ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი


ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი

ცხოვრებაში პირველად, ვირჯილ ვან დაიკი შეშინდა, ოღონდ ძალიან შეშინდა. მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის პერსპექტიული მცველი იყო გრონინგენიდან. მთელი კვირის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ამ ყველაფერს უბრალო გაციებას აბრალებდა, მერე საავადმყოფოში მივიდა და აღმოჩნდა, რომ აპენდიქსი გახეთქვოდა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. "ყველაფერი ცხადად მახსოვს" - ამბობს ვირჯილი ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ. "არ მოვიტყუები, ძალიან შემეშინდა, მეგონა მოვკვდებოდი"

გულშემატკივრები და მედია აქტიურად საუბრობენ იმ დიდ ზეწოლაზე, რომელსაც ლივერპული და მანჩესტერ სიტი განიცდიან ტიტულისთვის ბრძოლის გზაზე, თუმცა მათ რაღაცები ავიწყდებათ. ნამდვილ ზეწოლას მაშინ განიცდი როცა საავადმყოფოში წევხარ და შენს მომავალზე ფიქრობ. ნამდვილი ზეწოლაა, როცა ზუსტად არ იცი, შეძლებ თუ არა კიდევ ოდესმე შეეხო ბურთს - დიახ, ეს ვირჯილ ვან დაიკის ისტორიაა.

ჯაჭვი, რომელიც ლივერპულს აკლდა




"გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი სიტუაცია მომწონს... ვიცი, რომ შეიძლებოდა 7 ქულით წინ ვყოფილიყავით , მაგრამ ასე მოხდა და ახლა მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ"

ლივერპულის შემადგენლობიდან ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს მოგებული - ჯეიმს მილნერს (სიტისთან ერთად), ფაბინიო (მონაკო) და ქსერდან შაქირი (ბაიერნი). როგორ უნდა დაეხმაროს ვირჯილს 2-ჯერ მოგებული შოტლანდიის ჩემპიონატი?

"სელტიკთან ერთად ყველაფერი სხვანაირად იყო, თუმცა ჩემპიონატის მოგება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულო და საამაყოა. ეს ერთგვარი დაფასებაა იმ შრომისა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში იღებ. პრემიერ ლიგის მოგებით კი შენ საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ შედიხარ და ლეგენდა ხდები. ეს არის სწორედ ის, რის გამოც ფეხბურთს თამაშობ. ყველას უნდა, ლეგენდა გახდეს"

ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, ვან დაიკი უკვე შესულია ლივერპულის ისტორიაში. მან კლოპის ორგანიზებულ ქაოსში უმნიშვნელოვანესი წვლილი დაიდო. ვირჯილის ტრანსფერამდე ლივერპული საშუალოდ 1.2 გოლს უშვებდა, ჰოლანდიელის გადმობარგების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 0.8-მდე დაეცა.

"სეზონი არც ისე სახარბიელოდ დავიწყეთ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, თუმცა ჩვენი პროგრესი ყველასთვის ნათელია"

"უკვე შეგვიძლია მატჩები ჩვენი სცენარით წავიყვანოთ, ბოლომდე ვაკონტროლოთ. ისეთი ძლიერი შეტევის წყალობით, როგორიც ჩვენ გვყავს, ადვილია ბევრი საგოლე მომენტის შექმნა. მთავარია, მეტოქე თამაშიდან გამოთიშო, მერე აუცილებლად მოიგებ"

"რაც შეეხება ჩემს მიერ დაცვის გაძლიერებას. ეს უბრალოდ ლიდერობის ამბავია. ვფიქრობ, რომ იმ პოზიციის ფეხბურთელს, რომელზეც მე ვთამაშობ, აუცილებელია ჰქონდეს ლიდერული თვისებები, ალაგებდეს თამაშს და იყოს მაგალითი სხვებისთვის. მე ყოველთვის ვიცი რა მინდა და ჩუმადაც არასდროს ვარ. თუ რაიმე მაქვს სათქმელი ფეხბურთელებისთვის, ყოველთვის პირდაპირ ვამბობ"

