» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი


მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

2014 წლის 28 ივლისს "ლივერპულმა" 12.6 მილიონ ევროდ დივოკ ორიგი გაიფორმა. ბელგიელს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მას მარიო ბალოტელის დუბლიორად მოიაზრებდნენ, რომელსაც "ბარსელონაში" წასული ლუის სუარესი უნდა შეეცვალა.

"წითლების" ახალწვეულს არც ბრენდან როჯერსი ენდობოდა და არც იურგენ კლოპი, მაგრამ მერსისაიდში მომხდარმა ტრავმების ეპიდემიამ გერმანელი მწვრთნელი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო (ნაცნობი სიტუაციაა).

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

ორიგიმ შანსი გამოიყენა: ჰეტ-ტრიკი "საუთჰემპტონის" კარში და ორი გოლი "დორტმუნდთან". ბელგიელზე ალაპარაკდნენ როგორც "სკაუზერების" ახალ ტალანტზე, მაგრამ მოგვიანებით, "ენფილდის" მედპუნქტს თავად დივოკმაც მიაშურა.

"ლივერპულის" თავდამსხმელმა ერთ სეზონში ტრავმა ოთხჯერ მიიღო, გამოტოვა სამი თვე და 23 შეხვედრა. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ორიგის ფორმა შორს იყო ოპტიმალურისგან, ცვლილებები ზოგადად "წითლების" შემადგენლობაშიც მოხდა.

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

კლოპი იმ გუნდის შენებას შეუდგა, რომელსაც ახლა ვხედავთ და სამწუხაროდ, ბელგიელის ადგილი მერსისაიდში არ აღმოჩნდა. "სკაუზერებმა" დივოკი პრაქტიკისთვის იჯარით "ლილსა" და "ვოლფსბურგში" გაუშვეს, მაგრამ საერთო ჯამში, ორივე გუნდში ერთად მან მხოლოდ 15 გოლი გაიტანა.

"ენფილდზე" დაბრუნების შემდეგ, ორიგის თვალწინ კიდევ უფრო ძლიერი "ლივერპული" წარსდგა - ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და გუნდი, რომლის წინა ხაზში დაფრინავდა სალაჰი-ფირმინო-მანეს მაგიური ტრიო.

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

ბელგიელი ხვდებოდა, რომ "წითლების" ძირითადში მოხვედრა არარეალური იყო, მაგრამ ის მაინც დარჩა. მერსისაიდელთა შეტევაში დივოკი მეშვიდე არჩევანი იყო. მოს, ბობისა და სადიოს ცვლიდნენ შაქირი, სტარიჯი და სოლანკე. დიახ, თავდაპირველად კლოპი ორიგიზე წინ დომინიკსაც კი აყენებდა.

ბელგიელი დუბლ-შემადგენლობამდე დაქვეითდა, მაგრამ სოლანკეს გაყიდვის შემდეგ, დივოკის შანსები გაიზარდა. 24 წლის თავდამსხმელი კვლავ ღრმა რეზერვისტად ითვლებოდა, თუმცა ამჯერად ის განაცხადში მაინც ხვდებოდა.

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

"სკაუზერების" შემადგენლობაში ხუთი წლის წინანდელი სცენარი განმეორდა - სათადარიგოთა სკამი, ტრავმების ეპიდემია, დაბრუნება. აპრილის ბოლო რიცხვებიდან "ენფილდმა" ორი ლიდერი დაკარგა: ჯერ ფირმინო, შემდეგ კი სალაჰი. კლოპს კვლავ მოუწია ორიგის საქმეში ჩართვა.

ბელგიელმა თავისი შანსი ისევ გამოიყენა, თანაც უფრო მასშტაბურად. "ნიუკასლთან" შეხვედრაში დაშავებული მოჰამედის ნაცვლად შემოსვლის შემდეგ, დივოკმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და საჩემპიონო ინტრიგა ხელუხლებელი დატოვა.

ნიუკასლი-ლივერპული 2:3 (ორიგის გამარჯვების მომტანი გოლი)



სამი დღის შემდეგ კი 24 წლის თავდამსხმელმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება. "ლივერპული" შეუსრულებელი მისიის წინაშე იდგა: "ბარსას" დამარცხება მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "წითლებს" სალაჰი და ფირმინო კვლავ არ ეყოლებოდათ. თუ "ნიუკასლთან" შეხვედრაში კლოპმა ორიგის სტარიჯი ამჯობინა და ბელგიელი მხოლოდ მოს ტრავმის შემდეგ შემოვიდა, "ბლაუგრანასთან" დივოკი პირდაპირ სასტარტოში აღმოჩნდა.

მომენტი, როდესაც კლოპის მე-7 არჩევანი იყავი და წლის მატჩში ორ გოლს იტან - ორიგის ზღაპარი

შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მატჩის დებიუტში ორიგიმ მერსისაიდელებს აჩუქა ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ - სწრაფი გოლი. ჯორჯინიო ვეინალდუმის გაელვების შემდეგ, კატალონიელები ნოკაუტში სწორედ ბელგიელმა გაუშვა. ტრენტისა და დივოკის გათამაშებული კუთხური, უკვე კლასიკაა.

24 წლის თავდამსხმელმა ლიონელ მესის გუნდს დუბლი შეუსრულა და "სკაუზერები" სენსაციური სცენარით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. "ლივერპულმა", კერძოდ კი ორიგიმ დაგვანახა რომ სასწაული არსებობს. ამ ყველაფრის შემდეგ, არც პრემიერ ლიგის ოქრო ჩანს არარეალურად.

