» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება


აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება

"ენფილდზე" გიჟური და დაუჯერებელი საღამოს შემდეგ დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი გაირკვევა.

ლონდონის "ტოტენჰემი" ამსტერდამში ჩავა და ეცდება, რომ მოგებაზე ითამაშოს. "აიაქსს" კი ბოლო ოცლწლეულის საუკეთესო თაობა ჰყავს და ფინალს უმიზნებს.

აიაქსი - ტოტენჰემი

დასაწყისი: 23:00 საათი
სტადიონი: "იოჰან კრუიფ არენა", ამსტერდამი
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

აიაქსი

ამსტერდამელებმა ლონდონში შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარეს, თამაშს თავის სტილში აკონტროლებდნენ და ლამაზი კომბინაციის შედეგად ეფექტური გოლიც გაიტანეს. დონი ვან დე ბეეკმა კვლავ წარმოაჩინა თავი და "აიაქსმა" მეორე ნახევარში უბრალოდ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე ითამაშა, რაც გამოუვიდა. 1:0 სტუმრად ყველაფერს არ წყვეტს, მაგრამ ჰოლანდიურმა კლუბმა ფინალისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა, თანაც საპასუხო საშინაო შეხვედრას იდეალური განწყობით ხვდება.

აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება

გასულ უქმეებზე ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჰოლანდიის თასის ფინალში "ვილემ 2" 4:0 გაანადგურა და "აიაქსმა" 2014 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. "აიაქსი", რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერობს, მიმდინარე სეზონში ტრებლს უმიზნებს და ტენ ჰაგის გუნდმა სამიდან ერთი ტიტული უკვე დადო, ახლა კი ეცდება, რომ მეორეს ფინალში გააღწიოს.

ტოტენჰემი

ლონდონურმა კლუბმა პირველი მატჩის პირველი ტაიმის ბოლოდან დაიწყო თამაში, მაგრამ ეს დაგვიანებული რეაქცია აღმოჩნდა და "დეზებმა" საპასუხო ბურთის გატანა ვერაფრით მოახერხეს. მაურისიო პოჩეტინომ მეორე ტაიმში კარგი სამუშაო შეასრულა, მაგრამ ამსტერდამში მაინც მარცხით მიდის და ინგლისელებს ჰოლანდიაში გასატანი აქვთ. კარგია ის, რომ "ტოტენჰემმა" მხოლოდ ერთი ბურთს სხვაობით წააგო და ჰოლანდიაში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აწყობს.

აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება

გასულ უქმეებზე "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგაში მორიგი მატჩი წააგო - "დეზები" სტუმრად "ბორნმუთთან" ბოლო წუთებზე გაშვებული ბურთით 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ ფეხი დაუცდათ კონკურენტებასც, ამიტომ "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის განაღდებული აქვს. ასე, რომ მაურისიო პოჩეტინოს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ამსტერდამში სეზონის საუკეთესო მატჩის ჩატარება და ფინალში გასვლა.

სონი ბრუნდება

აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება

პირველი მატჩის დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვების შემდეგ "ტოტენჰემს" კორეელი შემტევი ეუნ-მინ სონი უბრუნდება. სანჩესი, ვინკსი და კეინი კი კვლავ ლაზარეთში არიან.

"აიაქსს" კვლავ იდეალური საკადრო მდგომარეობა აქვს. გუნდს მხოლოდ ბანდე და ეიტინგი აკლია.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი: ონანა; მაზრუი, ბლინდი, დე ლიგტი, ტალიაფიკო; ვან დე ბეეკი, დე იონგი, შიონე; ზიეხი, ტადიჩი, ნერესი.

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვანიამა; ალი, ერიკსენი, მოურა; სონი.

ყოფილი მოსწავლეების დაბრუნება სახლში

აიაქსი - ტოტენჰემი: ლივერპული მეტოქეს ელოდება

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას ერთი უნიკალური ფაქტიც ახლავს თანს - ლონდონური კლუბის ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი ხვდება ყოფილ კლუბს, საიდანაც სამისთვის "აიაქსი" მშობლიური კლუბიცაა. იან ვერტონგენისა და ტობი ალდერვეირელდის ცნობილი ბელგიური თანდემი ჯერ კიდევ "აიაქსში" შეიკრა. ორივე ამსტერდამული კლუბის აღზრდილია და 2008-12 წლებში "აიაქსის" დაცვის ცენტრს ამაგრებდნენ. 2012 წელს ვერტონგენი "ტოტენჰემში" წავიდა, ხოლო ტობიმ ერთი წლის შემდეგ "ატლეტიკოს" მიაშურა და იანს ლონდონში 2015 წელს შეუერთდა.

22 წლის კოლუმბიელი მცველი დავიდსონ სანჩესი "ტოტენჰემს" ამსტერდამულ კლუბში ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის შემდეგ შეუერთდა. დავიდსონმა "აიაქსის" მაისურით 2016/17 წლების სეზონში იასპარეზა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პრემიერ ლიგაში გადასაბარგებლად.