"უბრალოდ შეხედეთ ლებრონ ჯეიმსს ან ტომ ბრეიდის. ისინი ნამდვილი ლიდერები და თავიანთ სპორტის სახეობებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოებიც არიან. ისინი წარმოუდგენელ წნეხს განიცდიან ყოველდღე, თუმცა მაინც ახერხებენ თანაგუნდელების მოტივირებასა და მათთვის მაგალითის ჩვენებას. მინდა, რომ ჩემი თავისგან საუკეთესო ვერსია გამოვწვრთნა, მაგრამ სხვა ადამიანებში საუკეთესო თვისებების გამოვლენაც არანაკლებ მხიბლავს."

ამის ფონზე, გასაკვირიც არ ყოფილა, რომ გუნდმა ერთხმად დაუჭირა მხარი ვირჯილ ვან დაიკის მე-3 კაპიტნად არჩევას. მაშინ, როცა ჯორდან ჰენდერსონი და ჯეიმს მილნერი ტრავმის გამო ლაზარეთში იყვნენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "რედ სთარის" წინააღმდეგ გუნდს ვირჯილმა უკაპიტნა (4:0).

"ლიდერობა ძალიან მიყვარს. ჰოლანდიის 18 წლამდელთა ნაკრებს ვკაპიტნობდი და ამგვარი პასუხისმგებლობა ძალიან მხიბლავს. როცა ისეთ გუნდში მიდიხარ, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, შენ კი აქ მხოლოდ 1 წელია რაც ხარ და ამგვარ პატივს განიჭებენ, ძალიან სასიხარულო მომენტია"

ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი


"იურგენი ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელია. მან იცის როგორ "მიიღოს" ფეხბურთელები, ხვდებით რასაც ვგულისხმობ? რთულია მისი აღწერისას სწორი სიტყვები შეარჩიო - მან ინსტინტქურად იცის, როდის უნდა იმუშაოს ფეხბურთელთან ინდივიდუალურად, ის სწორ დროსა და ადგილს ყოველთვის არჩევს. გასახდელში არსებული სიტუაცია მასზე, როგორც მოტივატორ მწვრთნელზე, შესანიშნავად მეტყველებს"

"გაიხსენეთ ევერტონთან ბოლო წამზე გატანილი გოლი, იგი სტადიონზე შემოვარდა. კლოპი ყოველთვის გულწრფელად იქცევა და არასდროს ცდილობს ნიღაბი მოირგოს."

ზოგადად, ვირჯილს და ევერტონს ნამდვილად აქვთ ისტორია. ლივერპულის რიგებში ჰოლანდიელი მცველის დებიუტი სწორედ ევერტონის წინააღმდეგ, FA თასზე შედგა.

"ბოსი ფიქრობდა, რომ ჩემთვის ჯერ ძალიან ადრე იყო თამაში, თუმცა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და კლოპს რისკის გაწევა არ უნდოდა"

"ასე რომ, მათ ნაცვლად რისკი ჩემზე გასწია. კლოპმა გახურების დროს მკითხა ვიყავი თუ არა მზად, მე ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა. არ ვნერვიულობდი, მოედანზე გასვლა და თამაში მინდოდა"

იმ თოვლიან საღამოს ვირჯილმა არამხოლოდ შესანიშნავად ითამაშა, 84-ე წუთზე თამაშის მომგები თავურიც გაიტანა.

"რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად გამორჩეული მომენტი იყო. როცა გუნდში მიდიხარ, პირველად სწორედ იმაზე ფიქრობ, ვისთან შედგება შენი დებიუტი. ახლა, როცა ყველაფერს მომავლიდან ვუყურებ, უკეთესად არც შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ჩვენთვის ყველაფერი ნამდვილად საოცნებო სცენარით განვითარდა"

1 წელზე ცოტა მეტ დროში ვირჯილ ვან დაიკი პრემიერ ლიგის მაღალი დონის მცველიდან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად იქცა, ადამიანად, რომელიც ლივერპულს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგებისკენ უძღვება.

