპ-კლუბის ყურადღება მიიპყრო. ყველაზე ხშირად, "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელი ისმოდა, თუმცა, "ბარსელონას" მხრიდან არსებულ ინტერესზეც არაერთხელ დაიწერა. როგორც აღმოჩნდა, ჟოზე მოურინიოს ტრანსფერი ფაქტობრივად შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მისმა "იუნაიტედიდან" გაშვებამ ყველაფერი გააფუჭა - ამის შემდეგ, ფავორიტი "ბარსელონა" გახდა, თუმცა, ყველას "რეალმა" დაასწრო და ტრანსფერი ზიდანის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ოფიციალურადაც დაადასტურა.

ლუკა იოვიჩი (არაოფიციალური)

სერბ ფორვარდს "ბარსელონაში" გადასვლას ყველაზე აქტიურად უწინასწარმეტყველებდნენ. კატალონიელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ იანვარში სურდათ, თუმცა, არჩევანი კევინ პრინც ბოატენგზე შეაჩერეს. "ბლაუგრანას" გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ იოვიჩის ტრანსფერს ზაფხულში მიხედავდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კატალონიელებმა დააგვიანეს. ზიდანმა დაბრუნების შემდეგ შეტევის გადახალისება პირველ რიგში მოითხოვა და მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ცენტრალური ფორვარდი იყო. დიდი ძიების შემდეგ, მადრიდელებმა არჩევანი ლუკა იოვიჩზე შეაჩერეს და როგორც AS იტყობინება, თავდამსხმელი 60 მილიონ ევროდაც გაიფორმეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სემედო კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს?!

ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონა" "ეიბარს" ეთამაშებოდა. კატალონიელთა გუნდში სამწუხარო ამბავი მოხდა:

დღეს, 10:24

დღეს, ტოჩინოშინის ბრძოლა არ შედგება - ქართველს მოგება ავტომატურად ჩაეწერა

ქართველმა სპორტსმენმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს, 10:12

ჰოლანდიას თაობა კვლავ ეზრდება - ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები თაობათა წყვეტას არ უჩივის და საოცარი ფეხბურთელები მოსდის.

დღეს, 04:36

ზიდანის ცუდი შედეგი - პირველად მის კარიერაში

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ბეტისს" დაუპირისპირდა და შინ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 04:30

სისოკომ თავის მომავალზე ისაუბრა

"ტოტენჰემის" ფრანგმა ნახევარმცველმა მუსა სისოკომ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 04:27

გატუზო დონარუმას მადლობას უხდის

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანი" "ფროსინონეს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:22

დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს

იმის ფონზე, რომ ამ სეზონში "სიტიმ" სამი ტიტული მოიგო, კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას არ დარდობს.

დღეს, 04:19

მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესოდ დაასახელეს

როგორც მოსალოდნელი იყო, "პსჟ"-ს შემტევი კილიან მბაპე საფრანგეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დღეს, 04:11

ასეც ხდება: შვარცნეგერს თავს დაესხნენ და პარკეტზე დაანარცხეს [VIDEO]

ცნობილ ამერიკელ ბოდიბილდერს, მსახიობს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, არნოლდ შვარცნეგერს თავს დაესხნენ.

დღეს, 04:09

გვარდიოლა: "შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა შემდეგ წელს მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს.

დღეს, 04:07

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "შტურმსა" და "ზალცბურგს" შორის.

დღეს, 04:02

"...ან ახალი პროექტი" - მბაპემ პსჟ-დან წასვლა დააანონსა?

ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა კილიან მბაპემ დაჯილდოების ცერემონიაზე თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 03:51

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი ნაკრებს? - გიორგი ლორიამ კვლავ ტრავმა მიიღო

ბუნდესლიგა 2-ის 34-ე ტურში "მაგდებურგი" "კიოლნს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

საკამათო მომენტები, რაც შესაძლოა ვიტ ჯორჯიას მოთამაშეების დაკავების მიზეზია [VIDEO]

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარიგებული თამაშებისთვის "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავეს.

დღეს, 01:25

სკანდალი - დინამოსთან მატჩის შემდეგ, გასახდელში პოლიციამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ვიტ ჯორჯია" "დინამო ბათუმს" ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 01:11

პირველი ასიანი - ატალანტას უნიკალური მიღწევა

2018/19 წლების სეზონი ბერგამოს "ატალანტასთვის" ფენომენალური და ისტორიულია!

დღეს, 00:33

ნაპოლიმ ინტერი 4:1 გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" შინ მილანის "ინტერი" არ დაინდო.

დღეს, 00:27

ატალანტამ იუვენტუსთან არ წააგო და მესამეზე გადავიდა [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტასთვის" ზღაპრული სეზონი გრძელდება - ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ტურინიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო.

დღეს, 00:25

"ჩევნი კარი მისთვის ღიაა" - დე როსის ბოკაში ეპატიჟებიან

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ ახალი საინტერესო შემოთავაზება მიიღო.

დღეს, 00:11

ლევერკუზენმა ჰავერტცის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა გუნდის გამორჩეული ტალანტის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 00:04

არსენალმა მთავარი სატრანსფერო სამიზნე შეარჩია

ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი შეარჩია.

დღეს, 00:01

სანჩო: "მომდევნო სეზონში მიზანი უკევ ჩემპიონობა იქნება!"

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევი, ჯეიდონ სანჩო, მომდევნო სეზონში საკუთარი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ელოდება.

გუშინ, 23:57

ერთადერთი მოთამაშე იტალიიდან - პიონტეკი ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა

"მილანის" ცენტრალური თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი, საუცხოო სეზონს ატარებს და შესანიშნავი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ, 23:52

პელეს ულამაზესი "ფინტი" საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის დინამოს ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ბათუმის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:51

როისი: "ბაიერნმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და შემტევმა, მარკო როისმა, მიუნხენის "ბაიერნს" ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მიულოცა.

გუშინ, 23:47

მარტინესი: "ბელგიის ნაკრების კარი კომპანისთვის კვლავ ღიაა"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, ვინსენ კომპანის "მანჩესტერ სიტიდან" წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:35

ბათუმი მოწოდების სიმაღლეზეა - მარტივი გამარჯვება და კვლავ ლიდერის სტატუსი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:32

რიბერიმ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:30

ბეილი - მოთამაშეებს: "რეალი 51 მილიონს გადამიხდის ან არსადაც არ წავალ!"

გარეთ ბეილმა საკუთარ თანაგუნდელებთან საუბარში დაასახელა პირობა, რომლის შემთხვევაშიც კლუბს დატოვებს.

გუშინ, 23:28

ისტორიაში პირველად - ბარსელონამ რეალთან სარეკორდო სხვაობა დააფიქსირა

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა.

გუშინ, 23:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10