ლივერპული-ბარსელონა 4:0 (ორიგის დუბლი)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვეტს

Daily Mail-ის თანახმად, Adidas-ი აპირებს კონტრაქტის გაწყვეტას ლონდონის "არსენალის" შემტევ ნახევარმცველთან, მესუტ ოზილთან.

დღეს, 20:59

ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა

მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი,

დღეს, 20:44

დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია

The Athletic-ის თანახმად, "ლივერპული" დაინტერესებულია "ბარსელონას" ტრავმატული შემტევით, ოსმან დემბელეთი.

დღეს, 20:34

"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში

ბირმინგემის "ასტონ ვილას" კაპიტანმა, ჯეკ გრილიშმა დაასახელა ფეხბურთელი,

დღეს, 20:24

ბარსელონას ვარჯიშმა მესის გარეშე ჩაიარა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" უკანასკნელმა ვარჯიშმა ლიონელ მესის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

დღეს, 20:09

რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 18:01

ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს

ბილბაოს „ატლეტიკის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ „ერთი კლუბის ადამიანს“ ლოიალურობის გამო დააჯილდოვებს.

დღეს, 17:36

"დარწმუნებული ვარ, ტრანსფერი შედგება", - ბარსელონა ნიჭიერ ბრაზილიელს ყიდულობს [VIDEO]

ბრაზილიური „სან-პაულუს“ შემტევი, გუსტავო მაია, ზაფხულში შესაძლოა „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 17:12

იბრას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მწყობრში დასაბრუნებლად მუშაობას აგრძელებს.

დღეს, 16:34

ვან დეიკი: "გარდაცვალების რისკის გამო, 20 წლის ასაკში ანდერძის დაწერა მომიწია"

„ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის თქმით, ავადმყოფობის გამო, მას 20 წლის ასაკში ანდერძის დატოვება მოუწია.

დღეს, 16:15

იუვენტუსმა და რომამ შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გაცვალონ

იტალიური კლუბები მასიური გაცვლის მოლაპარაკებებს წამოიწყებენ.

დღეს, 15:56

მტკიცე უარი ხელმძღვანელობას - ბარსას ფეხბურთელებმა ხელფასის მეორედ შემცირება არ მოისურვეს

კატალონიური კლუბი დაახლოებით 10 მილიონი ევროს დაზოგვას ვერ მოახერხებს.

დღეს, 15:54

"ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ მომეწონა", - სონი სამხედრო სამსახურით კმაყოფილია

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, სონ ჰინ მინმა, სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურის გავლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:51

რონალდუ თავის სტიქიაშია - კრიშტიანუ ვარჯიშზე 4 საათით ადრე მივიდა

„იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ, ტურინული კლუბის ვარჯიშზე მის დაწყებამდე 4 საათით ადრე გამოცხადდა.

დღეს, 15:41

საულის ახალი კლუბი - ფეხბურთელმა ძმასთან ერთად საფეხბურთო გუნდი დააარსა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, რომელიც სამ დღეში თავისი ახალი გუნდის დასახელებას დაგვპირდა, ეს გააკეთა.

დღეს, 15:38

მანჩესტერ სიტი რობერტოთი დაინტერესდა, ბარსელონას პასუხი ცნობილია

"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" უნივერსალი ნახევარმცველით, სერხი რობერტოთი ინტერესდება.

დღეს, 14:31

MARCA: ლენგლეს მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ინტერს" "ბარსელონას" მცველის, კლემან ლენგლეს შეძენა უნდა.

დღეს, 13:05

რეალმა რამოსის პოტენციურ შემცვლელს პსჟ-ში მიაგნო

"რეალის" ხელმძღვანელობა "პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველით ინტერესდება.

დღეს, 13:02

Mundo Deportivo: დემბელემ სასურველი კლუბი შეარჩია

არ არის გამორიცხული, ზაფხულში უსმან დემბელემ კატალონიის "ბარსელონას" რიგები დატოვოს.

დღეს, 12:56

ჩელსი ზაფხულში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს

"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს.

დღეს, 12:50

პოჩეტინო: "ჩემმა საუთჰემპტონმა ინგლისური ფეხბურთი შეცვალა"

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 12:46

"აიაქსში დიდი პროგრესი განიცადა", - ვან გაალმა ზიეჩი დაახასიათა

ჰოლანდიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "აიაქსის" გარემარბ ჰაკიმ ზიეჩზე ისაუბრა.

დღეს, 12:39

AS: სანჩოსთვის ბრძოლაში რეალიც ჩაერთო და გეგმა შეიმუშავა

"რეალი" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაერთო, წერს AS.

დღეს, 12:32

პსჟ-მ ჰოლანდზე უარი თქვა, მთავარი პრეტენდენტი რეალია

"პარი სენ ჟერმენი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

დღეს, 12:22

"მისი მაგალითი ფეხბურთის ფარგლებს სცილდება", - კრესპო მესის აქებს

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ერნან კრესპომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

დღეს, 12:16

აგენტი ვილიანის მომავალზე ღიად ალაპარაკდა

"ჩელსის" გარემარბ ვილიანის აგენტი, კია ჯურაბჩიანი ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 11:59

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე უხეში ფეხბურთელი

FourFourTwo-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე უხეში ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.

დღეს, 11:09

ბარსელონა და ლაუტარო მარტინესი ხელფასზე შეთანხმდნენ

"ინტერის" თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

დღეს, 10:54

ჰავერცისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ლევერკუზენის" ახალგაზრდა ლიდერს, კაი ჰავერცს ევროპული გრანდები ეპატიჟებიან.

დღეს, 10:47

პოგბას მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ზაფხულში კლუბი დატოვოს.

დღეს, 10:44
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10