"მეგობრებთან ერთად 2017 წლის კარდიფის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წავედი. ძალიან მაგარი სანახაობა იყო, სუპერ ბოულის მსგავსი. მაშინ მივხვდი, რომ ამ დონეზე თამაში ძალიან მინდოდა. ზუსტად 1 წლის შემდეგ ამ ყველაფრის ჩემს თავზე გამოცდა საოცარი გრძნობა იყო. დიახ, ჩვენ მატჩი წავაგეთ, თუმცა ეს დიდი მიღწევა იყო, ახლა უფრო მეტი მსურს"

"უნდა ვაღიარო, ფინალი ძალიან რთული აღმოჩნდა. მარცხის შემდეგ უამრავ ემოციას განვიცდიდი. სახლებში განადგურებულნი ჩამოვედით, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი, რადგან ადრენალინით ვიყავი სავსე. ორი დღის შემდეგ ეროვნულ ნაკრებთან ერთად გავემგზავრე. პერსონალურად ჩემთვის, ეს დიდი შვება იყო, რადგან ახლა სხვა მატჩებზე მიწევდა კონცენტრაცია. "

"ამის შემდეგ დასასვენებლად წავედი, თუმცა ფინალის წაგებას ვერც იქ გავექეცი. როცა ფიქრობ, რომ ეს უკვე გადალახე, მოვა ვიღაც ტიპი და გეტყვის, "ეჰ, ფინალში არ გაგიმართლათ". მათ, რა თქმა უნდა, კარგი განზრახვა აქვთ, თუმცა ეს შენ ბევრს რამეს გახსენებს. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის, ფინალის წაგებას აღარასდროს დავუშვებ"

"ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. ძალიან მტკიოდა"




ვირჯილი ბრედაში დაიბადა - ჰოლანდიელი მამისა და სურინამელი დედის ოჯახში. ვან დაიკს ყოველთვის ფეხბურთელობა სურდა. ის ყველგან ფეხბურთს თამაშობდა სადაც შეეძლო, სახლში, ქუჩაში, ცოტა მოგვიანებით კი ცოტა უფრო ორგანიზებულად, შაბათის მატჩებზე.

"ძალიან კარგი დრო იყო, ფეხბურთის გარდა არაფერი მადარდებდა. ახლაც კი მახსოვს პატარა ტურნირები, რომელსაც ბავშვობაში ვაწყობდი. ამ დროს ფეხბურთის თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. კრუიფის კორტებზე უიქენდებზე და კვირის შუა დღეებში უამრავი ბავშვი ვიკრიბებოდით. თუ წააგებდი, მოედნიდან უნდა გასულიყავი და რიგში ჩამდგარიყავი, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მოგვეგო და მოედანზე ისევ დავრჩენილიყავით"

"ბუნებრივი იქნებოდა, რომ ბრედაში ადგილობრივ გუნდში მეთამაშა, თუმცა ერთხელ, როცა სინჯებზე მივდიოდი, გავიგე, როგორ გამალებით უყვიროდა მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს და იქ თამაშის სურვილი დამეკარგა"

"დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ვილემ II-ში მივედი. იქაურობა ძალიან მომეწონა, ტილბურგი ბრედასგან 30 წუთის გზითაა დაშორებული, იქ მამა წამიყვანა, გზაში კი მიყვებოდა, რომ ვილემ II ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა (1998/99 სეზონში მათ მე-2 ადგილზე დაასრულეს ერედევიზიონი). ატმოსფერო ტილბურგში გაცილებით უკეთესი იყო, იქ დაახლოებით 10 წელი დავრჩი და ვილემში გატარებული ყოველი წუთით ვისიამოვნე"

"ვერცერთი თავდამსხმელი ვერ ეკარებოდა" - ამბობს ტილბურგის ახალგაზრდა გუნდის მწვრთნელი იან ვან ლუნი FFT-სთან საუბარში. "ის ფიზიკურად ძლიერი იყო და ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა დაცვის. ვირჯილი ყოველთვის ზუსტ მომენტს არჩევდა მეტოქისთვის ბურთის ასართმევად."