დაბოლოს, "ტოტენჰემის" შეტევების შემქმნელი და ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი მსოფლიოში - კრისტიან ერიკსენი, რომელიც ასევე "აიაქსის" აღზრდილია და ჰოლანდიაში სამი წელი (2010-13) წელი ბწრყინავდა. შემდეგ კი "ტოტენჰემში" გადავიდა და გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.

ასე, რომ "აიაქსის" ტალანტებისა და სკოლის გავლენა არამხოლოდ ჰოლანდიურ კლუბზე, არამედ მათ მეტოქეზეც ვლინდება.

ფაქტები და სტატისტიკა:

ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში (1992 წლიდან მოყოლებული) 1/2 ფინალში პირველად თამაშობს, ხოლო ზოგადად, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში მხოლოდ ერთხელ, 57 წლის წინ, აქვს ნათამაშები.

ამსტერდამის "აიაქსი" კი ნახევარფინალურ ეტაპზე 22 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა - 1997 წელს "აიაქსი" 1/2 ფინალში ტურინის "იუვენტუსთან" 2:6 განადგურდა.

"ტოტენჰემი" და "აიაქსი" აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ - 1981/82 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის პირველ წრეში. მაშინ ინგლისელებმა, ორი მატჩის ჯამში, 6:1 იმარჯვეს.

"ტოტენჰემმა" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში 1961/62 წლების სეზონში ითამაშა და ლისაბონის "ბენფიკასთან" დამარცხდა: 1:3 სტუმრად, 2:1 სახლში.

"ტოტენჰემი" მეშვიდე ინგლისური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალში გავიდა და ამით პრემიერ ლიგა დააწინაურა (ესპანეთს 6 ასეთი კლუბი ჰყავს).

ლონდონური კლუბი ერთადერთია მეოთხეფინალისტებს შორის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია და არც ფინალშია გასული.

ფლეი-ოფის ეტაპზე ლონდონურ კლუბს ერედივიზიონის გუნდებთან თნაბარი მაჩვენებელი აქვს: 3 მოგება, 3 წაგება.

"აიაქსი" ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში მეცხრედ გავიდა და წინა 8 შემთხვევიდან ექვსჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.

ორმატჩიან დუელებშიც ამსტერდამულ კლუბს პრემიერ ლიგის გუნდებთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მოგება, 4 წაგება.

"აიაქსმა" ჩემპიონთა თასის/ლიგის 1/2 ფინალში საკუთარ მოედანზე 8 მატჩიდან 6 მოიგო და ბოლო ორი წააგო.

ამსტერდამელებს შინ ინგლისურ კლუბებთან ძალიან უჭირთ - 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება.

"აიაქსს" საკუთარ მოედანზე ბოლო 7 საფლეი-ოფო მატჩი არ აქვს მოგებული - 4 ფრე, 3 წაგება. ამ სეზონშიც ამსტერდამელები "რეალთან" 1:2 დამარცხდნენ, ხოლო "იუვენტუსთან" ფრედ 1:1 ითამაშეს.

"აიაქსი" პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მიაღწია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე.

ამსტერდამულმა კლუბმა ორმატჩიანი დუელის პირველი გასვლითი მატჩი 27-ჯერ მოიგო და მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე. კონკრეტულად 1:0 გამარჯვების შემდეგ "აიაქსმა" ოთხჯერ იმარჯვა და ერთხელ დამარცხდა.

ლონდონურ კლუბს ჰოლანდიაში ბოლო ოთხი შეხვედრა არ აქვს წაგებული - 2 მოგება, 2 ფრე. სულ "ტოტენჰემის" გასვლითი სტატისტიკა ჰოლანდიურ კლუბებთან დადებითია: 5 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.

"ტოტენჰემს" ევროთასებზე ბოლო 20 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 5 აქვს მოგებული - 7 ფრე, 8 წაგება.

საშინაო თამაშის წაგების შემდეგ "ტოტენჰემს" საფლეი-ოფო დაპირისპირება აქამდე არასოდეს შემოუტრიალებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლივერპული რეალურად დამარცხდა ჩელსისთან? - სიმართლე ვერნერის ტრანსფერის შესახებ

სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, "ლაიპციგის" ლიდერის, ტიმო ვერნერის "ლივერპულში" ტრანსფერი გარდაუვალი ჩანდა.

გუშინ, 15:21

ხავი მარტინესმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ხავი მარტინესმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.

დღეს, 02:19

ოფიციალურად: საბურთალომ პირველი ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 25 წლის ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს.

დღეს, 02:16

ქართველი ქომაგის დიდი კრიტიკა: როგორი იქნება თბილისის ახალი სპორტის სასახლე? [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

დღეს, 02:11

დი მარია: "ბედნიერი ვარ, რომ ბარსელონაში არ გადავედი"

"პსჟ"-ს არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია აცხადებს, რომ მისი სურვილი "ბარსელონაში" თამაში არასდროს ყოფილა.

დღეს, 02:08

კურიოზი გერმანიაში: რის გამო დასაჯა სანჩო ბუნდესლიგამ?

გერმანიის ბუნდესლიგაში საკმაოდ კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ჯეიდონ სანჩოს ეხება.

