Goal.Ge

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ


ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. საჩემპიონო რბოლა კვლავ ძალაშია, "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" გაჩერებას არ აპირებენ. რაც შეეხება 4-ეულს, ჩემპიონთა ლიგის კვარტეტი როგორც იქნა დაკომპლექტდა.

"ქალაქელებსა" და "წითლებთან" ერთად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ლონდონის "ჩელსიც" იასპარეზებს, ეს უდავოა. "უოტფორდის" დამარცხებით, "არისტოკრატები" მე-3 ადგილზე აღზევდნენ და მათ ვეღარავინ ჩამოაქვეითებს.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

მეოთხე საგზურისთვის კი "ტოტენჰემი" და "არსენალი" იბრძოლებენ, სხვაობა მათ შორის სამი ქულაა. უდიდესი ალბათობით, გამარჯვებული მაინც "ჰოტსპური" გამოვა, რადგან "დეზებს" ბევრად უკეთესი ბურთების შეფარდება აქვთ: +28 "მეთოფეთა" +20-ის წინააღმდეგ.

ამის მიუხედავად, "კანონირებისთვის" თამაში არ დასრულებულა, რადგან ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში, "განერები" ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გავლენ. რა თქმა უნდა, ეს არც ისე მარტივია, უნაი ემერის გუნდს ისევ და ისევ "ლურჯები" ეცილებიან, რომლებსაც ტრიუმფი სწყურიათ.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

არ უნდა დაგვავიწყდეს "ვალენსია" და "აინტრახტიც", მაინც ყოველი შემთხვევისთვის. როგორც გვახსოვს, ოთხეულში მოსახვედრად იბრძოდა კიდევ ერთი პრეტენდენტი: "მანჩესტერ იუნაიტედი". "ეშმაკებისთვის" ყველაფერი დასრულებულია, ულე-გუნარ სოლსკიაერმა შანსი გაანიავა.

ერთი სიტყვით, ვულოცავთ "ჩელსისა" და პრინციპში "ტოტენჰემსაც", ვუსამძიმრებთ "მანიუს", "არსენალის" ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. "არისტოკრატებმა" და პერსონალურად მაურიციო სარიმ უმძიმესი სეზონი გადაიტანეს.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

არასტაბილურობა, "მან სიტისთან" სირცხვილი, სატრანსფერო ბანი, აზარის "რეალში" გარდაუვალი გადასვლა, კეპას გამოხტომა, უთავდამსხმელობა, კონფლიქტები და ა.შ. იტალიელი მწვრთნელი უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის გარეშე არ დატოვა.

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, აპენინელმა მაქსიმალური შედეგი დადო. "ქალაქელებსა" და "ლივერპულთან" ჭიდილი არარეალური გამოდგა და ეს სარის ბრალი არ არის. გვარდიოლა და კლოპი თავიანთ მონსტრებს წლების მანძილზე ქმნიდნენ, მაურიციო კი ეპლ-ში ანდერდოგად მოვიდა.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

ამის გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობა შემადგენლობებს შორის. უნდა ვაღიაროთ, რომ "ეტიჰადელებისა" და "წითლების" კოლექტივი ბევრად უფრო მრისხანეა, ეს ფეხბურთელების ფორმასაც ეხება.

"სტემფორდ ბრიჯზე" თავის საუკეთესო თამაშს მხოლოდ აზარი თუ აჩვენებდა, ბელგიელი საგოლე გადაცემების მხრივ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებს შორის ნომერ პირველია. სხვა დანარჩენების ასპარეზობა ოპტიმალურისგან შორს იყო.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

დღევანდელი "ჩელსი" საჩემპიონო გუნდი არ არის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ სეზონის სტარტზე "არისტოკრატები" პრემიერ ლიგის ტიტანებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. მე-5 ტურამდე "ლურჯებს" 100%-იანი შედეგი ჰქონდათ, ისინი ლიდერებიც კი იყვნენ.

მერვე რაუნდში გულშემატკივარმა სამხელისუფლებიანობა იხილა, რის შემდეგაც, "სტემფორდ ბრიჯზე" ნელ-ნელა კოშმარმა დაისადგურა. სარი თითქოს დანტე ალიგიერის როლში აღმოჩნდა, რომელსაც ჯოჯოხეთის 9 წრის გავლა მოუწია.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

"ჩელსის" თამაშის ხარისხმა იკლო, რაც მოგვიანებით "მან სიტისთან" 6:0-ით დაგვირგვინდა. აზარი, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი პრესას "რეალში" ყოველდღე გადაჰყავდა. ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ბელგიელის ტრანსფერი უკვე დღე-დღეზე გაოფიციალურდებოდა.

დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. ედენის გასხვისების შემთხვევაში, "არისტოკრატები" მის შემცვლელს მაინც ვერ იყიდიან, რადგან როგორც ვიცით, "ლურჯებს" სატრანსფერო ბანი დაედოთ.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

სხვა უიღბლობები - სეზონის მსვლელობისას სარიმ სამი თავდამსხმელი გამოსცადა, მაგრამ ვერავინ გაამართლა. მორატა მოშორებულია, იგუაინი და ჟირუ კი ჯერ კიდევ წარმატებით გვახსენებენ შევჩენკოს, კრესპოსა და ტორესს.

ამ ყველაფერთან ერთად, "სტემფორდ ბრიჯზე" გასახდელში არსებული ატმოსფეროც აირია. "ჩელსის" ფეხბურთელები ლოიალურობითა და თავდადებით მწვრთნელის მიმართ არ გამოირჩეოდნენ.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

ინგლისის თასის ფინალში კეპამ მოედნის დატოვება იუარა, კეჰილმა კი ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ ის იტალიელ თავკაცს პატივს არ სცემს. ეს ყველაფერი მაურიციოს ავტორიტეტს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს "არისტოკრატთა" ქომაგების შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.

აპენინელმა ამ ყველაფერს გაუძლო და "ლურჯები" სამეულში შეიყვანა. 60 წლის სპეციალისტმა "ტოტენჰემსაც" კი აჯობა, რომელმაც ევროპაში ფურორი მოახდინა. კონტრასტისთვის ავიღოთ სოლსკიაერი. ნორვეგიელს აღმერთებდნენ, მას წარმატებისთვის ყველა წინაპირობა გააჩნდა, მაგრამ სარიმ ის 5 ქულით ჩამოიტოვა.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

უდიდესი ალბათობით, იტალიელს მაინც მოუწევს თანამდებობის დატოვება, რადგან რომან აბრამოვიჩი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლით არასდროს კმაყოფილდებოდა. რუსმა თავის დროზე არ დაინდო ისეთი სპეციალისტები როგორებიც არიან მოურინიო (ორჯერ), ანჩელოტი, კონტე და ა.შ.

ერთი სიტყვით, ველოდებით მორიგი სახელოვანი სპეციალისტის კარიერის შელახვას, მაურიციოს კი სამშობლოში დაბრუნებას ვუწინასწარმეტყველებთ. დიახ, სერია ა-ში მისი დახმარება ბევრს სჭირდება.

ჩემპიონობის ტოლფასი მესამე ადგილი - სარიმ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ მას მაინც გაუშვებენ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

90 მილიონი და ფეხბურთელი: რეალის შეთავაზება პსჟ-ს

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:12

შეთანხმება მიღწეულია - ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია

"რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ახალ კლუბში შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის.

დღეს, 20:08

სილესენი: "ბარსელონაში სკამზე ჯდომას, ვალენსიაში თამაში მირჩევნია"

"ვალენსიას" ახალწვეულმა იასპერ სილესენმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 17:41

ბეილისა და სანეს შემდეგ, ბაიერნი ზააზე გადაერთო

მიუნხენის "ბაიერნი" აგრძელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელების ძებნას.

დღეს, 17:25

რეალი ბეილთან მიმართებაში დათმობაზე წავა?

ESPN-ი გარეტ ბეილის მადრიდის "რეალიდან" წასვლის ახალ დეტალებს ავრცელებს.

დღეს, 17:18

იკარდის სანაცვლოდ ობამეიანგი, გადაწყვეტილება მიღებულია

Calciomercato-ს ცნობით, მაურო იკარდის ლონდონის "არსენალის" სახით ახალი მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 17:09

მატა პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა პოლ პოგბას შესაძლო წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:59

რომა მანოლასის შემცვლელად ორი კანდიდატს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, კოსტას მანოლასი "რომადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

დღეს, 16:40

გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნება შეაფასა:

დღეს, 16:33

ასენსიო ლივერპულში? რეალის პოზიცია ცნობილია

Cadena SAR-ის ცნობით, "ლივერპულს" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი ხმაურიანი შენაძენის განხორციელების მცდელობა ჰქონდა.