"ყველაფრისდა მიუხედავად, ტილბურგში თავი დაფასებულად ვერ ვიგრძენი. როცა უკვე დრო იყო, მათ კლუბში დარჩენა არ შემომთავაზეს. არ უნდოდათ გაერისკათ, სამაგიეროდ, გრონინგენს უნდოდა"

ამგვარად, ვირჯილი 160 მილის მოშორებით, გრონინგენში გადავიდა და დუბლებში თამაში დაიწყო.

"2011 წლის მაისში, როცა გრონინგენში ჩემი დებიუტი შედგა, ხალხი ამბობდა, რომ ძალიან მშვიდი ადამიანი ვჩანდი, თუმცა ასეთი მხოლოდ ერთი შეხედვით ვჩანვარ. სინამდვილეში, მაღალი, სწრაფი მოთამაშე ვარ, რომელსაც უნდა, რომ ბურთს ხშირად შეეხოს, ვცდილობ, ჩემს გარშემო ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონდეს, ყოველთვის დაკავებული ვარ"

ძირითად გუნდში მისი პირველი თვე შესანიშნავი აღმოჩნდა. დებიუტიდან (დენ ჰააგთან 4-2 მოგება) რამდენიმე კვირაში, ვირჯილმა ჰოლანდიურ ფეხბურთს საკუთარი თავი გააცნო.

გრონინგენმა პლეი-ოფის (ევროპა ლიგის საგზურისთვის) პირველი მატჩი დენ ჰააგთან 5:1 დათმო. განმეორებითი შეხვედრა ვირჯილ ვან დაიკმა, ფაქტობრივად, შემტევის პოზიციაზე ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და გრონინგენს 5:1 მოაგებინა. სამწუხაროდ, ისინი პენალტებში მაინც დამარცხდნენ.




2012 წლის 1 აპრილს, გრონინგენი ჰეერენვენთან 3:1 დამარცხდა და ერედევიზიონიდან გავარდნის მთავარი პრეტენდენტიც გახდა.

"ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლიდან ასე შორს მიწევდა ყოფნა. მე კიდე არ ვიცოდი საჭმელების მომზადება, ასე რომ, დიდი რაოდენობით ფასთ ფუდს მივირთმევდი. მთელი კვირის განმავლობაში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. მერე კი აპენდიქსი გამისკდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაშინვე ოპერაცია გამიკეთეს, რადგან ჩემი მდგომარეობა ძალიანს საშიში იყო, შეიძლება მოვმკდვდარიყავი კიდეც."

"საბედნიეროდ, გამოვჯანმრთელდი. მას შემდეგ, ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული საკვებით ვიკვებები."

ვირჯილმა მალევე მოახერხა ფორმის აღდგენა და სეზონის ბოლოს ჰოლანდიური "დიდი ტრიოს" ყურადღებაც მიიპყრო.

"ჩემი აგენტი ყველა მათგანს ესაუბრა. პსვ-მ ჩემი მეგობარი, ჯეფრი ბრუმა შეიძინა. აიაქსმა მაიკ ვან დერ ჰოორნი, რომელიც ახლა სუონსიში თამაშობს. ფეინოორდმა კი სტეფან დე ვრეი და ბრუნო მარტინს ინდი გადაიბირა. აიაქსში გადასვლასთან ყველაზე ახლოს ვიყავი, თუმცა მათ ცოტა ხანი მოცდა და გარკვეული დეტალების დაზუსტება არჩიეს. პარალელურად, ინტერესს სელტიკი გამოხატავდა, მე კი აიაქსისთვის დალოდება არ მსურდა. თითქმის იგივე სიტუაცია იყო, როცა ვილემ II-დან გრონინგენში გადავედი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ორივე შემთხვევაში იდეალური გადაწყვეტილება მივიღე."

ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი


ვირჯილი 2.6 მილიონის სანაცვლოდ სელტიკში გადავიდა და პარკჰედზე 2 სეზონი გაატარა. თანაგუნდელების მოხიბვლა მალევე მოახერხა, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ასეთი კომენტარიც კი იყო: "ჯანდაბა, ეს ბიჭი გენიოსია, როგორ მოხვდა სელტიკში?"...

"ეს ნამდვილად შესანიშნავი ნაბიჯი იყო. უამრავი რამ ვისწავლე როგორც ადამიანმა და როგორც ფეხბურთელმა. 2 წელში 3 ტიტული მოვიგე, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასა და მილანის წინააღმდეგ ვითამაშე, ევროპა ლიგაზე კი - ინტერის. ეს უდიდესი გამოცდილება იყო და განვითარებაში ძალიან დამეხმარა"

ახლა კი ძალიან ბანალური შეკითხვის დროა. რომელი მღერის "You will never walk alone"-ს უკეთ, სელტიკი თუ ლივერპული?

"ორივე. ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, ეს დაახლოებით ისეთი კითხვაა, რომელი შვილი უფრო გიყვარს. "

უკვე ცხადი იყო, რომ ვირჯილი ინგლისში გადაბარგდებოდა. ჰოლანდიელ რონალდ კუმანს ვან დაიკი შეუმჩნეველი არ დარჩენია და 2015 წელს საუთჰემპტონში წაიყვანა.

"ძალიან ტკბილად მახსენდება საუთჰემპტონში გატარებული დრო და ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც კლუბმა ჩემთვის გააკეთა."

უკვდავებისკენ...




ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი


ვან დაიკის მომავალი რომ ნათელია, ამაზე არავინ დაობს. მარტში, ჰოლანდიის ახალმა მწვრთნელმა კუმანმა 27 წლის მცველი კაპიტნად დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მას ნაკრებში 20-ზე ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"უფრო ამაყი არ შეიძლება ვყოფილიყავი, ძალიან გამიხარდა, როცა ეს შემატყობინებს. კაპიტნის სამკლაურით შენი ქვეყნის გუნდის მოედანზე გაყვანა ყველა ბავშვის ოცნებაა, მე კი ეს ოცნება რეალობად მექცა"

ორანჟებისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მათ ბოლო 2 მთავარ ტურნირზე კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხე, თუმცა ახალი სისხლისა და უძლიერესი ლიდერის წყალობით, ჰოლანდიელთათვის ყველაფერი გამოსწორდებდა.

"ვესლი სნეიდერის, ვან პერსის, ვან დერ ვაარტის თაობასა და ძლიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სწორედ ამით იყო განპირობებული რამდენიმეწლიანი ჩავარდნა, თუმცა ახლა თამამად ვიტყვი, რომ იმ ტალანტის წყალობით, რომელმაც თავი ჰოლანდიის ამჟამინდელ ნაკრებში მოიყარა, ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სერიოზული ამბიცია გვექნება"

ამ ზაფხულს, ჰოლანდია ერთა ლიგის 1/2 ფინალში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ინგლისს დაუპირისპირდება.

"ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა ლივერპულის ინგლისელ მოთამაშეებთან ამ თემაზე სასაუბროდ. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება, მაგრამ სეზონის დასასრულს. ისე კი ვიცი, რომ ყველა ინგლისელი ელოდება ამ მატჩს და სურს ერთა ლიგის მოგება, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებშიც იგივე სიტუაციაა"

ვან დაიკის ვრცელი ინტერვიუ: არ მოვიტყუები, მეგონა მოვკვდებოდი


ახლა ყველაზე საინტერესო თემაზე გადავიდეთ, პრემიერ ლიგის თასი... როგორ მდგომარეობაში გაქვთ ნერვები?