დღეს, 02:05

უცნობი ფაქტი: მომენტი, როცა რომას ლაუტაროს შეძენა 8 მილიონად შეეძლო

ლაუტარო მარტინესის აგენტი არგენტინელ ფეხბურთელზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 02:01

საფრანგეთში ბრუნდებიან: სატრანსფერო ფანჯრის გახსნის ზუსტი დრო ცნობილია

მოგეხსენებათ, საფრანგეთს ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად შეწყდა და ჩემპიონად "პსჟ" გამოცხადდა.

დღეს, 01:57

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა თემურ ქეცბაიას გუნდში ვიხილოთ

კვიპროსული პრესა "ანორთოსისში" გადასვლას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს უკავშირებს.

დღეს, 01:47

საბურთალოს ახალი სპონსორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და სადეზინფექციო საშუალებებისა და ბიოენერგეტიკულ სასმელების მწარმოებელ კომპანიას შორის

დღეს, 01:44

100 მილიონი დოლარი - მაიკლ ჯორდანი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში კოლოსალურ თანხას რიცხავს

ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, ამერიკაში საპროტესტო აქციები და წყდება და არეულობაა.

დღეს, 01:42

ტალიაფიკოს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

Goal.com-ის ცნობით, ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა მცველს, ნიკოლას ტალიაფიკოს პრემიერ ლიგაში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 00:36

"ზიდანი არასდროს ყოფილა ბეილის მიმართ უარყოფითად განწყობილი", - უელსელის აგენტი

მადრიდის "რეალის" შემტევის, გარეტ ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა თავისი კლიენტის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:11

"კლოპს ვერნერი რეალურად რომ ნდომოდა, ის უკვე ლივერპულში იქნებოდა", - მერსისაიდელთა ლეგენდა

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ბარნსმა ტიმო ვერნერის ჩაშლილი ტრანსფერი შეაფასა.

გუშინ, 23:49

ვერნერის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ლივერპული სხვა სამიზნეებზე გადაერთო

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულს" ჩაეშალა "ლაიპციგის" ლიდერის, ტიმო ვერნერის ტრანსფერი.

გუშინ, 23:33

ვან დერ ვაარტმა ყოფილი თანაგუნდელებისგან საუკეთესო 11-ეული შეადგინა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა ექს-თანაგუნდელებისგან საუკეთესო 11-ეული შეადგინა.

გუშინ, 23:15

აგენტმა დემბელეს მომავალს ფარდა ახადა

"ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:20

ვინისიუს ჟუნიორს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 20:26

მოურინიოს ტოტენჰემში ჩელსის ფეხბურთელის ხილვა სურს

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში" სასურველი ფეხბურთელი შეარჩია.

გუშინ, 20:23

ტოტენჰემმა 195 მილიონ ევროიანი კრედიტი აიღო

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ კრედიტის სახით 195 მილიონი ევროს აღება დაადასტურა.

გუშინ, 20:14

მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზე

"ლევერკუზენის" ნახევარმცველი, კაი ჰავერცი ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

გუშინ, 20:01

კლუბი, რომელმაც 2018 წელს ლაუტაროს 8 მლნ ევროდ შეძენა იუარა

მოგეხსენებათ, ლაუტარო მარტინესი "ინტერში" 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

გუშინ, 19:55

ბარსელონას ტიაგო სურს, ბაიერნმა ფასი დაასახელა

კატალონიის "ბარსელონა" "ბაიერნის" ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარათი ინტერესდება.

გუშინ, 19:41

"იქ შეუძლია მეფე გახდეს", - სანიოლმა მბაპეს კლუბი ურჩია

საფრანგეთის ნაკრებისა და "ბაიერნის" ექს-მცველმა, ვილი სანიოლმა კილიან მბაპეზე ისაუბრა.

გუშინ, 19:30

ბარსელონამ ლაუტარო მარტინესის ალტერნატივას მიაგნო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა თავდასხმის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

გუშინ, 19:23

ტოტენჰემი კოუტინიოსთვის ბრძოლას გამოეთიშა, მიზეზი გარკვეულია

ლონდონის "ტოტენჰემი" "ბარსელონას" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთვის არ იბრძოლებს.

გუშინ, 19:15

ბენფიკას ნახევარმცველისთვის ბრძოლაში მილანის მთავარი კონკურენტი ემიუ იქნება

„ბენფიკას“ ნახევარმცველი, ფლორენტინო ლუიში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება ESPN.

გუშინ, 18:43

ბენფიკას გულშემატკივრებმა გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს - ორი ფეხბურთელი დაშავდა

„არწივების“ გულშემატკივრებს „ტონდელასთან“ ფრეზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ.

გუშინ, 18:33

ბარსელონას ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს

თავისი სატრანსფერო გეგმების განხორციელებისთვის, „ბარსელონას“ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.

გუშინ, 18:29

კროოსი: "ჰომოსექსუალ ფეხბურთელებს გარანტიას ვერ მივცემ, რომ ქამინგ-აუტის შემთხვევაში, ქომაგები მათ არ დაამცირებენ"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ფეხბურთში ჰომოსექსუალობაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:23
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10