დღეს, 16:24

ფალკაოსთვის ბრძოლაში მისი ყოფილი გუნდი ჩაერთო

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ რადამელ ფალკაო "მონაკოს" ტოვებს.

დღეს, 16:15

მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა

სატრანსფერო ექსპერტის, ტანკრედი პალმიერის განცხადებით, ნემანია მატიჩს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:12

ჭიაბრიშვილი: "ასეთი დონის გუნდთან საბურთალოს ჯერ არ უთამაშია"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 16:11

ტრანსფერები? არა, არ გამიგია - კლოპის შეცდომა და მოსალოდნელი სავალალო შედეგები

"ლივერპულის" ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, იურგენ კლოპი არ შეცვლილა.

დღეს, 15:24

წარმოუდგენელი ციფრი! რეალში გადასვლის დღიდან, ბეილმა 168 მატჩი გამოტოვა

ესპანური El Transistor საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 15:06

გრიზმანი: "მესი არ დამკავშირებია, სუარესი - კი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:00

ჩინური პრესაც ადასტურებს! ბეილი ალექს ტეიშეირას გუნდში გადადის

ესპანური და ჩინური სპორტული წყაროები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სულ მალე ბეილი „ცზიანსუ სუნინის“ ფეხბურთელი გახდება.

დღეს, 14:56

აგენტი: "სავარძელში ვზივარ და გოლფს ვუყურებ, ბეილის მომავალი საერთოდ არ მაღელვებს"

როგორც ჩანს, გარეტ ბეილის გარდა, გოლფის ყურება მის აგენტსაც ძალიან უყვარს.

დღეს, 14:51

ნაბილ ფეკირის მომავალი კლუბი პრაქტიკულად ცნობილია

„ბეტისი“ ჯოვანი ლო ჩელსოს 60 მილიონად „ტოტენჰემში“ ყიდის, თავად კი ნაბილ ფეკირს 25-დ ყიდულობს.

დღეს, 14:46

"აირჩიე ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთი", - რეალი სებალიოსს აჩქარებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

დღეს, 14:42

მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბი როდრიგომ გააბრაზა

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი როდრიგოს გოლის აღნიშვნამ გააბრაზა.

დღეს, 14:37

დე ლიგტი: "ამბობდნენ, რომ მანჩესტერმა მამაჩემის სიმსუქნის გამო დამიწუნა"

„იუვენტუსის“ ახალწვეულმა საინტერესო ინფორმაცია გაიხსენა.

დღეს, 14:29

მაურიციო სარიმ ტრანსფერები არ გამორიცხა

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი აღიარებს, რომ გუნდის შემადგენლობა გადატვირთულია, მაგრამ პრობლემური პოზიციებიც არის.

დღეს, 14:19

ვის შეხვდება საბურთალო დინამო ზაგრების ბარიერის დაძლევის შემთხვევაში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება.

დღეს, 14:10

რეალის 10 საუკეთესო ბომბარდირი 21-ე საუკუნეში

წარმოგიდგენთ მადრიდის "რეალის" 10 საუკეთესო ბომბარდირს 21-ე საუკუნეში.

დღეს, 13:26

"საშინლად მოვიქეცი", - სევილიას მცველმა საჯარო ბოდიში მოიხადა

„სევილიას“ მცველმა, ჯორის ნიანიონმა, „ლივერპულთან“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ტვიტერში განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:09

რეალის მეკარე შესაძლოა რონალდოს გუნდში გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი შესაძლოა იჯარით „ვალიადოლიდში“ გადავიდეს.

დღეს, 13:07

"უბრალოდ სამარცხვინოა", - სევილიას ფეხბურთელი მილნერმაც გააკრიტიკა

„სევილიას“ ჯორის ნიანიონის დაჯარიმება უყურადღებოდ არც ჯეიმს მილნერმა დატოვა.

დღეს, 13:03

"ვფიქრობ, ეს მასზე რაღაცას მაინც ამბობს", - ვან დეიკი სევილიას ფეხბურთელმა გააბრაზა

„ლივერპულის“ ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, „სევილიასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში ჯორის ნიანიონის მიერ მიღებულ წითელ ბარატზე ისაუბრა.

დღეს, 12:58

სევილიას ფეხბურთელის საშინელი უხეშობა და წითელი ბარათი ლივერპულთან [VIDEO]

„ლივერპულთან“ ამხანაგურ შეხვედრაში „სევილიას“ ფეხბურთელმა ძალიან იუხეშა.

დღეს, 12:53

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10