"მომწონს ზეწოლა.. კარგი რამ, რისი აღნიშვნაც შეიძლება არის ის, რომ ჩვენ ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს. ჩვენს ჩემპიონატში ერთი არაჩვეულებრივი გუნდი ასპარეზობს, რომელიც ზუსტად იგივეს აპირებს. სწორედ ეს მომწონს პრემიერ ლიგაში"

"რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ ყველაფერი ცოტა უფრო მარტივად იყოს, თუმცა რაცაა ესაა და ჩვენ სიტუაციასთან ადაპტირება უნდა მოვახდინოთ"

რა მოხდება, თუკი ლივერპულის 29 წლიან ლოდინს დაასრულებთ და პრემიერ ლიგას მოიგებთ?

"უჰ, ეს ნამდვილი საოცრება იქნება. მიუხედავად დიდი ცდუნებისა, ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ ეს მოხდა და პრემიერ ლიგა მოვიგეთ, ნამდვილად ზღაპრული მომენტი იქნება."

გამარჯვებები, ტიტულები და ზეიმი კარგია, თუმცა ვირჯილმა მშვენივრად იცის, რომ კარიერა შეიძლება მოკლე აღმოჩნდეს, თუნდაც 2012 წლის აპრილის მოვლენების გამო.

"ჯანმრთელობა ყოველთვის უპირველესი რამაა. ყველაფერზე მეტად, უფალს ჩემი და ჩემი ოჯახის ბედნიერებასა და ჯანმრთელობას ვთხოვ ხოლმე"

"მინდა ის ვაკეთო, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ - ვითამაშო ფეხბურთი. ვიცი, რაოდენ მოკლე შეიძლება გამოდგეს საფეხბურთო კარიერა, ამიტომ მინდა, 5 წლის შემდეგაც ისეთივე კარგ ფორმაში ვიყო, როგორშიც ახლა ვარ"

როცა ისეთ გზას გაივლი, როგორიც ვირჯილმა გაიარა, რთულია რაიმე დაბრკოლება სერიოზულად აღიქვა. ზეწოლა? რა არის ზეწოლა?

სტატიის ორიგინალი გამოქვეყნებულია ჟურნალ FourFourTwo-ს აპრილის ნომერში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნევილი: "საუთგეიტი სწორად მოიქცა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, გარეტ საუთგეიტის მიერ რაჰიმ სტერლინგის ნაკრებიდან მოკვეთაზე ისაუბრა.

დღეს, 20:47

არსენალის ექს-ფეხბურთელი: "ბრენდან როჯერსში 35 მილიონ ევროსაც კი გადავიხდიდი"

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა, გუნდს მთავარ მწვრთნელად ბრენდან როჯერსის დანიშვნა ურჩია.

დღეს, 20:41

მანჩესტერ იუნაიტედი გაძლიერებას ლუკას ვასკესით აპირებს?!

ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ ესპანელი შემტევის, ლუკას ვასკესის გადაბირებას შეეცდება.

დღეს, 20:37

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

დღეს, 20:16

დორტმუნდის ექს-ფეხბურთელი: "პულიშიჩი ახალი აზარი ვერ გახდება"

დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა, კრისტიან პულიშიჩზე ისაუბრა.

დღეს, 20:05

კომპანი: "ლივერპულის წინააღმდეგ თამაში - ორმაგი ფსკერია"

„მანჩესტერ სიტის“ ექს-კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ, თავისი ყოფილი გუნდის „ლივერპულთან“ წაგებაზე ისაუბრა.

დღეს, 19:57

"უცებ მაგარი ბიჭი გახდი, არა?", - სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის საინტერესო დეტალები

ცნობილი გახდა რაჰიმ სტერლინგის და ჯო გომესის კონფლიქტის საინტერესო დეტალები.

დღეს, 19:52

რობინიო თურქეთში იმიტომ თამაშობს, რომ 9 წლით ციხეში არ გამოკეტონ

ინტერნეტში საინტერესო სიახლე გავრცელდა ფეხბურთელზე, რომელიც ოდესღაც ნიჭიერებით პელეს გაუტოლეს.

