ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად


ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა - კატალონიის "ბარსელონა" "ენფილდს" უდიდესი უპირატესობით სტუმრობს.

"კამპ ნოუზე" იურგენ კლოპის გუნდი 0:3 განადგურდა, ახლა კი "ლივერპული" საკუთარი არანორმალური გულშემატკივრების თვალწინ მხოლოდ სასწაულის იმედზე თუ იქნება.

ლივერპული - ბარსელონა

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "ენფილდი", ლივერპული
მთავარი მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ლივერპული

"კამპ ნოუზე" იურგენ კლოპმა ძალიან კარგად იმუშავა და "ლივერპულმა" საკმაოდ კარგად დაიწყო. ინგლისელები კატალონიაში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტების ცუდი რეალიზაციისა და დაცვაში არც ისე სტაბილური თამაშის გამო "წითლები" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ. "ლივერპულს" მეორე ტაიმში ძალიან კარგი საგოლე ეპიზოდები ჰქონდა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა და საბოლოოდ, მშრალად წააგო სამბურთიანი სხვაობით, რაც მერსესაიდელებს მხოლოდ სასწაულის იმედად ტოვებს.

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

გასულ უქმეებზე "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ბოლოსწინა ტურში ურთულესი მატჩი ჩაატარა და გასვლაზე "ნიუკასლი" დივოკ ორიჯის ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (3:2). იურგენ კლოპის გუნდს ოცნებები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ "ბარსელონასთან" გატანილი გოლის გარეშე სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფქვრა მართლაც ფანტასტიკის სფეროა.

ბარსელონა

კატალონიური გრანდი ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით პრაგმატიზმით გამოირჩევა, რაც "ლივერპულთან" პირველ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა. "ბარსამ" თამაში მეტოქეს დაუთმო, მაგრამ თავისი მომენტები გამოიყენა, თანაც "ბლაუგრანას" რიგებში ლიონელ მესი ირიცხება...არგენტინელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა. უნდა გამოვყოთ გერმანელი კიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც, რომელიც ასევე ჩინებულ ფორმაშია და "ბარსას" უკანა ხაზის მთავარი იმედია.

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ "ბარსამ" ლა ლიგაში დაისვენა და ვიგოში "სელტასთან" 0:2 დამარცხდა. კატალონიელებმა ეროვნულ ჩემპიონატში 23 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, მაგრამ ტიტული ერთი კვირით ადრე ჩაიბარეს, ამიტომ ეს მათთვის დიდი პრობლემა არაა. ახლა კი "ბარსა" საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება.

სალაჰისა და ფირმინოს გარეშე

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

მერსესაიდული გრანდის მდგომარეობა "ნიუკასლთან" შეხვედრაში კიდევ უფრო დამძიმდა - "ლივერპულს" ეგვიპტელი შემტევი, მოჰამედ სალაჰი, დაემტვრა და საპასუხო მატჩს გამოტოვებს.

ვერ მომჯობინდა რობერტო ფირმინოც და ბრაზილიელიც განაცხადს მიღმა დარჩა. ლაზარეთში რჩებიან ლალანა და კეიტაც, ფირმინო და სალაჰის გარეშე კი კლოპს კვლავ 4 ნახევარმცველით მოუწევს თამაში.

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

"სელტასთან" მატჩში "ბარსელონასაც" გამოაკლდა შემტევი - უსმან დემბელე, რომელიც 3-4 კვირას გამოტოვებს. თუმცა ფრანგის არყოფნა ვალვერდესთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული: ალისონი; არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვიინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი; მანე, ორიჯი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი; სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა; რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი; სუარესი, მესი.

ფაქტები და სტატისტიკა:

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. საერთო ჯამში, ეს კატალონიელებისთვის მე-16 სარეკორდო ნახევარფინალია. წინა 15 პაექრობიდან "ბლაუგრანამ" 7-ჯერ გააღწია ფინალში, 8-ჯერ კი დამარცხდა.

"ლივერპულისთვის" ეს ჩემპიონთა თასის/ლიგის მე-11 ნახევარფინალია. წინა 10 1/2 ფინალური დაპირისპირებიდან მერსესაიდელებმა 8 მოიგეს და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდნენ ფინალში.

ეს "ბარსელონასა" და "ლივერპულის უკვე მე-10 ევროპული დაპირისპირებაა. წინა 8 შეხვედრიდან 6 2001-07 წლების პერიოდში გაიმართა და მერსესაიდელებმა სამი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო ესპანელებმა - 2. ორივე გუნდმა 6-6 ბურთი გაიტანა.