დღეს, 19:48

სტერლინგის პირველი კომენტარი ნაკრებიდან მოკვეთის შემდეგ

ინგლისის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა, მონტენეგროსთან მატჩიდან მოკვეთაზე ისაუბრა.

დღეს, 19:38

9-თვიანი პაუზის შემდეგ, სოლარი რეალში დაბრუნდა

მადრიდის „რეალიდან“ მარტში გათავისუფლებული სანტიაგო სოლარი „სამეფო კლუბში“ დაბრუნდა.

დღეს, 19:25

იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშს ელიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს საქციელით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 19:22

ლანგლე: "მიუხედავად იმისა რომ საპირისპიროს წერთ, გრიზმანი ბარსელონაშიც ძალიან ბედნიერია"

„ბარსელონას“ ფრანგლა მცველმა, კლემან ლანგლემ, გუნდის ფრანგ შემტევზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 19:18

სიტიმ ლივერპულის დაწევა განიზრახა და 100 მილიონი ფუნტი გაამზადა

„მანჩესტერ სიტის“ მფლობელები გუნდის განახლებას აპირებენ.

დღეს, 19:14

"მთავარია, ფიქრის საშუალება არ მივცეთ", - ვილიანმა მესის ამოკეტვის ხერხებზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების და „ჩელსის“ შემტევმა, ვილიანმა, არგენტინასთან მატჩის წინ, ლეო მესის სათამაშო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დღეს, 18:40

Goal.com-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, რონალდუ სამეულშიც არ არის

ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა თავისი ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

დღეს, 18:35

მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიცია - დინამო ბათუმმა ახალი მემორანდუმი გააფორმა

დღეს, დინამო ბათუმსა და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს” შორის ურთიერთთანამაშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

დღეს, 17:40

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

ბელგიურ „ბრიუგესთან“ წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანი დაგვპირდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ნახავდა.

დღეს, 17:18

კიელინი: "ბავშვობაში მილანის გულშემატკივარი ვიყავი"

"იუვენტუსის" კაპიტანმა აღიარა, რომ ბავშვობაში სხვა იტალიურ გუნდს გულშემატკივრობდა.

დღეს, 17:17

NFA-ს ვერსიით, ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდა

Northwest Football Awards 2019-ის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ.

დღეს, 17:11

სატრანსფერო ბრძოლა ბარსას, ატლეტიკოსა და მანჩესტერს შორის

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.

დღეს, 17:05

იუვეს დირექტორის განცხადება - იგუაინის მომავალი გადაწყვეტილია

"იუვენტუსის" დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ გონსალო იგუაინის თაობაზე ისაუბრა.

დღეს, 17:00

კაკა: "თუ ეს მოხდება, ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება"

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, კაკამ "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

ემერის გაათავისუფლებენ? - არსენალში ყველაფერს წერტილი დაუსვეს

"არსენალის" დირეტორმა, რაულ სანლეჰიმ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 16:45

ნაპოლის ხელმძღვანელობამ ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში კარლო ანჩელოტი "ნაპოლიდან" გაუშვან.

დღეს, 16:39

შეთავაზება მზადაა - ჰოლანდს სერიოზული მსურველი ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 16:33

ტრიპიერი: "ატლეტიკოში ყველა რუნის მეძახის"

"ატლეტიკოს" მცველმა, კირან ტრიპიერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:29

სტერლინგი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთას ეხმაურება

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:24

კურტუა კრიტიკაზე: "ვიცი, რა ვღირვარ და ეს ყოველთვის ვიცოდი"

"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია აქვს მის მიმართ კრიტიკაზე.

დღეს, 16:18

აზერბაიჯანის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი მოხვდა, ერთი საუკეთესოდ დასახელდა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში "გაბალა" შინ "საბაილს" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 16:09

მანჩინი: "ვფიქრობ, რონალდუ ბოდიშს მოიხდის და ყველაფერი გაივლის"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 15:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10