ფლეი-ოფის სტადიაზე მერსესაიდულმა გრანდმა "ბარსელონას" სამიდან სამივე შეხვედრა მოუგო.

პირველი ასეთი დაპირისპირება 1975/76 წლების უეფას თასის 1/2 ფინალში გაიმართა და მაშინ "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში 2:1 იმარჯვა.

მომდევნო შეხვედრა ისევ უეფას თასის ნახევარფინალში შედგა 2000/01 წლების სეზონში. კატალონიაში უგოლო ფრის შემდეგ "ლივერპულმა" სახლში გარი მაკალისტერის ერთადერთი გოლით იმარჯვა (1:0) და ფინალში მეორე კატალონიური კლუბი, "დეპორტივო ალავესი", დაამარცხა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კი 12 წლის წინ, 2006/07 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედგა. მოქმედი ჩემპიონი "ბარსა" ნაადრევ სტადიაზე რაფა ბენიტესის "ლივერპულმა" გამოთიშა ასპარეზობას. "კამპ ნოუზე" ინგლისელებმა 2:1 მოიგეს, სახლში 0:1 დამარცხდნენ და მომდევნო ეტაპზე სტუმრად მეტი ბურთის წყალობით გავიდნენ.

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

1/2 ფინალურ ეტაპზე განცდილი 8 მარცხიდან ფლეი-ოფში "ბარსამ" სამი სწორედ ინგლისური კლუბებისგან იწვნია, თავად კი პრემიერ ლიგის გუნდი ამ სტადიაზე მხოლოდ ერთხელ გამოაგდო.

ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში ეს "ბარსელონასთვის" მე-12 ნახევარფინალური ეტაპია, რაც მადრიდის "რეალის" (13) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

"ბარსელონამ" ინგლისურ კლუბებთან 25 ორმატჩიანი დუელიდან 15 მოიგო, მათ შორის ბოლო 5.

კატალონიური გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპული" მე-3 ინგლისური მეტოქეა. ჯგუფურ ეტაპზე "ბარსა" "ტოტენჰემს" შეხვდა (4:2 გასვლა, 1:1 სახლი), ხოლო 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა (1:0 გასვლა, 3:0 სახლი).

ლივერპული - ბარსელონა: წითლები სალაჰისა და ფირმინოს გარეშე სასწაულის იმედად

"ლივერპულს" ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე 10 საშინაო მატჩიდან არცერთი არ წაუგია - 8 მოგება, 2 ფრე.

მერსესაიდულ გრანდს შინ ესპანური კლუბების წინააღმდეგ დადებითი ბალანსი არ აქვს - 5 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება.

"ლივერპულს" ევროთასებზე "ენფილდზე" 21 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 15 მოგება, 6 ფრე.

"წითლებმა" ფლეი-ოფის ეტაპზე სტუმრად პირველი მატჩი 27-ჯერ წააგეს და 13 შემთხვევაში საკუთარ მოედანზე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება. თუმცა 0:3-დან "ლივერპულმა" ორიდან ორივე ფლეი-ოფის დაპირისპირება დათმო.

კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში სტუმრად სუსტად ასპარეზობენ - მხოლოდ ორი მოგება, 2 ფრე და 10 მარცხი.

"ბარსელონამ" 42 საფლეი-ოფო დაპირისპირებიდან, რომელიც პირველი მატჩი სახლში მოიგო, 38-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე, მაგრამ გასულ სეზონში 1/4 ფინალურ სტადიაზე გაფლანგა სამბურთიანი უპირატესობა - "რომასთან" შინ 4:1 გამარჯვების შემდეგ "ბარსა" იტალიაში 0:3 განადგურდა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პსჟ-ს მწვრთნელი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა გააკეთა.

დღეს, 04:13

ატლეტიკო - ლივერპული - ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

მოგეხსენებათ, ახალი წესის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდება.

დღეს, 03:44

მატჩის გმირი ჰოლანდი: "მსურს, სულ ბომბარდირთა შორის ვიყო"

"პსჟ"-სთან მოგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა გააკეთა.

დღეს, 03:39

დორტმუნდის მწვრთნელმა ჰოლანდი შეაქო: "მან გუნდს ულიდერა"

"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიენ ფავრემ "პსჟ"-სთან მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:37

რობერტსონი: "ატლეტიკომ ეს მოგება ისე აღნიშნა, თითქოს უკვე შემდეგ ეტაპზე არიან"

"ლივერპულის" მცველმა ანდრე რობერტსონმა "ატლეტიკოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:24

სიმეონე: "ვგრძნობდი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მოგების სჯეროდათ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "ატლეტიკომ" შინ "ლივერპული" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:20

კლოპი: "თავს კარგად ვგრძნობ, ბრძოლა გრძელდება!"

"ლივერპულისა" და "ატლეტიკოს" მატჩის შემდეგ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 03:11

ჰოლანდის გარდა, ისტორიაში დორტმუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი შევიდა

ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე "პსჟ" 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:04

ოქროს ბიჭუნა - 4 დიდი რეკორდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდმა დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "დორტმუნდი" "პსჟ"-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:00

სტატისტიკა: ატლეტიკოს მოქმედ ჩემპიონებთან თამაში გამოსდის

სტატისტიკა გვაუწყებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" მოქმედ ჩემპიონებთან გამოსდის თამაში.

დღეს, 02:53

ლივერპულის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორის ბრწყინვალე სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "ატლეტიკომ" ბრწყინვალედ ითამაშა და მოქმედი ჩემპიონი 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:49

სიმეონემ გააკეთა ის, რაც ლივერპულთან ვერცერთ გუნდს გამოსდის

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ლივერპული" "ატლეტიკოს" ესტუმრა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 02:20

ყველაფერი ენფილდზე გადაწყდება! ატლეტიკომ ვანდაზე ლივერპულს მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მოქმედ ჩემპიონს, „ლივერპულს“ უმასპინძლა.

დღეს, 01:52

ჰოლანდის სასწაული გრძელდება! დორტმუნდმა პსჟ ნორვეგიელის დუბლით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში „დორტმუნდმა“ საკუთარ კედლებში „პარი სენ-ჟერმენი“ 2:1 დაამარცხა.

დღეს, 01:50

ოფიციალურად: ჯანის დორტმუნდში ტრანსფერის პირობები ცნობილია

"იუვენტუსმა" ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ "დორტმუნდმა" ნახევარმცველი, ემრე ჯანი შეისყიდა.

გუშინ, 23:27

ბარსელონა მერტენსით ინტერესდებოდა, მაგრამ ტრანსფერი იუარა

"ბარსელონა" ზამთარში "ნაპოლის" თავდამსხმელ დრის მერტენსისადმი იჩენდა ინტერესს.

გუშინ, 23:24

"ბარსელონა ყოველთვის მკაცრად იცავს ფეირ პლეის წესებს", - ბართომეუ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ფეხბურთში ფინანსური ფეირ პლეის წესებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:20

ფიგუმ რეალში მბაპეს შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა

"რეალის" ექს-ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ "სამეფო კლუბში" კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:11

ბართომეუ ფეხბურთელებს სიტუაციის გასარკვევად შეხვდება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 23:04

რეალმა მოდრიჩის შემცვლელს მანჩესტერ სიტიში მიაგნო

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელის ყიდვა უნდა.

გუშინ, 22:21

იუვენტუსმა კიელინის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 22:16

გულიტი: "ოქროს ბურთი ვან დეიკს უნდა მოეგო"

ლეგენდარული ჰოლანდიელის, რუდ გულიტის აზრით, 2019 წლის "ოქროს ბურთი" ვირჯილ ვან დეიკს უნდა მოეგო.

გუშინ, 22:13

კლოპი: "სარიზე არანაირი ზეწოლის მოხდენა არ მინდოდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:09

კასილასმა პორტუს პრეზიდენტს კარიერის დასრულებაზე აცნობა

"პორტუს" პრეზიდენტმა, ჟორჟე ნუნუ პინტუმ განაცხადა, რომ იკერ კასილასმა კარიერის დასრულებაზე აცნობა.

გუშინ, 22:02

პოგბას ძმა: "ყველამ იცის, რომ პოლს მანჩესტერიდან წასვლა უნდა"

"სიუდად რეალის" ფეხბურთელმა, მატიას პოგბამ უმცროსი ძმის, პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:21

ჰენდერსონი კოუტინიოს შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"ლივერპულის" ნახევარმცველმა და კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:17

გრანდების სამიზნემ კლუბის შეცვლა არ გამორიცხა

"ლაიფციგის" ახალგაზრდა ფრანგმა მცველმა, დაიოტ უპამეკანომ ზაფხულში კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 21:12

ტომას პარტეი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, ტომას პარტეიმ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:30

სმოლინგის ტრანსფერზე ორი კლუბი მუშაობს

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, კრის სმოლინგი იჯარით "რომაში" ასპარეზობს.

გუშინ, 19:30

ლაციოს პრეზიდენტი: "ყველა, ვინც იუვენტუსს და ინტერს არ ქომაგობს, ჩვენსკენაა"

„ლაციოს" პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, „ინტერთან" მოგების შემდეგ (2:1), ხალხის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:51

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10